საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საბავშვო ტერაქტების" სერიები რუსეთში და სპეცსამსახურების გასაიდუმლოებული გამოძიება - "მოზარდებმა შეტაკებებები სკოლებშიც მოაწყვეს"
"საბავშვო ტერაქტების" სერიები რუსეთში და სპეცსამსახურების გასაიდუმლოებული გამოძიება - "მოზარდებმა შეტაკებებები სკოლებშიც მოაწყვეს"

რუ­სეთ­ში, ბოლო დროს მო­ზარ­დე­ბის და­კა­ვე­ბის რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტი მოხ­და. ად­გი­ლობ­რი­ვი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის ცნო­ბით, ყვე­ლა მათ­გა­ნი სკო­ლებ­სა და სხვა­დას­ხვა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში, ტე­რაქ­ტე­ბის მო­წყო­ბას გეგ­მავ­და. თუმ­ცა, ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბე­ბი მო­ზარ­დე­ბის და­კა­ვე­ბის თით­ქმის ყვე­ლა შემ­თხვე­ვას ასა­ი­დუმ­ლო­ებ­დნენ.

ან­ტიკ­რემ­ლის­ტურ­მა გა­მო­ცე­მა novayagazeta.ru-ს მიერ მო­ძი­ე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2014 წლი­დან, რუ­სეთ­ში, სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და მო­ზარ­დე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, 30-ზე მეტი თავ­დას­ხმა გა­მოვ­ლინ­და.

"ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი ხდე­ბო­და ყო­ველ მე­სა­მე რა­ი­ონ­ში და მსგავს ინ­ცინ­დენ­ტებს რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი შე­ე­წი­რა. ყვე­ლა­ზე დიდი მსხვერ­პლი 2018 წელს ქერჩში იყო, რო­დე­საც პო­ლი­ტექტნი­კურ კო­ლე­ჯში ვლა­დის­ლავ როს­ლი­ა­კოვ­მა ცე­ცხლი გახ­სნა. მა­შინ ერ­თდრო­უ­ლად 21 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა" - წერს გა­მო­ცე­მა.

მი­სი­ვე ცნო­ბით, ძა­ლოვ­ნე­ბის ნდო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა და სი­ნამ­დვი­ლე­ში, მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი, რამ­დე­ნი­მე ათე­ულს კი არა, ასე­ულ­საც აჭარ­ბებს. ტე­რაქ­ტებ­მა გან­სა­კუთ­რე­ბით ბოლო წლებ­ში იმა­ტა.

"უკა­ნას­კნელ ხა­ნებ­ში სპეც­სამ­სხუ­რებ­მა არა­ერ­თი შემ­თხვე­ვა გა­მო­ავ­ლი­ნეს კრას­ნო­და­რის მხა­რე­ში, სა­დაც რე­გი­ონ­ში, ერთ კვი­რა­ში, სამი წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი ტე­რაქ­ტი გა­მოვ­ლინ­და და ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში, თავ­დას­ხმა და აფეთ­ქე­ბის მო­წყო­ბა მო­ზარ­დე­ბის მიერ იყო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი. მათ წი­ნა­აღ­მდეგ, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე მკვლე­ლო­ბი­სა და ტე­რაქ­ტის მო­წყო­ბის მუხ­ლით აღიძ­რა..." - წერს გა­მო­ცე­მა.

თავ­დას­ხმე­ბი და ტე­რაქ­ტე­ბი მო­წყო­ბი­ლი ან და­გეგ­მი­ლი იყო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და სტუ­დენ­ტე­ბის მიერ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში, ასე­ვე, ისი­ნი თავს ეს­ხმოდ­ნენ ად­მი­ა­ნებს რა­სობ­რი­ვი, ან რე­ლი­გი­უ­რი გან­სხვა­ვე­ბის გამო.

