პოლიტიკა
მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კარანტინული საჩუქრები: როგორ გავუკეთოთ საჩუქარი უსაფრთხოდ, "ლოქდაუნის" პერიოდში საყვარელ ადამიანებს?
კარანტინული საჩუქრები: როგორ გავუკეთოთ საჩუქარი უსაფრთხოდ, "ლოქდაუნის" პერიოდში საყვარელ ადამიანებს?

კო­რო­ნა­ვირუ­სის აფეთ­ქე­ბამ გლო­ბა­ლურ მას­შტა­ბებს მი­აღ­წია. უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით სა­ვაჭ­რო ცენ­ტრე­ბი და მა­ღა­ზი­ე­ბი და­ი­კე­ტა. სამ­წუ­ხა­როდ, "ლო­ქ­და­უ­ნის" პე­რი­ოდ­ში, გარ­კვე­უ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის შე­ძე­ნა შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლი, ზოგ­ჯერ კი სრუ­ლი­ად შე­უძ­ლე­ბე­ლი იყოს. ეს პრობ­ლე­მუ­რია, რად­გან ცხოვ­რე­ბა გრძელ­დე­ბა - ჩვე­ნი ახ­ლობ­ლე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ და­ბა­დე­ბის დღე­ებს, წინ კი შობა-ახა­ლი წე­ლია.ყვე­ლას სურს, რომ წლის ამ ჯა­დოს­ნურ ღა­მეს საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებს რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აჩუ­ქოს, რაც მათ გა­ა­ხა­რებს და გან­წყო­ბას გა­უ­უმ­ჯო­ბე­სებს. გან­სა­კუთ­რე­ბით ახლა, რო­დე­საც ყვე­ლა იძუ­ლე­ბუ­ლია, სახ­ლში დარ­ჩეს.რო­გორ მო­ვა­წყოთ სა­ჩუქ­რე­ბი სა­კა­რან­ტი­ნო პე­რი­ოდ­ში, უსაფრ­თხო­ე­ბის ყვე­ლა წე­სის დაც­ვით და ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის საფრ­თხის მი­ყე­ნე­ბის გა­რე­შე? - წარ­მო­გიდ­გენთ მარ­ტივ გა­მო­სა­ვალს და რამ­დე­ნი­მე სა­ჩუქ­რის იდე­ა­საც შე­მოგ­თა­ვა­ზებთ.

სა­ჩუქ­რე­ბი კა­რან­ტი­ნის პე­რი­ოდ­ში

"ლო­ქ­და­უ­ნის" პე­რი­ოდ­ში სა­ჩუქ­რის ყიდ­ვა და გა­ცე­მა შე­იძ­ლე­ბა რთუ­ლი იყოს. გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, რო­დე­საც ჩვენ არ ვცხოვ­რობთ იმ ადა­მი­ან­თან, ვი­საც გვინ­და მი­ვუ­ლო­ცოთ. ნიშ­ნავს ეს იმას, რომ აღარ უნდა გა­ვუ­კე­თოთ სა­ჩუქ­რე­ბი საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებს, ან და­ვე­ლო­დოთ უკე­თეს დროს? ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად არა! ამ დრო­ის­თვის ვე­რა­ვინ მოგ­ვცემს გა­რან­ტი­ას, რამ­დენ ხანს გაგ­რძელ­დე­ბა პან­დე­მი­ის აფეთ­ქე­ბა ქვე­ყა­ნა­ში, ან რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა ის შემ­დგომ.

