საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველას ვაფრთხილებ, არ მოტყუვდეთ" - რას ამბობს გიორგი ფხაკაძე "კოვიდ-19"-ის მესამე ტალღასა და ვაქცინის საქართველოში შემოტანაზე
"ყველას ვაფრთხილებ, არ მოტყუვდეთ" - რას ამბობს გიორგი ფხაკაძე "კოვიდ-19"-ის მესამე ტალღასა და ვაქცინის საქართველოში შემოტანაზე

"სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლია, რომ ჩვენს სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მი­ნუს 70 გრა­დუს­ზე ვაქ­ცი­ნის შე­ნახ­ვის პი­რო­ბე­ბი კი არა, სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბიც არ არის მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი. ასეთ პი­რო­ბებ­ში ვაქ­ცი­ნის შე­მო­ტა­ნამ შე­საძ­ლოა უა­რე­სი შე­დე­გიც მოგ­ვი­ტა­ნოს, რად­გან მის შე­ნახ­ვა­სა და მოხ­მა­რე­ბას თა­ვი­სი პრო­ტო­კო­ლი აქვს და ტრე­ნინ­გე­ბი სჭირ­დე­ბა. "ფა­ი­ზერ­მა" კი შე­ი­მუ­შა­ვა მშრა­ლი ყი­ნუ­ლის კონ­ტე­ი­ნე­რე­ბი, რათა გა­და­ტა­ნი­სას ვაქ­ცი­ნა ცი­ვად დარ­ჩეს, მაგ­რამ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ყი­ნუ­ლე­ე­ბის უქონ­ლო­ბის გამო, მისი მი­წო­დე­ბა პრობ­ლე­მებს წარ­მოქ­მნის"

სა­ქარ­თვე­ლო ვაქ­ცი­ნის მო­ლო­დინ­შია, თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან დაც­ვის ექ­სპერ­ტი, გა­ე­როს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნი­სა და ვაქ­ცი­ნე­ბი­სა და იმუ­ნი­ზა­ცი­ე­ბის გლო­ბა­ლუ­რი ალი­ან­სის მრჩე­ვე­ლი გი­ორ­გი ფხა­კა­ძე აცხა­დებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო ვაქ­ცი­ნის­თვის ჯერ­ჯე­რო­ბით მზად არ არის, რა­საც ბევ­რი მი­ზე­ზი აქვს.

- არა­ვინ იცის, პირ­ვე­ლად რო­მე­ლი ვაქ­ცი­ნა შე­მო­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში. ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ უნდა მი­ი­ღოს მო­თხოვ­ნა ფარ­მა­კო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის­გან, შემ­დეგ მან უნდა გა­ი­ა­როს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ფარ­მა­კო­ლო­გი­უ­რი ბიზ­ნე­სი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი გავ­ლე­ნე­ბის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი ექ­სპერტთა ჯგუ­ფე­ბის კონ­ტრო­ლი, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე და ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გუნ­დე­ბის­გან იქ­ნე­ბა შედ­გე­ნი­ლი. მათ დე­ტა­ლუ­რად უნდა შე­ის­წავ­ლონ ვაქ­ცი­ნა, მისი მი­ნუს-პლუ­სე­ბი. ყვე­ლა კი­თხვას მხო­ლოდ მეც­ნი­ე­რულ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხი უნდა გა­ე­ცეს.

