სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ღირსეული სოხუმელი გვეგონა და თურმე ნებისმიერ მოწინააღდეგეს იარაღს დაახლის" - აფხაზი ბიზნესმენის მკვლელობაში სოხუმის ყოფილ "მერს" სდებენ ბრალს
"ღირსეული სოხუმელი გვეგონა და თურმე ნებისმიერ მოწინააღდეგეს იარაღს დაახლის" - აფხაზი ბიზნესმენის მკვლელობაში სოხუმის ყოფილ "მერს" სდებენ ბრალს

რამ­დე­ნი­მე დღეა ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში, სო­ხუ­მის ცენ­ტრში მომ­ხდა­რი სრო­ლის გარ­შე­მო ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა გან­ხილ­ვას არ წყვეტს. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია და ე.წ. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწყე­ბე­ბი სა­გულ­და­გუ­ლოდ მა­ლა­ვენ მომ­ხდა­რის დე­ტა­ლებს, მსრო­ლე­ლი­სა და დაჭ­რი­ლის ვი­ნა­ო­ბას. თუმ­ცა მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ თვითმხილ­ვე­ი­ლე­ბის­გან ინ­ფორ­მა­ცია მა­ინც გავ­რცელ­და.

აფხა­ზე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წე­რენ, რომ "ტურ­ბა­ზის" რა­ი­ონ­ში (სო­ხუმ­ში), რო­მელ­საც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი "უბე­დუ­რე­ბის ზო­ნას" უწო­დე­ბენ, სო­ხუ­მის ყო­ფილ­მა მერ­მა ად­გურ ხა­რა­ზი­ამ ად­გი­ლობ­რივ ბიზ­ნეს­მენს ალ­მას შაკ­რილს ეს­რო­ლა.

"დაჭ­რი­ლი სას­წრა­ფოდ გა­და­იყ­ვა­ნეს სო­ხუ­მის რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და მას სას­წრა­ფო ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. დაჭ­რი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა დღემ­დე მძი­მეა", - წერს abkhaz-auto.ru, რომ­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­საც მკი­თხვე­ლის­თვის კო­მენ­ტა­რი გა­მორ­თუ­ლი აქვს. თუმ­ცა, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი სო­ხუ­მის ცენ­ტრში მომ­ხდარ შემ­თხვე­ვა­ზე ღიად სა­უბ­რო­ბენ.

ად­გურ ხა­რა­ზი­ამ "მე­რის პოს­ტი" 2019 წელს, 5-წლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ და­ტო­ვა. წას­ვლამ­დე გა­ნა­ცხა­და, რომ ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, ქა­ლაქ­ში უამ­რა­ვი რამ გა­კეთ­და. თუმ­ცა, ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის კი­თხვა­ზე, სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო და სხვა ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის მხრივ რა შე­იც­ვა­ლა, მან უპა­სუ­ხა, რომ "წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დაგ­რო­ვი­ლი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბას დროს სჭირ­დე­ბა".

გა­დად­გო­მამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე გა­ნა­ცხა­და, რომ "ხა­ჯიმ­ბას დროს ქვე­ყა­ნა­ში კრი­მი­ნო­გე­ნუ­ლი ვი­თა­რე­ბა გა­უ­ა­რეს­და. 26 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არც ერთი ფაბ­რი­კა-ქარ­ხა­ნა არ აგ­ვი­შე­ნე­ბია, პი­რი­ქით - აშე­ნე­ბუ­ლიც და­ვან­გრი­ეთ. ასე რომ, ცვლი­ლე­ბე­ბი სა­ჭი­რო".

გა­სუ­ლი წლის ოქ­ტომ­ბერ­ში ის ას­ლან ბჟა­ნი­ას კადრმა კან კვარ­ჩი­ამ შეც­ვა­ლა. ცნო­ბის­თვის, რამ­დე­ნი­მე დღის თვის წინ, აფხა­ზეთ­ში პირ­ვე­ლი ტალ­ღის დროს გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი კა­რან­ტი­ნის დროს ხა­რა­ზია ზო­მე­ბის გამ­კაც­რე­ბას კა­ტე­გო­რი­უ­ლად აკ­რი­ტი­კებ­და და წერ­და, რომ აფხა­ზეთს არ აქვს ფუ­ფუ­ნე­ბა, სრუ­ლი კა­რან­ტი­ნი გა­მო­ა­ცხა­დოს, ისე, რო­გორც სხვა ქვეყ­ნებ­მა, რო­მელ­თაც რამ­დე­ნი­მე წლის მა­რა­გი აქვთ.

