სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაზრდილია ოჯახური ძალადობისა და მკვლელობის შემთხვევები" - შს მინისტრის 2020 წლის ანგარიში და წლის კრიმინალური სტატისტიკა
"გაზრდილია ოჯახური ძალადობისა და მკვლელობის შემთხვევები" - შს მინისტრის 2020 წლის ანგარიში და წლის კრიმინალური სტატისტიკა

გა­სულ წელ­თან შე­და­რე­ბით 2020 წელს და­ნა­შა­უ­ლი 10%-ით არის შემ­ცი­რე­ბუ­ლი, - ამის შე­სა­ხებ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა, ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურ­მა უწყე­ბის 2020 წლის ან­გა­რი­შის წარ­დგე­ნი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც გო­მე­ლა­ურ­მა აღ­ნიშ­ნა, გარ­კვე­უ­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის სტა­ტის­ტი­კა გაზ­რდი­ლია, მათ შო­რის, ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბა და მკვლე­ლო­ბა.

"2020 წელს ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მულ იქნა 5 ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი; ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რო­ბის მხარ­და­წე­რი­სა და „კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის­თვის“ მი­მარ­თვის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი და პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მულ იქნა 49 პირი, ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის გა­სა­ღე­ბის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლია 71 პირი. სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­დე­გად გა­მოვ­ლე­ნი­ლია ნარ­კო­დამ­ნა­შა­ვე­თა ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფი და ამო­ღე­ბუ­ლია 40 კგ „ჰე­რო­ი­ნი“. პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მუ­ლია ნარ­კო­ტი­კე­ბით ონ­ლა­ინ ვაჭ­რო­ბა­ში ჩარ­თუ­ლი 16 პირი; და­ი­ხუ­რა 13 ინ­ტერ­ნეტ ნარ­კო­სა­რე­ა­ლი­ზა­ციო მა­ღა­ზია; გა­მოვ­ლე­ნი­ლია ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბის და­მამ­ზა­დე­ბე­ლი ნარ­კო­ლა­ბო­რა­ტო­რია; უკა­ნო­ნო ბრუნ­ვი­დან ამო­ღე­ბულ იქნა 89 კი­ლოგ­რა­მი „ჰე­რო­ი­ნი“; 1 კი­ლოგ­რა­მი „კო­კა­ი­ნი“; 7 000 აბი „სუ­ბო­ტექ­სი“/“სუ­ბოქ­სი­ნი“; 6,5 კი­ლოგ­რა­მი ახა­ლი ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი. ალ­ბათ, ყვე­ლას გახ­სოვთ სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის დროს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი, გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცია ბა­თუმ­ში, როცა ჩვენ­მა სამ­სა­ხუ­რებ­მა უცხო­ელ კო­ლე­გებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­თა და პარტნი­ო­რო­ბით ამო­ი­ღეს 40 კგ „ჰე­რო­ი­ნი“, რომ­ლის სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბა „შავ ბა­ზარ­ზე“ 2-მი­ლი­ონ დო­ლარს აჭარ­ბებს. ეს იყო წარ­მა­ტე­ბუ­ლი ოპე­რა­ცია სა­ერ­თა­შო­რი­სო ნარ­კოტ­რან­ზიტ­თან ბრძო­ლის კუ­თხით“, - გა­ნა­ცხა­და გო­მე­ლა­ურ­მა.

მი­ნის­ტრის თქმით, ოპო­ნენ­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბი, თით­ქოს კრი­მი­ნალ­მა იმა­ტა, პო­ლი­ცი­ის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის­კენ არის მი­მარ­თუ­ლი.

