მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საშიშია თუ არა Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა და რატომ არ ცრიან ქვეყნების ლიდერებს - პასუხები ყველა საინტერესო კითხვაზე
საშიშია თუ არა Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა და რატომ არ ცრიან ქვეყნების ლიდერებს - პასუხები ყველა საინტერესო კითხვაზე

კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცია მსოფ­ლი­ოს რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში, მათ შო­რის რუ­სეთ­ში, დიდ ბრი­ტა­ნეთ­სა და კა­ნა­და­ში უკვე და­ი­წყო. პირ­ველ ეტაპ­ზე ჯან­დაც­ვის მუ­შა­კე­ბი, მო­ხუ­ცე­ბი ან სე­რი­ო­ზუ­ლი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე პი­რე­ბი, ასე­ვე სხვა რისკ-ჯგუ­ფე­ბი იც­რე­ბი­ან. მაგ­რამ ვაქ­ცი­ნა, რო­მელ­საც ყვე­ლა მო­უთ­მენ­ლად ელო­დე­ბო­და, ყველ­გან მო­თხოვ­ნა­დი არ აღ­მოჩ­ნდა.

რუ­სეთ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­კი­თხვის თა­ნახ­მად, ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდე­გია. კომ­პა­ნი­ამ Superjob გა­მო­კი­თხა 1,6 ათა­სი რეს­პონ­დენ­ტი, რო­მელ­თა­გა­ნაც 44% ვაქ­ცი­ნა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდე­გი აღ­მოჩ­ნდა, ხოლო აც­რის­თვის მზად მხო­ლოდ 22%-ია.

შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, სა­დაც 300 ათას­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა კო­რო­ნა­ვირუ­სით, Associated Press-ის გა­მო­კი­თხვამ აჩ­ვე­ნა, რომ ამე­რი­კელ­თა თით­ქმის ნა­ხე­ვა­რი მზად არის ვაქ­ცი­ნა­ცი­ის­თვის. 26% კა­ტე­გო­რი­უ­ლად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და. გა­მო­კი­თხულ­თა კი­დევ ერთ მე­ო­თხედს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჯერ არ მი­უ­ღია. ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, იმუ­ნი­ტე­ტის გა­მო­მუ­შა­ვე­ბის­თვის სა­ჭი­როა ქვე­ყა­ნა­ში მცხოვ­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 70%-ის ვაქ­ცი­ნა­ცია.

  • სა­ში­შია თუ არა ვაქ­ცი­ნა?

იმის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის ვაქ­ცი­ნა შე­იძ­ლე­ბა სა­ში­ში იყოს, ამ­ჟა­მად არა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ არ­სე­ბობს. თე­ო­რი­უ­ლად, მას შე­უძ­ლია გა­მო­იწ­ვი­ოს არა­სა­სურ­ვე­ლი რე­აქ­ცია, მაგ­რამ ამის ალ­ბა­თო­ბა ძა­ლი­ან მცი­რეა.

ასევე დაგაინტერესებთ
15:19 / 28-04-2020

რა გზას გადის COVID 19-ის ვაქცინა შექმნიდან გამოყენებამდე?

22:59 / 14-12-2020

"ყველას ვაფრთხილებ, არ მოტყუვდეთ" - რას ამბობს გიორგი ფხაკაძე "კოვიდ-19"-ის მესამე ტალღასა და ვაქცინის საქართველოში შემოტანაზე

09:39 / 17-12-2020

"თუ ჩვენი ქვეყანა არ ჩაიკეტება,  პანდემიის მეორე და მესამე ტალღა ერთმანეთს გადაებმება“ - გიორგი ფხაკაძე

12:51 / 17-12-2020

ალასკზე, ჯანდაცვის 2 მუშაკს Pfizer-ის ვაქცინის მიღების შემდეგ მწვავე ალერგიული შეტევა განუვითარდა -  რას წერს მომხდარზე ბიძინა კულუმბეგოვი

12:15 / 18-12-2020

აშშ-ში Moderna-ს ვაქცინის საგანგებოდ გამოყენების რეკომენდაცია გასცეს - რა უპირატესობა აქვს მას Pfizer/BioNTech-ის ვაქცინასთან შედარებით

ყვე­ლა შე­საძ­ლო გვერ­დი­თი ეფექ­ტის პროგ­ნო­ზი­რე­ბის მიზ­ნით, მეც­ნი­ე­რე­ბი აქ­ტი­უ­რად აწარ­მო­ე­ბენ ტეს­ტი­რე­ბებს. პირ­ველ ეტაპ­ზე სინ­ჯე­ბი ტეს­ტი­რე­ბას გა­დის ცხო­ვე­ლებ­ზე და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ ადა­მი­ა­ნებ­ზე.

