სამართალი
პოლიტიკა

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მისი წასვლა, განცხადების ფორმა და შინაარსი ჩვენთვის მოულოდნელი და აუხსნელი იყო" - როგორ ეხმაურებიან პარტიიდან გრიგოლ ვაშაძის წასვლას თანაგუნდელები
"მისი წასვლა, განცხადების ფორმა და შინაარსი ჩვენთვის მოულოდნელი და აუხსნელი იყო" - როგორ ეხმაურებიან პარტიიდან გრიგოლ ვაშაძის წასვლას თანაგუნდელები

„ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერთი ლი­დე­რის ნუგ­ზარ წიკ­ლა­უ­რის გან­ცხა­დე­ბით, გრი­გოლ ვა­შა­ძის პარ­ტი­ი­დან წას­ვლა და მისი გან­ცხა­დე­ბის ფორ­მა „მო­უ­ლოდ­ნე­ლი და აუხ­სნე­ლი“ იყო. რო­გორც წიკ­ლა­ურ­მა ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბო­და, პარ­ტი­ის ლი­დე­რე­ბი ვა­შა­ძის წას­ვლის თა­ო­ბა­ზე უფრო ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლე­ბი ყო­ფი­ლიყ­ვნენ. რაც შე­ე­ხე­ბა მი­ზეზს, თუ რა­ტომ და­ტო­ვა ვა­შა­ძემ „ნა­ცი­ო­ნა­ლო­უ­რი მოძ­რა­ო­ბა“, წიკ­ლა­უ­რი ამ­ბობს, რომ გარ­კვე­უ­ლი აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა, მათ შო­რის დიპ­ლო­მა­ტე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­თან და­კავ­ში­რებთ იყო, თუმ­ცა „ეს ყო­ველ­თვის ხდე­ბო­და“.

"ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბა სულ უფრო და უფრო მძიმ­დე­ბა და მისი წას­ვლა და ამ გან­ცხა­დე­ბის ფორ­მა და ში­ნა­არ­სი ჩვენ­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი და აუხ­სნე­ლი იყო. ვე­რა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში ვერ გა­ვი­ზი­ა­რებთ ვერც პა­თოსს და ვერც ში­ნა­არსს ამ გან­ცხა­დე­ბის, რო­მე­ლიც ჩვენ­თან შე­უ­თან­ხმებ­ლად გა­მო­აქ­ვეყ­ნა ბა­ტონ­მა გრი­გოლ­მა. ამა­ვე დროს „ერ­თი­ან ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში“ მუ­დამ ხდე­ბო­და ცვლი­ლე­ბე­ბი, მი­დი­ოდ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, მაგ­რამ იმ წა­სულ ადა­მი­ა­ნებს ცვლიდ­ნენ სხვა ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ მოძ­რა­ო­ბას უერ­თდე­ბოდ­ნენ, რად­გან „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა“ არის მთა­ვა­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია, რო­მელ­საც შე­უძ­ლია ქვე­ყა­ნა­ში ამ დიქ­ტა­ტო­რის შეც­ვლა. ეს არის უმ­თავ­რე­სი. რო­დე­საც ასე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბი კეთ­დე­ბა, უმ­ჯო­ბე­სია, რომ პარ­ტი­ის ლი­დერ­ში­ფი, ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ­დე­ნი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არი­ან პარ­ტი­ა­ში, იყ­ვნენ უფრო სრუ­ლად ინ­ფორ­მი­რე­ბულ­ნი, რათა არ გაჩ­ნდეს კი­თხვის ნი­შა­ნი და სხვა­დას­ხვა ინ­სი­ნუ­ა­ცი­ე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა", - გა­ნა­ცხა­და წიკ­ლა­ურ­მა.

„ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ობ­დან” გრი­გოლ ვა­შა­ძის წას­ვლას ასე­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა პარ­ტი­ის კი­დევ ერთი წევ­რი სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვი­ლი. რო­გორც ის აცხა­დებს, პარ­ტი­ის­თვის კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ გრი­გოლ ვა­შა­ძის წას­ვლა სა­მო­მავ­ლო სატ­რა­ტე­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით აზ­რი­ან მსჯე­ლო­ბას შე­უ­წყობს ხელს.

