მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"30 კვადრატულში 10 ადამიანი ვცხოვრობთ... მამას და ომარის ფოტო რომ ვნახე, სამსახურში ვიყავი" - როგორ ცხოვრობს ალუაშვილების ოჯახი, რომელსაც მერმა ბინა აჩუქა
"30 კვადრატულში 10 ადამიანი ვცხოვრობთ... მამას და ომარის ფოტო რომ ვნახე, სამსახურში ვიყავი" - როგორ ცხოვრობს ალუაშვილების ოჯახი, რომელსაც მერმა ბინა აჩუქა

გუ­შინ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბიც ცენ­ტრში აფ­რი­კის და­სახ­ლე­ბა მო­ექ­ცა, სა­დაც მე­რი­ის მიერ დე­მონ­ტა­ჟის და­წყე­ბამ ხმა­უ­რი და და­პი­რის­პი­რე­ბა გა­მო­იწ­ვია. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა ფო­ტოს, რო­მელ­ზეც ად­გი­ლობ­რი­ვი მამა-შვი­ლი არი­ან გა­და­ღე­ბუ­ლი.

თავ­და­პირ­ვე­ლად გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ დე­მონ­ტა­ჟის დროს მათი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლიც და­ინ­გრა, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ ინ­ფორ­მა­ცია ტყუ­ი­ლია. ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ფო­ტო­ზე 6 შვი­ლის მამა ნუგ­ზარ ალუ­აშ­ვი­ლი და მისი ვაჟი, ომარ ალუ­აშ­ვი­ლი არი­ან გა­და­ღე­ბუ­ლი.

დღის ბო­ლოს თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, რომ ალუ­აშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხის­თვის ბინა ეჩუ­ქე­ბი­ნა.

"გა­ვარ­კვიე სა­ღა­მოს­ვე რა პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რობს და ჩემი პი­რა­დი სა­ჩუ­ქა­რი, ჩემი ოჯა­ხის სა­ხე­ლით, იქ­ნე­ბა ბინა ამ ოჯა­ხის­თვის. ამ­დე­ნი სი­ძულ­ვი­ლის, ცი­ლის­წა­მე­ბის და ტყუ­ი­ლის ფონ­ზე ამ ოჯა­ხის გა­ბედ­ნი­ე­რე­ბაა ჩემ­თვის დღე­ვან­დე­ლი დღის შე­დე­გი" - და­წე­რა კა­ლა­ძემ "ფე­ის­ბუქ­ზე".

ასევე დაგაინტერესებთ
20:21 / 15-12-2020

"რეალურად, ეგ მიწა ჩვენია... ბევრი ვიწვალეთ მის დასაბრუნებლად, მაგრამ ამაოდ" - რას წერს ასტროლოგი თორნიკე ბიძინაშვილი ტერიტორიაზე, სადაც დემონტაჟი დაიწყო

21:40 / 15-12-2020

"მათთვის არაფერი დაუნგრევიათ.... ამ ბავშვის ძმა ჩვენი მოსწავლეა" - რა ვიცით მამა-შვილზე, რომელთა ფოტომ "ფეისბუქი" მოიცვა

06:47 / 16-12-2020

კახა კალაძემ ბინა აჩუქა მამა-შვილს, რომლის ფოტომ “ფეისბუქი” მოიცვა

12:03 / 16-12-2020

"სოციალურად დაუცველი" და "უპოვარი" მოქალაქეები..." - რას წერს კალაძის პიარის თანამშრომელი აფრიკის დასახლებაში, მშენებლობების მეპატრონეების ქონებაზე

11:49 / 16-12-2020

"სინამდვილეში ამიკოს ყველაზე ლამაზი ღიმილი აქვს..." - კალაძემ ალუაშვილების ოჯახს მერიაში უმასპინძლა (ფოტო)

AMBEBI.GE ნუგ­ზარ ალუ­აშ­ვი­ლის 28 წლის ვაჟს, ალე­კო ალუ­აშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და:

- სა­დაც დე­მონ­ტა­ჟი მოხ­და, იმ ად­გილ­თან ახ­ლოს ვცხოვ­რობთ. ეს ამ­ბე­ბი, რომ მოხ­და, მამა და ძმა, ომა­რი გა­რეთ გა­მო­ვიდ­ნენ, და­ა­ინ­ტე­რე­სათ რა ხდე­ბო­და. მე ამ დროს სამ­სა­ხურ­ში ვი­ყა­ვი.

