საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, "რემდესივირის" 4000 ფლაკონი აქვთ შეძენილი - ვის დაენიშნება პრეპარატი და რამდენი პაციენტისთვისაა ის საკმარისი
თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, "რემდესივირის" 4000 ფლაკონი აქვთ შეძენილი - ვის დაენიშნება პრეპარატი და რამდენი პაციენტისთვისაა ის საკმარისი

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რის, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს, კო­ვიდ 19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის­თვის "რემ­დე­სი­ვი­რის" საც­დე­ლი პარ­ტია, 4 000 ფლა­კო­ნი აქვს შე­ძე­ნი­ლი. რო­გორც მან "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, თითო პა­ცი­ენტს მე­დი­კა­მენ­ტის 6 ფლა­კო­ნი სჭირ­დე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, შე­ძე­ნი­ლი ოდე­ნო­ბა მხო­ლოდ 660 პა­ცი­ენ­ტის­თვის იქ­ნე­ბა საკ­მა­რი­სი.

ამას­თან, ცერ­ცვა­ძის გან­მარ­ტე­ბით, მე­დი­კა­მენ­ტი და­ე­ნიშ­ნე­ბათ პა­ცი­ენ­ტებს, რომ­ლე­ბიც არი­ან ჰოს­პი­ტალ­ში, არი­ან ჟანგბად­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი და და­ინ­ფი­ცი­რე­ბი­დან 12-დღე არაა გა­სუ­ლი.

"შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გვაქვს პრო­ტო­კო­ლი, რო­გორ უნდა და­ი­ნიშ­ნოს "რემ­დე­სი­ვი­რი". ეს ყვე­ლას არ და­ე­ნიშ­ნე­ბა, ეს არის მსოფ­ლი­ოს მთვა­რი ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბის ბოლო რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი. "რემ­დე­სი­ვი­რი" უნდა და­ე­ნიშ­ნოს იმ პა­ცი­ენტს, რო­მე­ლიც არის ჟანგბად­და­მო­კი­დე­ბუ­ლი და არის ჰოს­პი­ტალ­ში. ანუ მათ სჭირ­დე­ბათ ჟანგბა­დის მი­წო­დე­ბა. იმ პა­ცი­ენ­ტებს, რომ­ლებ­საც ჟანგბა­დის მი­წო­დე­ბა არ სჭირ­დე­ბათ, მსუ­ბუ­ქე­ბი ან სა­შუ­ა­ლო­ე­ბი არი­ან, მათ "რემ­დე­სი­ვი­რი" არ და­ე­ნიშ­ნე­ბათ. ასე­ვე, ეს მე­დი­კა­მენ­ტი არ და­ე­ნიშ­ნე­ბათ კრი­ტი­კუ­ლად მძი­მე პა­ცი­ენ­ტებს, რომ­ლე­ბიც ინ­ტუ­ბა­ცი­ა­ზე არი­ან, რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მე­ქა­ნი­კურ ვინ­ტი­ლა­ცი­ა­ზე. ეს გვაქვს პრო­ტო­კოლ­ში კრი­ტე­რი­უ­მე­ბი. გარ­და ამი­სა, ჩვენს პრო­ტო­კოლ­ში იქ­ნე­ბა ჩა­წე­რი­ლი რომ "რემ­დე­სი­ვი­რი" უფრო ეფექ­ტუ­რია იმ პა­ცი­ენ­ტებ­ში, რო­მელ­თა­ნაც კო­ვი­დის ხან­გრძლი­ვო­ბა არ აღე­მა­ტე­ბა და­წყე­ბი­დან 12 დღეს ანუ მე-12 დღემ­დეა ეფექ­ტუ­რი", - გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის "რემ­დე­სი­ვი­რის" გა­ცე­მას სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სია გა­და­წყვეტს.

"კო­მი­სი­ის შექ­მნა გვაქვს გა­და­წყვე­ტი­ლი, რო­მე­ლიც 6 წამ­ყვა­ნი კლი­ნი­ცის­ტის­გან და­კომ­პლექტდე­ბა. რო­დე­საც კლი­ნი­კი­დან მო­თხოვ­ნა იქ­ნე­ბა, რომ მათ ჰყავთ შე­სა­ბა­მი­სი ჟანგბად­და­მო­კი­დე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტი, მაგ­რამ არა კრი­ტი­კუ­ლად მძი­მე, ეს კო­მი­სია უფრო ალ­ბათ ონ­ლა­ინ გა­ნი­ხი­ლავს ამ წი­ნა­დად­დე­ბას და მის­ცემს მას თან­ხმო­ბას ან ეტყვის უარს "რემ­დე­სი­ვირ­ზე". მე "რემ­დე­სი­ვირს" ვე­ლო­დე­ბი დე­კემ­ბრის ბო­ლოს­თვის და რო­გორც კი ჩა­მო­ვა, ამ მე­დი­კა­მენ­ტით მკურ­ნა­ლო­ბა მა­შინ­ვე და­ი­წყე­ბა,"-გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, "რემ­დე­სი­ვი­რის" შე­ძე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, კომ­პა­ნი­ას­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა უკვე გა­ფორ­მე­ბუ­ლია და მე­დი­კა­მენტს სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­კებ­რის ბო­ლოს ჩა­მო­ი­ტა­ნენ

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
შონზო
6

რენდესივერი არის საწამლავი ამ ბებრმა ვითომ თავის თავზე რო გამოცადა სინამდვილეში რეკლამა გაუკეთა უკუჩვენება რო ექნება მერე იტკვის აგერ ჩემ თავზე გამვცადეო ანუ 4000 ადამიანი მოკვლას აპირებთ?

მაშა
31
ასეთი ლანძღვის უფლება არა გაქვთ...მეტი გამოცდილებისა და ცოდნის მფლობელებმა მიხედეთ თავს და ნურც ექიმების იმედი გექნებათ...შეგრცხვეთ მაინც...
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, "რემდესივირის" 4000 ფლაკონი აქვთ შეძენილი - ვის დაენიშნება პრეპარატი და რამდენი პაციენტისთვისაა ის საკმარისი

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, "რემდესივირის" 4000 ფლაკონი აქვთ შეძენილი - ვის დაენიშნება პრეპარატი და რამდენი პაციენტისთვისაა ის საკმარისი

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოს, კოვიდ 19-ით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობისთვის "რემდესივირის" საცდელი პარტია, 4 000 ფლაკონი აქვს შეძენილი. როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, თითო პაციენტს მედიკამენტის 6 ფლაკონი სჭირდება, შესაბამისად, შეძენილი ოდენობა მხოლოდ 660 პაციენტისთვის იქნება საკმარისი.

ამასთან, ცერცვაძის განმარტებით, მედიკამენტი დაენიშნებათ პაციენტებს, რომლებიც არიან ჰოსპიტალში, არიან ჟანგბადდამოკიდებულები და დაინფიცირებიდან 12-დღე არაა გასული.

"შემუშავებული გვაქვს პროტოკოლი, როგორ უნდა დაინიშნოს "რემდესივირი". ეს ყველას არ დაენიშნება, ეს არის მსოფლიოს მთვარი ინსტიტუციების ბოლო რეკომენდაციები. "რემდესივირი" უნდა დაენიშნოს იმ პაციენტს, რომელიც არის ჟანგბადდამოკიდებული და არის ჰოსპიტალში. ანუ მათ სჭირდებათ ჟანგბადის მიწოდება. იმ პაციენტებს, რომლებსაც ჟანგბადის მიწოდება არ სჭირდებათ, მსუბუქები ან საშუალოები არიან, მათ "რემდესივირი" არ დაენიშნებათ. ასევე, ეს მედიკამენტი არ დაენიშნებათ კრიტიკულად მძიმე პაციენტებს, რომლებიც ინტუბაციაზე არიან, რეანიმაციულ განყოფილებაში მექანიკურ ვინტილაციაზე. ეს გვაქვს პროტოკოლში კრიტერიუმები. გარდა ამისა, ჩვენს პროტოკოლში იქნება ჩაწერილი რომ "რემდესივირი" უფრო ეფექტურია იმ პაციენტებში, რომელთანაც კოვიდის ხანგრძლივობა არ აღემატება დაწყებიდან 12 დღეს ანუ მე-12 დღემდეა ეფექტური", - განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე ინფორმაციით, პაციენტებისთვის "რემდესივირის" გაცემას სპეციალური კომისია გადაწყვეტს.

"კომისიის შექმნა გვაქვს გადაწყვეტილი, რომელიც 6 წამყვანი კლინიცისტისგან დაკომპლექტდება. როდესაც კლინიკიდან მოთხოვნა იქნება, რომ მათ ჰყავთ შესაბამისი ჟანგბადდამოკიდებული პაციენტი, მაგრამ არა კრიტიკულად მძიმე, ეს კომისია უფრო ალბათ ონლაინ განიხილავს ამ წინადადდებას და მისცემს მას თანხმობას ან ეტყვის უარს "რემდესივირზე". მე "რემდესივირს" ველოდები დეკემბრის ბოლოსთვის და როგორც კი ჩამოვა, ამ მედიკამენტით მკურნალობა მაშინვე დაიწყება,"-განაცხადა ცერცვაძემ.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, "რემდესივირის" შეძენასთან დაკავშირებით, კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და მედიკამენტს საქართველოში დეკებრის ბოლოს ჩამოიტანენ

გადაიწევს თუ არა "კომენდანტის საათი" ღამის 11:00 ან 12:00 საათამდე? - კალაძის ინფორმაციით, საკითხს საკოორდინაციო საბჭოზე განიხილავენ

"ილუზია ნუ ექნებათ, რომ მშვიდი ძილით დაიძინებენ - როგორი ჯოჯოხეთიც მომიწყეს, ისეთი მოეწყობათ" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა

"წელს თბილისს სოლიდარობის ქალაქად ვაცხადებთ - დარწმუნებული ვარ, ახალი წელი ახალ იმედს მოიტანს" - კალაძე