„ცხა­დია, ნე­ბის­მი­ერ პარ­ტი­ას და „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ არ არის გა­მო­ნაკ­ლი­სი, არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ უწევს მსჯე­ლო­ბა სა­მო­მავ­ლო სტრა­ტე­გი­ა­ზე. თუ ბა­ტო­ნი გრი­გო­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ხელს შე­უ­წყობს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით უფრო აზ­რი­ა­ნი მსჯე­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, კარ­გი იქ­ნე­ბა პარ­ტი­ის­თვი­საც და მათ­თვი­საც, ვი­საც ეს პარ­ტია ეი­მე­დე­ბა”, - წერს სა­მა­დაშ­ვი­ლი „ფე­ის­ბუქ­ში“.

„ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რი ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძე შეც­დო­მას უწო­დებს პარ­ტი­ის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რის, გან­ცხა­დე­ბას იმის თა­ო­ბა­ზე, რომ პარ­ტია ელ­ჩებს თავს ეს­ხმის. რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ უდას­ტუ­რებს პა­ტი­ვის­ცე­მას სა­ქარ­თვე­ლოს პარტნი­ო­რი ქვეყ­ნე­ბის ელ­ჩებს და მი­აჩ­ნია, რომ ამ ბრძო­ლა­ში და­სავ­ლე­თის მხარ­და­ჭე­რა უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

„მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო გრი­გოლ ვა­შა­ძეს იმის­თვის, რომ ის ძა­ლი­ან მძი­მე ბრძო­ლის ეტაპ­ზე შე­მო­ე­ურთდა პარ­ტი­ას, იყო წარ­მა­ტე­ბუ­ლი კან­დი­და­ტი და ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რომ რა­ღაც ეტაპ­ზე ვერ მოხ­და პარ­ტი­ის და პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რის პო­ზი­ცი­ე­ბის და­ახ­ლო­ე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა წას­ვლის ფორ­მას, ნამ­დვი­ლად არ შე­მიძ­ლია ბა­ტონ გრი­გოლს გან­ცხა­დე­ბით წას­ვლა მო­ვუ­წო­ნო, რად­გან კარ­გი იქ­ნე­ბო­და, მა­ნამ­დე პარ­ტი­ას­თან და პარ­ტი­ის პო­ლიტ­საბ­ჭოს­თან კო­მუ­ნი­კა­ცია ჰქო­ნო­და. მი­მაჩ­ნია, რომ ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ვფიქ­რობ, შეც­დო­მაა მისი გან­ცხა­დე­ბის ის ტექ­სტი, სა­დაც ის ამ­ბობს, რომ პარ­ტია ელ­ჩებს თავს ეს­ხმის. არც ერთ გან­ცხა­დე­ბა­ში, არც ერთი ლი­დე­რის მიერ ჩვე­ნი პარტნი­ო­რი ქვეყ­ნე­ბის ელ­ჩებ­ზე თავ­დას­ხმა არ ყო­ფი­ლა. რა თქმა უნდა, პარ­ტია უდას­ტუ­რებს პა­ტი­ვის­ცე­მას ჩვე­ნი პარტნი­ო­რი ქვეყ­ნე­ბის ელ­ჩებს. მიგ­ვაჩ­ნია, რომ იმ ბრძო­ლა­ში, რო­მელ­შიც ახლა ვიმ­ყო­ფე­ბით, და­სავ­ლე­თის მხარ­და­ჭე­რა უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. არ ვიცი, ვის მო­იხ­სე­ნი­ებს ის ოდი­ო­ზურ ფი­გუ­რე­ბად. ნამ­დვი­ლად მინ­და გი­თხრათ, რომ ოდი­ო­ზუ­რი ფი­გუ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც დღეს სამ­წუ­ხა­როდ აქებ­დნენ მის ამ ნა­ბიჯს, შეგ­ვიძ­ლია მმარ­თველ პარ­ტი­ა­ში ვნა­ხოთ. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის, რომ ყვე­ლას თა­ვი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა აქვს, ყვე­ლა ირ­ჩევს თა­ვი­სი ბრძო­ლის შე­სა­ბა­მის გზას, მაგ­რამ თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის უკომ­პრო­მი­სო ბრძო­ლა გრძელ­დე­ბა. ვფიქ­რობ, ამ გა­დამ­წყვეტ ეტაპ­ზე ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ყვე­ლას ეს­მო­დეს, გა­ნურ­ჩევ­ლად იმი­სა, რო­მელ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ვიქ­ნე­ბით პარ­ტი­ა­ში, რომ „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ შედ­გე­ბა უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის­გან, მხარ­დამ­ჭე­რის­გან, ამომ­რჩევ­ლის­გან, რო­მელ­საც მთე­ლი ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­აბ­ში არ­ჩე­უ­ლი აქვს ძა­ლი­ან მძი­მე, მაგ­რამ პრინ­ცი­პუ­ლი პო­ზი­ცია - სა­ქარ­თვე­ლო ოლი­გარ­ქის გა­რე­შე“,-გა­ნა­ცხა­და დე­კა­ნო­ი­ძემ.

