მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მშობიარობის შემდეგ სარკეში რომ ჩავიხედე ტირილი დავიწყე..." - რატომ დაარქვეს შვილს ჯერი ანი ბებიამ და ილო ბეროშვილმა და რაზე ნერვიულობს ახალბედა დედა?
"მშობიარობის შემდეგ სარკეში რომ ჩავიხედე ტირილი დავიწყე..." - რატომ დაარქვეს შვილს ჯერი ანი ბებიამ და ილო ბეროშვილმა და რაზე ნერვიულობს ახალბედა დედა?

პა­ტა­რა ჯერი ანი ბე­ბი­ას და ილო ბე­როშ­ვი­ლის პირ­ვე­ლი სა­ერ­თო შვი­ლი გახ­ლავთ. რის გამო ნერ­ვი­უ­ლობს ახალ­ბე­და დედა და რო­გორ აქვთ მშობ­ლებს ბავ­შვის მოვ­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ფუნ­ქცი­ე­ბი გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი, ამ და სხვა დე­ტა­ლე­ბის შე­სა­ხებ ანი ჟურ­ნალ "გზას­თან" სა­უბ­რობს:

- დე­დის ამ­პლუ­ა­ში ყოფ­ნა რთუ­ლია, მაგ­რამ ისე­თი ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ღა­მის თე­ვებ­სა და ყვე­ლა­ნა­ირ სირ­თუ­ლეს მა­ვი­წყებს.

- დე­დო­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა რო­დის გა­აც­ნო­ბი­ე­რეთ?

- შე­იძ­ლე­ბა, ახ­ლაც ვერ ვაც­ნო­ბი­ე­რებ, არ ვიცი... ბავ­შვი რომ გაჩ­ნდა, მე­რეც ვერ ვაც­ნო­ბი­ე­რებ­დი: ჯერ შო­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვი­ყა­ვი, ის­ტე­რი­კე­ბი მჭირ­და, სულ ვტი­რო­დი - მისი მოვ­ლის ძა­ლი­ან მე­ში­ნო­და... ახლა ნელ-ნელა უკვე ვაც­ნო­ბი­ე­რებ. ჯერი 4 თვის არის. კონ­ტაქ­ტში შე­მოს­ვლა შე­უძ­ლია. მეც და ბავ­შვიც აზ­რზე რომ მო­ვე­დით, მას მერე დე­დო­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას უკეთ ვაც­ნო­ბი­ე­რებ...

- ბავ­შვზე ზრუნ­ვის ფუნ­ქცი­ე­ბი თქვენ და ილოს რო­გორ გაქვთ გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი?

- ბავ­შვს მხო­ლოდ მე და ილო ვზრდით: რო­გორც მე ვა­კე­თებ ყვე­ლა­ფერს, ისე აკე­თებს ილოც, თუ სახ­ლშია, რა თქმა უნდა, ანუ ჯე­რი­ზე ილოს მზრუნ­ვე­ლო­ბის შე­სა­ხებ "მეხ­მა­რე­ბას" ვერ ვი­ტყვი, რად­გან ბავ­შვს თა­ნაბ­რად ვუვ­ლით. სულ იმა­ზე ვხუმ­რობ, რომ ერ­თა­დერ­თი, ბავ­შვს ძუ­ძუ­თი ვერ კვე­ბავს, თო­რემ და­ნარ­ჩენს ყვე­ლა­ფერს აკე­თებს (იცი­ნის).

- რა სირ­თუ­ლე­ებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პა­ტა­რის მოვ­ლა?

- პირ­ველ რიგ­ში, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სირ­თუ­ლე­ე­ბია, რად­გან ბევ­რი კი­თხვა ჩნდე­ბა, თუნ­დაც - ახლა, როცა მა­გა­ლი­თად, ბავ­შვი ვერ ამ­ბობს, რა­ტომ ტი­რის, სტკი­ვა, შია, რა აწუ­ხებს... ახლა ნელ-ნელა მა­ინც ვხვდე­ბი, რა აწუ­ხებს, მაგ­რამ თავ­და­პირ­ვე­ლად ვერ ვხვდე­ბო­დი. მა­გა­ლი­თად, ბავ­შვს რომ აჭ­მევ, მერე უნდა "ამო­ა­ქარ­ვე­ბი­ნო" ანუ პი­რი­დან "გა­ზე­ბი" ამო­უშ­ვას. ეს არ ვი­ცო­დი. პა­ტა­რა ტი­რო­და, ტი­რო­და... მე­გო­ნა, ში­ო­და. ვაჭ­მევ­დი. მთე­ლი დღე ბავ­შვი დავ­ტან­ჯე - მკერ­დზე მი­წე­ბე­ბუ­ლი მყავ­და... ახლა ეს ყვე­ლა­ფე­რი ვიცი. ფსი­ქო­ლო­გი­ურ სირ­თუ­ლე­ებს რაც შე­ე­ხე­ბა, მის­თვის მო­მა­ვალ­ში გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა­ზე ვფიქ­რობ, ასე­ვე - რო­გორ გა­რე­მო­ში, ქვე­ყა­ნა­ში იცხოვ­რებს და ა.შ.