„რაც შე­ე­ხე­ბა 2020 წლის და­ნა­შა­უ­ლის სტა­ტის­ტი­კას, ოპო­ნენ­ტე­ბი ხში­რად ამ­ბო­ბენ, რომ ქვე­ყა­ნა­ში კრი­მი­ნალ­მა იმა­ტა. მივ­ყვეთ მო­ნა­ცე­მებს და ვნა­ხავთ, რომ ეს გან­ცხა­დე­ბე­ბი პო­ლი­ცი­ის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის­კენ არის მი­მარ­თუ­ლი.

სა­მარ­თალ­დამ­ცველ­თა ძა­ლის­ხმე­ვის შე­დე­გად, გა­სულ წელ­თან შე­და­რე­ბით, და­ნა­შა­უ­ლი შემ­ცირ­და 10 პრო­ცენ­ტით. რა თქმა უნდა, გვაქვს მა­ტე­ბა გარ­კვე­ულ და­ნა­შა­უ­ლებ­ზე, რა­ზეც ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ზო­გა­დო­ე­ბას ყო­ველ­თვი­უ­რად ვაწ­ვდით, მა­გა­ლი­თის­თვის: კი­ბერ­და­ნა­შა­ულ­მა მო­ი­მა­ტა 24 პრო­ცენ­ტით, ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბამ 8,5%-ით, მკვლე­ლო­ბამ 11-%-ით იმა­ტა, რაც 7 - ერ­თე­უ­ლით მე­ტია.

იცით რომ კი­ბერ­და­ნა­შა­უ­ლი არის 21-ე სა­უ­კუ­ნის გა­მოწ­ვე­ვა და ამ მხრივ გა­მო­ნაკ­ლი­სი არც სა­ქარ­თვე­ლოა. ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის მა­ტე­ბის ტენ­დე­ცია კი გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია მზარ­დი მო­მარ­თვი­ა­ნო­ბით, რაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მოწ­ვე­ვას წარ­მო­ად­გენ­და. აუ­ცი­ლე­ბე­ლია შე­ვე­ხოთ იმ პო­ზი­ტი­ურ ტენ­დენ­ცი­ებს, რაც გვაქვს ისე­თი კა­ტე­გო­რი­ის და­ნა­შა­უ­ლებ­ზე, რომ­ლე­ბიც ზე­გავ­ლე­ნას ახ­დე­ნენ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ კრი­მი­ნო­გე­ნულ ვი­თა­რე­ბა­ზე, კერ­ძოდ: ყა­ჩა­ღო­ბა - 42%; გა­მო­ძალ­ვა - 34%; ძარ­ცვა - 25%; ქურ­დო­ბა - 12%; შემ­ცირ­და ბი­ნე­ბის გა­ქურდვის ფაქ­ტე­ბი - 22%, მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა - 5%. თქვენ გა­ე­ცა­ნით ამ რე­ა­ლურ ციფ­რებს, რაც ასა­ხავს ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ მდგო­მა­რო­ე­ბას და­ნა­შა­ულ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. თუმ­ცა ხში­რია შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით მცი­რე ინ­ცი­დენ­ტე­ბიც კი ინ­ტენ­სი­უ­რად შუქ­დე­ბა, რაც ქმნის გან­ცდას რომ და­ნა­შა­ულ­მა იმა­ტა. ჩვენ პა­ტივს ვცემთ სი­ტყვის და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბას და სწო­რედ ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ძა­ლის­ხმე­ვის შე­დე­გია რომ მე­დია თა­ვი­სუ­ფა­ლია, ერთი კა­ბი­ნე­ტი­დან არ კონ­ტროლ­დე­ბა და ნე­ბის­მი­ე­რი ინ­ფორ­მა­ცია ყვე­ლას­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მია“, - გა­ნა­ცხა­და გო­მე­ლა­ურ­მა.