კი­თხვა­ზე, არის თუ არა პარ­ტია ერ­თი­ა­ნი, ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძემ უპა­სუ­ხა, რომ „გე­ნერ­ლე­ბი ჯარს სტრა­ტე­გი­ას არ უწუ­ნე­ბენ“.

„არ მინ­და მკვა­ხე ვიყო, მაგ­რამ აუ­ცი­ლე­ბე­ლია გულ­წრფე­ლო­ბა. მი­მაჩ­ნია, რომ ეს ამ ეტაპ­ზე აუ­ცი­ლე­ბე­ლია. გე­ნერ­ლე­ბი ჯარს არ უწუ­ნე­ბენ სტრა­ტე­გი­ას. ეს არის ძა­ლი­ან მნიშ­ვე­ნე­ლო­ვა­ნი, რომ გვეს­მო­დეს.

რაც შე­ე­ხე­ბა ვინ­მეს წას­ვლას, ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ვის გა­მო­უთ­ქვამს ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით სურ­ვი­ლი. შე­გიძ­ლი­ათ პი­რა­დად სა­ლო­მეს (სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვილს) და ბა­ტონ რო­მანს (რო­მან გო­ცი­რი­ძე) ჰკი­თხოთ. მე მათ­გან კონ­კრე­ტულ ნა­ბიჯ­თან და­კავ­ში­რე­ბით რამე პო­ზი­ცია არ გა­მი­გია“, - გა­ნა­ცხა­და დე­კა­ნო­ი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გრი­გოლ ვა­შა­ძე „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ ტო­ვებს. ამის შე­სა­ხებ მან "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე და­წე­რა. გრი­გოლ ვა­შა­ძე აცხა­დებს, რომ არ ეთან­ხმე­ბა პარ­ტი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის მიერ პარ­ტი­ის წევ­რებ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის გა­რე­შე არ­ჩე­ულ ტაქ­ტი­კას. ვა­შა­ძის თქმით, ის ასე­ვე ვერ შე­ე­გუ­ე­ბა იმას, რომ პარ­ტი­ის გარ­შე­მო და მის შიგ­ნი­თაც გა­მოჩ­ნდენ ოდი­ო­ზუ­რი ფი­გუ­რე­ბი. გრი­გოლ ვა­შა­ძე ასე­ვე აღ­შფო­თე­ბას გა­მოთ­ქვამს სტრა­ტე­გი­უ­ლი მო­კავ­ში­რე­ე­ბის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მი­სი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­თა წი­ნა­აღ­მდეგ "გა­ჩა­ღე­ბუ­ლი თავ­დას­ხმე­ბი­სა და შე­უ­რა­ცხყო­ფის კამ­პა­ნი­ის" გამო.

მკითხველის კომენტარები / 34 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კახა
3

ხატია მოკლედ ყველაფერს სხვანაირად ხედავს, ჩვენ მოქალაქეების თურმე მოგვეჩვენა რომ ელჩებს თავს ესხმიან და ხან რას ყრანტალებენ ხან რას, როდესაც თვითონ არ აწყობთ ელჩების და ზოგადად უცხოელების პოზიცია ამა თუ იმ საკითხზე.

