კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სამყარო მეორედ მოსვლას ელოდება, ჩვენ კიდევ ივანიშვილის მეორედ წასვლას" - რას ამბობენ ექსპერტები "ოცნების" თავმჯდომარეობიდან ივანიშვილის შესაძლო წასვლაზე?
"სამყარო მეორედ მოსვლას ელოდება, ჩვენ კიდევ ივანიშვილის მეორედ წასვლას" - რას ამბობენ ექსპერტები "ოცნების" თავმჯდომარეობიდან ივანიშვილის შესაძლო წასვლაზე?

გუ­შინ ტე­ლე­კომ­პა­ნია “ფორ­მუ­ლამ” გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ თით­ქოს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ისევ კუ­ლი­სებ­ში გა­დის, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” თავ­მჯდო­მა­რის პოსტს ტო­ვებს და ავან­სცე­ნას ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს უტო­ვებს. “ფორ­მუ­ლა ნი­უ­სის” თქმით, ივა­ნიშ­ვი­ლი ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს მის შემ­ცვლე­ლად მო­მა­ვალ კვი­რას გა­მარ­თულ პარ­ტი­ის ყრი­ლო­ბა­ზე და­ა­სა­ხე­ლებს. რას შე­იძ­ლე­ბა უკავ­შირ­დე­ბო­დეს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის შე­საძ­ლო წას­ვლა, რას გა­მო­იწ­ვევს მისი ეს ნა­ბი­ჯი “ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში” და ვი­ხი­ლავთ თუ არა მის მე­ო­რედ მოს­ვლას მმარ­თველ პარ­ტი­ა­ში, რო­გორც ეს ერთხელ უკვე მოხ­და, ambebi.ge ექ­სპე­რე­ტეს გია ხუ­ხაშ­ვილს და ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძეს და­უ­კავ­შირ­და.

გია ხუ­ხაშ­ვი­ლი:

- ეს ჯერ ჭო­რე­ბია და ამა­ზე კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა არ მინ­და, როცა წავა, მერე ვი­ლა­პა­რა­კოთ. ერთს კი გე­ტყვით, ისე­თი დროა, სამ­ყა­რო მე­ო­რედ მოს­ვლას ელო­დე­ბა, ჩვენ კი­დევ ივა­ნიშ­ვი­ლის მე­ო­რედ წას­ვლას...

ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე:

- ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის წას­ვლა-არ­წას­ვლა, ბევ­რს ვე­რა­ფერს შეც­ვლის იმი­ტომ, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზრი ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლია ისე, რომ “ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში” ყვე­ლა­ფერს ივა­ნიშ­ვი­ლი მარ­თავს და გან­კარ­გავს. მე­ო­რე - და­ვუშ­ვათ, მი­დის და პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რედ კო­ბა­ხი­ძეს ტო­ვებს. ნორ­მა­ლურ იერ­არ­ქი­ას რე­ა­ლუ­რი იერ­არ­ქია ანაც­ვლებს, ამ­დე­ნად აქ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რამ­დე­ნად აქვს გავ­ლე­ნა სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბა­ზე იმა­ვე კო­ბა­ხი­ძეს, გა­ხა­რი­ას, ან კა­ლა­ძეს იმი­ტომ, რომ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბა ღე­ბუ­ლობს ასეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. რაც ეხე­ბა იმას, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი მი­დის, ახლა, ამ ვი­თა­რე­ბა­ში არა მგო­ნია, მან ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღოს. შე­საძ­ლოა, მან წას­ვლა­ზე გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თოს, მაგ­რამ თა­ვის დრო­ზე, გახ­სოვთ, წა­ვი­და პარ­ტი­ი­დან, პო­ლი­ტი­კი­და­ნაც, მაგ­რამ მერე გა­მოჩ­ნდა და თქვა, კვი­რი­კაშ­ვი­ლი გა­დატ­რი­ა­ლე­ბას აწყობ­და, რომ არ მოვ­სუ­ლი­ყა­ვიო. რომც წა­ვი­დეს, მისი ქცე­ვი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ისე ჩანს, ამით არა­ფე­რი იც­ვლე­ბა, მა­ინც არა­ფორ­მა­ლუ­რი მმარ­თვე­ლი იქ­ნე­ბა.

ან ამას ვინ­მე და­ი­ჯე­რებს ქვე­ყა­ნა­ში? იმა­ვე “ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში” და­ი­ჯე­რე­ბენ, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი წა­ვი­და? რა თქმა უნდა, ილა­პა­რა­კე­ბენ, რომ წა­ვი­და, თუ ასე­თი გან­ცხა­დე­ბა გა­კეთ­და. მაგ­რამ ასე იყო ლა­პა­რა­კი მა­ში­ნაც, რო­დე­საც პრე­მი­ე­რის პოს­ტი და­ტო­ვა და თქვა, მე გა­ვე­დი პო­ლი­ტი­კი­დან და და­ნარ­ჩე­ნი თქვენ იცი­თო, მაგ­რამ მერე მობ­რუნ­და.