Pfizer-ისა და BioNTech-ის ვაქ­ცი­ნის ტეს­ტი­რე­ბა­ში 40 ათა­სი ადა­მი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. შე­დე­გე­ბის და­მა­ტე­ბით გა­და­მოწ­მე­ბას ახორ­ცი­ე­ლე­ბენ მა­რე­გუ­ლი­რებ­ლე­ბი - მა­გა­ლი­თად, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს წამ­ლე­ბი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი სა­ა­გენ­ტო (MHRA), აშშ-ის სურ­სა­თი­სა და წამ­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცია (FDA) ან ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო რუ­სე­თის შემ­თხვე­ვა­ში.

  • რაც შე­ე­ხე­ბა გვერ­დით ეფექ­ტებს...

ყვე­ლა მე­დი­კა­მენტს და ვაქ­ცი­ნას თან ახ­ლავს გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბი. გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბის გა­რე­შე არა­ნა­ი­რი პრე­პა­რა­ტი არ არ­სე­ბობს. გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი ნორ­მაა. ყვე­ლა­ზე ხში­რად, ეს არის მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი მსუ­ბუ­ქი რე­აქ­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სე­რი­ო­ზუ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბის გა­რე­შე ქრე­ბა. მა­გა­ლი­თად, ტკი­ვი­ლი, კუნ­თე­ბის ტკი­ვი­ლი, შემ­ცივ­ნე­ბა, სი­ცხე, დაღ­ლი­ლო­ბის შეგ­რძნე­ბა. რო­გორც წესი, ყვე­ლა ეს გვერ­დი­თი ეფექ­ტი რამ­დე­ნი­მე დღე­ში ქრე­ბა.

სა­მეც­ნი­ე­რო ჟურ­ნა­ლი Science წერს, რომ ცდებ­ში მო­ნა­წი­ლე ადა­მი­ან­თა უმე­ტე­სო­ბას სე­რი­ო­ზუ­ლი გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი, რაც მათ ყო­ველ­დღი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას ხელს შე­უშ­ლი­და, არ და­ფიქ­სი­რე­ბი­ათ. Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქ­ცი­ნე­ბის მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სი­ცხე 39-40 გრა­დუ­სი 2%-ზე ნაკ­ლებს გა­მო­უვ­ლინ­და.

გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რო­ბენ რუ­სუ­ლი ვაქ­ცი­ნის - "Sputnik V"-ის შემ­ქმნე­ლე­ბი. ამ შემ­თხვე­ვა­შიც გა­მო­ხა­ტუ­ლი იყო სი­ცხე, სა­ერ­თო სი­სუს­ტე, თა­ვის ტკი­ვი­ლი და სხვა დის­კომ­ფორ­ტი, რო­მე­ლიც ორ დღე­ში გაქ­რა.

"ვაქ­ცი­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა მცი­რე გვერ­დით მოვ­ლე­ნებს იწ­ვევს. ძი­რი­თა­დად, ეს არის სხე­უ­ლის იმუ­ნუ­რი და ან­თე­ბი­თი რე­აქ­ცია ვაქ­ცი­ნა­ზე", - აცხა­დებს სტენ­ფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ეპი­დე­მი­ო­ლო­გი ივონ მალ­დო­ნა­დო.

  • რაც შე­ე­ხე­ბა ალერ­გი­ულ რე­აქ­ცი­ებს...

ვაქ­ცი­ნა­ცი­ის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე, ცნო­ბე­ბი გავ­რცელ­და მწვა­ვე ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცი­ე­ბის, "ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი შო­კის" შე­სა­ხე­ბაც.