AVLIPA
2

დიდი პოლიტიკიდან წავიდა დიდი ვაშმაკი, სამაგიეროდ დაგვიტოვა პრემიერობის ამბიციით შებყრობილი პატარა ვაშმაკუნა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"მისი წასვლა, განცხადების ფორმა და შინაარსი ჩვენთვის მოულოდნელი და აუხსნელი იყო" - როგორ ეხმაურებიან პარტიიდან გრიგოლ ვაშაძის წასვლას თანაგუნდელები

"მისი წასვლა, განცხადების ფორმა და შინაარსი ჩვენთვის მოულოდნელი და აუხსნელი იყო" - როგორ ეხმაურებიან პარტიიდან გრიგოლ ვაშაძის წასვლას თანაგუნდელები

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, გრიგოლ ვაშაძის პარტიიდან წასვლა და მისი განცხადების ფორმა „მოულოდნელი და აუხსნელი“ იყო. როგორც წიკლაურმა ბრიფინგზე განაცხადა, უმჯობესი იქნებოდა, პარტიის ლიდერები ვაშაძის წასვლის თაობაზე უფრო ინფორმირებულები ყოფილიყვნენ. რაც შეეხება მიზეზს, თუ რატომ დატოვა ვაშაძემ „ნაციონალოური მოძრაობა“, წიკლაური ამბობს, რომ გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა, მათ შორის დიპლომატების ჩართულობით მოლაპარაკებებთან დაკავშირებთ იყო, თუმცა „ეს ყოველთვის ხდებოდა“.

"ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება სულ უფრო და უფრო მძიმდება და მისი წასვლა და ამ განცხადების ფორმა და შინაარსი ჩვენთვის მოულოდნელი და აუხსნელი იყო. ვერავითარ შემთხვევაში ვერ გავიზიარებთ ვერც პათოსს და ვერც შინაარსს ამ განცხადების, რომელიც ჩვენთან შეუთანხმებლად გამოაქვეყნა ბატონმა გრიგოლმა. ამავე დროს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მუდამ ხდებოდა ცვლილებები, მიდიოდნენ ადამიანები, მაგრამ იმ წასულ ადამიანებს ცვლიდნენ სხვა ადამიანები, რომლებიც ამ მოძრაობას უერთდებოდნენ, რადგან „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობა“ არის მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, რომელსაც შეუძლია ქვეყანაში ამ დიქტატორის შეცვლა. ეს არის უმთავრესი. როდესაც ასეთი განცხადებები კეთდება, უმჯობესია, რომ პარტიის ლიდერშიფი, ის ადამიანები, რომლებიც ამდენი წლის განმავლობაში არიან პარტიაში, იყვნენ უფრო სრულად ინფორმირებულნი, რათა არ გაჩნდეს კითხვის ნიშანი და სხვადასხვა ინსინუაციების შესაძლებლობა", - განაცხადა წიკლაურმა.

„ნაციონალური მოძრაობდან” გრიგოლ ვაშაძის წასვლას ასევე გამოეხმაურა პარტიის კიდევ ერთი წევრი სალომე სამადაშვილი. როგორც ის აცხადებს, პარტიისთვის კარგი იქნება, თუ გრიგოლ ვაშაძის წასვლა სამომავლო სატრატეგიის მიმართულებით აზრიან მსჯელობას შეუწყობს ხელს.

„ცხადია, ნებისმიერ პარტიას და „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის გამონაკლისი, არჩევნების შემდეგ უწევს მსჯელობა სამომავლო სტრატეგიაზე. თუ ბატონი გრიგოლის გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით უფრო აზრიანი მსჯელობის განვითარებას, კარგი იქნება პარტიისთვისაც და მათთვისაც, ვისაც ეს პარტია ეიმედება”, - წერს სამადაშვილი „ფეისბუქში“.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე შეცდომას უწოდებს პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, განცხადებას იმის თაობაზე, რომ პარტია ელჩებს თავს ესხმის. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ უდასტურებს პატივისცემას საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ელჩებს და მიაჩნია, რომ ამ ბრძოლაში დასავლეთის მხარდაჭერა უაღრესად მნიშვნელოვანია.

„მადლობა მინდა გადავუხადო გრიგოლ ვაშაძეს იმისთვის, რომ ის ძალიან მძიმე ბრძოლის ეტაპზე შემოეურთდა პარტიას, იყო წარმატებული კანდიდატი და ძალიან სამწუხაროა, რომ რაღაც ეტაპზე ვერ მოხდა პარტიის და პარტიის თავმჯდომარის პოზიციების დაახლოება. რაც შეეხება წასვლის ფორმას, ნამდვილად არ შემიძლია ბატონ გრიგოლს განცხადებით წასვლა მოვუწონო, რადგან კარგი იქნებოდა, მანამდე პარტიასთან და პარტიის პოლიტსაბჭოსთან კომუნიკაცია ჰქონოდა. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, შეცდომაა მისი განცხადების ის ტექსტი, სადაც ის ამბობს, რომ პარტია ელჩებს თავს ესხმის. არც ერთ განცხადებაში, არც ერთი ლიდერის მიერ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩებზე თავდასხმა არ ყოფილა. რა თქმა უნდა, პარტია უდასტურებს პატივისცემას ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩებს. მიგვაჩნია, რომ იმ ბრძოლაში, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, დასავლეთის მხარდაჭერა უაღრესად მნიშვნელოვანია. არ ვიცი, ვის მოიხსენიებს ის ოდიოზურ ფიგურებად. ნამდვილად მინდა გითხრათ, რომ ოდიოზური ფიგურები, რომლებიც დღეს სამწუხაროდ აქებდნენ მის ამ ნაბიჯს, შეგვიძლია მმართველ პარტიაში ვნახოთ. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ყველას თავისი გადაწყვეტილება აქვს, ყველა ირჩევს თავისი ბრძოლის შესაბამის გზას, მაგრამ თავისუფლებისთვის უკომპრომისო ბრძოლა გრძელდება. ვფიქრობ, ამ გადამწყვეტ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველას ესმოდეს, განურჩევლად იმისა, რომელ თანამდებობაზე ვიქნებით პარტიაში, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შედგება უამრავი ადამიანისგან, მხარდამჭერისგან, ამომრჩევლისგან, რომელსაც მთელი ამ წლების განმავლოაბში არჩეული აქვს ძალიან მძიმე, მაგრამ პრინციპული პოზიცია - საქართველო ოლიგარქის გარეშე“,-განაცხადა დეკანოიძემ.

კითხვაზე, არის თუ არა პარტია ერთიანი, ხატია დეკანოიძემ უპასუხა, რომ „გენერლები ჯარს სტრატეგიას არ უწუნებენ“.

„არ მინდა მკვახე ვიყო, მაგრამ აუცილებელია გულწრფელობა. მიმაჩნია, რომ ეს ამ ეტაპზე აუცილებელია. გენერლები ჯარს არ უწუნებენ სტრატეგიას. ეს არის ძალიან მნიშვენელოვანი, რომ გვესმოდეს.

რაც შეეხება ვინმეს წასვლას, ჯერჯერობით არავის გამოუთქვამს ამასთან დაკავშირებით სურვილი. შეგიძლიათ პირადად სალომეს (სალომე სამადაშვილს) და ბატონ რომანს (რომან გოცირიძე) ჰკითხოთ. მე მათგან კონკრეტულ ნაბიჯთან დაკავშირებით რამე პოზიცია არ გამიგია“, - განაცხადა დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, რომ გრიგოლ ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს. ამის შესახებ მან "ფეისბუქის" გვერდზე დაწერა. გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ არ ეთანხმება პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას. ვაშაძის თქმით, ის ასევე ვერ შეეგუება იმას, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდენ ოდიოზური ფიგურები. გრიგოლ ვაშაძე ასევე აღშფოთებას გამოთქვამს სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ "გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანიის" გამო.

"ყველა შესაძლო გზებით"ოცნებაზე" ზეწოლას გავაგრძელებთ" - სალომე სამადაშვილი

"არ იქნება მისაღები არცერთი ხედვა, რომელიც პოლიტპატიმრების და ვადამდელი არჩევნების საკითხს არ ამოწურავს" - ბოკერია

"გაქვთ პასუხი კითხვაზე, რა კავშირი აქვს რურუას პოლიტიკასთან? - თუ ვიღაც არალეგალური წყაროებით აფინანსებს პოლიტიკას, ეს უფრო მძიმე დანაშაულია, ვიდრე იარაღის უკანონო ტარება" - კობახიძე