"ყო­ველ­დღი­უ­რად ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი­თა და გრი­პით უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა, ვიდ­რე კო­ვიდ-19-ით. თუმ­ცა, კა­რან­ტი­ნის შე­მო­ღე­ბა არა­ვის მოს­ვლია აზ­რად", - აცხა­დებ­და, ყო­ფი­ლი "მერი". მა­შინ­ვე ით­ქვა, რომ ზო­მე­ბის გამ­კაც­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მის ტუ­რიზ­მის შე­მო­სა­ვალს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნი მი­ად­გე­ბო­და.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ვა­რა­უ­დით, ყო­ფილ "მერ­სა" და ბიზ­ნეს­მენ შაკ­რილს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა ბიზ­ნე­სინ­ტე­რე­სე­ბის გა­დაკ­ვე­თამ გა­მო­იწ­ვია, მათ წი­ლე­ბი ვერ გა­იყ­ვეს. შაკ­რი­ლი ზამ­თრის ტუ­რიზ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ობ­და, რე­გი­ო­ნის მთი­ან ნა­წილ­ში კო­ტე­ჯე­ბი ჰქონ­და.

ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­ბე­დის­წე­რო შეხ­ვედ­რა­ზე ად­გურ ხა­რა­ზი­ამ ია­რა­ღი სა­ხე­ში ეს­რო­ლა შაკ­რილს. ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის ცნო­ბით, ისი­ნი შე­ეჩ­ვივ­ნენ, რომ ბოლო წლებ­ში, ნე­ბის­მი­ე­რი "მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი" ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ღირ­სე­უ­ლი ჰგო­ნი­ათ, შე­საძ­ლოა კრი­მი­ნა­ლი აღ­მოჩ­ნდეს.

ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი, რიტა მუ­კბა წერს, რომ ის თვითმხილ­ვე­ლი იყო და ორი­ვე მათ­გა­ნი იცნო, თუმ­ცა, არ აქვს ინ­ფო­ე­მა­ცია ხა­რა­ზია და­კა­ვე­ბუ­ლია თუ არა. შე­სა­ბა­მი­სად, მო­სალ­ხო­ე­ბას არ სჯე­რა, რომ მას "კა­ნო­ნის მთე­ლი სიმ­კაც­რით დას­ჯი­ან!".

"ხა­რა­ზია, რო­მე­ლიც ყვე­ლას ნამ­დვი­ლად ღირ­სე­უ­ლი სო­ხუ­მე­ლი გვე­გო­ნა, თუნ­დაც თა­ვი­სი ასა­კის გამო, თურ­მე ნე­ბის­მი­ერ მო­წი­ნა­აღ­დე­გეს ია­რაღს და­ახ­ლის. საით მივ­დი­ვართ და სად ვცხოვ­რობთ?!", - წერს ად­გი­ლობ­რი­ვი ანა ამიჩ­ბა.

"რა ვიცი, ჩვე­ნი მი­ნის­ტრი, დიმა დბა­რი აცხა­დებს, ქვე­ყა­ნა­ში კრი­მი­ნა­ლი აღარ არის და ია­რა­ღი უნდა ჩა­ვა­ბა­რო­თო. არა­და, უკვე იმ­დე­ნად შე­ვეჩ­ვიე, რომ ტაქ­სისტსაც "მა­კა­რო­ვი" უგ­დია, უია­რა­ღო ადა­მი­ა­ნის და­ნახ­ვა­ზე გა­ო­ცე­ბუ­ლი ვარ, რო­გორ ბე­დავს ასე მუ­შა­ო­ბას, გან­სა­კუთ­რე­ბით, ღამე. ახალ­გაზ­რდე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით კბი­ლე­ბამ­დე შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და­დი­ან. ნე­ბის­მი­ე­რი საქ­მის გარ­ჩე­ვა ხდე­ბა ქუ­ჩა­ში", - წერს, ერთ-ერთი ინ­ტერ­ტეტმმომ­ხრე­ბე­ლი ფსევ­დო­ნი­მით "ჩე გე­ვა­რა.

