ავტორი:

რა ჩავიცვათ, როგორ გავაწყოთ სუფრა და როგორ მოვრთოთ ნაძვის ხე, რომ იღბლიანი წელი გვქონდეს - 2021 წლის ტენდენციები

რა ჩავიცვათ, როგორ გავაწყოთ სუფრა და როგორ მოვრთოთ ნაძვის ხე, რომ იღბლიანი წელი გვქონდეს - 2021 წლის ტენდენციები

2021 წელი თეთრი მეტალის ხარის წელი იქნება. ჩინური კალენდრის მიხედვით, ახალი წელი 2021 წლის 12 თებერვალს დადგება. ხარის წელში დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან შრომისმოყვარეობით, არიან ძლიერები და ჯანმრთელები. უყვართ ოჯახური ტრადიციები და არიან მათი მიმდევრები. იმისათვის, რომ ხარმა მთელი წლის განმავლობაში სიკეთით გაგანებივროთ ბეჯითად ისწავლეთ და იმუშავეთ. იზრუნეთ ბინის კეთილმოწყობაზე, თუ მიწის ნაკვეთი გაქვთ, დაიწყეთ სახლის მშენებლობა, გაახარეთ ბაღი. კარგი წელია ოჯახის შესაქმნელად, შვილების გასაჩენად, საოჯახო ბიზნესის შესაქმნელად ან უკვე არსებულის გასაუმჯობესებლად.

საუკეთესო წელია მათთვის, ვინც სიახლეებს არ უშინდება, ვინც მუდმივად "ცეცხლს ეთამაშება" და ვისაც აქვს კონკრეტული მიზნები. ვირთხის წლისგან განსხვავებით, ხარი მოგვიტანს სიმშვიდისა და კომფორტის შეგრძნებას. მთავარია, დაისახოთ კონკრეტული მიზნები და არ დაგავიწყდეთ მათი რეალიზება.

ახლა გავიგოთ, როგორ უნდა მოვემზადოთ ახალი წლის შესახვედრად, რომ მთელი წელი წარმატებული და ბედნიერების მომტანი იყო ჩვენთვის.

  • საახალწლო ჩაცმულობა

ჩაცმულობიდან უპირატესობა მიანიჭეთ ღია ფერის სამოსს: ნაცრისფერ, ყავისფერ, რძისფერ, ოქროსფერ გამას. მანდილოსნები ნუ ჩაიცვამთ გამომწვევად, წითელი ფერის სამოსით ხარს არ მოეწონებით. უპირატესობა ნატურალურსა და ხარისხიანს მიანიჭეთ. სამკაულიც უნდა იყოს ნატურალური, ფერებიდან: თეთრი, ნაცრისფერი ან მეტალისფერი.

იმისათვის, რომ საახალწლო დღესასწაულზე არავინ მოიწყინოს, შეადგინეთ გასართობი პროგრამა, აქტიურად ჩართეთ ბავშვები. მოიგონეთ მხიარული კონკურსები და თამაშები.

  • საახალწლო სუფრა

რაც შეეხება საახალწლო სუფრას, მოამზადეთ ხორცეული, მაგრამ კერძებში ხბოსა და საქონლის ხორცის გამოყენებას არ გირჩევთ. აგრეთვე ბოსტნეულის კერძები, უხვად გქონდეთ ხილი და ახალი მწვანილი. რაც შეეხება ალკოჰოლს, ნუ გადაამეტებთ. შინაურული ღვინო, მსუბუქი კოქტეილები ან შამპანური მიირთვით. ნუ ეტყვით თავს უარს და სუფრაზე დაალაგეთ დელიკატესები. ხარს უყვარს ღვეზელები (ტკბილიც და ყველიანიც და ბოსტნეულისაც), მწნილეული. ეცადეთ, ყველა პროდუქტი ნატურალური და ხარისხიანი იყოს, კერძები კი შინ, სიყვარულით მომზადებული. მოერიდეთ ლაბასა და ხორციანი პაშტეტის მომზადებას. თუ გიყვართ, არც თევზეული დაიშუროთ საახალწლო სუფრისთვის.