- ბავ­შვს სა­ხე­ლი რო­გორ შე­ურ­ჩი­ეთ? რამე სიმ­ბო­ლუ­რი დატ­ვირ­თვა აქვს?

- ჰო­როს­კო­პის მი­ხედ­ვით, ახლა ხომ ვირ­თხის წე­ლი­წა­დია? ჯერი წელს გაჩ­ნდა. ას­ტრო­ლო­გი­ას, ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნებს დიდ ყუ­რა­დღე­ბას ვაქ­ცევ. პი­რა­დად მე, მა­ი­მუ­ნის წელ­ში, მერ­წყუ­ლის ნიშ­ნის ქვეშ და­ბა­დე­ბუ­ლი ვარ. მა­ი­მუნ­ზეც და მერ­წყულ­ზეც ვგიჟ­დე­ბი!.. აბა, ვირ­თხა რო­გო­რი საყ­ვა­რე­ლია? ვირ­თხას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ადა­მი­ანს ცუდი ასო­ცი­ა­ცია უჩ­ნდე­ბა. მერე გა­მახ­სენ­და, რომ "ტომი და ჯე­რის" ჯერი წრუ­წუ­ნა, თით­ქმის იგი­ვე ვირ­თხაა. ის ხომ უსაყ­ვარ­ლე­სია? თან, ამ მულ­ტფილმზე ვგიჟ­დე­ბი, ისე მიყ­ვარს! აქე­დან გაჩ­ნდა ბავ­შვის­თვის სა­ხე­ლის დარ­ქმე­ვის იდე­აც: აღ­ვნიშ­ნე - ჯერი რა საყ­ვა­რე­ლია. სა­ერ­თო­დაც, რა მა­გა­რი სა­ხე­ლია, მოდი ჯერი და­ვარ­ქვათ-მეთ­ქი! ასე გა­ვა­საყ­ვარ­ლე ვირ­თხის წე­ლი­წა­დი.

- ილო­მაც მხა­რი აგი­ბათ?

- კი, წი­ნა­აღ­მდე­გი არ ყო­ფი­ლა.

- ვის ჰგავს, უკვე ხვდე­ბით?

- ბევ­რი მე­უბ­ნე­ბა, რომ მე მგავს, ბევ­რი - ილოს ჰგავ­სო. ყვე­ლა­ზე მე­ტად მა­ინც ჩვენ ვხვდე­ბით, ვის ჰგავს, მაგ­რამ მარ­თლა ასეა: ჯერი ხან მე მგავს, ხან - ილოს. ვერ იტყვი, - "კო­პიო" მამა ან დე­და­აო. გა­რეგ­ნო­ბის რა­ღაც დე­ტა­ლე­ბით მე მგავს, რა­ღა­ცე­ბით - მა­მას. ისე­თი მუ­სი­კა­ლუ­რი სმე­ნა აქვს, რომ გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვარ. ალ­ბათ, ამით მა­მას და­ემ­სგავ­სა, რად­გან მუ­სი­კა­ლუ­რი სმე­ნა მე არ მაქვს (იცი­ნის). ჯე­რის ხა­სი­ათს ჯერ ვერ ვხვდე­ბით, მაგ­რამ კა­მე­რის მი­მართ გი­ჟუ­რი სიყ­ვა­რუ­ლი აქვს - ამით მშობ­ლებს დაგ­ვემ­სგავ­სა. მა­გა­ლი­თად, რო­გორც კი ტე­ლე­ფონს და­ი­ნა­ხავს, მა­შინ­ვე კა­მე­რა­ში იყუ­რე­ბა. პირ­ვე­ლი სი­უ­ჟე­ტის გა­და­სა­ღე­ბად ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან რომ გვეს­ტუმრნენ, ჯერი და­ახ­ლო­ე­ბით 1 კვი­რის იყო და კა­მე­რა­ში გი­ჟი­ვით იყუ­რე­ბო­და. დღემ­დე ასეა.

