მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

19

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვერავის ვერაფერს დავპირდებოდი, რაც არ ჯდება კანონის ფარგლებში" - სოზარ სუბარი აფრიკის დასახლებაში განვითარებულ პროცესებზე
"ვერავის ვერაფერს დავპირდებოდი, რაც არ ჯდება კანონის ფარგლებში" - სოზარ სუბარი აფრიკის დასახლებაში განვითარებულ პროცესებზე

ვერ დავ­პირ­დე­ბო­დი ვე­რა­ვის ვე­რა­ფერს, რაც არ ჯდე­ბა კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში, - ამის შე­სა­ხებ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სამ­გო­რის მა­ჟო­რი­ტარ­მა დე­პუ­ტატ­მა სო­ზარ სუ­ბარ­მა აფ­რი­კის და­სახ­ლე­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რომ­ლებ­მაც დე­პუ­ტატს სამ­გო­რის რა­ი­ო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბას­თან შეხ­ვედ­რი­სას გა­ცე­მულ და­პი­რე­ბებ­ზე კი­თხვა და­უს­ვეს.

რო­გორც სო­ზარ სუ­ბარ­მა აღ­ნიშ­ნა, მო­სახ­ლე­ო­ბას და­პირ­და, რომ სა­დაც კა­ნო­ნით შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და, ბი­ნე­ბის და­კა­ნო­ნე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბო­და, თუმ­ცა, თუ ეს ბი­ნე­ბი ბოლო 2-3 თვე­შია აშე­ნე­ბუ­ლი და მათ მე­პატ­რო­ნე­ებს სხვა სა­ცხოვ­რე­ბე­ლიც აქვთ, მა­შინ კა­ნო­ნი ყვე­ლამ უნდა და­იც­ვას.

"სამ­გორ­თან და­კავ­ში­რე­ბით გვაქვს ძა­ლი­ან დიდი გეგ­მე­ბი, ძა­ლი­ან პრობ­ლე­მუ­რი რა­ი­ო­ნია, რად­გან თბი­ლი­სის მე­ო­თხედს მო­ი­ცავს და ქა­ლაქ­ში მგო­ნი ეს არის ერ­თა­დერ­თი რა­ი­ო­ნი, სა­დაც ბევრ ქუ­ჩა­ზე არ არის გა­ზი­ფი­ცი­რე­ბა, ას­ფალ­ტი, კა­ნა­ლი­ზა­ცია, ეს ყვე­ლა­ფე­რი გვაქვს გა­სა­კე­თე­ბე­ლი. არის ძა­ლი­ან ბევ­რი უკა­ნო­ნო მშე­ნებ­ლო­ბა, მე ყვე­ლას ვპირ­დე­ბო­დი ერ­თსა და იმა­ვეს, რომ სა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, ბუ­ნებ­რი­ვია, გა­ვა­კე­თებთ, და­ვეხ­მა­რე­ბით და­კა­ნო­ნე­ბა­ში, იგი­ვე თბილ­სი­ის მე­რი­ამ ბოლო რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 1000-ზე მეტი სახ­ლი და­ა­კა­ნო­ნა და ეს პრო­ცე­სი გრძელ­დე­ბა, მაგ­რამ არის ად­გი­ლე­ბი, სა­დაც ძა­ლი­ან ძნე­ლია დახ­მა­რე­ბა.

ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, როცა და­ვინ­ტე­რეს­დი (პარ­ლა­მენ­ტში ვი­ყა­ვი როცა ეს პრო­ცე­სი და­ი­წყო), მი­თხრეს, რომ ეს არის სახ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ბოლო 2-3 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში აშენ­და. დე­ტა­ლურ გან­მარ­ტე­ბებს თბი­ლი­სის მერი გა­ა­კე­თებს. მარ­თლა ვერ დავ­პირ­დე­ბო­დი ვე­რა­ვის ვე­რა­ფერს, რაც არ ჯდე­ბა კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში. არის არა­ერ­თი და­სახ­ლე­ბა, სა­დაც აშე­ნე­ბუ­ლი აქვთ სახ­ლე­ბი წლე­ბის წინ ადა­მი­ა­ნებს, ცხოვ­რო­ბენ შიგ­ნით, ბავ­შვებს ზრდი­ან, ხე­ხი­ლი აქვთ დარ­გუ­ლი და ვპირ­დე­ბო­დით, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ვეხ­მა­რე­ბო­დით, თუმ­ცა, ამ ადა­მი­ა­ნებს შო­რი­საც იყ­ვნენ ხალ­ხი, რო­მე­ლიც მე­უბ­ნე­ო­და, რომ 1400, 1800 კვად­რა­ტუ­ლი აქვს შე­მო­ღო­ბი­ლი, ასეთ ადა­მი­ანს, ბო­დი­ში, ყვე­ლას იქვე ვე­უბ­ნე­ო­დი, რომ ვერ დავ­პირ­დე­ბი, რომ 1800 მეტრს თბი­ლის­ში, შე­იძ­ლე­ბა ცენ­ტრში არა გა­რე­უ­ბან­ში, მაგ­რამ მა­ინც ამის და­კა­ნო­ნე­ბა­ში მო­გეხ­მა­რე­ბით,მაგ­რამ მი­ნი­მუმ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი რომ გქონ­დეთ, ამა­ში და­გეხ­მა­რე­ბით, სა­დაც კა­ნო­ნი მოგ­ვცემს სა­შუ­ა­ლე­ბას, მაგ­რამ როცა მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა თუ ბოლო 2-3 თვე­ში აა­შე­ნეს და მათ აქვთ სხვა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, კა­ნონს მარ­თლა ყვე­ლა უნდა და­ვე­მორ­ჩლოთ. თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს დავ­პირ­დი, რომ სა­დაც კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია დახ­მა­რე­ბა, და­ვუდ­გე­ბო­დი გვერ­დით,“- გა­ნა­ცხა­და სუ­ბარ­მა.

ცნო­ბი­სათ­ვის, აფ­რი­კის და­სახ­ლე­ბა­ში, თბი­ლი­სის მე­რი­ამ მშე­ნებ­ლო­ბე­ბის დე­მონ­ტა­ჟი და­ი­წყო, რა­საც სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­სა და მო­სახ­ლე­ო­ბას შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა მოჰ­ყვა. ამ დრო­ის­თვის მომ­ხა­და­რი და­პი­რის­პი­რე­ბის შე­დე­გად 8 ადა­მი­ა­ნია და­კა­ვე­ბუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
sos
12

ეს მელა, აფერისტი. ხალხს ოცნებაზე ხმა მიაცემინა და გადააგდო

ვაჟა
11

სოზარ სად არის თქვენი მაღალი დემოკრატიული სტანდარტი, მიშას დროს რომ გაიძახდი უკანონობას სჩადიან ნაცებიო, ეხლა სად არის გეკითხები? ფლიდი ხარ და მეტი არაფერი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?
ავტორი:

"ვერავის ვერაფერს დავპირდებოდი, რაც არ ჯდება კანონის ფარგლებში" - სოზარ სუბარი აფრიკის დასახლებაში განვითარებულ პროცესებზე

"ვერავის ვერაფერს დავპირდებოდი, რაც არ ჯდება კანონის ფარგლებში" - სოზარ სუბარი აფრიკის დასახლებაში განვითარებულ პროცესებზე

ვერ დავპირდებოდი ვერავის ვერაფერს, რაც არ ჯდება კანონის ფარგლებში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ სამგორის მაჟორიტარმა დეპუტატმა სოზარ სუბარმა აფრიკის დასახლებაში მიმდინარე მოვლენების კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომლებმაც დეპუტატს სამგორის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრისას გაცემულ დაპირებებზე კითხვა დაუსვეს.

როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, მოსახლეობას დაპირდა, რომ სადაც კანონით შესაძლებელი იქნებოდა, ბინების დაკანონებაში დაეხმარებოდა, თუმცა, თუ ეს ბინები ბოლო 2-3 თვეშია აშენებული და მათ მეპატრონეებს სხვა საცხოვრებელიც აქვთ, მაშინ კანონი ყველამ უნდა დაიცვას.

"სამგორთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან დიდი გეგმები, ძალიან პრობლემური რაიონია, რადგან თბილისის მეოთხედს მოიცავს და ქალაქში მგონი ეს არის ერთადერთი რაიონი, სადაც ბევრ ქუჩაზე არ არის გაზიფიცირება, ასფალტი, კანალიზაცია, ეს ყველაფერი გვაქვს გასაკეთებელი. არის ძალიან ბევრი უკანონო მშენებლობა, მე ყველას ვპირდებოდი ერთსა და იმავეს, რომ სადაც შესაძლებელი იქნება, ბუნებრივია, გავაკეთებთ, დავეხმარებით დაკანონებაში, იგივე თბილსიის მერიამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში 1000-ზე მეტი სახლი დააკანონა და ეს პროცესი გრძელდება, მაგრამ არის ადგილები, სადაც ძალიან ძნელია დახმარება.

ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით, როცა დავინტერესდი (პარლამენტში ვიყავი როცა ეს პროცესი დაიწყო), მითხრეს, რომ ეს არის სახლები, რომლებიც ბოლო 2-3 თვის განმავლობაში აშენდა. დეტალურ განმარტებებს თბილისის მერი გააკეთებს. მართლა ვერ დავპირდებოდი ვერავის ვერაფერს, რაც არ ჯდება კანონის ფარგლებში. არის არაერთი დასახლება, სადაც აშენებული აქვთ სახლები წლების წინ ადამიანებს, ცხოვრობენ შიგნით, ბავშვებს ზრდიან, ხეხილი აქვთ დარგული და ვპირდებოდით, რომ მაქსიმალურად დავეხმარებოდით, თუმცა, ამ ადამიანებს შორისაც იყვნენ ხალხი, რომელიც მეუბნეოდა, რომ 1400, 1800 კვადრატული აქვს შემოღობილი, ასეთ ადამიანს, ბოდიში, ყველას იქვე ვეუბნეოდი, რომ ვერ დავპირდები, რომ 1800 მეტრს თბილისში, შეიძლება ცენტრში არა გარეუბანში, მაგრამ მაინც ამის დაკანონებაში მოგეხმარებით,მაგრამ მინიმუმ საცხოვრებელი რომ გქონდეთ, ამაში დაგეხმარებით, სადაც კანონი მოგვცემს საშუალებას, მაგრამ როცა მეუბნებიან, რომ ადამიანებმა თუ ბოლო 2-3 თვეში ააშენეს და მათ აქვთ სხვა საცხოვრებელი, ასეთ შემთხვევაში, კანონს მართლა ყველა უნდა დავემორჩლოთ. თითოეულ ადამიანს დავპირდი, რომ სადაც კანონის ფარგლებში შესაძლებელია დახმარება, დავუდგებოდი გვერდით,“- განაცხადა სუბარმა.

ცნობისათვის, აფრიკის დასახლებაში, თბილისის მერიამ მშენებლობების დემონტაჟი დაიწყო, რასაც სამართალდამცავებსა და მოსახლეობას შორის დაპირისპირება მოჰყვა. ამ დროისთვის მომხადარი დაპირისპირების შედეგად 8 ადამიანია დაკავებული.

"ხელისუფლება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის პირით, შხამიანი გველივით სპობს კომპრომისის შანსს" - არმაზ ახვლედიანი

"ივანიშვილი თვითონ არჩევს თავის მემკვიდრეებს... "ნაცმოძრაობა" კი სააკაშვილის კვაზიმესიანისტურ დაბრუნებას ესწრაფვის" - რას წერს ბრიტანული გამოცემა

"იმ დილით გავიგე და ძალიან გამიკვირდა" - რას ამბობს დავით სერგეენკო გიორგი გახარიას გადადგომის შესახებ