ყვე­ლა­ზე გან­ხილ­ვა­დი დიდი ბრი­ტა­ნე­თის ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი სის­ტე­მის (NHS) ორი თა­ნამ­შრო­მე­ლის შემ­თხვე­ვაა, რომ­ლებ­საც Pfizer და BioNTech-ის ვაქ­ცი­ნე­ბის მი­მართ მწვა­ვე ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცი­ე­ბი გა­მო­უვ­ლინ­დათ. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ორი­ვე ადა­მი­ა­ნი ალერ­გი­უ­ლია, მათ თან სპე­ცი­ა­ლუ­რი ად­რე­ნა­ლი­ნის შპ­რი­ციც კი და­აქვთ. გარ­და ამი­სა, იმა­ვე დღეს, და­ახ­ლო­ე­ბით ათას­მა ადა­მი­ან­მა მი­ი­ღო ვაქ­ცი­ნის იგი­ვე დოზა და ასე­თი რე­აქ­ცია არა­ვის­თან და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა.

მსგავ­სი ამ­ბა­ვი მოხ­და ალას­კა­ზე. თუმ­ცა ამ შემ­თხვე­ვა­ში, ვაქ­ცი­ნა­ცი­ამ­დე მა­მა­კაცს ალერ­გია არ აღე­ნიშ­ნე­ბო­და. ეპი­ნეფ­რი­ნის (ად­რე­ნა­ლი­ნი, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი შო­კის დროს) ინექ­ცი­ის შემ­დეგ, ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცია შემ­ცირ­და.

Pfizer და BioNTech ვაქ­ცი­ნის მწარ­მო­ებ­ლე­ბი მი­უ­თი­თე­ბენ, რომ ის არ უნდა გა­უ­კეთ­დეს ვაქ­ცი­ნის რო­მე­ლი­მე ნივ­თი­ე­რე­ბა­ზე და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ალერ­გი­ის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს. ალერ­გია ვლინ­დე­ბა ქა­ვი­ლით, გა­მო­ნა­ყა­რით, ქო­ში­ნით, სა­ხის ან ენის შე­შუ­პე­ბით.

ამ­გვა­რი აღ­წე­რა შე­იძ­ლე­ბა აფრ­თხობს პა­ცი­ენტს, მაგ­რამ მსგავ­სი სიმპტო­მე­ბი ხში­რად გვხვდე­ბა მძი­მე ალერ­გი­ის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებ­ში. რაც მთა­ვა­რია, არ­სე­ბობს ამ ხალ­ხის გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი გზე­ბი.

ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცი­ე­ბი შე­საძ­ლე­ბე­ლია არა მხო­ლოდ კო­რო­ნა­ვირუ­სის ვაქ­ცი­ნა­ზე, არა­მედ ნე­ბის­მი­ერ პრე­პა­რატ­ზე გა­მოვ­ლინ­დეს.

  • რა­ტომ არ ხდე­ბა ქვეყ­ნე­ბის ლი­დე­რე­ბის ვაქ­ცი­ნა­ცია?

მსოფ­ლი­ოს არ­ცერ­თი ლი­დე­რი ჯერ არ არის აც­რი­ლი. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ამის შე­სა­ხებ სა­ჯა­როდ არა­ვის გა­ნუ­ცხა­დე­ბია.

ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა გან­მარ­ტა, რომ ვაქ­ცი­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც დღეს ბა­ზარ­ზე იყი­დე­ბა, "გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია გარ­კვე­უ­ლი ასა­კის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის".

"ვაქ­ცი­ნებ­მა ჩემ­ნა­ირ ადა­მი­ა­ნე­ბამ­დე ჯერ ვერ მო­აღ­წი­ეს. რო­გორც კი ეს შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად ავიც­რე­ბი", - გა­ნა­ცხა­და პუ­ტინ­მა, რო­მე­ლიც 68 წლი­საა.

თუმ­ცა მოს­კო­ვის 62 წლის მერი, სერ­გეი სო­ბი­ა­ნი­ნი უკვე აც­რი­ლია.