  • საახალწლო ნაძვის ხე

ნაძვის ხე აუცილებლად მორთეთ, მაგრამ ზომიერად. თუ ხარის გაბრაზება არ გსურთ, ინტერიერში წითელ ფერს ნუ გამოიყენებთ. უპირატესობა ოქროსფერ და ვერცხლისფერ სათამაშოებს მიანიჭეთ. ჩამოკიდეთ მარგალიტისფერი ან მეტალისფერი წვიმა. კარგი იქნება, თუ ნაძვის ხის სათამაშოები ნატურალური მასალისგან გექნებათ დამზადებული. სადღესასწაულო სუფრაზე დააფინეთ თეთრი ან ნაცრისფერი, ნატურალური ქსოვილის სუფრა. ვერცხლისფერი დანა-ჩანგალი გააფორმეთ თეთრი აბრეშუმის ლენტებით. თეთრი ყვავილებით ან მწვანე ხასხასა თაიგულით. სუფრაზე შეგიძლიათ დადოთ თეთრი ან მეტალისფერი ხარის ფიგურა, ვერცხლისფრად ან ოქროსფრად შეღებილი გირჩები. ერთმანეთს შეუხამეთ ხისფერი მწვანე, ყავისფერი ჭურჭელი. ბარაქის მოსაზიდად, საახალწლო სუფრაზე დადეთ ერთ და ორლარიანი მონეტებით სავსე ფიალა. ასეთივე ფიალა შეგიძლიათ დადოთ საახალწლო ნაძვის ხის გვერდითაც.

საახალწლოდ ნურც ბინის მორთვა დაგავიწყდებათ. სადღესასწაულო განწყობა ყველგან უნდა შეიმჩნეოდეს. სასურველია, ბინის მოსართავები, მაგალითად ნაძვის გვირგვინები, თავად დაამზადოთ. ინტერიერის მოსართავად ფერებიდან გამოიყენეთ მწვანე, ნაცრისფერი, თეთრი. არ დაივიწყოთ ბრჭყვიალები. არ დაგავიწყდეთ, საპატიო ადგილი მიუჩინეთ წლის სიმბოლოს - ხარს.

  • საახალწლო საჩუქრები

ხარი აფასებს ხარისხის. ამიტომ, ნათესავები და მეგობრები ხარისხიანი და ნატურალური მასალისგან დამზადებული სუვენირებით დაასაჩუქრეთ. კარგი იქნება საოჯახო თემატიკასთან დაკავშირებული ძღვენიც. ასეთები შეიძლება იყოს: ჭურჭელი (დანა-ჩანგლები, ჩაის, ყავისა და სადილის სერვისები), ოქროსა და ვერცხლის სამკაულები. ტყავის ან ხის აქსესუარები და ა.შ. რა თქმა უნდა, თქვენი ბიუჯეტის გათვალისწინებით.

  • საახალწლო რიტუალები

იმისათვის, რომ ხარის წელმა თავი სასიამოვნოდ დაგამახსოვროთ, გარკვეული რიტუალი უნდა შეასრულოთ. მაგალითად, თუ შვილზე ოცნებობთ, 12 საათის დადგომამდე რამდენიმე გაღვივებული ხორბლის მარცვალი შეჭამეთ. ფულისა და წარმატების მოსაზიდად, შეჭამეთ მანდარინის რამდენიმე ლებანი ან რამდენიმე მარცვალი ყურძენი. მარტოხელები რომ დაწყვილდეთ, 12 საათის დადგომისთანავე შამპანურის ჭიქა დასაქორწინებელ პიროვნებას მიუჭახუნეთ. თუ გსურთ, თქვენი სიყვარული კიდევ უფრო მყარი გახდეს, 12 საათის დადგომისთანავე ჩაეხუტეთ და აკოცეთ მეუღლეს. თუ გაცივდით, ნუ მიუჯდებით საახალწლო მაგიდას და უფრო მეტიც, არ აცემინოთ და ახველოთ, უსიამოვნებები რომ არ გადასდოთ სუფრის წევრებს.

2021 წელი არ იქნება ნაკიანი, წარმატება და ბედნიერება კი მალევე მოგიკაკუნებთ კარზე. იმისათვის, რომ ხარი არ დააფრთხოთ. რამდენიმე წესი გაითვალისწინეთ: საახალწლო სუფრაზე "ხმამაღლა" არ გახსნათ შამპანური, საახლწლო დღეებში იყავით ოჯახში, იზრუნეთ უხუცეს ნათესავებზე. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ჩხუბს. ყველა საქმე და ვალდებულება დაასრულეთ 31 დეკემბრამდე. და ბოლოს, ნუ შეხვდებით ხარის წელს გზაში.

ბედნიერ წელს გისურვებთ, ჯანმრთელობა და ბარაქა გქონოდეთ!

რეწვის ოსტატების ნაკეთობების საახალწლო გამოფენა-გაყიდვა

სამი ტრადიციული და იაფად მოსამზადებელი კერძი, რომელიც თქვენს საახალწლო სუფრას დაამშვენებს

კევინ მაკალისტერის სახლის ფორმის ჯანჯაფილის ნამცხვარი - კონდიტერმა ფილმს, "მარტო სახლში" ულამაზესი ნამუშევარი მიუძღვნა (ფოტოები)