მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
3 რჩევა, როგორ შევიძინოთ საახალწლო საჩუქრები შეზღუდული ბიუჯეტით
3 რჩევა, როგორ შევიძინოთ საახალწლო საჩუქრები შეზღუდული ბიუჯეტით

წე­ლი­წა­დის ყვე­ლა­ზე მხი­ა­რუ­ლი და ფე­რა­დი დღე­სას­წა­უ­ლი მე­გობ­რე­ბის­თვის, ახ­ლობ­ლე­ბის­თვის, ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის სა­ჩუქ­რე­ბის მომ­ზა­დე­ბას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რაც ხარ­ჯებს მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გვიზ­რდის.

საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის სა­ჩუქ­რე­ბის შე­ძე­ნა­რამ­დე­ნად სა­სი­ა­მოვ­ნოც არ უნდა იყოს, ბევრ ჩვენ­განს ბი­უ­ჯე­ტის გან­სა­ზღვრი­სას მა­ინც უწევს პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის და­ლა­გე­ბა და შე­საძ­ლოა ვინ­მე უსა­ჩუქ­როდ დაგ­ვრჩეს.დღე­სას­წა­უ­ლი რომ ჩვე­ნი შე­მო­სავ­ლის­თვის დიდ წნე­ხად არ იქ­ცეს ამი­სათ­ვის შეგ­ვიძ­ლია, 3 მარ­ტი­ვი რე­კო­მენ­და­ცია გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ:

სა­ჩუქ­რე­ბის შე­სა­ძე­ნად გან­კუთ­ვნი­ლი თან­ხის წი­ნას­წარ და­ზოგ­ვა

ჭკვი­ა­ნუ­რად და­ზოგ­ვა სა­უ­კე­თე­სო გზა არის, რაც შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ან­მა ბი­უ­ჯე­ტის მარ­თვი­სას აირ­ჩი­ოს. როცა მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი ხარ­ჯე­ბი დაგ­ვა­ტყდე­ბა თავს, თან­ხის პა­ნი­კუ­რად მო­ძი­ე­ბას აღარ ვი­წყებთ და წი­ნას­წარ და­ზო­გილ ფი­ნან­სებს ვი­ყე­ნებთ.

იგი­ვე შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას სა­ა­ხალ­წლო ხარ­ჯე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც. თუ ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა გვაქვს, შეგ­ვიძ­ლია, სა­ჩუქ­რე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი თან­ხის შეგ­რო­ვე­ბა სექ­ტემ­ბრი­დან­ვე და­ვი­წყოთ. სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მცი­რე თან­ხის გა­და­დე­ბა ჩვენს ბი­უ­ჯეტ­ზე უარ­ყო­ფი­თად არ აი­სა­ხე­ბა და დე­კემ­ბერ­ში, როცა სა­ყიდ­ლე­ბის ბუ­მია, ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბის­გან დაგ­ვა­ზღვევს. ბო­ლოს და ბო­ლოს, გული აღარ დაგ­ვწყდე­ბა, რომ საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს ის ჩან­თა, სუ­ნა­მო, ფეხ­საც­მე­ლი თუ სამ­კა­უ­ლი ვერ შე­ვუ­ძი­ნეთ, რო­მე­ლიც სურ­და.

და­მე­თან­ხმე­ბით, როცა ამ­დე­ნი ხარ­ჯი გვაქვს, თან­ხის სა­ჩუქ­რე­ბის­თვის გა­და­დე­ბა ბევ­რი ჩვენ­გა­ნის­თვის მა­ინც გა­მოწ­ვე­ვას წარ­მო­ად­გენს, თუმ­ცა სულ მცი­რე­დის შეგ­რო­ვე­ბის­თვი­საც კი სა­კუ­თარ თავს დე­კემ­ბრის თვე­ში მად­ლო­ბას გა­და­ვუხ­დით.

