მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
#სასწაულიწიგნებშია - რა ვაჩუქოთ საახალწლოდ 8-12 წლის მოზარდებს
#სასწაულიწიგნებშია - რა ვაჩუქოთ საახალწლოდ 8-12 წლის მოზარდებს

ახა­ლი წელი სულ უფრო გვი­ახ­ლოვ­დე­ბა და სა­დღე­სას­წა­უ­ლო გან­წყო­ბაც იმა­ტებს. ამ დროს, ბევ­რი ჩვენ­გა­ნი ფიქ­რობს იმა­ზე, თუ რით გა­ა­ხა­როს ბავ­შვი. რა აჩუ­ქოს ისე­თი, რაც სა­სარ­გებ­ლოც იქ­ნე­ბა და გან­წყო­ბა­საც აუ­მაღ­ლებს. და­მე­თან­ხმე­ბით, რომ მო­ზარ­დის­თვის წიგ­ნის კი­თხვა ყვე­ლა­ზე სა­სარ­გებ­ლო რა­მაა და რად­გა­ნაც სას­წა­უ­ლი წიგ­ნებ­შია, გთა­ვა­ზობთ იმ გა­მო­ცე­მებს, რომ­ლე­ბიც სა­ა­ხალ­წლოდ 8-12 წლის მკი­თხვე­ლი­სათ­ვის სა­უ­კე­თე­სო სა­ჩუ­ქა­რი იქ­ნე­ბა:

ჩარლზ დი­კენ­სი - სა­შო­ბაო სიმ­ღე­რა

რა­საკ­ვირ­ვე­ლია, რომ სიას ჩარლზ დი­კენ­სის უკ­ვდა­ვი „სა­შო­ბაო სიმ­ღე­რით“ ვი­წყებთ. ეს ნა­წარ­მო­ე­ბი არა მხო­ლოდ მო­ზარ­დე­ბის­თვის, არა­მედ ნე­ბის­მი­ე­რი ასა­კის მკი­თხვე­ლი­სათ­ვი­საა საყ­ვა­რე­ლი და ძვირ­ფა­სი. გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ ამ გა­მო­ცე­მის მთარ­გმნე­ლი ნი­კო­ლოზ ალექ­სი­ძე გახ­ლავთ, წიგ­ნის ულა­მა­ზე­სი ილუსტრა­ცი­ე­ბი კი ბარ­ბა­რე მა­ჭა­ვა­რი­ანს ეკუთ­ვნის.

"მოჩ­ვე­ნე­ბე­ბის ამ პა­ტა­რა წიგნ­ში შე­ვე­ცა­დე ისე­თი იდეა წარ­მო­მე­ჩი­ნა, რო­მე­ლიც მკი­თხველს არ გა­ა­ნა­წყე­ნებ­და არც სა­კუ­თა­რი თა­ვის, არც სხვე­ბის, არც სა­შო­ბაო დღე­სას­წა­უ­ლი­სა და არც ჩემ მი­მართ. დაე, ეს წიგ­ნი სა­მუ­და­მოდ დარ­ჩეს თქვენს სახ­ლებ­ში და ნუ­რა­ვინ შე­მო­დებს მას თა­რო­ზე. თქვე­ნი ერ­თგუ­ლი მე­გო­ბა­რი და მონა-მორ­ჩი­ლი ჩ.დ." - ასე­თი მი­ნა­წე­რი გა­უ­კე­თა დიდ­მა მწე­რალ­მა ამ წიგნს.

მაია ლუნ­დე - თოვ­ლის და

ეს არის ნორ­ვე­გი­ე­ლი მწერ­ლის ყვე­ლა­ზე სა­ა­ხალ­წლო წიგ­ნი.

ამ ულა­მა­ზე­სი ილუსტრა­ცი­ე­ბით გა­ფორ­მე­ბულ წიგნ­ში მარ­თლაც ჯა­დოს­ნუ­რი, იდუ­მა­ლი და ფან­ტას­ტი­კუ­რი სა­შო­ბაო ამ­ბა­ვი ელო­დე­ბა მკი­თხველს!

"იცი, შო­ბის წინა დღეს ჩემი და­ბა­დე­ბის დღეა. ამი­ტო­მაც მქვია იუ­ლი­ა­ნი და წელს 11-ის ვხდე­ბი. მშვე­ნი­ე­რი მი­ზე­ზი იყო სი­ხა­რუ­ლის­თვის. თუმ­ცა მე სა­ერ­თო­დაც არ მი­ხა­რო­და" - ასე იწყე­ბა ეს ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც არ­ცერთ პა­ტა­რა მკი­თხველს გულ­გრილს არ და­ტო­ვებს.

ნოელ სტრი­ტფილ­დი - სა­ბა­ლე­ტო ფეხ­საც­მე­ლე­ბი

გი­ნა­ხავთ ფილ­მი ”თქვენ­თვის წე­რი­ლია“? მა­შინ აუ­ცი­ლებ­ლად შე­ამ­ჩნევ­დით ქეთ­ლინ კე­ლის საყ­ვა­რელ წიგნს „Ballet Shoes”. ეს სწო­რედ ის წიგ­ნია!

პა­უ­ლი­ნი, პეტ­რო­ვა და პოსი დები არი­ან, თუმ­ცა მათ მხო­ლოდ ის აერ­თი­ა­ნებთ, რომ ბი­ძია მე­თი­უმ სა­მი­ვე გა­ნა­მარ­ხი ნი­მუ­შე­ბი­ვით მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში შე­აგ­რო­ვა და დის­შვი­ლის შვილს, სილ­ვი­ას, სა­ჩუქ­რად ჩა­მო­უყ­ვა­ნა.

გვა­რი ”ფო­სი­ლი“ გო­გო­ნებ­მა თა­ვად აირ­ჩი­ეს და გა­და­წყვი­ტეს, თა­ვი­ან­თი სა­ნი­მუ­შო ცხოვ­რე­ბით ის ის­ტო­რი­ის წიგ­ნებ­ში შე­ე­ტა­ნათ. ამის­თვის კი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გზე­ბი აირ­ჩი­ეს.

ვაშ­ტი ჰარ­დი - ბრა­ითშ­ტორ­მი

ეს არის ამ­ბა­ვი ტყუპ და-ძმა­ზე, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ, და­იც­ვან ყვე­ლა­ზე წმინ­და რამ - ოჯა­ხი.

რო­გორც მთარ­გმნე­ლი გი­ორ­გი გო­მარ­თე­ლი აღ­ნიშ­ნავს, ეს წიგ­ნი გახ­ლავთ სა­ო­ცა­რი, ზღაპ­რუ­ლი თავ­გა­და­სა­ვა­ლი, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო სი­უ­ჟე­ტით. "ბრა­ითშ­ტორ­მი" მოგ­ვი­თხრობს მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე, თა­ნაც სა­ჰა­ე­რო ხო­მალ­დით მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე, ჭეშ­მა­რი­ტე­ბის ძი­ე­ბა­ზე და რაც მთა­ვა­რია, პირ­ველ რიგ­ში, ეს ტყუ­პი და-ძმის ამ­ბა­ვია, რომ­ლე­ბიც ჭკვი­ა­ნე­ბი, მო­ხერ­ხე­ბუ­ლე­ბი, გამ­ჭრი­ა­ხე­ბი და უშიშ­რე­ბი არი­ან და მრა­ვა­ლი დაბ­რკო­ლე­ბი­სა თუ გა­უ­საძ­ლი­სი ყო­ფის მი­უ­ხე­და­ვად, ცდი­ლო­ბენ და­იც­ვან ყვე­ლა­ზე წმინ­და, რამ - ოჯა­ხი და არ და­უშ­ვან მისი სა­ხე­ლის შე­ბღალ­ვა. წიგნ­ში პა­ტა­რა მკი­თხვე­ლე­ბი შეხ­ვდე­ბი­ან ძა­ლი­ან სა­ხა­ლი­სო და სა­ხა­სი­ა­თო პერ­სო­ნა­ჟებს, მოხ­ვდე­ბი­ან მზი­ან, ცხელ, ასე­ვე შავ­ბნელ, პირ­ქუშ, ცივ, აქამ­დე უც­ნობ მი­წებ­ზე და არ­თურ­თან და მო­დის­თან ერ­თად გა­ივ­ლი­ან გრძელ გზას, რო­მე­ლიც მათ მრა­ვალ კი­თხვა­ზე გას­ცემს პა­სუხს.

სტი­უ­არტ გიბ­სი - კოს­მო­სუ­რი საქ­მე

კოს­მო­სუ­რი საქ­მე ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ხა­ლი­სო წიგ­ნია მო­ზარ­დე­ბის­თვის. თან ისე­თი მო­ზარ­დე­ბის­თვის, ჩახ­ლარ­თუ­ლი დე­ტექ­ტი­ვის და იუ­მო­რის­ტუ­ლი წიგ­ნე­ბის კი­თხვაც რომ უყ­ვართ და ამა­ვე დროს, სა­მეც­ნი­ე­რო-ფან­ტას­ტი­კის ჟან­რიც იტა­ცებთ. ეს წიგ­ნი სწო­რედ მათ­თვი­საა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის ფაქ­ტიც, რომ წიგ­ნი სავ­სეა სა­მეც­ნი­ე­რო ფაქ­ტე­ბით, რაც მო­ზარ­დის ცოდ­ნას მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნებს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

#სასწაულიწიგნებშია - რა ვაჩუქოთ საახალწლოდ 8-12 წლის მოზარდებს

#სასწაულიწიგნებშია - რა ვაჩუქოთ საახალწლოდ 8-12 წლის მოზარდებს

ახალი წელი სულ უფრო გვიახლოვდება და სადღესასწაულო განწყობაც იმატებს. ამ დროს, ბევრი ჩვენგანი ფიქრობს იმაზე, თუ რით გაახაროს ბავშვი. რა აჩუქოს ისეთი, რაც სასარგებლოც იქნება და განწყობასაც აუმაღლებს. დამეთანხმებით, რომ მოზარდისთვის წიგნის კითხვა ყველაზე სასარგებლო რამაა და რადგანაც სასწაული წიგნებშია, გთავაზობთ იმ გამოცემებს, რომლებიც საახალწლოდ 8-12 წლის მკითხველისათვის საუკეთესო საჩუქარი იქნება:

ჩარლზ დიკენსი - საშობაო სიმღერა

რასაკვირველია, რომ სიას ჩარლზ დიკენსის უკვდავი „საშობაო სიმღერით“ ვიწყებთ. ეს ნაწარმოები არა მხოლოდ მოზარდებისთვის, არამედ ნებისმიერი ასაკის მკითხველისათვისაა საყვარელი და ძვირფასი. გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ ამ გამოცემის მთარგმნელი ნიკოლოზ ალექსიძე გახლავთ, წიგნის ულამაზესი ილუსტრაციები კი ბარბარე მაჭავარიანს ეკუთვნის.

"მოჩვენებების ამ პატარა წიგნში შევეცადე ისეთი იდეა წარმომეჩინა, რომელიც მკითხველს არ გაანაწყენებდა არც საკუთარი თავის, არც სხვების, არც საშობაო დღესასწაულისა და არც ჩემ მიმართ. დაე, ეს წიგნი სამუდამოდ დარჩეს თქვენს სახლებში და ნურავინ შემოდებს მას თაროზე. თქვენი ერთგული მეგობარი და მონა-მორჩილი ჩ.დ." - ასეთი მინაწერი გაუკეთა დიდმა მწერალმა ამ წიგნს.

მაია ლუნდე - თოვლის და

ეს არის ნორვეგიელი მწერლის ყველაზე საახალწლო წიგნი.

ამ ულამაზესი ილუსტრაციებით გაფორმებულ წიგნში მართლაც ჯადოსნური, იდუმალი და ფანტასტიკური საშობაო ამბავი ელოდება მკითხველს!

"იცი, შობის წინა დღეს ჩემი დაბადების დღეა. ამიტომაც მქვია იულიანი და წელს 11-ის ვხდები. მშვენიერი მიზეზი იყო სიხარულისთვის. თუმცა მე საერთოდაც არ მიხაროდა" - ასე იწყება ეს ამბავი, რომელიც არცერთ პატარა მკითხველს გულგრილს არ დატოვებს.

ნოელ სტრიტფილდი - საბალეტო ფეხსაცმელები

გინახავთ ფილმი ”თქვენთვის წერილია“? მაშინ აუცილებლად შეამჩნევდით ქეთლინ კელის საყვარელ წიგნს „Ballet Shoes”. ეს სწორედ ის წიგნია!

პაულინი, პეტროვა და პოსი დები არიან, თუმცა მათ მხოლოდ ის აერთიანებთ, რომ ბიძია მეთიუმ სამივე განამარხი ნიმუშებივით მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში შეაგროვა და დისშვილის შვილს, სილვიას, საჩუქრად ჩამოუყვანა.

გვარი ”ფოსილი“ გოგონებმა თავად აირჩიეს და გადაწყვიტეს, თავიანთი სანიმუშო ცხოვრებით ის ისტორიის წიგნებში შეეტანათ. ამისთვის კი განსხვავებული გზები აირჩიეს.

ვაშტი ჰარდი - ბრაითშტორმი

ეს არის ამბავი ტყუპ და-ძმაზე, რომლებიც ცდილობენ, დაიცვან ყველაზე წმინდა რამ - ოჯახი.

როგორც მთარგმნელი გიორგი გომართელი აღნიშნავს, ეს წიგნი გახლავთ საოცარი, ზღაპრული თავგადასავალი, ძალიან საინტერესო სიუჟეტით. "ბრაითშტორმი" მოგვითხრობს მოგზაურობაზე, თანაც საჰაერო ხომალდით მოგზაურობაზე, ჭეშმარიტების ძიებაზე და რაც მთავარია, პირველ რიგში, ეს ტყუპი და-ძმის ამბავია, რომლებიც ჭკვიანები, მოხერხებულები, გამჭრიახები და უშიშრები არიან და მრავალი დაბრკოლებისა თუ გაუსაძლისი ყოფის მიუხედავად, ცდილობენ დაიცვან ყველაზე წმინდა, რამ - ოჯახი და არ დაუშვან მისი სახელის შებღალვა. წიგნში პატარა მკითხველები შეხვდებიან ძალიან სახალისო და სახასიათო პერსონაჟებს, მოხვდებიან მზიან, ცხელ, ასევე შავბნელ, პირქუშ, ცივ, აქამდე უცნობ მიწებზე და ართურთან და მოდისთან ერთად გაივლიან გრძელ გზას, რომელიც მათ მრავალ კითხვაზე გასცემს პასუხს.

სტიუარტ გიბსი - კოსმოსური საქმე

კოსმოსური საქმე ძალიან საინტერესო და სახალისო წიგნია მოზარდებისთვის. თან ისეთი მოზარდებისთვის, ჩახლართული დეტექტივის და იუმორისტული წიგნების კითხვაც რომ უყვართ და ამავე დროს, სამეცნიერო-ფანტასტიკის ჟანრიც იტაცებთ. ეს წიგნი სწორედ მათთვისაა. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ წიგნი სავსეა სამეცნიერო ფაქტებით, რაც მოზარდის ცოდნას მნიშვნელოვნად გაამრავალფეროვნებს.

პალიტრა კლასიკა - სერია, რომელიც მსოფლიო და ქართველ კლასიკოს მწერლებს აერთიანებს

14 დეკემბრიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად პროექტის „ქართველები მსოფლიო ისტორიაში“ მე-2 ტომი გამოვიდა

#სასწაულიწიგნებშია - რა ვაჩუქოთ სადღესასწაულოდ 6-8 წლის ბავშვებს