რუსეთში მცხოვრები ქართველი მომღერალი, 58 წლის თამარ გვერდწითელი, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ კარგად არის ცნობილი. გვერდწითელის პირადი ცხოვრებაც ქართული და რუსული პრესისთვის ბევრჯერ გამხდარა ინტერესის საგანი, თუმცა თამარის 3 განქორწინება და ერთი ტრაგიკული ისტორია ბევრისთვის დღემდე არ არის ცნობილი.
მომღერლის პირველი რჩეული მასზე 14 წლით უფროსი, თეატრის რეჟისორი კახა კახაბრიშვილი იყო, რომელთან ერთადაც თამარმა 11 წელი იცხოვრა. თამარი ყოველთვის მყარ, ერთიან ოჯახზე ოცნებობდა, რადგან მშობლების განქორწინება მისთვის დიდი ტრავმა აღმოჩნდა.
კახაბრიშვილისა და გვერდწითელის გრანდიოზულ ქორწილზე თბილისში დიდხანს საუბრობდნენ. ვის წარმოედგინა, რომ ეს წყვილი დღეს ცალ-ცალკე იცხოვრებდა.
თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, თუმცა მრავალწლიანი ურთიერთობის შემდეგ ქორწინება დაინგრა, თამარმა კარიერა ამჯობინა. მას და გიორგი კახაბრიშვილს ერთი ბიჭი ალექსანდრე - სანდრო ჰყავთ, რომელიც 30 წელს არის გადაცილებული. გააგრძელეთ კითხვა