მოზაიკა
საზოგადოება
სამართალი

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
პოლიტიკა
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პარტიის თავმჯდომარის პოსტზე რამდენიმე კანდიდატურა იქნება, ყველა იცნობთ მათ" - ნუგზარ წიკლაური
"პარტიის თავმჯდომარის პოსტზე რამდენიმე კანდიდატურა იქნება, ყველა იცნობთ მათ" - ნუგზარ წიკლაური

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რის ნუგ­ზარ წიკ­ლა­უ­რის გან­ცხა­დე­ბით, პარ­ტი­ის ახა­ლი თავ­მჯდო­მა­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე რამ­დე­ნი­მე კან­დი­და­ტუ­რა გა­ნი­ხი­ლე­ბა, რომ­ლე­ბიც ყვე­ლას­თვის კარ­გად ნაც­ნო­ბი სა­ხე­ე­ბი არი­ან და აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში.

რო­გორც მან „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "დღის ნი­უს­რუმ­ში" გა­ნა­ცხა­და, პარ­ტი­ის ახალ თავ­მჯდო­მა­რეს ყრი­ლო­ბა­ზე აირ­ჩე­ვენ.

მი­სი­ვე თქმით, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, თუ რო­დის აირ­ჩე­ვენ პარ­ტი­ის ახალ თავ­მჯდო­მა­რეს.

"ასე­თი თა­რი­ღი ჯერ არ არის გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი. პო­ლიტ­საბ­ჭოს სხდო­მა­ზე არ აირ­ჩე­ვა თავ­მჯდო­მა­რე, ყრი­ლო­ბა­ზე ავირ­ჩევთ. ალ­ბათ, უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში იქ­ნე­ბა სამ­დივ­ნო შეკ­რე­ბაც, პო­ლი­ტი­კუ­რი საბ­ჭოს შეკ­რე­ბაც. ჩვენ გვაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა, ვხე­დავთ რა მო­საზ­რე­ბე­ბი არის პო­ლი­ტი­კურ საბ­ჭო­ში, შემ­დეგ უკვე, რა თქმა უნდა, ავირ­ჩევთ ახალ თავ­მჯდო­მა­რეს. ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ პოსტზე რამ­დე­ნი­მე კან­დი­და­ტუ­რა იქ­ნე­ბა, ვნა­ხოთ რო­მელ კან­დი­და­ტუ­რას უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი და­უ­ჭერს მხარს.

არის რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი, თქვენ ყვე­ლა იც­ნობთ ამ ადა­მი­ა­ნებს, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში. ახლა არ ვი­სა­უბ­რებ­დი პერ­სო­ნა­ლი­ებ­ზე, მაგ­რამ ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი არ­სე­ბო­ბენ, მათ შო­რის, იქ­ნე­ბა არ­ჩე­უ­ლი ის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც უკეთ შე­უძ­ლია პარ­ტი­ის წი­ნა­შე მდგო­მი ამო­ცა­ნე­ბის გა­და­წყვე­ტა“, - გა­ნა­ცხა­და წიკ­ლა­ურ­მა.

მი­სი­ვე თქმით, პარ­ტი­ის ახა­ლი თავ­მჯდო­მა­რემ უნდა მო­ამ­ზა­დოს წი­ნა­აღ­მდე­გობ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბა დიქ­ტა­ტო­რი მმარ­თვე­ლის წი­ნა­აღ­მდეგ.

"იმ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც უარი ვთქვით სა­პარ­ლა­მენ­ტო მან­და­ტებ­ზე, უმ­თავ­რე­სად ვთვლი, რომ ამ პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რემ და ახალ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა ჯგუფ­მა უნდა მო­ამ­ზა­დოს აქ­ტი­უ­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მოძ­რა­ო­ბა ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მის და დიქ­ტა­ტო­რი მმარ­თვე­ლის წი­ნა­აღ­მდეგ, ეს არის ძა­ლი­ან მძი­მე, სე­რი­ო­ზუ­ლი და სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო სა­მუ­შაო.