- რო­გორ პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რობთ?

- რა­საც ფო­ტო­ზე ხე­დავთ, ისე... დედა გარ­დაც­ვლი­ლია, 30 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი სახ­ლი გვაქვს აშე­ნე­ბუ­ლი, სახ­ლი გა­სა­რე­მონ­ტე­ბე­ლია და იქ 10 ადა­მი­ა­ნი ვცხოვ­რობთ. 6 დედ­მა­მიშ­ვი­ლი ვართ, ასე­ვე მყავს 4 დიშ­ვი­ლი. ჩვე­ნი ფარ­თიც და­სა­კა­ნო­ნე­ბე­ლია.

- შე­იძ­ლე­ბა ხვალ თქვენ­თა­ნაც მო­სუ­ლიყ­ვნენ და­სან­გრე­ვად?

- არა, ეგ ინ­ფორ­მა­ცია ნამ­დვი­ლად არ არის სწო­რი, ჩვენ­თან არ მო­ვი­დოდ­ნენ.

- რო­გორც გა­ვი­გე, ომა­რი სკო­ლა­ში არ და­დის, რა არის ამი­სი მი­ზე­ზი?

- ომა­რი სკო­ლა­ში დი­დუ­ბე­ში და­დი­ო­და. შემ­დეგ აქეთ გად­მო­ვე­დით. გან­ცხა­დე­ბა კი შე­ვი­ტა­ნეთ სკო­ლა­ში, მაგ­რამ არ იყო ად­გი­ლი.

- რო­გო­რი იყო თქვე­ნი ემო­ცია ფოტო რომ ნა­ხეთ?

- და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხურ­ში ვმუ­შა­ობ და რო­გორც კი ვნა­ხე ფოტო, გა­მო­ვიც­ვა­ლე ტან­საც­მე­ლი და სახ­ლში წა­ვე­დი.

- გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ თბი­ლი­სის მერი კახი კა­ლა­ძე შე­ი­ძენს ბი­ნას თქვენ­თვის, რო­გორ გა­ი­გეთ ეს ამ­ბა­ვი?

- ჯერ­ჯე­რო­ბით ამ თე­მა­ზე ვერ ვი­სა­უბ­რებ.

- რით ირ­ჩენთ თავს, გეხ­მა­რე­ბათ ვინ­მე?

- სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა გვაქვს, ბავ­შვებს პენ­სი­აც აქვთ, მე­რი­ი­და­ნაც გვაქვს დახ­მა­რე­ბა, მაგ­რამ საკ­მა­რი­სი არ არის, რა თქმა უნდა.

მკითხველის კომენტარები / 62 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კობა
44

ბრავო კალაძეს! კიდევ რა ტალახს ააგორებთ ნაცებო? უკან მოგიბრუნდებათ!

zaza
23

ბოროტსა სძლია კეთილმა, არსება მისი გრძელია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"30 კვადრატულში 10 ადამიანი ვცხოვრობთ... მამას და ომარის ფოტო რომ ვნახე, სამსახურში ვიყავი" - როგორ ცხოვრობს ალუაშვილების ოჯახი, რომელსაც მერმა ბინა აჩუქა

"30 კვადრატულში 10 ადამიანი ვცხოვრობთ... მამას და ომარის ფოტო რომ ვნახე, სამსახურში ვიყავი" - როგორ ცხოვრობს ალუაშვილების ოჯახი, რომელსაც მერმა ბინა აჩუქა

გუშინ საზოგადოების ყურადღებიც ცენტრში აფრიკის დასახლება მოექცა, სადაც მერიის მიერ დემონტაჟის დაწყებამ ხმაური და დაპირისპირება გამოიწვია. განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა ფოტოს, რომელზეც ადგილობრივი მამა-შვილი არიან გადაღებული.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ დემონტაჟის დროს მათი საცხოვრებელი სახლიც დაინგრა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ინფორმაცია ტყუილია. ცნობილი გახდა, რომ ფოტოზე 6 შვილის მამა ნუგზარ ალუაშვილი და მისი ვაჟი, ომარ ალუაშვილი არიან გადაღებული.