- მახ­სოვს, ტე­ლე­ე­თერ­ში თქვენ­თან ერ­თა­დაც იყო...

- კი, ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში დამ­ყავ­და, რად­გან ბუ­ნებ­რივ კვე­ბა­ზე მყავ­და და ვერ ვტო­ვებ­დი. ვირუ­სის გამო, ახლა ძა­ლი­ან მე­ში­ნია, რად­გან და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის რი­ცხვი გა­ი­ზარ­და...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ინტელექტ-ელიტა!
171

ბეროშვილი წიწამურის ტრაგედიაზე შვილს ეტყვის,

ილია ჭავჭავაძე გურამ შარაძემ მოჰკლა, თან მე-5 ავენიუზეო!

კიდევ კარგი, გველის წელიწადში არ გაჩნდა!
170

უეჭველად " კ ა ა " - ს დაარქმევდნენ!

რას გადარჩა საწყალი ბავშვი ინტელექტით აღვსილი მშობლებისგან?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"მშობიარობის შემდეგ სარკეში რომ ჩავიხედე ტირილი დავიწყე..." - რატომ დაარქვეს შვილს ჯერი ანი ბებიამ და ილო ბეროშვილმა და რაზე ნერვიულობს ახალბედა დედა?

"მშობიარობის შემდეგ სარკეში რომ ჩავიხედე ტირილი დავიწყე..." - რატომ დაარქვეს შვილს ჯერი ანი ბებიამ და ილო ბეროშვილმა და რაზე ნერვიულობს ახალბედა დედა?

პატარა ჯერი ანი ბებიას და ილო ბეროშვილის პირველი საერთო შვილი გახლავთ. რის გამო ნერვიულობს ახალბედა დედა და როგორ აქვთ მშობლებს ბავშვის მოვლასთან დაკავშირებული ფუნქციები განაწილებული, ამ და სხვა დეტალების შესახებ ანი ჟურნალ "გზასთან" საუბრობს:

- დედის ამპლუაში ყოფნა რთულია, მაგრამ ისეთი ბედნიერი ვარ, რომ ღამის თევებსა და ყველანაირ სირთულეს მავიწყებს.

- დედობის პასუხისმგებლობა როდის გააცნობიერეთ?

- შეიძლება, ახლაც ვერ ვაცნობიერებ, არ ვიცი... ბავშვი რომ გაჩნდა, მერეც ვერ ვაცნობიერებდი: ჯერ შოკურ მდგომარეობაში ვიყავი, ისტერიკები მჭირდა, სულ ვტიროდი - მისი მოვლის ძალიან მეშინოდა... ახლა ნელ-ნელა უკვე ვაცნობიერებ. ჯერი 4 თვის არის. კონტაქტში შემოსვლა შეუძლია. მეც და ბავშვიც აზრზე რომ მოვედით, მას მერე დედობის პასუხისმგებლობას უკეთ ვაცნობიერებ...

- ბავშვზე ზრუნვის ფუნქციები თქვენ და ილოს როგორ გაქვთ განაწილებული?

- ბავშვს მხოლოდ მე და ილო ვზრდით: როგორც მე ვაკეთებ ყველაფერს, ისე აკეთებს ილოც, თუ სახლშია, რა თქმა უნდა, ანუ ჯერიზე ილოს მზრუნველობის შესახებ "მეხმარებას" ვერ ვიტყვი, რადგან ბავშვს თანაბრად ვუვლით. სულ იმაზე ვხუმრობ, რომ ერთადერთი, ბავშვს ძუძუთი ვერ კვებავს, თორემ დანარჩენს ყველაფერს აკეთებს (იცინის).

- რა სირთულეებთანაა დაკავშირებული პატარის მოვლა?