მე იმე­დი მაქვს, რომ ჩვე­ნი არ­ჩე­ვა­ნი იქ­ნე­ბა შე­ჩე­რე­ბუ­ლი ისეთ ადა­მი­ან­ზე, რო­მე­ლიც შეძ­ლებს გარ­დაქ­მნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას და ბრძო­ლის სწო­რად ორ­გა­ნი­ზე­ბას“,-აცხა­დებს ნუგ­ზარ წიკ­ლა­უ­რი.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მეცინება
4

არ დაგეკარგოთ პარტიის თავმჯდომარე თქვე არარაობებო!

SIBORO
2

ჯერ იყო და განახლებული ნაც. მოძრაობა დაირქვეს. მერე ნელნელა გამოჩნდნენ ძველი ზონდერები.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?
ავტორი:

"პარტიის თავმჯდომარის პოსტზე რამდენიმე კანდიდატურა იქნება, ყველა იცნობთ მათ" - ნუგზარ წიკლაური

"პარტიის თავმჯდომარის პოსტზე რამდენიმე კანდიდატურა იქნება, ყველა იცნობთ მათ" - ნუგზარ წიკლაური

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, პარტიის ახალი თავმჯდომარის თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება, რომლებიც ყველასთვის კარგად ნაცნობი სახეები არიან და აქტიურად არიან ჩართულები პოლიტიკურ პროცესებში.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა "დღის ნიუსრუმში" განაცხადა, პარტიის ახალ თავმჯდომარეს ყრილობაზე აირჩევენ.

მისივე თქმით, ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის აირჩევენ პარტიის ახალ თავმჯდომარეს.

"ასეთი თარიღი ჯერ არ არის გამოცხადებული. პოლიტსაბჭოს სხდომაზე არ აირჩევა თავმჯდომარე, ყრილობაზე ავირჩევთ. ალბათ, უახლოეს დღეებში იქნება სამდივნო შეკრებაც, პოლიტიკური საბჭოს შეკრებაც. ჩვენ გვაქვს ურთიერთობა, ვხედავთ რა მოსაზრებები არის პოლიტიკურ საბჭოში, შემდეგ უკვე, რა თქმა უნდა, ავირჩევთ ახალ თავმჯდომარეს. ჩემი ინფორმაციით, ამ პოსტზე რამდენიმე კანდიდატურა იქნება, ვნახოთ რომელ კანდიდატურას უფრო მეტი ადამიანი დაუჭერს მხარს.

არის რამდენიმე ადამიანი, თქვენ ყველა იცნობთ ამ ადამიანებს, ეს ადამიანები აქტიურად არიან ჩართულები პოლიტიკურ პროცესებში. ახლა არ ვისაუბრებდი პერსონალიებზე, მაგრამ ასეთი ადამიანები არსებობენ, მათ შორის, იქნება არჩეული ის ადამიანი, რომელსაც უკეთ შეუძლია პარტიის წინაშე მდგომი ამოცანების გადაწყვეტა“, - განაცხადა წიკლაურმა.

მისივე თქმით, პარტიის ახალი თავმჯდომარემ უნდა მოამზადოს წინააღმდეგობრივი მოძრაობა დიქტატორი მმართველის წინააღმდეგ.

"იმ პირობებში, როდესაც უარი ვთქვით საპარლამენტო მანდატებზე, უმთავრესად ვთვლი, რომ ამ პარტიის თავმჯდომარემ და ახალმა პოლიტიკურმა ჯგუფმა უნდა მოამზადოს აქტიური წინააღმდეგობის მოძრაობა ავტორიტარიზმის და დიქტატორი მმართველის წინააღმდეგ, ეს არის ძალიან მძიმე, სერიოზული და საპასუხისმგებლო სამუშაო.

მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი არჩევანი იქნება შეჩერებული ისეთ ადამიანზე, რომელიც შეძლებს გარდაქმნების განხორციელებას და ბრძოლის სწორად ორგანიზებას“,-აცხადებს ნუგზარ წიკლაური.

"ქართულ ოცნება" - 31%, "ნაციონალური მოძრაობა" - 5% - როგორია დანარჩენი პარტიების რეიტინგი NDI-ის ახალი კვლევით?

"თვითმფრინავის ბარგის განყოფილებაში არ ჩაეტია და 5 საათი მუხლებზე დადებული ვატარე ჩემოდანი" - რას იხსენებს ჩინოვნიკი, რომელმაც რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი თბილისიდან სტრასბურგში ჩაიტანა

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"