საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შემსუბუქდება თუ არა მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციები - ამირან გამყრელიძის განცხადება
შემსუბუქდება თუ არა მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციები - ამირან გამყრელიძის განცხადება

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, მიმ­დი­ნა­რე კვი­რის ბო­ლოს გა­და­წყდე­ბა, შემ­სუ­ბუქ­დე­ბა თუ არა მთავ­რო­ბის მიერ და­წე­სე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი.

რო­გორც გამ­ყრე­ლი­ძემ მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე აღ­ნიშ­ნა, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრი თა­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის მარ­თვას­თან და­კავ­ში­რე­ბით უფრო რა­დი­კა­ლუ­რია, თუმ­ცა, სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო სა­ბო­ლო­ოდ, ბა­ლან­სი­რე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს.

"ეს სა­კი­თხი დღეს იყო გან­ხილ­ვის სა­გა­ნი და შე­ჯერ­და სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო, რომ ამ კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ვაკ­ვირ­დეთ ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბას და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მი­ღე­ბულ იქ­ნეს კვი­რის ბო­ლოს იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რა ზო­მით და მას­შტა­ბით უნდა იქ­ნას თუ არ იქ­ნას შემ­სუ­ბუ­ქე­ბა. მე ახლა კონ­კრე­ტუ­ლად ვერ გე­ტყვით რა შე­იძ­ლე­ბა გა­იხ­სნას და რა არა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრი ამ თვალ­საზ­რი­სით უფრო რა­დი­კა­ლუ­რი ვართ, მაგ­რამ სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო იღებს ბა­ლან­სი­რე­ბულ, შე­ჯე­რე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რად­გან გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბა ბა­ლან­სი­რე­ბუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 40 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რაულა
7

ვა რა საინტერესო ინფორმაცია, 

ნათელა
61

არ უნდა შემსუბუქდეს. Უარესს იზამს ბრბო. Არც ახალ წელს არ უნდა გახსნათ. Წავა ლოთობა და პროშნა-კოცნა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

შემსუბუქდება თუ არა მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციები - ამირან გამყრელიძის განცხადება

შემსუბუქდება თუ არა მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციები - ამირან გამყრელიძის განცხადება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიმდინარე კვირის ბოლოს გადაწყდება, შემსუბუქდება თუ არა მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციები.

როგორც გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი თავის გადაწყვეტილებებში კორონავირუსის მართვასთან დაკავშირებით უფრო რადიკალურია, თუმცა, საკოორდინაციო საბჭო საბოლოოდ, ბალანსირებულ გადაწყვეტილებას მიიღებს.

"ეს საკითხი დღეს იყო განხილვის საგანი და შეჯერდა საკოორდინაციო საბჭო, რომ ამ კვირის განმავლობაში დავაკვირდეთ ეპიდსიტუაციის განვითარებას და გადაწყვეტილებები მიღებულ იქნეს კვირის ბოლოს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ზომით და მასშტაბით უნდა იქნას თუ არ იქნას შემსუბუქება. მე ახლა კონკრეტულად ვერ გეტყვით რა შეიძლება გაიხსნას და რა არა. მოგეხსენებათ, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამ თვალსაზრისით უფრო რადიკალური ვართ, მაგრამ საკოორდინაციო საბჭო იღებს ბალანსირებულ, შეჯერებულ გადაწყვეტილებას, რადგან გასათვალისწინებელია ეკონომიკური მდგომარეობა, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და შესაბამისად, გადაწყვეტილება იქნება ბალანსირებული“, - განაცხადა გამყრელიძემ.

"გთხოვთ, ეს შობა-ახალი წელი განსხვავებულად გადავიტანოთ, არ გვინდა, ხალხმრავალი წვეულებები" - გამყრელიძე მოსახლეობას მიმართავს

ქუთაისში კორონავირუსს ურილოგი გენადი ესაკია ემსხვერპლა

"მომხრე ვართ შეზღუდვების მინიმალური შემსუბუქების - თუ 24-დან ყველაფერს გავხსნით, ინფიცირების მაჩვენებელი ავარდება 5000-ზე" - გამყრელიძე