ჩვენ ეს კინო ნა­ნა­ხი გვაქვს. ივა­ნიშ­ვილს შე­საძ­ლოა გულ­წრფე­ლად, მარ­თლა უნ­დო­დეს წას­ვლა და არ უნ­დო­დეს ამ ორომ­ტრი­ალ­ში ყოფ­ნა, სა­დაც მის გვარ-სა­ხელს ყვე­ლა ბრუნ­ვა­ში მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ. მაგ­რამ პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლა არც ისე­თი ად­ვი­ლია, რო­დე­საც შენ ხარ ერთ-ერთი (თუ ერ­თა­დერ­თი არა) გავ­ლე­ნი­ა­ნი პი­როვ­ნე­ბა ქვე­ყა­ნა­ში - უამ­რა­ვი ინ­ტე­რე­სე­ბია, ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი...

ასე უბ­რა­ლოდ, და­ი­ხუ­როს ქუდი და წა­ვი­დეს, მგო­ნია, ამას უბ­რა­ლოდ, ვერ შეძ­ლებს, ვერ გა­ა­კე­თებს, მანდ სხვა პრობ­ლე­მე­ბი ჩნდე­ბა, იქ ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბია შინ თუ - გა­რეთ. ივა­ნიშ­ვი­ლი პარ­ტი­ის რი­გი­თი წევ­რი რომ იყოს, მა­შინ, პრობ­ლე­მა არაა, მაგ­რამ როცა ლი­დე­რია, ლი­დე­რის წას­ვლა პრობ­ლე­მაა. აგერ, ვა­შა­ძე წა­ვი­და და არც არა­ფე­რი იქ­ნე­ბა “ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში”, მაგ­რამ მიშა რომ წა­ვი­დეს, მა­შინ სხვა თე­მაა. ბი­ძი­ნას წას­ვლა იმას გა­მო­იწ­ვევს, რომ “ოც­ნე­ბა­ში” აუ­ცი­ლებ­ლად და­ი­წყე­ბა შიდა პარ­ტი­უ­ლი ბრძო­ლე­ბი. კუ­ლუ­ა­რებ­ში ახ­ლაც მი­დის, მაგ­რამ მერე სა­აშ­კა­რა­ო­ზე გა­მო­ვა ყვე­ლა­ფე­რი. ივა­ნიშ­ვი­ლი თუ წა­ვი­და, საკ­მა­ოდ რთუ­ლი ვი­თა­რე­ბა შე­იქ­მნე­ბა, ამი­ტომ ვამ­ბობ, რომ მას ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი აქვს აღე­ბუ­ლი ქვეყ­ნის შიგ­ნი­თაც და გა­რე­თაც, ასე რომ, ასე მარ­ტი­ვად ეს არ გა­მო­ვა. ან ასეთ წას­ვლას რა აზრი აქვს? მთა­ვა­რია, ისე წა­ვი­დეს, ყვე­ლამ და­ი­ჯე­როს, რომ მარ­თლა წა­ვი­და. ეს რომ და­ი­ჯე­რონ, ბევ­რი რა­მაა გა­სა­კე­თე­ბე­ლი იმა­ვე პარ­ტი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 53 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახო
23

მოკლე კომენტარით შემოვიფარგლები. ხიხო

ირა
90

იოცნებეთ ვერ ეღირსებით!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"სამყარო მეორედ მოსვლას ელოდება, ჩვენ კიდევ ივანიშვილის მეორედ წასვლას" - რას ამბობენ ექსპერტები "ოცნების" თავმჯდომარეობიდან ივანიშვილის შესაძლო წასვლაზე?

"სამყარო მეორედ მოსვლას ელოდება, ჩვენ კიდევ ივანიშვილის მეორედ წასვლას" - რას ამბობენ ექსპერტები "ოცნების" თავმჯდომარეობიდან ივანიშვილის შესაძლო წასვლაზე?

გუშინ ტელეკომპანია “ფორმულამ” გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილი ისევ კულისებში გადის, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პოსტს ტოვებს და ავანსცენას ირაკლი კობახიძეს უტოვებს. “ფორმულა ნიუსის” თქმით, ივანიშვილი ირაკლი კობახიძეს მის შემცვლელად მომავალ კვირას გამართულ პარტიის ყრილობაზე დაასახელებს. რას შეიძლება უკავშირდებოდეს ბიძინა ივანიშვილის შესაძლო წასვლა, რას გამოიწვევს მისი ეს ნაბიჯი “ქართულ ოცნებაში” და ვიხილავთ თუ არა მის მეორედ მოსვლას მმართველ პარტიაში, როგორც ეს ერთხელ უკვე მოხდა, ambebi.ge ექსპერეტეს გია ხუხაშვილს და ვახტანგ ძაბირაძეს დაუკავშირდა.