"ФСБ ბოლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 50-ზე მეტი შე­ტა­კე­ბის ფაქტს იძი­ებს, რო­მე­ლიც მო­ზარ­დებ­მა სკო­ლებ­ში სწო­რედ ეთ­ნი­კუ­რი ან რე­ლი­გი­უ­რი ნიშ­ნით მო­ა­წყვეს. მხო­ლოდ 2020 წელს, 70-მდე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი ფაქ­ტი მოხ­და... შე­ვე­ცა­დეთ, გაგ­ვერ­კვია, მა­ლა­ვენ თუ არა რუ­სუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი ტე­რო­რიზ­მთან ბრძო­ლის რე­ა­ლურ სუ­რათს და ამით კრემ­ლის პირ­ვე­ლი პი­რე­ბის თვალ­ში "ნდო­ბი­სა" და "დამ­სა­ხუ­რე­ბის" მო­პო­ვე­ბას ცდი­ლო­ბენ.

რად­გა­ნაც ეს არის ძალ­ზე და­ხუ­რუ­ლი უწყე­ბა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კონ­ტრო­ლის­გა­ნაც "და­ცუ­ლია", ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ისი­ნი იმ სუ­რათს ქმნი­ან, რაც მათ­თვის არის ხელ­საყ­რე­ლი, რათა არ­სე­ბუ­ლი ბი­უ­ჯე­ტი შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ, ან გა­ზარ­დონ..." - აცხა­დებს გა­მო­ცე­მას­თან სა­უ­ბარ­ში მო­ზარ­დე­ბის უფ­ლე­ბებ­ზე მო­მუ­შა­ვე ად­ვო­ვა­ტი ვი­ტა­ლი ჩერ­კე­სო­ვი.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, 2020 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში, ნი­ჟე­გო­რო­დის ოლ­ქში, 18 წლის სტუ­დენ­ტმა და­ნილ მო­ნა­ხოვ­მა გა­ჩე­რე­ბა­ზე მყოფ ადა­მი­ა­ნებს ცე­ცხლი გა­უხ­სნა, რა დრო­საც ოთხი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ ის ჯერ კი­დევ 2019 წლის გა­ზა­ფხულ­ზე გეგ­მავ­და სკო­ლა­ში ტე­რაქტს. ამის შე­სა­ხებ შე­ი­ტყვეს პე­და­გო­გებ­მა და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მაც, ტე­რაქ­ტი ჩა­ი­შა­ლა და მო­ნა­ხოვ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­აც გა­ა­სა­ი­დუმ­ლო­ეს.

გა­მო­ცე­მა წერს, რომ კრემ­ლი დამ­ნა­შა­ვე მო­ზარ­დებ­თან ბრძო­ლის კვალ­დაკ­ვალ, მა­თაც ებ­რძვის, ვინც ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის უც­ვლელ პო­ლი­ტი­კას აპ­რო­ტეს­ტებს.

"2017 წლის გა­ზა­ფხულ­ზე, ალექ­სეი ნა­ვალ­ნის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რო­ბით, სა­ხელ­მწი­ფო კო­რუფ­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ აქ­ცია გა­მარ­თეს. მა­შინ ძა­ლოვ­ნე­ბი 14-15 წლის მო­ზარ­დებს, რო­გორც ანარ­ქის­ტებს და­ე­რივ­ნენ, ასო­ბით მათ­გა­ნი და­ა­კა­ვეს, თუმ­ცა, მა­ლე­ვე გა­მო­უშ­ვეს, ისე, რომ მათ წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მე არ აღ­ძრუ­ლა. ეს იყო გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი და­კა­ვე­ბა, რომ შემ­დე­გი აქ­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში, ასე ად­ვი­ლად ვერ გა­მოძ­ვრე­ბოდ­ნენ" – აღ­ნიშ­ნავს გა­მო­ცე­მა, რომ­ლის ცნო­ბი­თაც, ამის შემ­დეგ, რუ­სე­თის შს სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­აქ­ვეყ­ნა ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ყო­ველ წელს მთელ ქვე­ყა­ნა­ში მო­ზარ­დე­ბის მიერ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის 40 000-ზე საქ­მე იხ­სნე­ბა.