უამ­რა­ვი ვერ­სია შე­იძ­ლე­ბა იყოს რო­მე­ლი­მე ვაქ­ცი­ნა­ზე, მაგ­რამ სა­ინ­ტე­რე­სო ის არის, რო­გორ შე­მო­ი­ტა­ნენ რო­მე­ლი­მეს, როცა სხვა თუ არა­ფე­რი, წარ­მო­ე­ბა არ არის საკ­მა­რი­სი, რომ რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი, ასე­ვე სხვა ქვეყ­ნის მო­თხოვ­ნაც და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს. ასე რომ, სა­ქარ­თვე­ლო მი­ი­ღებს იმ ვაქ­ცი­ნას, რო­მე­ლიც "კო­ვაქსმა" შე­ის­ყი­და, რად­გან ჩვენ, მსოფ­ლი­ოს 170 ქვე­ყა­ნას­თან ერ­თად, მის პლატ­ფორ­მა­ზე ვართ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი, ოღონდ მი­ვი­ღებთ მა­შინ, როცა ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია იტყვის, რომ ის ხა­რის­ხი­ა­ნი და უსაფრ­თხოა. შემ­დეგ და­ი­წყე­ბა მე­ო­რე ეტა­პი - ამის შემ­დეგ საქ­მე­ში ერ­თვე­ბა ვაქ­ცი­ნე­ბის გლო­ბა­ლუ­რი ალი­ან­სი, რო­მელ­საც ბილ გე­ით­სის ფონ­დი აფი­ნან­სებს და გან­ვი­თა­რე­ბა­დი ქვეყ­ნე­ბის ვაქ­ცი­ნე­ბით მო­მა­რა­გე­ბა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი დამ­ხმა­რე ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა. მან უნდა შე­ა­ფა­სოს ფი­ნან­სუ­რად, ლო­ჯის­ტი­კუ­რად რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია თუნ­დაც "ფა­ი­ზე­რის" შე­მო­ტა­ნა. არა­და, სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლია, რომ ჩვენს სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მი­ნუს 70 გრა­დუს­ზე ვაქ­ცი­ნის შე­ნახ­ვის პი­რო­ბე­ბი კი არა, სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბიც არ არის მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი. ასეთ პი­რო­ბებ­ში ვაქ­ცი­ნის შე­მო­ტა­ნამ შე­საძ­ლოა უა­რე­სი შე­დე­გიც მოგ­ვი­ტა­ნოს, რად­გან მის შე­ნახ­ვა­სა და მოხ­მა­რე­ბას თა­ვი­სი პრო­ტო­კო­ლი აქვს და ტრე­ნინ­გე­ბი სჭირ­დე­ბა. "ფა­ი­ზერ­მა" კი შე­ი­მუ­შა­ვა მშრა­ლი ყი­ნუ­ლის კონ­ტე­ი­ნე­რე­ბი, რათა გა­და­ტა­ნი­სას ვაქ­ცი­ნა ცი­ვად დარ­ჩეს, მაგ­რამ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ყი­ნუ­ლე­ე­ბის უქონ­ლო­ბის გამო, მისი მი­წო­დე­ბა პრობ­ლე­მებს წარ­მოქ­მნის. ის, რაც ნორ­მა­ლუ­რია ნიუ-იორკსა და ჟე­ნე­ვა­ში, არ არის მი­სა­ღე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, სა­დაც ორ­ჯერ რომ მიხ­ვი­დეთ რო­მე­ლი­მე სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, შე­საძ­ლოა კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი გახ­დეთ, რად­გან ჩვენ­თან ინ­ფექ­ცი­ის კონ­ტრო­ლი ვერ ხდე­ბა. "კო­ვიდ-19"-ის ყვე­ლა­ზე ფარ­თო გავ­რცე­ლე­ბა სწო­რედ კლი­ნი­კე­ბი­დან და სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი­დან და­ი­წყო. ამი­ტო­მაც ვუ­ყუ­რებ ასე სკეპ­ტი­კუ­რად მის შე­მო­ტა­ნას.

ხმე­ბი მომ­დის, რომ ვი­ღა­ცამ რა­ღაც გზე­ბით შე­მო­ი­ტა­ნა ესა და ეს წა­მა­ლი, რო­მე­ლიც ებ­რძვის კო­რო­ნა­ვირუსს. ყვე­ლას ვაფრ­თხი­ლებ, არ მო­ტყუვ­დეთ, თვით­მკურ­ნა­ლო­ბა არ გა­ბე­დოთ!.. ნუ და­უ­ჯე­რებთ ფე­იკ­ნი­უ­სებს. და­ე­ლო­დეთ ჯან­მოს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­მელ­საც "კო­ვაქ­სი" შე­ი­ძენს და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის აუ­ცი­ლებ­ლად უფა­სო იქ­ნე­ბა.

- რო­მე­ლიც გა­ზა­ფხულ­ზე თუ არა, ზა­ფხულ­ში მა­ინც მო­აღ­წევს ჩვე­ნამ­დე?

