პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წელს თბილისს სოლიდარობის ქალაქად ვაცხადებთ - დარწმუნებული ვარ, ახალი წელი ახალ იმედს მოიტანს" - კალაძე
"წელს თბილისს სოლიდარობის ქალაქად ვაცხადებთ - დარწმუნებული ვარ, ახალი წელი ახალ იმედს მოიტანს" - კალაძე

ყვე­ლამ ერ­თად ომი უნდა გა­მო­ვუ­ცხა­დოთ პან­დე­მი­ას და ამ სა­ზი­ზღარ ვირუსს, რომ იცო­დეს, არ გვე­ში­ნია და არას­დროს დავ­ნებ­დე­ბით, - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ თბი­ლი­სის მთა­ვა­რი ნაძ­ვის ხის ან­თე­ბის სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მან ბო­დი­ში მო­უ­ხა­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ დღეს არ­სე­ბუ­ლი ეპიდ­ვი­თა­რე­ბის გამო, დე­და­ქა­ლა­ქის მთა­ვა­რი ნაძ­ვის ხის ან­თე­ბას მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ვერ ეს­წრე­ბოდ­ნენ და ღო­ნის­ძი­ე­ბის ნახ­ვა მხო­ლოდ პირ­და­პი­რი ეთე­რის სა­შუ­ა­ლე­ბით იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი.

"მინ­და ბო­დი­ში მო­გი­ხა­დოთ, რომ ახლა აქ არ ხართ, მაგ­რამ დღეს ასეა სა­ჭი­რო იმი­ტომ, რომ გა­ვუფრ­თხილ­დეთ ერ­თმა­ნე­თის ჯან­მრთე­ლო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბას და ერ­თმა­ნე­თის სი­ცო­ცხლეს. დღეს ბარ­ბა­რო­ბაა და მინ­და მო­გი­ლო­ცოთ, მინ­და მი­ვუ­ლო­ცო სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს. ჩემო პა­ტა­რა მე­გობ­რე­ბო, გჯე­რო­დეთ, არ არ­სე­ბობს ბო­რო­ტე­ბა, რომ­ლის დაძ­ლე­ვა­საც ვერ შევ­ძლებთ სიყ­ვა­რუ­ლით, ერ­თმა­ნე­თის თა­ნად­გო­მი­თა და სო­ლი­და­რო­ბით. პირ­ვე­ლად ცხოვ­რე­ბა­ში და იმე­დი მაქვს, ერ­თა­დერ­თხელ, ნაძ­ვის ხის ან­თე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბა ომის გა­მო­ცხა­დე­ბით უნდა და­ვი­წყო. დიახ, არ მო­გეს­მათ. ჩვენ, ყვე­ლამ ერ­თად ომი უნდა გა­მო­ვუ­ცხა­დოთ პან­დე­მი­ას და ამ სა­ზი­ზღარ ვირუსს, რომ იცო­დეს, არ გვე­ში­ნია და არას­დროს დავ­ნებ­დე­ბით. ეს სა­ა­ხალ­წლო გა­ნა­თე­ბე­ბი, ნაძ­ვის ხის ან­თე­ბის ტრა­დი­ცი­უ­ლი რი­ტუ­ა­ლი არა მარ­ტო ზე­ი­მის, ახა­ლი წლის, ახა­ლი იმე­დე­ბის ტრა­დი­ცი­უ­ლი აღ­ნიშ­ვნაა, არა­მედ გა­მოწ­ვე­ვა, არ­შე­გუ­ე­ბაა იმ რე­ა­ლო­ბას­თან, რაც ამ ვირუს­მა მოგ­ვი­წყო.

ჩვენ წელს ვა­ცხა­დებთ თბი­ლისს სო­ლი­და­რო­ბის ქა­ლა­ქად, ვი­ნა­ი­დან მხო­ლოდ ერ­თმა­ნე­თის გვერ­დში დგო­მა, დახ­მა­რე­ბა, ნუ­გე­შის­ცე­მა გა­დაგ­ვა­ლა­ხი­ნებს იმ დაბ­რკო­ლე­ბებს და სტრესს, რაც ამ პან­დე­მი­ის დროს ქვე­ყა­ნა­ში გვაქვს. გახ­სოვ­დეთ, რომ კარ­გი გან­წყო­ბა, მხი­ა­რუ­ლე­ბა და ბავ­შვე­ბის კის­კი­სი, ჟრი­ა­მუ­ლი, ზუს­ტად ეს არის ის, რი­სიც ეში­ნია პან­დე­მი­ას და კო­ვიდ 19-ს. მე­გობ­რე­ბო, სი­ცო­ცხლე გრძელ­დე­ბა, სი­ცო­ცხლე მშვე­ნი­ე­რია. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ახა­ლი წელი მო­ი­ტანს ახალ იმედს და ჯან­მრთელ მო­მა­ვალს. ავან­თოთ ქვეყ­ნის მთა­ვა­რი ნაძ­ვის ხე იმ იმე­დით, რომ 2020 წელი იქ­ნე­ბა გა­მარ­ჯვე­ბე­ბის, მშვი­დო­ბის, ბედ­ნი­ე­რე­ბი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბის წელი“,- გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლელა
7

