საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციამ გიორგი რურუას ცემის საქმეზე №8 პენიტენციური დაწესებულების 2 თანამშრომელი დააკავა
იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციამ გიორგი რურუას ცემის საქმეზე №8 პენიტენციური დაწესებულების 2 თანამშრომელი დააკავა

„მთა­ვა­რი არ­ხის“ ერთ-ერთი მე­წი­ლის, მსჯავ­რდე­ბულ გი­ორ­გი რუ­რუ­ას ჯგუ­ფუ­რად ცე­მის საქ­მე­ზე სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი გულ­გრი­ლო­ბის ჩა­დე­ნის ბრალ­დე­ბით იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლურ­მა ინ­სპექ­ცი­ამ №8 პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი ინ­სპექ­ტო­რი და სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­ჟი­მის გან­ყო­ფი­ლე­ბის მთა­ვა­რი ინ­სპექ­ტო­რი და­ა­კა­ვა.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

რო­გორც მათ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, და­კა­ვე­ბულ­მა პი­რებ­მა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბა არა­ჯე­როვ­ნად შე­ას­რუ­ლეს.

„იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლურ­მა ინ­სპექ­ცი­ამ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი გულ­გრი­ლო­ბის ჩა­დე­ნის ბრალ­დე­ბით №8 პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი ინ­სპექ­ტო­რი შ. მ. და სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­ჟი­მის გან­ყო­ფი­ლე­ბის მთა­ვა­რი ინ­სპექ­ტო­რი ლ. გ. და­ა­კა­ვა.

გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის აღ­მო­სავ­ლე­თის სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­მარ­თვე­ლო­ში 2020 წლის 16 ნო­ემ­ბერს და­წყე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ აღ­ნიშ­ნულ­მა პი­რებ­მა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბა შე­ას­რუ­ლეს არა­ჯე­როვ­ნად, მის­და­მი და­უ­დე­ვა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გამო, რა­საც შე­დე­გად მოჰ­ყვა ამა­ვე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი მსჯავ­რდე­ბუ­ლის გ. რ.-ს ჯგუ­ფუ­რად ცემა და რა­მაც ამ უკა­ნას­კნე­ლის უფ­ლე­ბის და სა­ხელ­მწი­ფოს კა­ნო­ნი­ე­რი ინ­ტე­რე­სე­ბის არ­სე­ბი­თი დარ­ღვე­ვა გა­მო­იწ­ვია.

შე­სა­ბა­მი­სად, 2020 წლის 16 დე­კემ­ბერს სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სსკ-ის 342-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­კა­ვე­ბულ იქ­ნენ №8 პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი: შ. მ. და ლ. გ.

აღ­ნიშ­ნუ­ლი მუხ­ლი სას­ჯე­ლის ზო­მად ით­ვა­ლის­წი­ნებს ჯა­რი­მას ან ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბას ვა­დით ექ­ვსი თვი­დან ორ წლამ­დე, ანდა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ვა­დით სამ წლამ­დე.

საქ­მე­ზე გრძელ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა“, - ნათ­ქვა­მია იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
4
ბარემ ფეხები დაუკოცნოს რურუას , პროფესიონალ მკვლელს და ნაძირალას,ყველა ძალოვანმა მინისტრებნაც და ახალმა პარლამენტმაც! ტტტფფფუუუუ...,,
გიგილო
0

ისე, რა საყვარელი სიფათი აქვს პოლიტპატიმარს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციამ გიორგი რურუას ცემის საქმეზე №8 პენიტენციური დაწესებულების 2 თანამშრომელი დააკავა

იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციამ გიორგი რურუას ცემის საქმეზე №8 პენიტენციური დაწესებულების 2 თანამშრომელი დააკავა

„მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, მსჯავრდებულ გიორგი რურუას ჯგუფურად ცემის საქმეზე სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ბრალდებით იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ №8 პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ინსპექტორი და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარი ინსპექტორი დააკავა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, დაკავებულმა პირებმა სამსახურებრივი მოვალეობა არაჯეროვნად შეასრულეს.

„იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ბრალდებით №8 პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ინსპექტორი შ. მ. და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარი ინსპექტორი ლ. გ. დააკავა.

გენერალური ინსპექციის აღმოსავლეთის საგამოძიებო სამმართველოში 2020 წლის 16 ნოემბერს დაწყებული გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირებმა სამსახურებრივი მოვალეობა შეასრულეს არაჯეროვნად, მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რასაც შედეგად მოჰყვა ამავე დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის გ. რ.-ს ჯგუფურად ცემა და რამაც ამ უკანასკნელის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

შესაბამისად, 2020 წლის 16 დეკემბერს სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით, ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნენ №8 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები: შ. მ. და ლ. გ.

აღნიშნული მუხლი სასჯელის ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე.

საქმეზე გრძელდება გამოძიება“, - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვინ არის ახალგაზრდა, რომელიც თელავში, ე.წ. კომენდანტის საათისას მომხდარი ავარიისას გარდაიცვალა

სოფელ დიღომში სროლის შედეგად 4 პირი დაიჭრა

"ეშმაკი დეტალებშია... პრაქტიკულად სახურავიდან გადმომაძვრინეს, რომ ეს აურზაური მომხდარიყო" - ნიკა მელიამ საპატიმრო უკანა გასასვლელით დატოვა