ზო­გი­ერ­თმა ლი­დერ­მა, რო­მე­ლიც ჯერ არ აც­რი­ლა, პი­რო­ბა და­დეო, რომ მო­ქა­ლა­ქე­ებ­ში ში­შის გა­საქ­რო­ბად პირ­ვე­ლე­ბი აიც­რე­ბოდ­ნენ.

მსგავ­სი პირ­პო­ბა დადო არ­გენ­ტი­ნის ლი­დერ­მა, ალ­ბერ­ტო ფერ­ნან­დეს­მა. ევ­რო­პა­ში მრა­ვა­ლი ლი­დე­რი აცხა­დებს, რომ ისი­ნი პრი­ო­რი­ტე­ტულ ჯგუფს არ გა­ნე­კუთ­ვნე­ბი­ან და პირ­ველ რიგ­ში ვაქ­ცი­ნა ექი­მებ­მა უნდა მი­ი­ღონ.

  • რა­ტომ შე­იქ­მნა კო­რო­ნა­ვირუ­სის ვაქ­ცი­ნა ასეთ მოკ­ლე დრო­ში?

ზო­გა­დად ვაქ­ცი­ნის შე­მუ­შა­ვე­ბას, ტეს­ტი­რე­ბას, გა­მოც­დას და დამ­ტკი­ცე­ბას რო­გორც წესი, რამ­დე­ნი­მე წელი სჭირ­დე­ბა.

Covid-19-ის ვაქ­ცი­ნე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა წარ­მო­უდ­გენ­ლად ჩქა­რა მოხ­და და დე­ვე­ლო­პე­რებს ბევ­რი აუ­ცი­ლე­ბე­ლი ფორ­მა­ლო­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა მო­უხ­დათ.

მა­გა­ლი­თად, ისი­ნი პრაქ­ტი­კუ­ლად არ ატა­რებ­დნენ ექ­სპე­რი­მენ­ტებს ცხო­ვე­ლებ­ზე - თით­ქმის მა­შინ­ვე გა­და­ვიდ­ნენ ადა­მი­ა­ნებ­ზე. მსხვილ­მა დე­ვე­ლო­პე­რებ­მა (მა­გა­ლი­თად, AstraZeneca) პრე­პა­რა­ტის მა­სობ­რი­ვი წარ­მო­ე­ბა კლი­ნი­კუ­რი გა­მოკ­ვლე­ვე­ბის და­წყე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად და­ი­წყეს.

ვაქ­ცი­ნის სწრაფ შე­მუ­შა­ვე­ბა­ში ფარ­მა­ცევ­ტულ­მა კომ­პა­ნი­ებ­მა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­სურ­სი ჩა­დეს იმი­ტომ, რომ პრობ­ლე­მა გლო­ბა­ლუ­რი იყო. მაგ­რამ ვაქ­ცი­ნის წარ­მო­ე­ბის სიჩ­ქა­რე არ ნიშ­ნავს, რომ კომ­პა­ნი­ებ­მა გზა უსაფრ­თხო­ე­ბის პრო­ტო­კო­ლე­ბის გვერ­დის ავ­ლით გა­ი­ა­რეს.

  • შე­იძ­ლე­ბა თუ არა სხვა ქვე­ყა­ნა­ში გამ­გზავ­რე­ბა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის­თვის?

ეს ჯერ არ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­დუ­რას, სა­დაც პრე­პა­რა­ტი უკვე ხელ­მი­საწ­ვდო­მია, ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გან­სა­ზღვრავს.

მა­გა­ლი­თად, რუ­სეთ­ში Sputnik-ით ვაქ­ცი­ნა­ცია მოს­კო­ვი­დან და­ი­წყო და ახ­ლა­ხან შე­ი­ტა­ნეს რე­გი­ო­ნებ­ში. ვაქ­ცი­ნა­ცი­ას უკე­თე­ბენ პი­რებს, რომ­ლე­ბიც პირ­ვე­ლა­დი რის­კის ჯგუფ­ში შე­დი­ან. ესე­ნია, ჯან­დაც­ვის მუ­შა­კე­ბი, ვაჭ­რო­ბი­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბის, ურ­ბა­ნუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი.

