ავტორი:

ჰაკერული თავდასხმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე - მედიის ცნობით, თავდასხმის უკან, სავარაუდოდ, რუსეთი დგას

ჰაკერული თავდასხმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე - მედიის ცნობით, თავდასხმის უკან, სავარაუდოდ, რუსეთი დგას

"ჰაკერები აშშ-ის სახაზინო და სავაჭრო დეპარტამენტებში ელ.ფოსტის მიმოსვლას აკონტროლებენ", - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, აშშ-ის მთავრობას ჯერჯერობით საჯაროდ არ განუცხადებია, ვინ შეიძლება იდგეს ჰაკერების უკან, მაგრამ მიმდინარე გამოძიების შესახებ ინფორმირებულმა პირებმა Reuters-ს განუცხადეს, რომ აღნიშნულ კიბერთავდასხმაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება.

აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ დეპარტამენტის ერთ-ერთ სააგენტოზე კიბერთავდასხმა განხორციელდა და მათ გამოძიების თხოვნით კიბერ და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტოსა და FBI-ს მიმართეს.

გავრცელებული ინფორმაციით, კიბერთავდასხმა იმდენად სერიოზულია, რომ მასთან დაკავშირებით შაბათს თეთრ სახლში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ აღნიშნული ბრალდება არის ამერიკული მედიის მორიგი უსაფუძვლო მცდელობა რუსეთი აშშ-ის უწყებების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელებაში დაადანაშაულოს.

"ვერ ვიტყვით, რომ აშშ-ში მომხდარი მთლიანად გარე ძალებმა განაპირობეს, თუმცა რუსეთის და ჩინეთის ინტერესების გამორიცხვა არ შეიძლება"

დონალდ ტრამპი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს კვლავ არ ეთანხმება, თუმცა აცხადებს, რომ ხელისუფლებას "მოწესრიგებულად გადააბარებს"

კონგრესმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაადასტურა