ავტორი:

ვინ არიან ქალები საქართველოდან, რომლებსაც ინტერპოლის წითელი ცირკულარით ეძებენ

ვინ არიან ქალები საქართველოდან, რომლებსაც ინტერპოლის წითელი ცირკულარით ეძებენ

მათ მძიმე დანაშაულებში ედებათ ბრალი, ამიტომაც გამოცხადდნენ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილებად. საქართველოს ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს მიერ გამოქვეყნებულ ძებნილთა ჩამონათვალში 2 ქალბატონია საქართველოდან - ლილა უსეინი და ირმა კაპანაძე, ხოლო - საქართველოს მოქალაქე 2 ქალბატონს რუსეთის ინტერპოლის ბიურო ეძებს. ესენია: აიდა ღარიბოვა და ელეონორა მაისურაძე.

ლილა უსეინ (196311/11) – იძებნება არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის, ყალბი საბუთების დამზადებისა და საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით.

ირმა კაპანაძე (1976 12/01) – იძებნება დამამძიმებელ გარემოებაში თაღლითობისთვის.

აიდა ღარიბოვა (1989 01/10) - იძებნება ტერორიზმის ბრალდებით, უკანონო შეიარაღებული ფორმირებაში მონაწილეობისთვის.

ელეონორა მაისურაძე (1959 18/05) - იძებნება თაღლითობისთვის (8 ეპიზოდი).

სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით ორი პირია დაჭრილი - რა მოხდა მარნეულში

ადგილობრივების თქმით, კაცმა ცოლს დანა ესროლა, რომელიც არტერიაში მოხვდა - მკვლელობა სამტრედიაში

"ჩემს შვილს მას  ცოლად არ დავუტოვებ" - რას ამბობს გატაცებული 16 წლის გოგონას მამა