დღის ბოლოს თბილისის მერმა კახა კალაძემ გადაწყვეტილება მიიღო, რომ ალუაშვილების ოჯახისთვის ბინა ეჩუქებინა.

"გავარკვიე საღამოსვე რა პირობებში ცხოვრობს და ჩემი პირადი საჩუქარი, ჩემი ოჯახის სახელით, იქნება ბინა ამ ოჯახისთვის. ამდენი სიძულვილის, ცილისწამების და ტყუილის ფონზე ამ ოჯახის გაბედნიერებაა ჩემთვის დღევანდელი დღის შედეგი" - დაწერა კალაძემ "ფეისბუქზე".

AMBEBI.GE ნუგზარ ალუაშვილის 28 წლის ვაჟს, ალეკო ალუაშვილს დაუკავშირდა:

- სადაც დემონტაჟი მოხდა, იმ ადგილთან ახლოს ვცხოვრობთ. ეს ამბები, რომ მოხდა, მამა და ძმა, ომარი გარეთ გამოვიდნენ, დააინტერესათ რა ხდებოდა. მე ამ დროს სამსახურში ვიყავი.

- როგორ პირობებში ცხოვრობთ?

- რასაც ფოტოზე ხედავთ, ისე... დედა გარდაცვლილია, 30 კვადრატული მეტრი სახლი გვაქვს აშენებული, სახლი გასარემონტებელია და იქ 10 ადამიანი ვცხოვრობთ. 6 დედმამიშვილი ვართ, ასევე მყავს 4 დიშვილი. ჩვენი ფართიც დასაკანონებელია.

- შეიძლება ხვალ თქვენთანაც მოსულიყვნენ დასანგრევად?

- არა, ეგ ინფორმაცია ნამდვილად არ არის სწორი, ჩვენთან არ მოვიდოდნენ.

- როგორც გავიგე, ომარი სკოლაში არ დადის, რა არის ამისი მიზეზი?

- ომარი სკოლაში დიდუბეში დადიოდა. შემდეგ აქეთ გადმოვედით. განცხადება კი შევიტანეთ სკოლაში, მაგრამ არ იყო ადგილი.

- როგორი იყო თქვენი ემოცია ფოტო რომ ნახეთ?

- დასუფთავების სამსახურში ვმუშაობ და როგორც კი ვნახე ფოტო, გამოვიცვალე ტანსაცმელი და სახლში წავედი.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის მერი კახი კალაძე შეიძენს ბინას თქვენთვის, როგორ გაიგეთ ეს ამბავი?

- ჯერჯერობით ამ თემაზე ვერ ვისაუბრებ.

- რით ირჩენთ თავს, გეხმარებათ ვინმე?

- სოციალური დახმარება გვაქვს, ბავშვებს პენსიაც აქვთ, მერიიდანაც გვაქვს დახმარება, მაგრამ საკმარისი არ არის, რა თქმა უნდა.

კორონავირუსით ინფიცირების 1 089  ახალი შემთხვევა და 18 გარდაცვლილი - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო დღე-ღამეში და როგორია შედეგები რეგიონების მიხედვით

რას საქმიანობს ლევან ვასაძის ულამაზესი ქალიშვილი, რომელიც მამის ბრენდის სახეა - თათა ვასაძის ფოტოები

"თავიდან ისე უნდოდათ საქმის წაყვანა, რომ ყველაფერში დამნაშავე კოვიდ-სასტუმროს ექიმი გამოსულიყო" - რატი თორდია შვილის საქმეში გამოვლენილ დარღვევებზე