ავტორი:

"ოპოზიციის ეგზოტიკური გამონათქვამებიდან ფავორიტია ქეთევან წამებულთან შედარება, რომ ოპოზიციას აწამებენ დიპლომატების თანდასწრებით" - გერმანიის ელჩის განცხადება და პასუხი ოპოზიციიდან

"ოპოზიციის ეგზოტიკური გამონათქვამებიდან ფავორიტია ქეთევან წამებულთან შედარება, რომ ოპოზიციას აწამებენ დიპლომატების თანდასწრებით" - გერმანიის ელჩის განცხადება და პასუხი ოპოზიციიდან

გერმანიის ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ ქნირშმა, ტელეკომპანია "იმედთან" ინტერვიუში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე, ოპოზიციასა და ქართულ ოცნებას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებსა და მოლაპარაკებებში უცხოელი დიპლომატების მონაწილეობაზე ილაპარაკა.

გერმანიის ელჩი გამოეხმაურა ფასილიტატორების კრიტიკას და განაცხადა, რომ დიპლომატების მიმართ გამოთქმული პრეტენზიების პოლიტიკური მიზეზი ოპოზიციის შიდა დაპირისპირებაა. ჰუბერტ ქნირშის თანახმად, დიპლომატების მიმართ გამოთქმული კრიტიკული განცხადებები ძალიან სერიოზულად არ უნდა იყოს აღქმული.

"ვფიქრობ, ასეთი განცხადებები ძალიან სერიოზულად არ უნდა აღვიქვათ. მგონი, პრიზები უნდა დავაწესოთ ყველაზე ეგზოტიკური და ფანტაზიით აღსავსე გამონათქვამებისთვის. პირადად ჩემი ფავორიტია ოპოზიციის შედარების იდეა ქეთევან წამებულთან, რომ ოპოზიციას აწამებენ დიპლომატების თანდასწრებით, რომლებიც მისგან მოელიან იმ საშინელი რამის გაკეთებას, რისთვისაც თავად გააკეთა განაცხადი და ეს არის პარლამენტში შესვლა. მინდა, მედიასაც ვთხოვო: ყველაფერი, რასაც იტყვიან, იქნებ არ გადავაქციოთ დიდ მოვლენად, რომელზეც დღეების განმავლობაში იქნება საუბარი", - თქვა ჰუბერტ ქნირშმა.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი, ჯერ კიდევ უცნობია, გაიმართება თუ არა.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, საქართველოში გერმანიის ელჩი საკუთარი განცხადებით არ უნდა ამაყობდეს, რადგან მასში ჩანს უპატივცემულობა საქართველოს დღევანდელობისა და წარსულის მიმართ. როგორც კაპანაძემ აღნიშნა, ის ვერანაირ ტრაგედიას ვერ ხედავს იმ აზრთა სხვადასხვაობაში, რაც მათ და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს შორის არის.

"მიმაჩნია, რომ გერმანიის ელჩი ამ თავისი განცხადებით, დიპლომატიური ენით რომ ვთქვათ, მაინც და მაინც არ უნდა ამაყობდეს, რადგან ეს არის განცხადება, რომელშიც, როგორც მინიმუმ, ჩანს უპატივცემულობა როგორც საქართველოს დღევანდელი რეალობის, ისე წარსულის მიმართ და ეს არ არის ის, რასაც ელჩები აკეთებენ ხოლმე. მიუხედავად ამისა, ჩვენთვის ელჩების პოზიციები ყოველთვის არის ყურადსაღები და მნიშვნელოვანი, მაგრამ კარგად უნდა გვესმოდეს ყველას, რომ ჩვენ, პოლიტიკური პარტიები, "ევროპული საქართველო" მათ შორის და პირველ როგში, არასოდეს არ ვხელმძღვანელობთ ელჩების ინსტრუქციებით და პოზიციებით, ჩვენ გამოვხატავთ ჩვენი ხალხის ინტერესებს და ვხელმძღვანელობთ ხალხის ინტერესებით და იმით, რაც ჩვენ მიგვაჩნია რომ არის სწორი და კარგი ჩვენი ქვეყნის დღევანდელობისათვის და მომავლისათვის. ამრიგად, თუ ჩვენ შორის, ჩვენ და ჩვენ პარტნიორების წარმომადგენლებს შორის საქართველოში იქნება აზრთა სხვადასხვაობები, მე ამაში ვერანაირ ტრაგედიას ვერ ვხედავ და არ მიმაჩნია სწორად ღია შეტევები დიპლომატიურ კორპუსზე,“ - განაცხადა კაპანაძემ.

"თუ მსგავსი ტენდენცია შევინარჩუნეთ უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, ეტაპობრივი გახსნა შეიძლება უფრო ადრე დავიწყოთ" - გიორგი გახარია

განათლების სამინისტროს კულტურისა და სპორტის ნაწილი გამოეყოფა - "ახალი უწყება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სახელით იფუნქციონირებს"

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"