ონ­ლა­ინ­სა­ჩუქ­რე­ბი ეპი­დე­მი­ის დროს

ვაჭ­რო­ბის­თვის და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი­სა და სახ­ლში რაც შე­იძ­ლე­ბა დიდ­ხანს დარ­ჩე­ნის ინ­სტრუქ­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ჩვენ სა­ჩუქ­რე­ბის ონ­ლა­ინ­შე­ძე­ნის იმე­დად დავ­რჩით. სა­ბედ­ნი­ე­როდ, საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის ნე­ბის­მი­ე­რი სა­ჩუქ­რის შეკ­ვე­თა ინ­ტერ­ნე­ტით ნე­ბის­მი­ერ დროს შეგ­ვიძ­ლია, სახ­ლში მი­ტა­ნის მომ­სა­ხუ­რე­ბით.არ­ცთუ ისე მარ­ტი­ვი მი­სი­აა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ჩუქ­რის შერ­ჩე­ვა ონ­ლა­ინ. ისე­თის, რო­მე­ლიც გან­სხვა­ვე­ბუ­ლიც იქ­ნე­ბა და თან, სა­ა­ხალ­წლო გან­წყო­ბა­საც ატა­რებს. ხოლო, თუ ისეთ სა­ჩუ­ქარს შე­არ­ჩევთ, რო­მე­ლიც პერ­სო­ნა­ლუ­რად ად­რე­სა­ტის­თვის იქ­ნე­ბა გან­კუთ­ვნი­ლი, ამით საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს სა­ჩუ­ქარ­თან ერ­თად, სა­უ­კე­თე­სო ემო­ცი­ებ­საც აჩუ­ქებთ!

თბი­ლი ჰუდი სა­სურ­ვე­ლი პრინ­ტით

ჰუდი უყ­ვარს ყვე­ლას! მას­ზე თბი­ლი და კომ­ფორ­ტუ­ლი სა­მო­სი ზამ­თარ­ში არ ასე­ბობს! ჰუდს იც­ვა­მენ სახ­ლშიც და გა­რე­თაც. ჰუ­დით ძა­ლი­ან ორი­გი­ნა­ლუ­რი და სა­ინ­ტე­რე­სო „ლუ­ქის“ შექ­მნაც კი შე­იძ­ლე­ბა. სა­სურ­ვე­ლი ფე­რის და პრინ­ტის ასარ­ჩე­ვად printarea.ge-ს ეწ­ვი­ეთ. შე­უქ­მე­ნით სა­ა­ხალ­წლო გან­წყო­ბა და კომ­ფორ­ტი საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს, ან სუ­ლაც სა­კუ­თარ თავს.

კა­ლენ­და­რი სა­სურ­ვე­ლი ფო­ტო­თი

წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რო­გორ გა­ა­ხა­რებთ ბე­ბი­ას და ბა­ბუ­ას, თუ მათი შვი­ლიშ­ვი­ლის ფო­ტო­ე­ბით კა­ლენ­დარს და­ამ­ზა­დე­ბი­ნებთ. შე­გიძ­ლი­ათ სა­სურ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბით შექ­მნათ კედ­ლის, ჩარ­ჩო­ში ჩა­სას­მე­ლი ან მა­გი­და­ზე და­სა­დე­ბი კა­ლენ­და­რი. ის ოჯა­ხის ნე­ბის­მი­ერ წევ­რს გა­უ­ხარ­დე­ბა.

ფრა­ზე­ბი ჩარ­ჩო­ებ­ში

ძა­ლი­ან ლა­მა­ზი სა­მო­ტი­ვა­ციო სა­ჩუ­ქა­რი (და არა­მარ­ტო) არის ფრა­ზე­ბი ჩარ­ჩო­ებ­ში. შე­გიძ­ლი­ათ ვებ­სა­იტ­ზე აარ­ჩი­ოთ სა­სურ­ვე­ლი ფრა­ზა, დი­ზა­ი­ნი და იქვე შე­უკ­ვე­თოთ. ან შე­გიძ­ლი­ათ თა­ვად ატ­ვირ­თოთ თქვე­ნი ფოტო სურ­ვი­ლი­სა­მებრ. სა­მო­ტი­ვა­ციო ფრა­ზა ჩარ­ჩო­ში, ად­რე­სატს იზო­ლა­ცი­ის პე­რი­ოდ­ში წა­ა­ხა­ლი­სებს.

ონ­ლა­ინ­კურ­სე­ბი

ძა­ლი­ან სა­ჭი­რო და გა­მო­სა­დე­გი სა­ჩუ­ქა­რი იქ­ნე­ბა ენის შეს­წავ­ლის ან რა­ი­მე სხვა ონ­ლა­ინ­კურ­სი. ასე­ვე, ვე­ბი­ნა­რი იმ თე­მა­ზე, რაც ად­რე­სატს აინ­ტე­რე­სებს. მო­ძებ­ნეთ მისი ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და ჰო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ვე­ბი­ნა­რი ან ონ­ლა­ინ­კურ­სი და აჩუ­ქეთ მას. ამ შემ­თხვე­ვა­ში, სა­ჩუ­ქარს არა მხო­ლოდ სა­სი­ა­მოვ­ნო, არა­მედ შე­მეც­ნე­ბი­თი ხა­სი­ა­თიც ექ­ნე­ბა.

