რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ 27 წლის ნიკა სუბელიანი ნაპოვნია. ბიჭი, რომელსაც პოლიცია 10 დეკემბრის შემდეგ ეძებდა, გუშინ ნათესავის სახლში, თბილისში თავად მივიდა. ამის შესახებ სამართალდამცველებს დაკარგულის ძმამ შეატყობინა. ნიკა სუბელიანი თავს კარგად გრძნობს. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, სუბელიანი ამ დროის განმავლობაში აჭარაში იმყოფებოდა.
ცნობისთვის, სუბელიანი 7 დეკემბერს ბოლნისიდან თბილისში ჩამოვიდა, 9 დეკემბერს კი, ნათესავის სახლი ისე დატოვა, რომ არ გააფრთხილა, სად მიდიოდა.
არსებული ინფორმაციით, ამის შემდეგ სუბელიანმა ყაზბეგისკენ წასვლა გადაწყვიტა, სადაც იგი საპატრულო პოლიციამ გააჩერა და კომენდანტის საათის დარღვევის გამო დააჯარიმა.
ახალგაზრდა სამართალდამცველებმა მცხეთაში დააბრუნეს, რის შემდეგაც მისი კვალი იკარგებოდა..