სა­ჩუქ­რე­ბის­თვის კონ­კრე­ტუ­ლი თან­ხის გან­სა­ზღვრა

შო­პინ­გი­სას ბევ­რი ჩვენ­გა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს იმ­პულ­სუ­რად იღებს. თუკი სა­ვაჭ­რო ცენ­ტრში შეს­ვლამ­დე მტკი­ცედ ვი­დე­ქით, რომ სვი­ტერ­ში 100 ლარ­ზე მეტს არ დავ­ხარ­ჯავ­დით ან თუ სა­სურ­ველ დი­ზა­ინს ვერ მი­ვაგ­ნებ­დით, არა­ფერს შე­ვი­ძენ­დით, პირ­ვე­ლი­ვე მა­ღა­ზი­ა­ში სტუმ­რო­ბის­თა­ნა­ვე სიმ­ტკი­ცეს ვკარ­გავთ-ხოლ­მე. იმ­პულ­სუ­რად შე­ძე­ნის სურ­ვი­ლი იზ­რდე­ბა სა­ა­ხალ­წლო ფას­დაკ­ლე­ბე­ბის დროს, როცა თვა­ლებს უამ­რა­ვი სა­ინ­ტე­რე­სო შე­თა­ვა­ზე­ბა გვიჭ­რე­ლებს. სწო­რედ ამ დროს უნდა მი­ვი­ღოთ რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად, იმ­პულ­სუ­რად არ დავ­ხარ­ჯოთ თან­ხა.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ზუს­ტად გან­ვსა­ზღვროთ ბი­უ­ჯე­ტი, რო­მელ­საც სა­ჩუქ­რებ­ში დავ­ხარ­ჯავთ და არას­დროს მო­ვაკ­ლოთ თან­ხა სა­ა­ხალ­წლო სუფ­რის­თვის, საწ­ვა­ვის­თვის თუ სა­ო­ჯა­ხო სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის­თვის გან­სა­ზღვრულ ბი­უ­ჯეტს, რათა დღე­სას­წა­უ­ლი არ გა­ვიპ­რობ­ლე­მოთ.

სა­ჩუქ­რებ­ზე გან­ვა­დე­ბით სარ­გებ­ლო­ბა

ტან­საც­მლის, კოს­მე­ტი­კის, სამ­კა­უ­ლე­ბის თუ სხვა აქ­სე­სუ­ა­რე­ბის გან­ვა­დე­ბით შე­ძე­ნის პრაქ­ტი­კა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ცოტა ხნის წინ დამ­კვიდ­რდა, თუმ­ცა ბევრ ჩვენ­განს მა­ინც ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ის უხერ­ხულ პრო­ცე­დუ­რებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

რე­ა­ლუ­რად, არ­სე­ბობს გან­ვა­დე­ბის ახა­ლი ფორ­მა, რო­მე­ლიც მომ­ხმა­რებ­ლის კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას და სრუ­ლად მას­ზე მორ­გე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბას ემ­ყა­რე­ბა. ეს არის გან­ვა­დე­ბის ბა­რა­თი ტოპ|ქარ­დი, რომ­ლის მფლო­ბელ­საც უკვე წი­ნას­წარ აქვს დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი გან­ვა­დე­ბის ლი­მი­ტი და სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტში ნივ­თის შე­ძე­ნი­სას მხო­ლოდ მან იცის, რომ გან­ვა­დე­ბით სარ­გებ­ლობს.

ტოპ|ქარ­დით სა­ა­ხალ­წლო სა­ჩუქ­რე­ბის ყიდ­ვა გან­სა­კუთ­რე­ბით მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია, ვი­ნა­ი­დან თან­ხის გა­და­ნა­წი­ლე­ბით და გან­ვა­დე­ბის რიგ­ში დგო­მის გა­რე­შე ისე­თი ნივ­თე­ბის შე­ძე­ნაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, რო­გო­რი­ცაა სა­თა­მა­შო­ე­ბი, ტან­საც­მე­ლი, აქ­სე­სუ­ა­რე­ბი, სათ­ვა­ლე, წვრი­ლი და მსხვი­ლი ტექ­ნი­კა და ბევ­რი სხვა. წი­ნა­სა­ა­ხალ­წლოდ სა­ჩუქ­რებ­ზე გაზ­რდი­ლი მო­თხოვ­ნის შე­სა­ბა­მი­სად კი 24 დე­კემ­ბრი­დან 2 იან­ვრის პე­რი­ოდ­ში რე|ბან­კის ყვე­ლა პარტნი­ორ ობი­ექ­ტში უპ­რო­ცენ­ტო (ეფექ­ტუ­რი 0%) გან­ვა­დე­ბის ვა­დე­ბი გა­ორ­მა­გე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა.