სას­მე­ლი პერ­სო­ნა­ლუ­რი ხის ყუ­თით

ძა­ლი­ან ორი­გი­ნა­ლუ­რი სა­ჩუ­ქა­რი იქ­ნე­ბა ღვი­ნო ხის ყუ­თით, რო­მელ­საც ად­რე­სა­ტის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი პერ­სო­ნა­ლუ­რი წარ­წე­რა ექ­ნე­ბა გა­კე­თე­ბუ­ლი. ასე­თი სა­ჩუ­ქა­რი გან­სა­კუთ­რე­ბით მა­მა­კა­ცებს გა­უ­ხარ­დე­ბათ.

ფო­ტო­წიგ­ნი

ფო­ტო­წიგ­ნი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ემო­ცი­უ­რი სა­ჩუ­ქა­რია. სა­უ­კე­თე­სო მო­გო­ნე­ბე­ბი შე­გიძ­ლი­ათ წიგ­ნად აქ­ცი­ოთ. სა­სურ­ველ ფორ­მატს არ­ჩევთ ონ­ლა­ინ და თა­ვად ქმნით დი­ზა­ინს. შე­გიძ­ლი­ათ შექ­მნათ სა­ქორ­წი­ლო, ბავ­შვე­ბის, მე­გობ­რე­ბის ან ნე­ბის­მი­ე­რი ში­ნა­არ­სის ფო­ტო­წიგ­ნი. ასე­თი სა­ჩუქ­რით გან­სა­კუთ­რე­ბით ბე­ბი­ებ­სა და ბა­ბუ­ებს გა­ა­ხა­რებთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

კარანტინული საჩუქრები: როგორ გავუკეთოთ საჩუქარი უსაფრთხოდ, "ლოქდაუნის" პერიოდში საყვარელ ადამიანებს?

კარანტინული საჩუქრები: როგორ გავუკეთოთ საჩუქარი უსაფრთხოდ, "ლოქდაუნის" პერიოდში საყვარელ ადამიანებს?

კორონავირუსის აფეთქებამ გლობალურ მასშტაბებს მიაღწია. უსაფრთხოების მიზნით სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები დაიკეტა. სამწუხაროდ, "ლოქდაუნის" პერიოდში, გარკვეული პროდუქტების შეძენა შეიძლება ძალიან რთული, ზოგჯერ კი სრულიად შეუძლებელი იყოს. ეს პრობლემურია, რადგან ცხოვრება გრძელდება - ჩვენი ახლობლები აღნიშნავენ დაბადების დღეებს, წინ კი შობა-ახალი წელია.ყველას სურს, რომ წლის ამ ჯადოსნურ ღამეს საყვარელ ადამიანებს რაიმე განსაკუთრებული აჩუქოს, რაც მათ გაახარებს და განწყობას გაუუმჯობესებს. განსაკუთრებით ახლა, როდესაც ყველა იძულებულია, სახლში დარჩეს.როგორ მოვაწყოთ საჩუქრები საკარანტინო პერიოდში, უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით და ჯანმრთელობისთვის საფრთხის მიყენების გარეშე? - წარმოგიდგენთ მარტივ გამოსავალს და რამდენიმე საჩუქრის იდეასაც შემოგთავაზებთ.

საჩუქრები კარანტინის პერიოდში

"ლოქდაუნის" პერიოდში საჩუქრის ყიდვა და გაცემა შეიძლება რთული იყოს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ არ ვცხოვრობთ იმ ადამიანთან, ვისაც გვინდა მივულოცოთ. ნიშნავს ეს იმას, რომ აღარ უნდა გავუკეთოთ საჩუქრები საყვარელ ადამიანებს, ან დაველოდოთ უკეთეს დროს? ერთმნიშვნელოვნად არა! ამ დროისთვის ვერავინ მოგვცემს გარანტიას, რამდენ ხანს გაგრძელდება პანდემიის აფეთქება ქვეყანაში, ან როგორ განვითარდება ის შემდგომ.

