თურქეთის ერთ-ერთი კერძო საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გაჩენილ ხანძარს, სადაც კოვიდინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ, 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, შემთხვევა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე გაზიანთეფის პროვინციაში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი ჟანგბადის სასუნთქი აპარატის აფეთქებამ გამოიწვია.