გია ხუხაშვილი:

- ეს ჯერ ჭორებია და ამაზე კომენტარის გაკეთება არ მინდა, როცა წავა, მერე ვილაპარაკოთ. ერთს კი გეტყვით, ისეთი დროა, სამყარო მეორედ მოსვლას ელოდება, ჩვენ კიდევ ივანიშვილის მეორედ წასვლას...

ვახტანგ ძაბირაძე:

- ბიძინა ივანიშვილის წასვლა-არწასვლა, ბევრს ვერაფერს შეცვლის იმიტომ, რომ საზოგადოებრივი აზრი ჩამოყალიბებულია ისე, რომ “ქართულ ოცნებაში” ყველაფერს ივანიშვილი მართავს და განკარგავს. მეორე - დავუშვათ, მიდის და პარტიის თავმჯდომარედ კობახიძეს ტოვებს. ნორმალურ იერარქიას რეალური იერარქია ანაცვლებს, ამდენად აქ ძალიან მნიშვნელოვანია რამდენად აქვს გავლენა საპარლამენტო უმრავლესობაზე იმავე კობახიძეს, გახარიას, ან კალაძეს იმიტომ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ღებულობს ასეთ გადაწყვეტილებას. რაც ეხება იმას, რომ ივანიშვილი მიდის, ახლა, ამ ვითარებაში არა მგონია, მან ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს. შესაძლოა, მან წასვლაზე განცხადება გააკეთოს, მაგრამ თავის დროზე, გახსოვთ, წავიდა პარტიიდან, პოლიტიკიდანაც, მაგრამ მერე გამოჩნდა და თქვა, კვირიკაშვილი გადატრიალებას აწყობდა, რომ არ მოვსულიყავიო. რომც წავიდეს, მისი ქცევიდან გამომდინარე ისე ჩანს, ამით არაფერი იცვლება, მაინც არაფორმალური მმართველი იქნება.

ან ამას ვინმე დაიჯერებს ქვეყანაში? იმავე “ქართულ ოცნებაში” დაიჯერებენ, რომ ივანიშვილი წავიდა? რა თქმა უნდა, ილაპარაკებენ, რომ წავიდა, თუ ასეთი განცხადება გაკეთდა. მაგრამ ასე იყო ლაპარაკი მაშინაც, როდესაც პრემიერის პოსტი დატოვა და თქვა, მე გავედი პოლიტიკიდან და დანარჩენი თქვენ იცითო, მაგრამ მერე მობრუნდა.

ჩვენ ეს კინო ნანახი გვაქვს. ივანიშვილს შესაძლოა გულწრფელად, მართლა უნდოდეს წასვლა და არ უნდოდეს ამ ორომტრიალში ყოფნა, სადაც მის გვარ-სახელს ყველა ბრუნვაში მოიხსენიებენ. მაგრამ პოლიტიკიდან წასვლა არც ისეთი ადვილია, როდესაც შენ ხარ ერთ-ერთი (თუ ერთადერთი არა) გავლენიანი პიროვნება ქვეყანაში - უამრავი ინტერესებია, ვალდებულებები...

ასე უბრალოდ, დაიხუროს ქუდი და წავიდეს, მგონია, ამას უბრალოდ, ვერ შეძლებს, ვერ გააკეთებს, მანდ სხვა პრობლემები ჩნდება, იქ ვალდებულებებია შინ თუ - გარეთ. ივანიშვილი პარტიის რიგითი წევრი რომ იყოს, მაშინ, პრობლემა არაა, მაგრამ როცა ლიდერია, ლიდერის წასვლა პრობლემაა. აგერ, ვაშაძე წავიდა და არც არაფერი იქნება “ნაციონალურ მოძრაობაში”, მაგრამ მიშა რომ წავიდეს, მაშინ სხვა თემაა. ბიძინას წასვლა იმას გამოიწვევს, რომ “ოცნებაში” აუცილებლად დაიწყება შიდა პარტიული ბრძოლები. კულუარებში ახლაც მიდის, მაგრამ მერე სააშკარაოზე გამოვა ყველაფერი. ივანიშვილი თუ წავიდა, საკმაოდ რთული ვითარება შეიქმნება, ამიტომ ვამბობ, რომ მას ვალდებულებები აქვს აღებული ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც, ასე რომ, ასე მარტივად ეს არ გამოვა. ან ასეთ წასვლას რა აზრი აქვს? მთავარია, ისე წავიდეს, ყველამ დაიჯეროს, რომ მართლა წავიდა. ეს რომ დაიჯერონ, ბევრი რამაა გასაკეთებელი იმავე პარტიაში.

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტნიუსი"

ნათია თურნავას განცხადებით, ქვეყანაში წერტილოვანი შეზღუდვები პირველ თებერვლამდე შენარჩუნდება

"ივანიშვილი არის მაგალითი, როგორ შეიძლება დათმო ხელისუფლება მაშინ, როდესაც ძალას, რომელსაც შენ ხელმძღვანელობ, მოსახლეობა მესამედ უჭერს მხარს" - გახარია