  • რით გან­სხვავ­დე­ბა ვაქ­ცი­ნე­ბი ერ­თმა­ნე­თის­გან?

რო­გორც რუ­სუ­ლი, ასე­ვე ბრი­ტა­ნუ­ლი (ოქსფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტი და AstraZeneca) ვაქ­ცი­ნე­ბის შემ­ქმნე­ლე­ბი ე.წ. ვექ­ტო­რულ ტექ­ნო­ლო­გი­ას იყე­ნე­ბენ. ეს ვაქ­ცი­ნე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­აა, ამ გზით შე­იქ­მნა "ებო­ლას" ვაქ­ცი­ნაც.

Moderna-ს და Pfizer/BioNTech-ის ვაქ­ცი­ნე­ბი სხვა ტი­პი­საა - ორი­ვე იყე­ნებს "მე­სინ­ჯე­რის" ინო­ვა­ცი­ურ RNA ტექ­ნო­ლო­გი­ას. კო­რო­ნა­ვირუ­სამ­დე, ამ ტექ­ნო­ლო­გი­ით შექ­მნი­ლი ვაქ­ცი­ნა არ იყო დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი.

  • რა გან­სხვა­ვე­ბაა Sputnik-ისა და Oxford-ის ვაქ­ცი­ნებს შო­რის, თუ ისი­ნი ერ­თნა­ი­რი ტექ­ნო­ლო­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით არის შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი?

გან­სხვა­ვე­ბა იმა­შია, რომ Sputnik-ის დე­ვე­ლო­პე­რე­ბი ე.წ. გარ­სად ადა­მი­ა­ნის ადე­ნო­ვირუსს იყე­ნე­ბენ, ხოლო ოქსფორ­დის მეც­ნი­ე­რე­ბი - შიმ­პან­ზეს ადე­ნო­ვირუსს (და ერთ ვექ­ტორს).

არა, ეს არ ნიშ­ნავს, რომ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის დროს თქვენ და­ინ­ფი­ცირ­დე­ბით ადე­ნო­ვირუ­სით. ეს არის ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მის­თვის უსაფრ­თხო ტექ­ნო­ლო­გია, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს იმუ­ნურ სის­ტე­მას რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნოს და შე­ი­მუ­შა­ოს ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი, რაც ინ­ფექ­ცი­ის­გან და­გი­ცავთ.

ორი­ვე ამ ვაქ­ცი­ნას აქვს თა­ვი­სი ღირ­სე­ბა და უარ­ყო­ფი­თი მხა­რე, ამი­ტომ გა­საკ­ვი­რი არ არის, რომ რუ­სე­ბი და დიდი ბრი­ტა­ნე­თის მწარ­მო­ებ­ლე­ბი კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნის და­ტესტვას ცდი­ლო­ბენ.

ავ­ტო­რი:

თე­ო­ნა თა­მა­ზაშ­ვი­ლი

წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბადრი
12

რეალურად საკითხი ძალიან მარტივად დგას.თუ ეს ვაქცინა სანქცირებით სავალდებულო იქნაა,ესეიგი მთავრობები განაცხადებენ ვინც არ გაიკეთებთ ამას ვერანაირ მომსახურებას ვერ მიიღებთ,ესეიგი არასანდოაა.ხოლო თუ რეალურად ნებაყოფლობით იქნა და ასეც უნდა იყოს,მაშინ ყველა თავად გადაწყვეტს სურს თუ არა გაკეთებაა.

ნანა
31

ნანო ჩიპიანი ვაკცინები ბილ გეითს გაუკეთონ ჯერ და მერე ვნახოთ ))))))))))))))))))))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

საშიშია თუ არა Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა და რატომ არ ცრიან ქვეყნების ლიდერებს - პასუხები ყველა საინტერესო კითხვაზე

საშიშია თუ არა Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა და რატომ არ ცრიან ქვეყნების ლიდერებს - პასუხები ყველა საინტერესო კითხვაზე

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის რუსეთში, დიდ ბრიტანეთსა და კანადაში უკვე დაიწყო. პირველ ეტაპზე ჯანდაცვის მუშაკები, მოხუცები ან სერიოზული ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, ასევე სხვა რისკ-ჯგუფები იცრებიან. მაგრამ ვაქცინა, რომელსაც ყველა მოუთმენლად ელოდებოდა, ყველგან მოთხოვნადი არ აღმოჩნდა.

