"რას ამბობთ, ძნელია თურმე, ნიკა გვარამიას ოჯახს რომ უთვალთვალებენ. მზეთუნახავი ჰყავს სახლში, რომ უთვალთვალებენ, თუ რატომ არის გაღიზიანებული?!" - ასე გამოეხმაურა დეპუტატი თეა წულუკიანი ნიკა გვარამიას იმ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მის ოჯახს უთვალთვალებენ.
"ბატონ ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა მხოლოდ ის, რომ მისი პერფორმანსები, თავდასხმები დასავლურ ღირებულებებზე, მისი ისტერიკა, ალბათ სხვა სიტყვა არ შეეფერება, არის ყოფილი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლის "გაბომჟებული" სახე. არის ძალიან მძიმე სანახავი, პიროვნულად, ადამიანურად. რადგან მას მთლიანად ჩაეფუშა ის გეგმა, რაც იყო ხელისუფლების ნებისმიერ ფასად ცვლილება...
მისი ეს გეგმა ჩაფუშულია და შესაბამისად, რეაქციაც არის განწირული ადამიანის.
რას ამბობთ, ძნელია, თურმე, რომ ნიკა გვარამიას ოჯახს უთვალთვალებენ. მზეთუნახავი ჰყავს სახლში რომ უთვალთვალებენ, თუ რატომ არის გაღიზიანებული?!" - ამბობს წულუკიანი.