- ღმერ­თმა ქნას, მაგ­რამ არა მგო­ნია, ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო. თუმ­ცა, როცა მო­აღ­წევს, არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ უნდა იყოს იძუ­ლე­ბი­თი, ვი­საც არ უნდა, ნუ გა­ი­კე­თებს. როცა სა­ხელ­მწი­ფოს გა­მოც­დი­ლი და სან­დო პრე­პა­რა­ტი ექ­ნე­ბა, მას სა­ზო­გა­დო­ე­ბა თა­ვად მოს­თხოვს მის გა­კე­თე­ბას, ამი­ტომ ინ­ფორ­მა­ცია მაქ­სი­მა­ლუ­რად გამჭვირ­ვა­ლე უნდა იყოს.

- გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ტრო­ლე­ბის მუ­შა­ო­ბაც ვაქ­ცი­ნით და­ჩიპ­ვის შე­სა­ხებ.

- ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რი სი­სუ­ლე­ლეა. ეტყო­ბა, ამ კა­ტე­გო­რი­ას ჩიპი არც უნა­ხავს. ამი­ტომ მე­დი­ამ და სა­ხელ­მწი­ფომ თუნ­დაც ამ მძი­მე კა­ტე­გო­რი­ას ერ­თობ­ლი­ვად უნდა აუხ­სნან ძალ­ზე პრი­მი­ტი­უ­ლი რამ - ჩიპი ყვე­ლა­ზე დიდი ზო­მის შპ­რიც­შიც ვერ გა­ე­ტე­ვა, ეს მხო­ლოდ ფან­ტას­ტი­კუ­რი ჟან­რის ფილ­მებ­ში ხდე­ბა.

გა­ზა­ფხულ­ზე "კო­ვიდ-19"-ის მე­სა­მე ტალ­ღა და­ი­წყე­ბა. ვირუ­სი უკვე და­სუს­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, სტრე­სი, დეპ­რე­სია, რო­მე­ლიც მერე და მერე იჩენს თავს. ძა­ლი­ან დიდი სიფრ­თხი­ლით უნდა ვი­ცხოვ­როთ მო­მა­ვალ წლამ­დე, რად­გან ამ დრო­ის­თვის ბა­ზარ­ზე უკვე რამ­დე­ნი­მე ვაქ­ცი­ნა იქ­ნე­ბა გა­მო­სუ­ლი და ჩვენ უნდა ავირ­ჩი­ოთ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტე­ბის მიერ შეს­წავ­ლი­ლი უსაფრ­თხო ვაქ­ცი­ნა. ამ ეტაპ­ზე კი არც ერთი ვაქ­ცი­ნა, მათ შო­რის არც "ფა­ი­ზე­რი" არ არის შე­ფა­სე­ბუ­ლი 100 პრო­ცენ­ტით უსაფრ­თხოდ.

- ბრი­ტა­ნეთ­ში უკვე და­ი­წყეს მისი გა­მო­ყე­ნე­ბა.

- დიახ, მაგ­რამ ის მა­ინც საც­დე­ლი ნი­მუ­შია და არა­ვინ ამ­ბობს დარ­წმუ­ნე­ბით, რომ უსაფრ­თხოა. იმუ­ნი­ტე­ტის გა­მო­მუ­შა­ვე­ბის­თვის 28 დღეა სა­ჭი­რო. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 37 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნატა
52

ისე, რამდენი მტარვალია ქვეყანაზე! ტრამპმა განაცხადა, არაა აუცილებელი ვაქცინის გაკეთებაო! ეს კაცი ამბობს, გაფუჭებული იქნება ეგ ვაქცინა და ჯობს არ გაიკეთოთო! ამ დროს ჩინეთმა აცრა თავისი მოსახლეობა და აღარ აქვთ ვირუსის შემთხვევები. ეხლა იწყებს აფრიკის ქვეყნების აცრას და ჩვენ ვისხდეთ და ვიძახოთ - გვატყუებენ, ბატონო, არ გვინდა აცრაო! 