"ომის დას­რუ­ლე­ბი­დან 15 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ია­რა­ღით დავ­დი­ო­დი და ამის შე­სა­ხებ, ახ­ლობ­ლე­ბის გარ­და, არა­ვინ იცო­და. არ მინ­დო­და ეს დრო ისევ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ ვა­ტყობ, რომ ბრუნ­დე­ბა, ფული არის ის, რის გა­მოც ამ­დე­ნი წე­ლია ერ­თმა­ნეთს ვხო­ცავთ", - მი­აჩ­ნია კი­დევ ერთ ად­გი­ლობ­რივს, ილო­ნა ჯინ­ჯო­ლი­ას.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Tsiko
2

ჭირსაც წაუღიხართ უთავმოყვარეო ერო

დვალთელი
2

ეგრე გაგეგრძელებინოთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ღირსეული სოხუმელი გვეგონა და თურმე ნებისმიერ მოწინააღდეგეს იარაღს დაახლის" - აფხაზი ბიზნესმენის მკვლელობაში სოხუმის ყოფილ "მერს" სდებენ ბრალს

"ღირსეული სოხუმელი გვეგონა და თურმე ნებისმიერ მოწინააღდეგეს იარაღს დაახლის" - აფხაზი ბიზნესმენის მკვლელობაში სოხუმის ყოფილ "მერს" სდებენ ბრალს

რამდენიმე დღეა ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის ცენტრში მომხდარი სროლის გარშემო ადგილობრივი მოსახლეობა განხილვას არ წყვეტს. ადგილობრივი მედია და ე.წ. სამართალდამცავი უწყებები საგულდაგულოდ მალავენ მომხდარის დეტალებს, მსროლელისა და დაჭრილის ვინაობას. თუმცა მომხდარის შესახებ თვითმხილვეილებისგან ინფორმაცია მაინც გავრცელდა.

აფხაზები სოციალურ ქსელში წერენ, რომ "ტურბაზის" რაიონში (სოხუმში), რომელსაც ადგილობრივები "უბედურების ზონას" უწოდებენ, სოხუმის ყოფილმა მერმა ადგურ ხარაზიამ ადგილობრივ ბიზნესმენს ალმას შაკრილს ესროლა.

"დაჭრილი სასწრაფოდ გადაიყვანეს სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში და მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. დაჭრილის მდგომარეობა დღემდე მძიმეა", - წერს abkhaz-auto.ru, რომლის ადმინისტრაციასაც მკითხველისთვის კომენტარი გამორთული აქვს. თუმცა, სოციალური ქსელის მომხმარებლები სოხუმის ცენტრში მომხდარ შემთხვევაზე ღიად საუბრობენ.

ადგურ ხარაზიამ "მერის პოსტი" 2019 წელს, 5-წლიანი მუშაობის შემდეგ დატოვა. წასვლამდე განაცხადა, რომ ამ დროის განმავლობაში, ქალაქში უამრავი რამ გაკეთდა. თუმცა, ადგილობრივი მედიის კითხვაზე, საკანალიზაციო და სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოების მხრივ რა შეიცვალა, მან უპასუხა, რომ "წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემების მოგვარებას დროს სჭირდება".

გადადგომამდე რამდენიმე დღით ადრე განაცხადა, რომ "ხაჯიმბას დროს ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარება გაუარესდა. 26 წლის განმავლობაში არც ერთი ფაბრიკა-ქარხანა არ აგვიშენებია, პირიქით - აშენებულიც დავანგრიეთ. ასე რომ, ცვლილებები საჭირო".

გასული წლის ოქტომბერში ის ასლან ბჟანიას კადრმა კან კვარჩიამ შეცვალა. ცნობისთვის, რამდენიმე დღის თვის წინ, აფხაზეთში პირველი ტალღის დროს გამოცხადებული კარანტინის დროს ხარაზია ზომების გამკაცრებას კატეგორიულად აკრიტიკებდა და წერდა, რომ აფხაზეთს არ აქვს ფუფუნება, სრული კარანტინი გამოაცხადოს, ისე, როგორც სხვა ქვეყნებმა, რომელთაც რამდენიმე წლის მარაგი აქვთ.

