აფრიკის დასახლებაში დაკავებულ ვანო ფოცხვერაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 - ლარიანი გირაო შეუფარდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფოცხვერაშვილის ადვოკატმა, რევაზ აჭარაძემ განუცხადა, დაკავებულს გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით შეეფარდა.
ცნობისთვის, ვანო ფოცხვერაშვილი 15 დეკემბერს აფრიკის დასახლებაში შენობების დემონტაჟის მიმდინარეობის დროს დააკავეს. მას ბრალი სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ელი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ.
გოგომაც ჩაამტვრია ტრაქტორი ქვით, კარგად ჩანს ვიდეოზე, მაგრამ ვისი დაჭერაც არარეიტინგულია, ვერ ხედავენ.
კალაძე გადაიხდის გირაოს!