- პირველ რიგში, ფსიქოლოგიური სირთულეებია, რადგან ბევრი კითხვა ჩნდება, თუნდაც - ახლა, როცა მაგალითად, ბავშვი ვერ ამბობს, რატომ ტირის, სტკივა, შია, რა აწუხებს... ახლა ნელ-ნელა მაინც ვხვდები, რა აწუხებს, მაგრამ თავდაპირველად ვერ ვხვდებოდი. მაგალითად, ბავშვს რომ აჭმევ, მერე უნდა "ამოაქარვებინო" ანუ პირიდან "გაზები" ამოუშვას. ეს არ ვიცოდი. პატარა ტიროდა, ტიროდა... მეგონა, შიოდა. ვაჭმევდი. მთელი დღე ბავშვი დავტანჯე - მკერდზე მიწებებული მყავდა... ახლა ეს ყველაფერი ვიცი. ფსიქოლოგიურ სირთულეებს რაც შეეხება, მისთვის მომავალში განათლების მიღებაზე ვფიქრობ, ასევე - როგორ გარემოში, ქვეყანაში იცხოვრებს და ა.შ.

- ბავშვს სახელი როგორ შეურჩიეთ? რამე სიმბოლური დატვირთვა აქვს?

- ჰოროსკოპის მიხედვით, ახლა ხომ ვირთხის წელიწადია? ჯერი წელს გაჩნდა. ასტროლოგიას, ზოდიაქოს ნიშნებს დიდ ყურადღებას ვაქცევ. პირადად მე, მაიმუნის წელში, მერწყულის ნიშნის ქვეშ დაბადებული ვარ. მაიმუნზეც და მერწყულზეც ვგიჟდები!.. აბა, ვირთხა როგორი საყვარელია? ვირთხასთან დაკავშირებით, ადამიანს ცუდი ასოციაცია უჩნდება. მერე გამახსენდა, რომ "ტომი და ჯერის" ჯერი წრუწუნა, თითქმის იგივე ვირთხაა. ის ხომ უსაყვარლესია? თან, ამ მულტფილმზე ვგიჟდები, ისე მიყვარს! აქედან გაჩნდა ბავშვისთვის სახელის დარქმევის იდეაც: აღვნიშნე - ჯერი რა საყვარელია. საერთოდაც, რა მაგარი სახელია, მოდი ჯერი დავარქვათ-მეთქი! ასე გავასაყვარლე ვირთხის წელიწადი.

- ილომაც მხარი აგიბათ?

- კი, წინააღმდეგი არ ყოფილა.

- ვის ჰგავს, უკვე ხვდებით?

- ბევრი მეუბნება, რომ მე მგავს, ბევრი - ილოს ჰგავსო. ყველაზე მეტად მაინც ჩვენ ვხვდებით, ვის ჰგავს, მაგრამ მართლა ასეა: ჯერი ხან მე მგავს, ხან - ილოს. ვერ იტყვი, - "კოპიო" მამა ან დედააო. გარეგნობის რაღაც დეტალებით მე მგავს, რაღაცებით - მამას. ისეთი მუსიკალური სმენა აქვს, რომ გაოგნებული ვარ. ალბათ, ამით მამას დაემსგავსა, რადგან მუსიკალური სმენა მე არ მაქვს (იცინის). ჯერის ხასიათს ჯერ ვერ ვხვდებით, მაგრამ კამერის მიმართ გიჟური სიყვარული აქვს - ამით მშობლებს დაგვემსგავსა. მაგალითად, როგორც კი ტელეფონს დაინახავს, მაშინვე კამერაში იყურება. პირველი სიუჟეტის გადასაღებად ტელევიზიიდან რომ გვესტუმრნენ, ჯერი დაახლოებით 1 კვირის იყო და კამერაში გიჟივით იყურებოდა. დღემდე ასეა.

- მახსოვს, ტელეეთერში თქვენთან ერთადაც იყო...

- კი, ტელევიზიაში დამყავდა, რადგან ბუნებრივ კვებაზე მყავდა და ვერ ვტოვებდი. ვირუსის გამო, ახლა ძალიან მეშინია, რადგან დაინფიცირებული ადამიანების რიცხვი გაიზარდა...წაიკითხეთ სრულად

"შემიძლია დავიტრაბახო, შესაძლოა ბევრ ევროპულ ქვეყანას არ ჰყავდეს ისეთი ძლიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როგორც თბილისს" - კალაძე

"ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გერმანულ უწყებებთან მქონდა კონტაქტი და..." - რას ამბობს ელჩი სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეებზე?

"პანდემიისას უმუშევრობის მაჩვენებელი გაიზარდა - ოჯახების გარკვეულ კატეგორიას ბიუჯეტიდან სჭირდებათ დახმარება" - ფინანსთა მინისტრის მოადგილე