ამის შემ­დეგ, მა­ლე­ვე და­ი­წყო სკო­ლის მის­წავ­ლე­ე­ბი­სა და სტუ­დენ­ტე­ბის ხმა­უ­რი­ა­ნი და­კა­ვე­ბე­ბი, რო­მელ­თაც ად­გი­ლობ­რი­ვი ძა­ლოვ­ნე­ბის რწმუ­ნე­ბით, ტე­რო­რიზ­მთან და ექ­სტრე­მიზ­მთან კავ­ში­რი ჰქონ­დათ.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წე­რენ, რომ სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კის თა­ნახ­მად, ძა­ლო­ვა­ნე­ბი ტე­რაქ­ტის კვა­ლი­ფა­კა­ცი­ას აძ­ლე­ვენ ძარ­ცვის, ქურ­დო­ბი­სა და სხვა სა­ხის ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტებ­საც, რა­საც შემ­დეგ მო­ზარ­დებ­ში ზრდა­დი აგ­რე­სია მოჰ­ყვე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიშა
28

ერთი ბრეივიკი აჭარბებს ამ შედეგს. ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორზე აშშზე არსებულ განუკითხაობაზე ხომ წარმოდგენაც თავზარდამცემია...

მეტი ამერიკული ფილმი ეკრანზე!
9

სერჯო ლეონეს და კვენტინ ტარანტინოს - წითელი ხალიჩა!

წინ - წყალი, უკან - მეწყერი!

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

"საბავშვო ტერაქტების" სერიები რუსეთში და სპეცსამსახურების გასაიდუმლოებული გამოძიება - "მოზარდებმა შეტაკებებები სკოლებშიც მოაწყვეს"

"საბავშვო ტერაქტების" სერიები რუსეთში და სპეცსამსახურების გასაიდუმლოებული გამოძიება - "მოზარდებმა შეტაკებებები სკოლებშიც მოაწყვეს"

რუსეთში, ბოლო დროს მოზარდების დაკავების რამდენიმე ფაქტი მოხდა. ადგილობრივი სპეცსამსახურების ცნობით, ყველა მათგანი სკოლებსა და სხვადასხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ტერაქტების მოწყობას გეგმავდა. თუმცა, ძალოვანი უწყებები მოზარდების დაკავების თითქმის ყველა შემთხვევას ასაიდუმლოებდნენ.

ანტიკრემლისტურმა გამოცემა novayagazeta.ru-ს მიერ მოძიებული ინფორმაციით, 2014 წლიდან, რუსეთში, სკოლის მოსწავლეებისა და მოზარდების მონაწილეობით, 30-ზე მეტი თავდასხმა გამოვლინდა.

"ასეთი შემთხვევები ხდებოდა ყოველ მესამე რაიონში და მსგავს ინცინდენტებს რამდენიმე ათეული ადამიანი შეეწირა. ყველაზე დიდი მსხვერპლი 2018 წელს ქერჩში იყო, როდესაც პოლიტექტნიკურ კოლეჯში ვლადისლავ როსლიაკოვმა ცეცხლი გახსნა. მაშინ ერთდროულად 21 ადამიანი დაიღუპა" - წერს გამოცემა.

მისივე ცნობით, ძალოვნების ნდობა არ შეიძლება და სინამდვილეში, მსგავსი შემთხვევები, რამდენიმე ათეულს კი არა, ასეულსაც აჭარბებს. ტერაქტებმა განსაკუთრებით ბოლო წლებში იმატა.

"უკანასკნელ ხანებში სპეცსამსხურებმა არაერთი შემთხვევა გამოავლინეს კრასნოდარის მხარეში, სადაც რეგიონში, ერთ კვირაში, სამი წარუმატებელი ტერაქტი გამოვლინდა და ყველა შემთხვევაში, თავდასხმა და აფეთქების მოწყობა მოზარდების მიერ იყო ორგანიზებული. მათ წინააღმდეგ, სისხლის სამართლის საქმე მკვლელობისა და ტერაქტის მოწყობის მუხლით აღიძრა..." - წერს გამოცემა.

თავდასხმები და ტერაქტები მოწყობილი ან დაგეგმილი იყო სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების მიერ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ასევე, ისინი თავს ესხმოდნენ ადმიანებს რასობრივი, ან რელიგიური განსხვავების გამო.