ბილ გეითსი
20

ხედავთ რა ლამაზად მოვაგვარე საქმე, მსოფლიოს 80%-ში ჩემი ვაქცინა შედის, რაც ნიშნავს იმას რომ ამ ქვეყნებში ბავშვი აღარ დაიბადება, 2070 წელს მსოფლიო 3-ჯერ შემცირდება ყოველგვარი ომების გარეშე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"ყველას ვაფრთხილებ, არ მოტყუვდეთ" - რას ამბობს გიორგი ფხაკაძე "კოვიდ-19"-ის მესამე ტალღასა და ვაქცინის საქართველოში შემოტანაზე

"ყველას ვაფრთხილებ, არ მოტყუვდეთ" - რას ამბობს გიორგი ფხაკაძე "კოვიდ-19"-ის მესამე ტალღასა და ვაქცინის საქართველოში შემოტანაზე

"საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჩვენს სამედიცინო დაწესებულებებში მინუს 70 გრადუსზე ვაქცინის შენახვის პირობები კი არა, სველი წერტილებიც არ არის მოწესრიგებული. ასეთ პირობებში ვაქცინის შემოტანამ შესაძლოა უარესი შედეგიც მოგვიტანოს, რადგან მის შენახვასა და მოხმარებას თავისი პროტოკოლი აქვს და ტრენინგები სჭირდება. "ფაიზერმა" კი შეიმუშავა მშრალი ყინულის კონტეინერები, რათა გადატანისას ვაქცინა ცივად დარჩეს, მაგრამ სპეციალური საყინულეების უქონლობის გამო, მისი მიწოდება პრობლემებს წარმოქმნის"

საქართველო ვაქცინის მოლოდინშია, თუმცა საზოგადოებრივი ჯან დაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნისა და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ საქართველო ვაქცინისთვის ჯერჯერობით მზად არ არის, რასაც ბევრი მიზეზი აქვს.

- არავინ იცის, პირველად რომელი ვაქცინა შემოვა საქართველოში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უნდა მიიღოს მოთხოვნა ფარმაკოლოგიური კომპანიებისგან, შემდეგ მან უნდა გაიაროს დამოუკიდებელი ფარმაკოლოგიური ბიზნესისა და პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი ექსპერტთა ჯგუფების კონტროლი, რომელიც რამდენიმე და ერთმანეთისგან განსხვავებული გუნდებისგან იქნება შედგენილი. მათ დეტალურად უნდა შეისწავლონ ვაქცინა, მისი მინუს-პლუსები. ყველა კითხვას მხოლოდ მეცნიერულ მტკიცებულებებზე დამყარებული პასუხი უნდა გაეცეს.

უამრავი ვერსია შეიძლება იყოს რომელიმე ვაქცინაზე, მაგრამ საინტერესო ის არის, როგორ შემოიტანენ რომელიმეს, როცა სხვა თუ არაფერი, წარმოება არ არის საკმარისი, რომ როგორც ადგილობრივი, ასევე სხვა ქვეყნის მოთხოვნაც დააკმაყოფილოს. ასე რომ, საქართველო მიიღებს იმ ვაქცინას, რომელიც "კოვაქსმა" შეისყიდა, რადგან ჩვენ, მსოფლიოს 170 ქვეყანასთან ერთად, მის პლატფორმაზე ვართ გაერთიანებული, ოღონდ მივიღებთ მაშინ, როცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იტყვის, რომ ის ხარისხიანი და უსაფრთხოა. შემდეგ დაიწყება მეორე ეტაპი - ამის შემდეგ საქმეში ერთვება ვაქცინების გლობალური ალიანსი, რომელსაც ბილ გეითსის ფონდი აფინანსებს და განვითარებადი ქვეყნების ვაქცინებით მომარაგებაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამხმარე ორგანიზაციაა. მან უნდა შეაფასოს ფინანსურად, ლოჯისტიკურად რამდენად შესაძლებელია თუნდაც "ფაიზერის" შემოტანა. არადა, საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჩვენს სამედიცინო დაწესებულებებში მინუს 70 გრადუსზე ვაქცინის შენახვის პირობები კი არა, სველი წერტილებიც არ არის მოწესრიგებული. ასეთ პირობებში ვაქცინის შემოტანამ შესაძლოა უარესი შედეგიც მოგვიტანოს, რადგან მის შენახვასა და მოხმარებას თავისი პროტოკოლი აქვს და ტრენინგები სჭირდება. "ფაიზერმა" კი შეიმუშავა მშრალი ყინულის კონტეინერები, რათა გადატანისას ვაქცინა ცივად დარჩეს, მაგრამ სპეციალური საყინულეების უქონლობის გამო, მისი მიწოდება პრობლემებს წარმოქმნის. ის, რაც ნორმალურია ნიუ-იორკსა და ჟენევაში, არ არის მისაღები საქართველოსთვის, სადაც ორჯერ რომ მიხვიდეთ რომელიმე სამედიცინო დაწესებულებაში, შესაძლოა კოვიდინფიცირებული გახდეთ, რადგან ჩვენთან ინფექციის კონტროლი ვერ ხდება. "კოვიდ-19"-ის ყველაზე ფართო გავრცელება სწორედ კლინიკებიდან და საავადმყოფოებიდან დაიწყო. ამიტომაც ვუყურებ ასე სკეპტიკურად მის შემოტანას.

ხმები მომდის, რომ ვიღაცამ რაღაც გზებით შემოიტანა ესა და ეს წამალი, რომელიც ებრძვის კორონავირუსს. ყველას ვაფრთხილებ, არ მოტყუვდეთ, თვითმკურნალობა არ გაბედოთ!.. ნუ დაუჯერებთ ფეიკნიუსებს. დაელოდეთ ჯანმოს ინფორმაციას, რომელსაც "კოვაქსი" შეიძენს და საზოგადოებისთვის აუცილებლად უფასო იქნება.

- რომელიც გაზაფხულზე თუ არა, ზაფხულში მაინც მოაღწევს ჩვენამდე?

- ღმერთმა ქნას, მაგრამ არა მგონია, ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო. თუმცა, როცა მოაღწევს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს იძულებითი, ვისაც არ უნდა, ნუ გაიკეთებს. როცა სახელმწიფოს გამოცდილი და სანდო პრეპარატი ექნება, მას საზოგადოება თავად მოსთხოვს მის გაკეთებას, ამიტომ ინფორმაცია მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა იყოს.

- გასათვალისწინებელია ტროლების მუშაობაც ვაქცინით დაჩიპვის შესახებ.

- ეს აბსოლუტური სისულელეა. ეტყობა, ამ კატეგორიას ჩიპი არც უნახავს. ამიტომ მედიამ და სახელმწიფომ თუნდაც ამ მძიმე კატეგორიას ერთობლივად უნდა აუხსნან ძალზე პრიმიტიული რამ - ჩიპი ყველაზე დიდი ზომის შპრიცშიც ვერ გაეტევა, ეს მხოლოდ ფანტასტიკური ჟანრის ფილმებში ხდება.

გაზაფხულზე "კოვიდ-19"-ის მესამე ტალღა დაიწყება. ვირუსი უკვე დასუსტებული იქნება, მაგრამ გასათვალისწინებელია ქრონიკული დაავადებები, სტრესი, დეპრესია, რომელიც მერე და მერე იჩენს თავს. ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა ვიცხოვროთ მომავალ წლამდე, რადგან ამ დროისთვის ბაზარზე უკვე რამდენიმე ვაქცინა იქნება გამოსული და ჩვენ უნდა ავირჩიოთ დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ შესწავლილი უსაფრთხო ვაქცინა. ამ ეტაპზე კი არც ერთი ვაქცინა, მათ შორის არც "ფაიზერი" არ არის შეფასებული 100 პროცენტით უსაფრთხოდ.

- ბრიტანეთში უკვე დაიწყეს მისი გამოყენება.

- დიახ, მაგრამ ის მაინც საცდელი ნიმუშია და არავინ ამბობს დარწმუნებით, რომ უსაფრთხოა. იმუნიტეტის გამომუშავებისთვის 28 დღეა საჭირო. წაიკითხეთ სრულად

"ჩემმა შვილმა მაგისტრატურის მისაღები საერთაშორისო გამოცდა GMAT ჩააბარა და მიღებული ქულით ტოპ 3%-ში შევიდა" - რას წერს ნინო ქადაგიძე?

"სერიოზულ გართულებასთან გვაქვს საქმე, დარწმუნებული ვარ, ჩემი კოლეგები ყველაფერს ეცდებიან" - გამყრელიძე ექთნის მდგომარეობაზე

შეჩერდება თუ არა "ასტრაზენეკათი" ვაქცინაცია საქართველოში? - დაგეგმილია საგანგებო სხდომა