შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისთვის ძებნილი ბადრი ესებუას საქმეზე სამართალდამცველები მუშაობენ, ამიტომ ამ ეტაპზე გამოძიების შესახებ ღიად ვერ ისაუბრებს. ამის შესახებ გომელაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„კიდევ ერთხელ ბოდიში უნდა მოვიხადო. წინაზეც იყო ეს შეკითხვა და ხედავთ, რომ ვმუშაობთ ამ თემაზე?! მოხდა მისი ძმის დაკავება, რომელიც ეხმარებოდა და აკრძლული ნივთები გადაჰქონდა. ვმუშაობთ და ღიად ვერ ვსაუბრობთ ამ თემასთან დაკავშირებით", - განაცხადა გომელაურმა.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.