საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ აუხდინა 11 წლის საბას მთელი ცხოვრების ოცნება პლასტიკურმა ქირურგმა დეა პაპასკირმა
როგორ აუხდინა 11 წლის საბას მთელი ცხოვრების ოცნება პლასტიკურმა ქირურგმა დეა პაპასკირმა

სა­ა­ხალ­წლოდ ხომ ოც­ნე­ბე­ბი ხდე­ბა და აი, 11 წლის საბა კი­კო­ლაშ­ვილ­საც აუხ­და ოც­ნე­ბა... მას პლას­ტი­კურ­მა ქი­რურ­გმა, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტორ­მა, კლი­ნი­კა „დე­ა­მე­დის“ დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა და დი­რექ­ტორ­მა დეა პა­პას­კირ­მა ოპე­რა­ცი­ის შე­დე­გად გა­ჩე­ნილ ნა­წი­ბურ­ზე თმა გა­და­უ­ნერ­გა.

ბი­ჭუ­ნას დედა, ირმა ჟღენ­ტი გვიყ­ვე­ბა, რომ საბა სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი ბავ­შვი და­ი­ბა­და, სამ­შო­ბი­ა­რო­ში ექიმ­მა უთხრათ, რომ თავ­ზე რა­ღაც ნი­შა­ნი ჰქონ­და, კონ­კრე­ტუ­ლად რა იყო - ამა­ზე იქ პა­სუ­ხი არ ჰქონ­დათ. ოჯახს მოგ­ვი­ა­ნე­ბით ექი­მებ­თან ხან­გრძლი­ვი ვი­ზი­ტე­ბი დას­ჭირ­და. ბო­ლოს დი­აგ­ნო­ზი მხო­ლოდ ერ­თმა დერ­მა­ტო­ლოგ­მა დას­ვა.

„ბავ­შვს თავ­ზე, მარ­ცხე­ნა მხა­რეს, სა­ფეთ­ქლის აყო­ლე­ბა­ზე, ერთი უთმო ად­გი­ლი ჰქონ­და... მოკ­ლედ, იმ ძებ­ნა-ძებ­ნა­ში დერ­მა­ტო­ლოგ სოსო კო­ბა­ხი­ძეს­თან აღ­მოვ­ჩნდით, რო­მელ­მაც გვი­თხრა, რომ ეს და­ა­ვა­დე­ბა ნე­ვუ­სი იყო, ანუ კე­თილ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე, რო­მე­ლიც ამოკ­ვე­თას სა­ჭი­რო­ებ­და. დი­დად საჩ­ქა­რო არ იყო, მაგ­რამ ამ ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბა მა­ინც გა­დავ­წყვი­ტეთ იმი­ტომ, რომ გა­რე­დან უნებ­ლიე ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად მისი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბის რის­კი არ­სე­ბობ­და, თუნ­დაც და­ვარ­ცხნი­სას, შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო ის ად­გი­ლი სა­ვარ­ცხელს და­ე­ზი­ა­ნე­ბი­ნა... მისი ამოკ­ვე­თა გა­დავ­წყვი­ტეთ... ამოკ­ვე­თის შე­დე­გად, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ოპე­რა­ცია 2 წლის ასაკ­ში ჩა­ტარ­და, სა­ბას თავ­ზე დიდი ნა­წი­ბუ­რი დარ­ჩა. ვამ­ბობ­დით, არა უშავს, მერე რა მოხ­და? ბი­ჭია -თქო... რომ წა­მო­ი­ზარ­და, ამ ყვე­ლა­ფერს სხვა­ნა­ი­რად შე­ხე­და. თან, აქ­ტი­უ­რი ბავ­შვია, ცეკ­ვავს.. ყველ­გან, სა­დაც ხვდე­ბო­და, ეკი­ხე­ბოდ­ნენ - რა გჭირს თავ­ზეო? სა­ბო­ლო­ოდ ვი­ფიქ­რეთ, რომ სა­ბას­თვის თმის გა­და­ნერგვა გა­მო­სა­ვა­ლი იქ­ნე­ბო­და “ - გვიყ­ვე­ბა სა­ბას დედა .....

გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში, ისიც და­ეხ­მა­რათ რომ ინ­ტე­რე­ნეტ­ში ., სწო­რედ „AMBEBI.GE - ზე “ შემ­თხვე­ვით წა­ი­კი­თხეს სტა­ტია რუს გო­გო­ნა­ზე, რო­მელ­საც დამ­წვრო­ბის შე­დე­გად გა­ჩე­ნილ ნა­წი­ბუ­რებ­ში თმა ქარ­თველ­მა პლას­ტი­კურ­მა ქი­რურ­გმა - დეა პა­პას­კირ­მა გა­და­უ­ნერ­გა და ოპე­რა­ცია ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. . . . ასე მოხ­ვდნენ ერთ დღეს კლი­ნი­კა „დე­ა­მე­დის“ დამ­ფუძ­ნებ­ლის, პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გის დეა პა­პას­კი­რის სა­მუ­შაო კა­ბი­ნეტ­ში საბა და მისი დე­დი­კო. .

.. მი­ვა­კი­თხეთ ქალ­ბა­ტონ დეას და და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე მის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნდო­ბა გაგ­ვიჩ­ნდა. ისე თბი­ლად მიგ­ვი­ღო.. ყუ­რა­დღე­ბით მო­ის­მი­ნა ჩვე­ნი ამ­ბა­ვი და დე­ტა­ლუ­რად გა­მოგ­ვკი­თხა ყვე­ლა­ფე­რი . . თით­ქოს ჩვენ შო­რის რა­ღაც უხი­ლა­ვი ძა­ფე­ბი გაჩ­ნდა. . სა­ბა­საც ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა თა­ვი­სი ექი­მი. . მერე კი სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად ქალ­ბა­ტონ­მა დეამ თქვა - მე მინ­და სა­ბას სა­ჩუ­ქა­რი გა­ვუ­კე­თოო და თმა სრუ­ლი­ად უსას­ყიდ­ლოდ გა­და­უ­ნერ­გა. . . ვერ გად­მოვ­ცემ იმ ემო­ცი­ას, რო­მე­ლიც და­მე­უფ­ლა და დღე­საც ვერ ვი­ჯე­რებ, რომ ჩემი შვი­ლის ოც­ნე­ბა ახ­დე­ბა..საბა ცეკ­ვავს , ხა­ტავს, კარ­გად სწავ­ლობს, უყ­ვარს მე­გობ­რე­ბი, ხალ­ხთან ურ­თი­ერ­თო­ბა და მტკივ­ნე­უ­ლად გა­ნიც­დი­და მის­კენ მი­მარ­თულ ცნო­ბის­მოყ­ვა­რე მზე­რას.. სახ­ლში ხში­რად და­ნაღ­ვლი­ა­ნე­ბუ­ლი მო­დი­ო­და. სულ იმას მე­კი­თხე­ბი­ან- რა გჭირს თავ­ზეო? ამ შე­კი­თხვამ დამ­ღა­ლაო... ახლა ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლია, რომ ეს პრობ­ლე­მა მოგ­ვარ­და.

ოპე­რა­ცია უკვე გა­უ­კეთ­და?

დიახ. შვიდ დე­კემ­ბერს.. სა­ნამ ოპე­რა­ცი­ა­ზე შე­ვი­დო­და, თა­ვი­დან ცოტა ეში­ნო­და, მაგ­რამ იქ ისე­თი კომ­ფორ­ტუ­ლი გა­რე­მო დახ­ვდა, ისე თბი­ლად შეხ­ვდნენ, ქალ­ბა­ტონ­მა დეამ ისე ად­ვი­ლად მო­ი­გო მისი გული, რომ არ გას­ჭირ­ვე­ბია იქა­ურ გარ­მოს­თან შე­გუ­ე­ბა. ყვე­ლა­ფე­რი მალე და ძა­ლი­ან კარ­გად დას­რულ­და.

დეა პა­პას­კი­რი, პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი:

_ კლი­ნი­კა „დე­ა­მედს“ ქალ­ბა­ტონ­მა ირ­მამ 11 წლის სა­ბას­თან ერ­თად მო­მარ­თა. ბავ­შვს სა­ფეთ­ქლის არე­ში ოპე­რა­ცი­ის შემ­დგო­მი ნა­წი­ბუ­რი აღე­ნიშ­ნე­ბო­და, რაც მას დის­კომ­ფორ­ტს უქ­მნი­და. ანამ­ნე­ზი­დან გა­ირ­კვა, რომ სა­ბას თან­და­ყო­ლი­ლი სე­ბო­რე­უ­ლი ნე­ვუ­სი ჰქონ­და. ნე­ვუ­სის ექ­სტრაქ­ცია წლი­ნა­ხევ­რის ასაკ­ში გა­კეთ­და, ოპე­რა­ცი­ი­დან გა­სუ­ლი იყო 10 წელი, ნა­წი­ბუ­რი იყო ნორ­მოტრო­ფუ­ლი და თმის გა­და­ნერგვის ჩვე­ნე­ბას წარ­მო­ად­გენ­და.

ოპე­რა­ცია ჩა­ტარ­და „დე­ა­მედსტან­დარ­ტით“ და ყვე­ლა­ზე პროგ­რე­სუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ით-ტრი­ვე­ლი­ნის სის­ტე­მით. საბა ძა­ლი­ან ძლი­ე­რი, გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი ბი­ჭია, ოპე­რა­ცი­ის დროს რო­გორც ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი ისე იქ­ცე­ო­და, ოპე­რა­ცი­ამ ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლად ჩა­ი­ა­რა.

_ სა­ერ­თოდ თმის გა­და­ნერგვა ნა­წი­ბუ­რებ­ში შე­დეგს რამ­დე­ნად იძ­ლე­ვა?

_ მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ თმის გა­და­ნერგვა პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი­ის დარ­გია, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა. გა­მოვ­ყოფ­დი თმის გა­და­ნერგვას ნა­წი­ბუ­რებ­ში, რო­მე­ლიც რე­კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი ქი­რურ­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბაა. მაქვს ნა­წი­ბუ­რებ­ში თმის გა­და­ნერგვის მრა­ვალ­წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა. 2010 წელს და­ცუ­ლი მაქვს დი­სერ­ტა­ცია თე­მა­ზე - „თა­ვის თმი­ა­ნი ნა­წი­ლის ნა­წი­ბუ­რო­ვა­ნი დე­ფექ­ტე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბის ქი­რურ­გი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა“. კლი­ნი­კუ­რი და მორ­ფო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბით დავ­რწმუნ­დი, რომ თმის გა­და­ნერგვა ნა­წი­ბუ­რებ­ში არა­თუ შე­საძ­ლე­ბე­ლია , კარგ შე­დეგ­საც იძ­ლე­ვა. ამ დე­ფექ­ტე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას აქვს ფსი­ქო­ე­მო­ცი­უ­რი პრობ­ლე­მა და სწო­რედ ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე, სა­ბას­თვის გა­მე­კე­თე­ბი­ნა სა­ახლწლო სა­ჩუ­ქა­რი. ეს არის ჩემი პრო­ფე­სი­უ­ლი და მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი ვალი - მი­ვა­ნი­ჭო ადა­მი­ა­ნებს ბედ­ნი­ე­რე­ბა და ეს მეც ძა­ლი­ან მა­ბედ­ნი­ე­რებს.

https://deamed.ge/ge

R

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სასაცილოა
29

არ დაიღალეთ ამდენი რეკლამის კეთებით?))) მოგაკითხოთ ეხლა ყველა შენმა "გაშრამულმა" პაციენტმა?? ნუ შეგყავთ ხალხი შეცდომაში!!!

SL-s
18

რა აგრესიულ შეტევაზე გადმოდიხარ, მოგხვდა ჩემი კომენტარი შიგ ფათახში?))))მანდ ხო არ მუშაობ? გაიკითხ-გამოიკითხე და მიხვდები, მე საკმარისად დავწერე შე მართლა ბუკეტო:)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

როგორ აუხდინა 11 წლის საბას მთელი ცხოვრების ოცნება პლასტიკურმა ქირურგმა დეა პაპასკირმა

როგორ აუხდინა 11 წლის საბას მთელი ცხოვრების ოცნება პლასტიკურმა ქირურგმა დეა პაპასკირმა

საახალწლოდ ხომ ოცნებები ხდება და აი, 11 წლის საბა კიკოლაშვილსაც აუხდა ოცნება... მას პლასტიკურმა ქირურგმა, მედიცინის დოქტორმა, კლინიკა „დეამედის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა დეა პაპასკირმა ოპერაციის შედეგად გაჩენილ ნაწიბურზე თმა გადაუნერგა.

ბიჭუნას დედა, ირმა ჟღენტი გვიყვება, რომ საბა სრულიად ჯანმრთელი ბავშვი დაიბადა, სამშობიაროში ექიმმა უთხრათ, რომ თავზე რაღაც ნიშანი ჰქონდა, კონკრეტულად რა იყო - ამაზე იქ პასუხი არ ჰქონდათ. ოჯახს მოგვიანებით ექიმებთან ხანგრძლივი ვიზიტები დასჭირდა. ბოლოს დიაგნოზი მხოლოდ ერთმა დერმატოლოგმა დასვა.

„ბავშვს თავზე, მარცხენა მხარეს, საფეთქლის აყოლებაზე, ერთი უთმო ადგილი ჰქონდა... მოკლედ, იმ ძებნა-ძებნაში დერმატოლოგ სოსო კობახიძესთან აღმოვჩნდით, რომელმაც გვითხრა, რომ ეს დაავადება ნევუსი იყო, ანუ კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც ამოკვეთას საჭიროებდა. დიდად საჩქარო არ იყო, მაგრამ ამ ოპერაციის გაკეთება მაინც გადავწყვიტეთ იმიტომ, რომ გარედან უნებლიე ზემოქმედების შედეგად მისი გაღიზიანების რისკი არსებობდა, თუნდაც დავარცხნისას, შესაძლებელი იყო ის ადგილი სავარცხელს დაეზიანებინა... მისი ამოკვეთა გადავწყვიტეთ... ამოკვეთის შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ ოპერაცია 2 წლის ასაკში ჩატარდა, საბას თავზე დიდი ნაწიბური დარჩა. ვამბობდით, არა უშავს, მერე რა მოხდა? ბიჭია -თქო... რომ წამოიზარდა, ამ ყველაფერს სხვანაირად შეხედა. თან, აქტიური ბავშვია, ცეკვავს.. ყველგან, სადაც ხვდებოდა, ეკიხებოდნენ - რა გჭირს თავზეო? საბოლოოდ ვიფიქრეთ, რომ საბასთვის თმის გადანერგვა გამოსავალი იქნებოდა “ - გვიყვება საბას დედა .....

გადაწყვეტილების მიღებაში, ისიც დაეხმარათ რომ ინტერენეტში ., სწორედ „AMBEBI.GE - ზე “ შემთხვევით წაიკითხეს სტატია რუს გოგონაზე, რომელსაც დამწვრობის შედეგად გაჩენილ ნაწიბურებში თმა ქართველმა პლასტიკურმა ქირურგმა - დეა პაპასკირმა გადაუნერგა და ოპერაცია ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. . . . ასე მოხვდნენ ერთ დღეს კლინიკა „დეამედის“ დამფუძნებლის, პლასტიკური ქირურგის დეა პაპასკირის სამუშაო კაბინეტში საბა და მისი დედიკო. .

.. მივაკითხეთ ქალბატონ დეას და დანახვისთანავე მის მიმართ განსაკუთრებული ნდობა გაგვიჩნდა. ისე თბილად მიგვიღო.. ყურადღებით მოისმინა ჩვენი ამბავი და დეტალურად გამოგვკითხა ყველაფერი . . თითქოს ჩვენ შორის რაღაც უხილავი ძაფები გაჩნდა. . საბასაც ძალიან მოეწონა თავისი ექიმი. . მერე კი სრულიად მოულოდნელად ქალბატონმა დეამ თქვა - მე მინდა საბას საჩუქარი გავუკეთოო და თმა სრულიად უსასყიდლოდ გადაუნერგა. . . ვერ გადმოვცემ იმ ემოციას, რომელიც დამეუფლა და დღესაც ვერ ვიჯერებ, რომ ჩემი შვილის ოცნება ახდება..საბა ცეკვავს , ხატავს, კარგად სწავლობს, უყვარს მეგობრები, ხალხთან ურთიერთობა და მტკივნეულად განიცდიდა მისკენ მიმართულ ცნობისმოყვარე მზერას.. სახლში ხშირად დანაღვლიანებული მოდიოდა. სულ იმას მეკითხებიან- რა გჭირს თავზეო? ამ შეკითხვამ დამღალაო... ახლა ძალიან გახარებულია, რომ ეს პრობლემა მოგვარდა.

ოპერაცია უკვე გაუკეთდა?

დიახ. შვიდ დეკემბერს.. სანამ ოპერაციაზე შევიდოდა, თავიდან ცოტა ეშინოდა, მაგრამ იქ ისეთი კომფორტული გარემო დახვდა, ისე თბილად შეხვდნენ, ქალბატონმა დეამ ისე ადვილად მოიგო მისი გული, რომ არ გასჭირვებია იქაურ გარმოსთან შეგუება. ყველაფერი მალე და ძალიან კარგად დასრულდა.

დეა პაპასკირი, პლასტიკური ქირურგი, მედიცინის დოქტორი:

_ კლინიკა „დეამედს“ ქალბატონმა ირმამ 11 წლის საბასთან ერთად მომართა. ბავშვს საფეთქლის არეში ოპერაციის შემდგომი ნაწიბური აღენიშნებოდა, რაც მას დისკომფორტს უქმნიდა. ანამნეზიდან გაირკვა, რომ საბას თანდაყოლილი სებორეული ნევუსი ჰქონდა. ნევუსის ექსტრაქცია წლინახევრის ასაკში გაკეთდა, ოპერაციიდან გასული იყო 10 წელი, ნაწიბური იყო ნორმოტროფული და თმის გადანერგვის ჩვენებას წარმოადგენდა.

ოპერაცია ჩატარდა „დეამედსტანდარტით“ და ყველაზე პროგრესული ტექნოლოგიით-ტრიველინის სისტემით. საბა ძალიან ძლიერი, გაწონასწორებული ბიჭია, ოპერაციის დროს როგორც ზრდასრული ადამიანი ისე იქცეოდა, ოპერაციამ ძალიან კომფორტულად ჩაიარა.

_ საერთოდ თმის გადანერგვა ნაწიბურებში შედეგს რამდენად იძლევა?

_ მოგეხსენებათ, რომ თმის გადანერგვა პლასტიკური ქირურგიის დარგია, რომელიც ადამიანის სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება. გამოვყოფდი თმის გადანერგვას ნაწიბურებში, რომელიც რეკონსტრუქციული ქირურგიის მიმართულებაა. მაქვს ნაწიბურებში თმის გადანერგვის მრავალწლიანი გამოცდილება. 2010 წელს დაცული მაქვს დისერტაცია თემაზე - „თავის თმიანი ნაწილის ნაწიბუროვანი დეფექტების მქონე პაციენტების ქირურგიული მკურნალობა“. კლინიკური და მორფოლოგიური კვლევებით დავრწმუნდი, რომ თმის გადანერგვა ნაწიბურებში არათუ შესაძლებელია , კარგ შედეგსაც იძლევა. ამ დეფექტების მქონე პაციენტების უმრავლესობას აქვს ფსიქოემოციური პრობლემა და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, საბასთვის გამეკეთებინა საახლწლო საჩუქარი. ეს არის ჩემი პროფესიული და მოქალაქეობრივი ვალი - მივანიჭო ადამიანებს ბედნიერება და ეს მეც ძალიან მაბედნიერებს.

https://deamed.ge/ge

R

იმუნური სისტემის უკეთესი კონტროლი სასუნთქი გზების ინფექციების პროფილაქტიკისთვის

გამომცემლობები და წიგნის მაღაზიები სტიპენდიას აწესებენ პანდემიისგან დაზარალებული ავტორების მხარდასაჭერად

ათეა-ს გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად გამართული კონფერენციის ფარგლებში, ევროპულ ქარტიას 14 - მა მუნიციპალიტეტმა მოაწერა ხელი