"ФСБ ბოლო ორი წლის განმავლობაში 50-ზე მეტი შეტაკების ფაქტს იძიებს, რომელიც მოზარდებმა სკოლებში სწორედ ეთნიკური ან რელიგიური ნიშნით მოაწყვეს. მხოლოდ 2020 წელს, 70-მდე გახმაურებული ფაქტი მოხდა... შევეცადეთ, გაგვერკვია, მალავენ თუ არა რუსული სპეცსამსახურები ტერორიზმთან ბრძოლის რეალურ სურათს და ამით კრემლის პირველი პირების თვალში "ნდობისა" და "დამსახურების" მოპოვებას ცდილობენ.

რადგანაც ეს არის ძალზე დახურული უწყება და საზოგადოებრივი კონტროლისგანაც "დაცულია", ხშირ შემთხვევაში, ისინი იმ სურათს ქმნიან, რაც მათთვის არის ხელსაყრელი, რათა არსებული ბიუჯეტი შეინარჩუნონ, ან გაზარდონ..." - აცხადებს გამოცემასთან საუბარში მოზარდების უფლებებზე მომუშავე ადვოვატი ვიტალი ჩერკესოვი.

გამოცემის ცნობით, 2020 წლის ოქტომბერში, ნიჟეგოროდის ოლქში, 18 წლის სტუდენტმა დანილ მონახოვმა გაჩერებაზე მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნა, რა დროსაც ოთხი ადამიანი დაიღუპა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის ჯერ კიდევ 2019 წლის გაზაფხულზე გეგმავდა სკოლაში ტერაქტს. ამის შესახებ შეიტყვეს პედაგოგებმა და სამართალდამცველებმაც, ტერაქტი ჩაიშალა და მონახოვზე ინფორმაციაც გაასაიდუმლოეს.

გამოცემა წერს, რომ კრემლი დამნაშავე მოზარდებთან ბრძოლის კვალდაკვალ, მათაც ებრძვის, ვინც ვლადიმირ პუტინის უცვლელ პოლიტიკას აპროტესტებს.

"2017 წლის გაზაფხულზე, ალექსეი ნავალნის ორგანიზატორობით, სახელმწიფო კორუფციის წინააღმდეგ აქცია გამართეს. მაშინ ძალოვნები 14-15 წლის მოზარდებს, როგორც ანარქისტებს დაერივნენ, ასობით მათგანი დააკავეს, თუმცა, მალევე გამოუშვეს, ისე, რომ მათ წინააღმდეგ საქმე არ აღძრულა. ეს იყო გამაფრთხილებელი დაკავება, რომ შემდეგი აქციის შემთხვევაში, ასე ადვილად ვერ გამოძვრებოდნენ" – აღნიშნავს გამოცემა, რომლის ცნობითაც, ამის შემდეგ, რუსეთის შს სამინისტრომ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ყოველ წელს მთელ ქვეყანაში მოზარდების მიერ დანაშაულის ჩადენის 40 000-ზე საქმე იხსნება.

ამის შემდეგ, მალევე დაიწყო სკოლის მისწავლეებისა და სტუდენტების ხმაურიანი დაკავებები, რომელთაც ადგილობრივი ძალოვნების რწმუნებით, ტერორიზმთან და ექსტრემიზმთან კავშირი ჰქონდათ.

ადგილობრივები სოციალურ ქსელში წერენ, რომ სახელმწიფო პოლიტიკის თანახმად, ძალოვანები ტერაქტის კვალიფაკაციას აძლევენ ძარცვის, ქურდობისა და სხვა სახის ძალადობის ფაქტებსაც, რასაც შემდეგ მოზარდებში ზრდადი აგრესია მოჰყვება.

აშშ-ში Pfizer-ისა და BioNTech-ის ვაქცინით 272 000 ადამიანი აიცრა, ვაქცინის გამოყენების ნებართვა მე-7 ქვეყანაში, შვეიცარიაშიც გაიცა

კორონავირუსის ახალი სახეობა უფრო სწრაფად ვრცელდება - რას აცხადებენ ჯანმოში და რა არის ცნობილი ახალი ვირუსის შესახებ

ბენიამინ ნეთანიაჰუმ კორონავირუსის ვაქცინა ისრაელში პირველმა გაიკეთა