გვერდში დგომა რანაირად? აკი ერთმანეთს არ მიეკაროთო? ჩაიკეტეთო და ბუა გახდითო? კიდევ კარგი, პატარები მაინც გაიხარებენ დღის საათებში ნაძვის ხის ხილვით,ისიც თუ დაფეთებულმა მშობლებმა დართეს გარეთ გამოსვლის ნება! და ამას ჯანმრთელობაზე ,,ზრუნვა" ჰქვია!!!

rasa
7

ალბათ ოცნების მხარდამჭერებს შორის სოლიდარობის მხოლოდ. ხალხის 52%-ს რომელმაც ხმა არ მოგცათ, ალბათ საერთოდ არ თვლით ხალხად. ბოდიში თუ მეშლება, მაგრამ ეგრე მეჩვენება ხანდისხან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

"წელს თბილისს სოლიდარობის ქალაქად ვაცხადებთ - დარწმუნებული ვარ, ახალი წელი ახალ იმედს მოიტანს" - კალაძე

"წელს თბილისს სოლიდარობის ქალაქად ვაცხადებთ - დარწმუნებული ვარ, ახალი წელი ახალ იმედს მოიტანს" - კალაძე

ყველამ ერთად ომი უნდა გამოვუცხადოთ პანდემიას და ამ საზიზღარ ვირუსს, რომ იცოდეს, არ გვეშინია და არასდროს დავნებდებით, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავარი ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა.

მან ბოდიში მოუხადა საზოგადოებას, რომ დღეს არსებული ეპიდვითარების გამო, დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთებას მოქალაქეები ვერ ესწრებოდნენ და ღონისძიების ნახვა მხოლოდ პირდაპირი ეთერის საშუალებით იყო შესაძლებელი.

"მინდა ბოდიში მოგიხადოთ, რომ ახლა აქ არ ხართ, მაგრამ დღეს ასეა საჭირო იმიტომ, რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოებას და ერთმანეთის სიცოცხლეს. დღეს ბარბარობაა და მინდა მოგილოცოთ, მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს. ჩემო პატარა მეგობრებო, გჯეროდეთ, არ არსებობს ბოროტება, რომლის დაძლევასაც ვერ შევძლებთ სიყვარულით, ერთმანეთის თანადგომითა და სოლიდარობით. პირველად ცხოვრებაში და იმედი მაქვს, ერთადერთხელ, ნაძვის ხის ანთების ღონისძიება ომის გამოცხადებით უნდა დავიწყო. დიახ, არ მოგესმათ. ჩვენ, ყველამ ერთად ომი უნდა გამოვუცხადოთ პანდემიას და ამ საზიზღარ ვირუსს, რომ იცოდეს, არ გვეშინია და არასდროს დავნებდებით. ეს საახალწლო განათებები, ნაძვის ხის ანთების ტრადიციული რიტუალი არა მარტო ზეიმის, ახალი წლის, ახალი იმედების ტრადიციული აღნიშვნაა, არამედ გამოწვევა, არშეგუებაა იმ რეალობასთან, რაც ამ ვირუსმა მოგვიწყო.

ჩვენ წელს ვაცხადებთ თბილისს სოლიდარობის ქალაქად, ვინაიდან მხოლოდ ერთმანეთის გვერდში დგომა, დახმარება, ნუგეშისცემა გადაგვალახინებს იმ დაბრკოლებებს და სტრესს, რაც ამ პანდემიის დროს ქვეყანაში გვაქვს. გახსოვდეთ, რომ კარგი განწყობა, მხიარულება და ბავშვების კისკისი, ჟრიამული, ზუსტად ეს არის ის, რისიც ეშინია პანდემიას და კოვიდ 19-ს. მეგობრებო, სიცოცხლე გრძელდება, სიცოცხლე მშვენიერია. დარწმუნებული ვარ, ახალი წელი მოიტანს ახალ იმედს და ჯანმრთელ მომავალს. ავანთოთ ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე იმ იმედით, რომ 2020 წელი იქნება გამარჯვებების, მშვიდობის, ბედნიერებისა და კეთილდღეობის წელი“,- განაცხადა კალაძემ.

დავით ბაგრატიონი მეორედ ძველ სიყვარულზე დაქორწინდა - ქართველი პრინცის რჩეული ბეგაშვილია

საქართველოში კორონავირუსის 990 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 3265 ადამიანი

"უნდა ვეცადოთ 2021 წელს მინიმუმ 1 მილიონი ადამიანი მაინც ავცრათ, თუ მეტი არა" - ამირან გამყრელიძე