რო­გორც გო­მე­ლა­ურ­მა აღ­ნიშ­ნა, 2020 წელს პო­ლი­ცი­ის მიერ და­კა­ვე­ბუ­ლი და სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მუ­ლი იქნა 152 კი­ბერ­დამ­ნა­შა­ვე,

„ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­თვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია ტრე­ფი­კინ­გის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა. მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის ან­გა­რი­შის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლო სრუ­ლად აკ­მა­ყო­ფი­ლებს ტრე­ფი­კინ­გის აღ­კვე­თი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბელ სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებს და 2020 წელს სა­ქარ­თვე­ლო კვლავ პირ­ველ კა­ლა­თა­შია. რაც შე­ე­ხე­ბა კი­ბერ­და­ნა­შა­ულს, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ვი­თარ­დე­ბა და იხ­ვე­წე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი მიღ­წე­ვე­ბი და იზ­რდე­ბა კი­ბერ­და­ნა­შა­უ­ლის სა­ხე­ო­ბაც. ეს არ არის მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს პრობ­ლე­მა, მთე­ლი მსოფ­ლიო ამ გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დგას.

2020 წელს პო­ლი­ცი­ის მიერ და­კა­ვე­ბუ­ლი და სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მუ­ლი იქნა 152 კი­ბერ­დამ­ნა­შა­ვე. შე­გახ­სე­ნებთ, სულ ახ­ლა­ხან, ევ­რო­პოლ­თან და ინ­ტერ­პოლ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, ჩვენ­მა პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა უპ­რე­ცე­დენ­ტო სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­პო­ლი­ციო ოპე­რა­ცი­ა­ში მი­ი­ღეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მას­ში ჩარ­თუ­ლი იყო 16 ქვეყ­ნის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწყე­ბე­ბი, და­კა­ვე­ბუ­ლია კრი­მი­ნა­ლუ­რი ქსე­ლის 20 წევ­რი, მათ შო­რის, ქარ­თვე­ლე­ბიც, რომ­ლე­ბიც მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი კი­ბერ­დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის და­ვა­ლე­ბით, ათო­ბით მი­ლი­ონ ევ­როს ათეთ­რებ­დნენ. ამ ოპე­რა­ცი­ას წინ უძღო­და კომ­პლექ­სუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა ევ­რო­პი­სა და ამე­რი­კის ქვეყ­ნებ­ში. ჩვე­ნი მხრი­დან ამ ოპე­რა­ცი­ა­ში ჩარ­თუ­ლი იყო ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი“, - გა­ნა­ცხა­და გო­მე­ლა­ურ­მა.

გო­მე­ლა­უ­რის თქმით, სა­მი­ნის­ტროს­თვის, და­ნა­შა­უ­ლის ეფექ­ტი­ან გა­მო­ძი­ე­ბას­თან ერ­თად, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და­ნა­შა­უ­ლის მსხვერ­პლი­სა და მოწ­მის მხარ­და­ჭე­რა.

„კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლე ქალ­თა მი­მართ და ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის მე­ქა­ნიზ­მე­ბის დახ­ვე­წის მიზ­ნით უკავ­შირ­დე­ბა ელექტრო­ნუ­ლი მო­ნი­ტო­რინ­გის და­წე­სე­ბის შე­მო­ღე­ბას მო­ძა­ლა­დის მი­მართ, რომ­ლის მი­ზა­ნია მსხვერ­პლთა უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვის გა­რან­ტი­ე­ბის გაზ­რდა და დახ­ვე­წა. 2020 წლის 1-ლი სექ­ტემ­ბრი­დან შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რის გა­მო­ცე­მას­თან ერ­თად, შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და მო­ძა­ლა­დის მი­მართ ელექტრო­ნუ­ლი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის და­წე­სე­ბა, ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის თა­ნახ­მად, ელექტრო­ნუ­ლი სა­მა­ჯუ­რი­სა და შე­სა­ბა­მი­სი მო­წყო­ბი­ლო­ბის მეშ­ვე­ო­ბით.

სა­მი­ნის­ტროს­თვის, და­ნა­შა­უ­ლის ეფექ­ტი­ან გა­მო­ძი­ე­ბას­თან ერ­თად, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და­ნა­შა­უ­ლის მსხვერ­პლი­სა და მოწ­მის მხარ­და­ჭე­რა. სწო­რედ ამ პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, 2020 წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში, გა­ფარ­თოვ­და მოწ­მი­სა და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის კო­ორ­დი­ნა­ტო­რის სამ­სა­ხუ­რი და მო­იც­ვა სა­მი­ნის­ტროს ყვე­ლა ტე­რი­ტო­რი­უ­ლი და­ნა­ყო­ფი. სამ­სა­ხუ­რის საქ­მი­ა­ნო­ბის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია გა­მომ­ძი­ე­ბელ­სა და და­ზა­რა­ლე­ბულს/მოწ­მეს შო­რის ეფექ­ტი­ა­ნი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ხელ­შე­წყო­ბა და და­ნა­შა­უ­ლის შე­დე­გად გა­მოწ­ვე­უ­ლი სტრე­სის გამ­კლა­ვე­ბა­ში დახ­მა­რე­ბა. წელს კო­ორ­დი­ნა­ტო­რებ­მა 1000-მდე მო­ქა­ლა­ქეს გა­უ­წი­ეს დახ­მა­რე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურ­მა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ასეა და . . .
9

ოჯახური ძალადობა ზოგად ძალადობაზე პასუხია, სუსტების რეაქციაა,

გარეთ ვერ "ატრაკებენ" და შინ მამლაყინწობენ!

ცეცხლზე ნავთს ეკონომიკა ასხამს - ხელებში ქალის შემყურე კაცი ისავ კაცია?

ამას ქალთა უფლებების "დაცვის" დასავლური ბენზინი დაამატეთ და ...ხან-

ძარიც სახეზეა!

მამას სამუშაო და ფული რომ ექნება, ქალის უფლებების ყველაზე კარგი

დაცვა აი ესაა და ბავშვისაც!

დასავლეთმა ეკონომიკა გაგვიჩანაგა და ახლა თურმე უფლებებს იცავენ!

 

ვახო
7

პოლიცია რომელიც არჩევნების დღეს შპანას ვერ ამჩნევდი თუ როგორ აღვირ ახსნილად მოქმედებდა და ატერორებდა ამომრჩეველს ის პოლიცია არ არის. პოლიცია რომელიც საკუთარი ხახლხის სისხლს დაღვრის და დამიზნებით ესვრის ის პოლიცა არ არის. გინდა ნაცების პერიოდიში და გინდაც ახლა ,ქოცბმე აჯობეს ნაცებს. ახლა პოლიცია იგივე შპანაა ჩემთვის რომელიც მხოლოდ ხიხოს და მის ხროვას იცავს.ადრე მიშა შიზიკას იცავდა ახლა ხიხოს იცავს და არა ხალხს.გაჭირვებულ ხალხს არბევენ მარტო. მომავლში ალბათ შეცვლება და გადაერთვება ხალხის დაცვაზე . ახლა ზიზღის მეტს არფერს იმსახურებენ. ისიც ვიცი რომ რასაც აშავებენ ერთი ათად შემოუტრიალდება მათ ოჯახებს ღვთისგან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"გაზრდილია ოჯახური ძალადობისა და მკვლელობის შემთხვევები" - შს მინისტრის 2020 წლის ანგარიში და წლის კრიმინალური სტატისტიკა

"გაზრდილია ოჯახური ძალადობისა და მკვლელობის შემთხვევები" - შს მინისტრის 2020 წლის ანგარიში და წლის კრიმინალური სტატისტიკა

გასულ წელთან შედარებით 2020 წელს დანაშაული 10%-ით არის შემცირებული, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ გომელაურმა უწყების 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც გომელაურმა აღნიშნა, გარკვეული დანაშაულების სტატისტიკა გაზრდილია, მათ შორის, ოჯახური ძალადობა და მკვლელობა.

"2020 წელს ქვეყნის მასშტაბით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნა 5 ე.წ. კანონიერი ქურდი; ქურდული სამყაროს წევრობის მხარდაწერისა და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულ იქნა 49 პირი, ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის დაკავებულია 71 პირი. საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგად გამოვლენილია ნარკოდამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფი და ამოღებულია 40 კგ „ჰეროინი“. პასუხისგებაში მიცემულია ნარკოტიკებით ონლაინ ვაჭრობაში ჩართული 16 პირი; დაიხურა 13 ინტერნეტ ნარკოსარეალიზაციო მაღაზია; გამოვლენილია ფსიქოაქტიური ნივთიერების დამამზადებელი ნარკოლაბორატორია; უკანონო ბრუნვიდან ამოღებულ იქნა 89 კილოგრამი „ჰეროინი“; 1 კილოგრამი „კოკაინი“; 7 000 აბი „სუბოტექსი“/“სუბოქსინი“; 6,5 კილოგრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები. ალბათ, ყველას გახსოვთ საგანგებო მდგომარეობის დროს ჩატარებული, გახმაურებული სპეცოპერაცია ბათუმში, როცა ჩვენმა სამსახურებმა უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობითა და პარტნიორობით ამოიღეს 40 კგ „ჰეროინი“, რომლის საბაზრო ღირებულება „შავ ბაზარზე“ 2-მილიონ დოლარს აჭარბებს. ეს იყო წარმატებული ოპერაცია საერთაშორისო ნარკოტრანზიტთან ბრძოლის კუთხით“, - განაცხადა გომელაურმა.

მინისტრის თქმით, ოპონენტების განცხადებები, თითქოს კრიმინალმა იმატა, პოლიციის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული.

„რაც შეეხება 2020 წლის დანაშაულის სტატისტიკას, ოპონენტები ხშირად ამბობენ, რომ ქვეყანაში კრიმინალმა იმატა. მივყვეთ მონაცემებს და ვნახავთ, რომ ეს განცხადებები პოლიციის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული.

სამართალდამცველთა ძალისხმევის შედეგად, გასულ წელთან შედარებით, დანაშაული შემცირდა 10 პროცენტით. რა თქმა უნდა, გვაქვს მატება გარკვეულ დანაშაულებზე, რაზეც ინფორმაციას საზოგადოებას ყოველთვიურად ვაწვდით, მაგალითისთვის: კიბერდანაშაულმა მოიმატა 24 პროცენტით, ოჯახში ძალადობამ 8,5%-ით, მკვლელობამ 11-%-ით იმატა, რაც 7 - ერთეულით მეტია.

იცით რომ კიბერდანაშაული არის 21-ე საუკუნის გამოწვევა და ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა. ოჯახში ძალადობის მატების ტენდეცია კი განპირობებულია მზარდი მომართვიანობით, რაც წლების განმავლობაში გამოწვევას წარმოადგენდა. აუცილებელია შევეხოთ იმ პოზიტიურ ტენდენციებს, რაც გვაქვს ისეთი კატეგორიის დანაშაულებზე, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ ვითარებაზე, კერძოდ: ყაჩაღობა - 42%; გამოძალვა - 34%; ძარცვა - 25%; ქურდობა - 12%; შემცირდა ბინების გაქურდვის ფაქტები - 22%, მკვლელობის მცდელობა - 5%. თქვენ გაეცანით ამ რეალურ ციფრებს, რაც ასახავს ქვეყანაში არსებულ მდგომაროებას დანაშაულთან მიმართებაში. თუმცა ხშირია შემთხვევები, როდესაც მედია საშუალებებით მცირე ინციდენტებიც კი ინტენსიურად შუქდება, რაც ქმნის განცდას რომ დანაშაულმა იმატა. ჩვენ პატივს ვცემთ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას და სწორედ ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევის შედეგია რომ მედია თავისუფალია, ერთი კაბინეტიდან არ კონტროლდება და ნებისმიერი ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომია“, - განაცხადა გომელაურმა.

როგორც გომელაურმა აღნიშნა, 2020 წელს პოლიციის მიერ დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული იქნა 152 კიბერდამნაშავე,

„შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პრიორიტეტულია ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა. მინდა აღვნიშნო, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, საქართველო სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგის აღკვეთისათვის აუცილებელ საერთაშორისო სტანდარტებს და 2020 წელს საქართველო კვლავ პირველ კალათაშია. რაც შეეხება კიბერდანაშაულს, მოგეხსენებათ, 21-ე საუკუნეში ვითარდება და იხვეწება თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევები და იზრდება კიბერდანაშაულის სახეობაც. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, მთელი მსოფლიო ამ გამოწვევების წინაშე დგას.

2020 წელს პოლიციის მიერ დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული იქნა 152 კიბერდამნაშავე. შეგახსენებთ, სულ ახლახან, ევროპოლთან და ინტერპოლთან თანამშრომლობით, ჩვენმა პოლიციელებმა უპრეცედენტო საერთაშორისო საპოლიციო ოპერაციაში მიიღეს მონაწილეობა. მასში ჩართული იყო 16 ქვეყნის სამართალდამცავი უწყებები, დაკავებულია კრიმინალური ქსელის 20 წევრი, მათ შორის, ქართველებიც, რომლებიც მსოფლიოს წამყვანი კიბერდამნაშავეების დავალებით, ათობით მილიონ ევროს ათეთრებდნენ. ამ ოპერაციას წინ უძღოდა კომპლექსური გამოძიება ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში. ჩვენი მხრიდან ამ ოპერაციაში ჩართული იყო ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი“, - განაცხადა გომელაურმა.

გომელაურის თქმით, სამინისტროსთვის, დანაშაულის ეფექტიან გამოძიებასთან ერთად, მნიშვნელოვანია დანაშაულის მსხვერპლისა და მოწმის მხარდაჭერა.

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმების დახვეწის მიზნით უკავშირდება ელექტრონული მონიტორინგის დაწესების შემოღებას მოძალადის მიმართ, რომლის მიზანია მსხვერპლთა უსაფრთხოების დაცვის გარანტიების გაზრდა და დახვეწა. 2020 წლის 1-ლი სექტემბრიდან შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად, შესაძლებელი გახდა მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის დაწესება, ახალი რეგულაციების თანახმად, ელექტრონული სამაჯურისა და შესაბამისი მოწყობილობის მეშვეობით.

სამინისტროსთვის, დანაშაულის ეფექტიან გამოძიებასთან ერთად, მნიშვნელოვანია დანაშაულის მსხვერპლისა და მოწმის მხარდაჭერა. სწორედ ამ პრიორიტეტების გათვალისწინებით, 2020 წლის მეორე ნახევარში, გაფართოვდა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური და მოიცვა სამინისტროს ყველა ტერიტორიული დანაყოფი. სამსახურის საქმიანობის მთავარი მიზანია გამომძიებელსა და დაზარალებულს/მოწმეს შორის ეფექტიანი კომუნიკაციის ხელშეწყობა და დანაშაულის შედეგად გამოწვეული სტრესის გამკლავებაში დახმარება. წელს კოორდინატორებმა 1000-მდე მოქალაქეს გაუწიეს დახმარება“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

"სად  წავა? დღეს არა, ხვალ დავაკავებთ..." - ვახტანგ გომელაური ბადრი ესებუაზე

გიორგი მერაბიშვილს, რომელიც შსს-ს ინფორმაციით, ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა, პატიმრობა შეეფარდა

"ჩემი ჭიშკრიდან მისდევდა სროლით... ტყუილია, რომ მფარველები არ ჰყავდა" - რა დეტალებს იხსენებს დედა ზურაბ ტარყაშვილზე, რომლის მკვლელობაში ბრალდებულიც წლების შემდეგ დააკავეს