ეს იმას ნიშ­ნავს, რომ რე|ბან­კის პარტნი­ო­რებ­თან შე­ნა­ძე­ნე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა ყო­ველ­გვა­რი და­ნა­მა­ტის გა­რე­შე, ორ­ჯერ მეტ პე­რი­ოდ­ზე გა­და­ნა­წილ­დე­ბა და სა­ჩუქ­რის გა­რე­შეც არა­ვინ დაგ­ვრჩე­ბა. ანა­ლო­გი­უ­რი პი­რო­ბა მოქ­მე­დებს მა­ში­ნაც, თუ სა­სურ­ვე­ლი პრო­დუქ­ცი­ის შე­ძე­ნა რო­მე­ლი­მე უცხო­უ­რი ან რე|ბან­კის არა­პარტნი­ო­რი ვებ-გვერ­დი­დან გვსურს. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, 45-დღემ­დე ეფექ­ტუ­რი 0%-იანი გა­და­ვა­დე­ბით ვი­სარ­გებ­ლებთ. გარ­და ამი­სა, ტოპ|ქარ­დის ახლა აღე­ბი­სა და აქ­ცი­ა­ში ჩარ­თვის შემ­თხვე­ვა­ში, ნე­ბის­მი­ე­რი პირ­ვე­ლი შე­ნა­ძე­ნის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 6 თვე­ზე თა­ნაბ­რად, პრო­ცენ­ტის გა­რე­შე გა­და­ნა­წილ­დე­ბა.

ცალ-ცალ­კე, თი­თო­ე­უ­ლი რე­კო­მენ­და­ცია ჩვე­ნი სა­ა­ხალ­წლო ბი­უ­ჯე­ტის­თვის დიდი „შვე­ბა“ იქ­ნე­ბა, სა­მი­ვეს ერ­თად გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა კი - ჭკვი­ა­ნუ­რად ხარ­ჯვა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოგო
0

ეგ რჩევებია ხალხო? ვისაც ურჩევ მაგათთვის ეგ დანაზოგი არაფრის მაქნისია. რა 100 ლარიანი სვიტრი კარგად ხართ? ხალხს შია და 14 ლარიანი ხორცი ვერაფრით უყიდია.

მაროკო
0

ეს სტატია არ არის ეს რეკლამაა და ჩვეულებრივად ხალხის დაღუპვაა რაშიც ხელს უწყობთ( ფაქტიურად თანამზრახველი) ბანკებს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

3 რჩევა, როგორ შევიძინოთ საახალწლო საჩუქრები შეზღუდული ბიუჯეტით

3 რჩევა, როგორ შევიძინოთ საახალწლო საჩუქრები შეზღუდული ბიუჯეტით

წელიწადის ყველაზე მხიარული და ფერადი დღესასწაული მეგობრებისთვის, ახლობლებისთვის, ოჯახის წევრებისთვის საჩუქრების მომზადებასთან არის დაკავშირებული, რაც ხარჯებს მნიშვნელოვნად გვიზრდის.

საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრების შეძენარამდენად სასიამოვნოც არ უნდა იყოს, ბევრ ჩვენგანს ბიუჯეტის განსაზღვრისას მაინც უწევს პრიორიტეტების დალაგება და შესაძლოა ვინმე უსაჩუქროდ დაგვრჩეს.დღესასწაული რომ ჩვენი შემოსავლისთვის დიდ წნეხად არ იქცეს ამისათვის შეგვიძლია, 3 მარტივი რეკომენდაცია გავითვალისწინოთ:

საჩუქრების შესაძენად განკუთვნილი თანხის წინასწარ დაზოგვა

ჭკვიანურად დაზოგვა საუკეთესო გზა არის, რაც შეიძლება ადამიანმა ბიუჯეტის მართვისას აირჩიოს. როცა მოულოდნელად გაუთვალისწინებელი ხარჯები დაგვატყდება თავს, თანხის პანიკურად მოძიებას აღარ ვიწყებთ და წინასწარ დაზოგილ ფინანსებს ვიყენებთ.

იგივე შეიძლება ითქვას საახალწლო ხარჯების შემთხვევაშიც. თუ ამის შესაძლებლობა გვაქვს, შეგვიძლია, საჩუქრებისთვის განკუთვნილი თანხის შეგროვება სექტემბრიდანვე დავიწყოთ. სამი თვის განმავლობაში მცირე თანხის გადადება ჩვენს ბიუჯეტზე უარყოფითად არ აისახება და დეკემბერში, როცა საყიდლების ბუმია, ფინანსური პრობლემებისგან დაგვაზღვევს. ბოლოს და ბოლოს, გული აღარ დაგვწყდება, რომ საყვარელ ადამიანს ის ჩანთა, სუნამო, ფეხსაცმელი თუ სამკაული ვერ შევუძინეთ, რომელიც სურდა.

დამეთანხმებით, როცა ამდენი ხარჯი გვაქვს, თანხის საჩუქრებისთვის გადადება ბევრი ჩვენგანისთვის მაინც გამოწვევას წარმოადგენს, თუმცა სულ მცირედის შეგროვებისთვისაც კი საკუთარ თავს დეკემბრის თვეში მადლობას გადავუხდით.

საჩუქრებისთვის კონკრეტული თანხის განსაზღვრა

შოპინგისას ბევრი ჩვენგანი გადაწყვეტილებებს იმპულსურად იღებს. თუკი სავაჭრო ცენტრში შესვლამდე მტკიცედ ვიდექით, რომ სვიტერში 100 ლარზე მეტს არ დავხარჯავდით ან თუ სასურველ დიზაინს ვერ მივაგნებდით, არაფერს შევიძენდით, პირველივე მაღაზიაში სტუმრობისთანავე სიმტკიცეს ვკარგავთ-ხოლმე. იმპულსურად შეძენის სურვილი იზრდება საახალწლო ფასდაკლებების დროს, როცა თვალებს უამრავი საინტერესო შეთავაზება გვიჭრელებს. სწორედ ამ დროს უნდა მივიღოთ რაციონალური გადაწყვეტილება და გაუცნობიერებლად, იმპულსურად არ დავხარჯოთ თანხა.

მნიშვნელოვანია, ზუსტად განვსაზღვროთ ბიუჯეტი, რომელსაც საჩუქრებში დავხარჯავთ და არასდროს მოვაკლოთ თანხა საახალწლო სუფრისთვის, საწვავისთვის თუ საოჯახო საჭიროებებისთვის განსაზღვრულ ბიუჯეტს, რათა დღესასწაული არ გავიპრობლემოთ.

საჩუქრებზე განვადებით სარგებლობა

ტანსაცმლის, კოსმეტიკის, სამკაულების თუ სხვა აქსესუარების განვადებით შეძენის პრაქტიკა ჩვენს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ დამკვიდრდა, თუმცა ბევრ ჩვენგანს მაინც ეჩვენება, რომ ის უხერხულ პროცედურებთან არის დაკავშირებული.

რეალურად, არსებობს განვადების ახალი ფორმა, რომელიც მომხმარებლის კონფიდენციალურობის შენარჩუნებას და სრულად მასზე მორგებული პირობების შეთავაზებას ემყარება. ეს არის განვადების ბარათი ტოპ|ქარდი, რომლის მფლობელსაც უკვე წინასწარ აქვს დამტკიცებული განვადების ლიმიტი და სავაჭრო ობიექტში ნივთის შეძენისას მხოლოდ მან იცის, რომ განვადებით სარგებლობს.

ტოპ|ქარდით საახალწლო საჩუქრების ყიდვა განსაკუთრებით მოსახერხებელია, ვინაიდან თანხის გადანაწილებით და განვადების რიგში დგომის გარეშე ისეთი ნივთების შეძენაა შესაძლებელი, როგორიცაა სათამაშოები, ტანსაცმელი, აქსესუარები, სათვალე, წვრილი და მსხვილი ტექნიკა და ბევრი სხვა. წინასაახალწლოდ საჩუქრებზე გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისად კი 24 დეკემბრიდან 2 იანვრის პერიოდში რე|ბანკის ყველა პარტნიორ ობიექტში უპროცენტო (ეფექტური 0%) განვადების ვადები გაორმაგებული იქნება.

ეს იმას ნიშნავს, რომ რე|ბანკის პარტნიორებთან შენაძენების ღირებულება ყოველგვარი დანამატის გარეშე, ორჯერ მეტ პერიოდზე გადანაწილდება და საჩუქრის გარეშეც არავინ დაგვრჩება. ანალოგიური პირობა მოქმედებს მაშინაც, თუ სასურველი პროდუქციის შეძენა რომელიმე უცხოური ან რე|ბანკის არაპარტნიორი ვებ-გვერდიდან გვსურს. ასეთ შემთხვევაში, 45-დღემდე ეფექტური 0%-იანი გადავადებით ვისარგებლებთ. გარდა ამისა, ტოპ|ქარდის ახლა აღებისა და აქციაში ჩართვის შემთხვევაში, ნებისმიერი პირველი შენაძენის ღირებულება 6 თვეზე თანაბრად, პროცენტის გარეშე გადანაწილდება.

ცალ-ცალკე, თითოეული რეკომენდაცია ჩვენი საახალწლო ბიუჯეტისთვის დიდი „შვება“ იქნება, სამივეს ერთად გათვალისწინება კი - ჭკვიანურად ხარჯვა.

ყაზახეთი: პროგრესული რეფორმების კურსით

Bolt Food უკვე თბილისშია!

ავტომობილები თვეში 542 ლარიდან და 12 000-ლარამდე ფასდაკლება - „კია მოტორს ჯორჯიას“ საახალწლო აქცია