ავტორი:

"რატომ უნდა იყოს განაწყენებული თამრიკო? ის არ არის მგალობელი, მისი მსახურებაზე გალობა იყო გამონაკლისის სახით" - ჯაღმაიძე ჭოხონელიძეს პასუხობს

"რატომ უნდა იყოს განაწყენებული თამრიკო? ის არ არის მგალობელი, მისი მსახურებაზე გალობა იყო გამონაკლისის სახით" - ჯაღმაიძე ჭოხონელიძეს პასუხობს

თამრიკო არ არის მგალობელი, მსახურებაზე მისი გალობა იყო გამონაკლისი, - ასე გამოეხმაურა დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძის განცხადებას, რომლის თანახმადა, ის "დასაჯეს" და შობის ღამეს ტაძარში აღარ იგალობებს.

ჯაღმაიძე ამბობს, რომ ტაძარში თამრიკო ჭოხონელიძის გარდა, სხვებსაც უგალობიათ და რომ ახლა ის აღარ იქნება, ჩვეულებრივი ამბავია.

კითხვაზე, თუ ვინ იგალობებს შობის დღესასწაულზე, ჯაღმაიძე პასუხობს, რომ არ იცის.

"რატომ უნდა იყოს განაწყენებული თამრიკო? კარგია, რომ გალობდა. აქ ხანდახან გალობდა, თამრიკო არ არის მგალობელი, ეს იყო შეღავათი, გამონაკლისი, თამრიკოს გარდა, სხვასაც უგალობია აქ. მისი აქ მსახურებაზე გალობა იყო გამონაკლისის სახით. ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, აქ უგალობია ნინო ქათამაძეს, თამრიკო გვერდწითელს“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, მომღერალმა თამრიკო ჭოხონელიძემ ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ ის „დასაჯეს“.

"ტოლერანტი ადამიანების ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ მე შობის ღამეს აღარ უნდა მეგალობა ტაძარში… შეიძლება ითქვას, სამაგიერო გადამიხადეს, თავიანთი დიდსულოვანი ბუნებიდან გამომდინარე, დამსაჯეს. ეს შეიძლებოდა ნებისმიერს შეხებოდა, ვინც მათ ფეხქვეშ არ გაეგებოდა.

ამჯერად, მე შემეხო და ამიტომ ვამბობ. ეს ის რგოლია, რომლისგანაც ჩვენ უნდა ვიგებდეთ, როგორ უნდა ვიყოთ მიმტევებლები, ლმობიერები. მათ “დასაჯეს” ის ადამიანი, რომელიც ბრმად არ წაყვათ და თავისი აზრი გამოხატა. არც ამ შობას შეიცვლება რამე. არის თუ არა ეს შურისძიება? რა თქმა უნდა, არის. გაბრაზებული კი არა, გულნატკენი ვარ", - განაცხადა ჭოხონელიძემ.