რუსეთში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა ვაქცინაციის წინააღმდეგია. კომპანიამ Superjob გამოკითხა 1,6 ათასი რესპონდენტი, რომელთაგანაც 44% ვაქცინაციის წინააღმდეგი აღმოჩნდა, ხოლო აცრისთვის მზად მხოლოდ 22%-ია.

შეერთებულ შტატებში, სადაც 300 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით, Associated Press-ის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამერიკელთა თითქმის ნახევარი მზად არის ვაქცინაციისთვის. 26% კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. გამოკითხულთა კიდევ ერთ მეოთხედს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ექსპერტების თქმით, იმუნიტეტის გამომუშავებისთვის საჭიროა ქვეყანაში მცხოვრები მოსახლეობის დაახლოებით 70%-ის ვაქცინაცია.

  • საშიშია თუ არა ვაქცინა?

იმის დასადასტურებლად, რომ კორონავირუსის ვაქცინა შეიძლება საშიში იყოს, ამჟამად არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. თეორიულად, მას შეუძლია გამოიწვიოს არასასურველი რეაქცია, მაგრამ ამის ალბათობა ძალიან მცირეა.

ყველა შესაძლო გვერდითი ეფექტის პროგნოზირების მიზნით, მეცნიერები აქტიურად აწარმოებენ ტესტირებებს. პირველ ეტაპზე სინჯები ტესტირებას გადის ცხოველებზე და მხოლოდ ამის შემდეგ ადამიანებზე.

Pfizer-ისა და BioNTech-ის ვაქცინის ტესტირებაში 40 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. შედეგების დამატებით გადამოწმებას ახორციელებენ მარეგულირებლები - მაგალითად, გაერთიანებული სამეფოს წამლებისა და ჯანმრთელობის მარეგულირებელი სააგენტო (MHRA), აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია (FDA) ან ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო რუსეთის შემთხვევაში.

  • რაც შეეხება გვერდით ეფექტებს...

ყველა მედიკამენტს და ვაქცინას თან ახლავს გვერდითი ეფექტები. გვერდითი მოვლენების გარეშე არანაირი პრეპარატი არ არსებობს. გვერდითი მოვლენები ნორმაა. ყველაზე ხშირად, ეს არის მოკლევადიანი მსუბუქი რეაქციები, რომლებიც სერიოზული გართულებების გარეშე ქრება. მაგალითად, ტკივილი, კუნთების ტკივილი, შემცივნება, სიცხე, დაღლილობის შეგრძნება. როგორც წესი, ყველა ეს გვერდითი ეფექტი რამდენიმე დღეში ქრება.

სამეცნიერო ჟურნალი Science წერს, რომ ცდებში მონაწილე ადამიანთა უმეტესობას სერიოზული გვერდითი მოვლენები, რაც მათ ყოველდღიურ საქმიანობას ხელს შეუშლიდა, არ დაფიქსირებიათ. Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინების მიღების შემთხვევაში, სიცხე 39-40 გრადუსი 2%-ზე ნაკლებს გამოუვლინდა.

გვერდითი მოვლენების შესახებ საუბრობენ რუსული ვაქცინის - "Sputnik V"-ის შემქმნელები. ამ შემთხვევაშიც გამოხატული იყო სიცხე, საერთო სისუსტე, თავის ტკივილი და სხვა დისკომფორტი, რომელიც ორ დღეში გაქრა.

"ვაქცინების უმეტესობა მცირე გვერდით მოვლენებს იწვევს. ძირითადად, ეს არის სხეულის იმუნური და ანთებითი რეაქცია ვაქცინაზე", - აცხადებს სტენფორდის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგი ივონ მალდონადო.

  • რაც შეეხება ალერგიულ რეაქციებს...

ვაქცინაციის დაწყებისთანავე, ცნობები გავრცელდა მწვავე ალერგიული რეაქციების, "ანაფილაქსიური შოკის" შესახებაც.

ყველაზე განხილვადი დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის ეროვნული სისტემის (NHS) ორი თანამშრომელის შემთხვევაა, რომლებსაც Pfizer და BioNTech-ის ვაქცინების მიმართ მწვავე ალერგიული რეაქციები გამოუვლინდათ. უნდა აღინიშნოს, რომ ორივე ადამიანი ალერგიულია, მათ თან სპეციალური ადრენალინის შპრიციც კი დააქვთ. გარდა ამისა, იმავე დღეს, დაახლოებით ათასმა ადამიანმა მიიღო ვაქცინის იგივე დოზა და ასეთი რეაქცია არავისთან დაფიქსირებულა.

მსგავსი ამბავი მოხდა ალასკაზე. თუმცა ამ შემთხვევაში, ვაქცინაციამდე მამაკაცს ალერგია არ აღენიშნებოდა. ეპინეფრინის (ადრენალინი, რომელიც გამოიყენება ანაფილაქსიური შოკის დროს) ინექციის შემდეგ, ალერგიული რეაქცია შემცირდა.

Pfizer და BioNTech ვაქცინის მწარმოებლები მიუთითებენ, რომ ის არ უნდა გაუკეთდეს ვაქცინის რომელიმე ნივთიერებაზე დადასტურებული ალერგიის მქონე ადამიანებს. ალერგია ვლინდება ქავილით, გამონაყარით, ქოშინით, სახის ან ენის შეშუპებით.

ამგვარი აღწერა შეიძლება აფრთხობს პაციენტს, მაგრამ მსგავსი სიმპტომები ხშირად გვხვდება მძიმე ალერგიის მქონე ადამიანებში. რაც მთავარია, არსებობს ამ ხალხის გადაუდებელი დახმარების დადასტურებული გზები.

ინდივიდუალური ალერგიული რეაქციები შესაძლებელია არა მხოლოდ კორონავირუსის ვაქცინაზე, არამედ ნებისმიერ პრეპარატზე გამოვლინდეს.

  • რატომ არ ხდება ქვეყნების ლიდერების ვაქცინაცია?

მსოფლიოს არცერთი ლიდერი ჯერ არ არის აცრილი. ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ საჯაროდ არავის განუცხადებია.

ვლადიმერ პუტინმა განმარტა, რომ ვაქცინები, რომლებიც დღეს ბაზარზე იყიდება, "გათვალისწინებულია გარკვეული ასაკის მოქალაქეებისთვის".

"ვაქცინებმა ჩემნაირ ადამიანებამდე ჯერ ვერ მოაღწიეს. როგორც კი ეს შესაძლებელი გახდება, აუცილებლად ავიცრები", - განაცხადა პუტინმა, რომელიც 68 წლისაა.

თუმცა მოსკოვის 62 წლის მერი, სერგეი სობიანინი უკვე აცრილია.

ზოგიერთმა ლიდერმა, რომელიც ჯერ არ აცრილა, პირობა დადეო, რომ მოქალაქეებში შიშის გასაქრობად პირველები აიცრებოდნენ.

მსგავსი პირპობა დადო არგენტინის ლიდერმა, ალბერტო ფერნანდესმა. ევროპაში მრავალი ლიდერი აცხადებს, რომ ისინი პრიორიტეტულ ჯგუფს არ განეკუთვნებიან და პირველ რიგში ვაქცინა ექიმებმა უნდა მიიღონ.

  • რატომ შეიქმნა კორონავირუსის ვაქცინა ასეთ მოკლე დროში?

ზოგადად ვაქცინის შემუშავებას, ტესტირებას, გამოცდას და დამტკიცებას როგორც წესი, რამდენიმე წელი სჭირდება.

Covid-19-ის ვაქცინების შემუშავება წარმოუდგენლად ჩქარა მოხდა და დეველოპერებს ბევრი აუცილებელი ფორმალობის უგულებელყოფა მოუხდათ.

მაგალითად, ისინი პრაქტიკულად არ ატარებდნენ ექსპერიმენტებს ცხოველებზე - თითქმის მაშინვე გადავიდნენ ადამიანებზე. მსხვილმა დეველოპერებმა (მაგალითად, AstraZeneca) პრეპარატის მასობრივი წარმოება კლინიკური გამოკვლევების დაწყების პარალელურად დაიწყეს.

ვაქცინის სწრაფ შემუშავებაში ფარმაცევტულმა კომპანიებმა მნიშვნელოვანი რესურსი ჩადეს იმიტომ, რომ პრობლემა გლობალური იყო. მაგრამ ვაქცინის წარმოების სიჩქარე არ ნიშნავს, რომ კომპანიებმა გზა უსაფრთხოების პროტოკოლების გვერდის ავლით გაიარეს.

  • შეიძლება თუ არა სხვა ქვეყანაში გამგზავრება ვაქცინაციისთვის?

ეს ჯერ არ არის შესაძლებელი. ვაქცინაციის პროცედურას, სადაც პრეპარატი უკვე ხელმისაწვდომია, ადგილობრივი ხელისუფლება განსაზღვრავს.

მაგალითად, რუსეთში Sputnik-ით ვაქცინაცია მოსკოვიდან დაიწყო და ახლახან შეიტანეს რეგიონებში. ვაქცინაციას უკეთებენ პირებს, რომლებიც პირველადი რისკის ჯგუფში შედიან. ესენია, ჯანდაცვის მუშაკები, ვაჭრობისა და მომსახურების, ურბანული სოციალური მომსახურებების თანამშრომლები.

  • რით განსხვავდება ვაქცინები ერთმანეთისგან?

როგორც რუსული, ასევე ბრიტანული (ოქსფორდის უნივერსიტეტი და AstraZeneca) ვაქცინების შემქმნელები ე.წ. ვექტორულ ტექნოლოგიას იყენებენ. ეს ვაქცინების შემუშავების დადასტურებული ტექნოლოგიაა, ამ გზით შეიქმნა "ებოლას" ვაქცინაც.

Moderna-ს და Pfizer/BioNTech-ის ვაქცინები სხვა ტიპისაა - ორივე იყენებს "მესინჯერის" ინოვაციურ RNA ტექნოლოგიას. კორონავირუსამდე, ამ ტექნოლოგიით შექმნილი ვაქცინა არ იყო დამტკიცებული.

  • რა განსხვავებაა Sputnik-ისა და Oxford-ის ვაქცინებს შორის, თუ ისინი ერთნაირი ტექნოლოგიის გამოყენებით არის შემუშავებული?

განსხვავება იმაშია, რომ Sputnik-ის დეველოპერები ე.წ. გარსად ადამიანის ადენოვირუსს იყენებენ, ხოლო ოქსფორდის მეცნიერები - შიმპანზეს ადენოვირუსს (და ერთ ვექტორს).

არა, ეს არ ნიშნავს, რომ ვაქცინაციის დროს თქვენ დაინფიცირდებით ადენოვირუსით. ეს არის ადამიანის ორგანიზმისთვის უსაფრთხო ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას აძლევს იმუნურ სისტემას რეაგირება მოახდინოს და შეიმუშაოს ანტისხეულები, რაც ინფექციისგან დაგიცავთ.

ორივე ამ ვაქცინას აქვს თავისი ღირსება და უარყოფითი მხარე, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ რუსები და დიდი ბრიტანეთის მწარმოებლები კომბინირებული ვაქცინის დატესტვას ცდილობენ.

ავტორი:

თეონა თამაზაშვილი

წყარო

"ვაფასებ ვაქცინის თანაბარი განაწილების მიზნით გაწეულ შრომას" - რას წერს ჯანმოს დირექტორი გიორგი გახარიასთან სატელეფონო საუბრის შესახებ

"ელიტარულმა სნობებმა პირველი ლედი უარყვეს" - ტრამპი მოდური ჟურნალების რედაქტორებს აკრიტიკებს, რადგანაც მელანია გარეკანზე არასდროს დაუბეჭდავთ

ევროპის ქვეყნები, სადაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიტანეს - ვაქცინაცია 27-29 დეკემბრიდან დაიწყება