"ყოველდღიურად ტუბერკულოზითა და გრიპით უფრო მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე კოვიდ-19-ით. თუმცა, კარანტინის შემოღება არავის მოსვლია აზრად", - აცხადებდა, ყოფილი "მერი". მაშინვე ითქვა, რომ ზომების გამკაცრების შემთხვევაში, მის ტურიზმის შემოსავალს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგებოდა.

ადგილობრივების ვარაუდით, ყოფილ "მერსა" და ბიზნესმენ შაკრილს შორის დაპირისპირება ბიზნესინტერესების გადაკვეთამ გამოიწვია, მათ წილები ვერ გაიყვეს. შაკრილი ზამთრის ტურიზმის მიმართულებით მუშაობდა, რეგიონის მთიან ნაწილში კოტეჯები ჰქონდა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ საბედისწერო შეხვედრაზე ადგურ ხარაზიამ იარაღი სახეში ესროლა შაკრილს. ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, ისინი შეეჩვივნენ, რომ ბოლო წლებში, ნებისმიერი "მაღალჩინოსანი" ადამიანი, რომელიც ღირსეული ჰგონიათ, შესაძლოა კრიმინალი აღმოჩნდეს.

ერთ-ერთი ადგილობრივი, რიტა მუკბა წერს, რომ ის თვითმხილველი იყო და ორივე მათგანი იცნო, თუმცა, არ აქვს ინფოემაცია ხარაზია დაკავებულია თუ არა. შესაბამისად, მოსალხოებას არ სჯერა, რომ მას "კანონის მთელი სიმკაცრით დასჯიან!".

"ხარაზია, რომელიც ყველას ნამდვილად ღირსეული სოხუმელი გვეგონა, თუნდაც თავისი ასაკის გამო, თურმე ნებისმიერ მოწინააღდეგეს იარაღს დაახლის. საით მივდივართ და სად ვცხოვრობთ?!", - წერს ადგილობრივი ანა ამიჩბა.

"რა ვიცი, ჩვენი მინისტრი, დიმა დბარი აცხადებს, ქვეყანაში კრიმინალი აღარ არის და იარაღი უნდა ჩავაბაროთო. არადა, უკვე იმდენად შევეჩვიე, რომ ტაქსისტსაც "მაკაროვი" უგდია, უიარაღო ადამიანის დანახვაზე გაოცებული ვარ, როგორ ბედავს ასე მუშაობას, განსაკუთრებით, ღამე. ახალგაზრდები განსაკუთრებით კბილებამდე შეიარაღებული დადიან. ნებისმიერი საქმის გარჩევა ხდება ქუჩაში", - წერს, ერთ-ერთი ინტერტეტმმომხრებელი ფსევდონიმით "ჩე გევარა.

"ომის დასრულებიდან 15 წლის განმავლობაში იარაღით დავდიოდი და ამის შესახებ, ახლობლების გარდა, არავინ იცოდა. არ მინდოდა ეს დრო ისევ დაბრუნებულიყო, მაგრამ ვატყობ, რომ ბრუნდება, ფული არის ის, რის გამოც ამდენი წელია ერთმანეთს ვხოცავთ", - მიაჩნია კიდევ ერთ ადგილობრივს, ილონა ჯინჯოლიას.

“რუსულ-აფხაზური კომედია... პუტინს კი ისე ჰყავხართ მობმული, მხოლოდ საარსებო მინიმუმს გაძლევთ” - როგორ ეხმაურებიან პუტინის მხარდამჭერ აქციას რუსები და აფხაზები?

"ქართველებმა დრო იხელთეს და ამერიკის დახმარებით მასალები გააყალბეს" - როგორ ეხმაურებიან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ოკუპირებულ რეგიონებში

"ჩვენს სახლს კასეტური ბომბი დაეცა, დედაჩემი შეიწირა... გულისფანცქალით ველოდი ამ დღეს" - რას ამბობს 2008 წლის ომში დაზარალებული სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე