ავტორი:

"ელისაშვილი აღარ არის ოპოზიციის ნაწილი, ჩვენთან რა კონსულტაცია უნდა ჰქონდეს?! ის არის ივანიშვილის რეჟიმის სპიკერი" - გიგა ბოკერია

"ელისაშვილი აღარ არის ოპოზიციის ნაწილი, ჩვენთან რა კონსულტაცია უნდა ჰქონდეს?! ის არის ივანიშვილის რეჟიმის სპიკერი" - გიგა ბოკერია

"ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობა არ არის, ბატონი ელისაშვილი აღარ არის ოპოზიციის ნაწილი, ჩვენთან რა კონსულტაცია უნდა ჰქონდეს?!" - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ელისაშვილი ახლა ხელისუფლების ბანაკშიa და შეუძლია მოლაპარაკებებზე კობახიძესთან ერთად მiვიდეს.

"ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობა არ არის, ბატონი ელისაშვილი აღარ არის ოპოზიციის ნაწილი, ეს გააფორმა მან თვითონ. ის არის ივანიშვილის რეჟიმის სპიკერი. ჩვენ ელისაშვილს არ დავუძახებთ, იქ (მოლაპარაკებებზე) კობახიძესთან ერთად მობრძანდეს, მასთან ერთად როგორც ერთ-ერთი ერთეული, რომელიც ახლა არის ხელისუფლების ბანაკში, იქ მოსვლა როგორ უნდა ავუკრძალოთ. ჩვენთან რა კონსულტაცია უნდა ჰქონდეს?!“- განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, ხელისუფლებას მოუწევს მოლაპარაკების მაგიდასთან საუბარი იმაზე, თუ როგორ უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები.

"თუ ისინი ამ ეტაპზე ჩაშლიან მოლაპარაკებას, საბოლოო ჯამში მაინც მოუწევთ დასხდომა მოლაპარაკების მაგიდასთან და საუბარი იმაზე, როგორ ჩავატაროთ ნორმალური ვადამდელი არჩევნები და ამის ალტერნატივა არის ქვეყნისთვის ძალიან სახიფათო და ივანიშვილისთვის შესაძლოა, დამღუპველი, რაც ადრე მიხვდება ამას ივანიშვილი, მით უკეთესი“, - განაცხადა ბოკერიამ.

"პუტინმა უნდა იცოდეს თავისი ქმედებების ფასი" - მანფრედ ვებერი მხარს უჭერს რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებას

"ფორმულა“ და "მთავარი არხი“ კანონსაწინააღმდეგო ფაქტს თუ დაამტკიცებენ, დავტოვებ დეპუტატის მანდატს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოიხადონ ბოდიში ცილისწამებისთვის" - ანრი ოხანაშვილი

11 თვიანი პაუზის შემდე, საქართველო უკრაინაში ელჩს აბრუნებს