ონლაინსაჩუქრები ეპიდემიის დროს

ვაჭრობისთვის დაწესებული შეზღუდვებისა და სახლში რაც შეიძლება დიდხანს დარჩენის ინსტრუქციის გათვალისწინებით, ჩვენ საჩუქრების ონლაინშეძენის იმედად დავრჩით. საბედნიეროდ, საყვარელი ადამიანისთვის ნებისმიერი საჩუქრის შეკვეთა ინტერნეტით ნებისმიერ დროს შეგვიძლია, სახლში მიტანის მომსახურებით.არცთუ ისე მარტივი მისიაა განსაკუთრებული საჩუქრის შერჩევა ონლაინ. ისეთის, რომელიც განსხვავებულიც იქნება და თან, საახალწლო განწყობასაც ატარებს. ხოლო, თუ ისეთ საჩუქარს შეარჩევთ, რომელიც პერსონალურად ადრესატისთვის იქნება განკუთვნილი, ამით საყვარელ ადამიანს საჩუქართან ერთად, საუკეთესო ემოციებსაც აჩუქებთ!

თბილი ჰუდი სასურველი პრინტით

ჰუდი უყვარს ყველას! მასზე თბილი და კომფორტული სამოსი ზამთარში არ ასებობს! ჰუდს იცვამენ სახლშიც და გარეთაც. ჰუდით ძალიან ორიგინალური და საინტერესო „ლუქის“ შექმნაც კი შეიძლება. სასურველი ფერის და პრინტის ასარჩევად printarea.ge-ს ეწვიეთ. შეუქმენით საახალწლო განწყობა და კომფორტი საყვარელ ადამიანს, ან სულაც საკუთარ თავს.

კალენდარი სასურველი ფოტოთი

წარმოიდგინეთ, როგორ გაახარებთ ბებიას და ბაბუას, თუ მათი შვილიშვილის ფოტოებით კალენდარს დაამზადებინებთ. შეგიძლიათ სასურველი ფოტოებით შექმნათ კედლის, ჩარჩოში ჩასასმელი ან მაგიდაზე დასადები კალენდარი. ის ოჯახის ნებისმიერ წევრს გაუხარდება.

ფრაზები ჩარჩოებში

ძალიან ლამაზი სამოტივაციო საჩუქარი (და არამარტო) არის ფრაზები ჩარჩოებში. შეგიძლიათ ვებსაიტზე აარჩიოთ სასურველი ფრაზა, დიზაინი და იქვე შეუკვეთოთ. ან შეგიძლიათ თავად ატვირთოთ თქვენი ფოტო სურვილისამებრ. სამოტივაციო ფრაზა ჩარჩოში, ადრესატს იზოლაციის პერიოდში წაახალისებს.

ონლაინკურსები

ძალიან საჭირო და გამოსადეგი საჩუქარი იქნება ენის შესწავლის ან რაიმე სხვა ონლაინკურსი. ასევე, ვებინარი იმ თემაზე, რაც ადრესატს აინტერესებს. მოძებნეთ მისი ინტერესებისა და ჰობის გათვალისწინებით ვებინარი ან ონლაინკურსი და აჩუქეთ მას. ამ შემთხვევაში, საჩუქარს არა მხოლოდ სასიამოვნო, არამედ შემეცნებითი ხასიათიც ექნება.

სასმელი პერსონალური ხის ყუთით

ძალიან ორიგინალური საჩუქარი იქნება ღვინო ხის ყუთით, რომელსაც ადრესატისთვის განკუთვნილი პერსონალური წარწერა ექნება გაკეთებული. ასეთი საჩუქარი განსაკუთრებით მამაკაცებს გაუხარდებათ.

ფოტოწიგნი

ფოტოწიგნი ერთ-ერთი ყველაზე ემოციური საჩუქარია. საუკეთესო მოგონებები შეგიძლიათ წიგნად აქციოთ. სასურველ ფორმატს არჩევთ ონლაინ და თავად ქმნით დიზაინს. შეგიძლიათ შექმნათ საქორწილო, ბავშვების, მეგობრების ან ნებისმიერი შინაარსის ფოტოწიგნი. ასეთი საჩუქრით განსაკუთრებით ბებიებსა და ბაბუებს გაახარებთ.

3 ტრადიციული და არატრადიციული საშუალება, როგორ უნდა მოვიზიდოთ ბიზნესისთვის მეტი მომხმარებელი

ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა კ. ტოკაევმა დააჯილდოვა საქართველოს მოქალაქე დ. ქემერტელიძე დოსტიკის II ხარისხის ორდენით (მეგობრობის ორდენი)

Volvo-ს „სიცოცხლის სპრეი“ ღამის საათებში Glovo-ს პარტნიორი კურიერების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს