პოლიტიკა

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:58-ზე, მთვარე ლომშია – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების ზრდა. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების დაწყება. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. საკვები არ უნდა იყოს ცხიმიანი. კარგია ბოსტნეული, სალათები; დამამშვიდებელი ბალახებისგან დამზადებული მცენარეული ჩაი.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ აჩუქა მაკა ასათიანის ქმარმა პაატა იმნაძეს სახლი - იმნაძე განცხადებას ავრცელებს
რატომ აჩუქა მაკა ასათიანის ქმარმა პაატა იმნაძეს სახლი - იმნაძე განცხადებას ავრცელებს

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი, პა­ა­ტა იმ­ნა­ძე "მთა­ვა­რი არ­ხის" ეთერ­ში გა­სულ სი­უ­ჟეტს ეხ­მი­ა­ნე­ბა. სი­უ­ჟეტ­ში სა­უ­ბა­რი იყო იმის შე­სა­ხებ, რომ იმ­ნა­ძემ პან­დე­მი­ის დროს ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სახ­ლი შე­ი­ძი­ნა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ქო­ნე­ბა კი მის დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში არ არის შე­ტა­ნი­ლი.

რო­გორც პა­ა­ტა იმ­ნა­ძე გან­მარ­ტავს, სახ­ლი მის ოჯახს კოტე გო­გე­ლი­ამ აჩუ­ქა, რო­მე­ლიც მისი ცო­ლის ძმაა. ცნო­ბის­თვის, გო­გე­ლია დი­ზა­ი­ნერ მაკა ასა­თი­ა­ნის ქმა­რია.

"ერთ-ერთი არ­ხის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი დე­ზინ­ფორ­მა­ცია ემ­სა­ხუ­რე­ბა იმას, რომ მოხ­დეს ჩემი დის­კრე­დი­ტა­ცია, რო­გორც NCDC - ის წარ­მო­მად­გენ­ლის და გა­ა­ჩი­ნოს ჩვენ მიერ გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი­სად­მი უნ­დობ­ლო­ბა. ანუ რო­დე­საც ჩვენ მო­სახ­ლე­ო­ბას ვე­ტყვით და­ი­ცა­ვით დის­ტან­ცია, გა­ი­კე­თეთ პირ­ბა­დე, მო­ე­რი­დეთ ხალ­ხმრვალ შეკ­რე­ბებს და სხვა, ყვე­ლა­ფე­რი ეს ხალ­ხმა ეჭვქვეშ და­ა­ყე­ნოს.

სი­უ­ჟეტ­ში ყო­ვე­ლი მო­წო­დე­ბუ­ლი ფაქ­ტი, ციფ­რი და გვა­რიც კი, სპე­ცი­ა­ლუ­რად და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი იყო. სა­ჩუ­ქა­რი თა­ვის დას და შე­სა­ბა­მი­სად მეც, გაგ­ვი­კე­თა ამ და სხვა მე­დი­ის­თვი­საც გან­სა­კუთ­რე­ბით კარ­გად ცნო­ბილ­მა, ჩემ­მა ცო­ლის ძმამ, კოტე გო­გე­ლი­ამ. პან­დე­მი­ამ­დე, და­უს­რუ­ლე­ბელ შე­ნო­ბა­ში გა­და­ვე­დით და კომ­პა­ნი­ის პა­სუ­ხის­მგე­ბელ პირ­თან გუ­ში­ნაც, მე­რამ­დე­ნედ, გა­და­ვა­მოწ­მეთ და სახ­ლი ჩა­ბა­რე­ბუ­ლი ისევ არ არის.

რო­გორც კი ეს ქო­ნე­ბა ჩემი ცო­ლის სა­ხელ­ზე და­რე­გის­ტრირ­დე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად აი­სა­ხე­ბა ჩემს დეკ­ლა­რა­ცი­ა­შიც. ჩემს მიერ, ჯერ 1992 წ. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­შიშ და­ა­ვა­დე­ბა­თა ცენ­ტრის, ხოლო 1996 წ. NCDC ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის შემ­დგომ, მთე­ლი ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბა და ყვე­ლა გან­ცხა­დე­ბა ემ­სა­ხუ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვას. ჯან­მრთე­ლო­ბას გი­სურ­ვებთ", - წერს პა­ა­ტა იმ­ნა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 87 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მედეა
69

შერცხვებათ და ბოდიშს მოიხდიან? აბა!

სიმართლე
225

გუშინ არ იცოდი,რომ შენმა ცოლის ძმამ გაჩუქა,რატომ იყო ეს დასამალი!

თუ ვარიანტებს არჩევდი რა გეთქვა,დღეისთვის.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

რატომ აჩუქა მაკა ასათიანის ქმარმა პაატა იმნაძეს სახლი - იმნაძე განცხადებას ავრცელებს

რატომ აჩუქა მაკა ასათიანის ქმარმა პაატა იმნაძეს სახლი - იმნაძე განცხადებას ავრცელებს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი, პაატა იმნაძე "მთავარი არხის" ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმიანება. სიუჟეტში საუბარი იყო იმის შესახებ, რომ იმნაძემ პანდემიის დროს ძვირადღირებული სახლი შეიძინა. აღნიშნული ქონება კი მის დეკლარაციაში არ არის შეტანილი.

როგორც პაატა იმნაძე განმარტავს, სახლი მის ოჯახს კოტე გოგელიამ აჩუქა, რომელიც მისი ცოლის ძმაა. ცნობისთვის, გოგელია დიზაინერ მაკა ასათიანის ქმარია.

"ერთ-ერთი არხის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია ემსახურება იმას, რომ მოხდეს ჩემი დისკრედიტაცია, როგორც NCDC - ის წარმომადგენლის და გააჩინოს ჩვენ მიერ გაჟღერებული რეკომენდაციებისადმი უნდობლობა. ანუ როდესაც ჩვენ მოსახლეობას ვეტყვით დაიცავით დისტანცია, გაიკეთეთ პირბადე, მოერიდეთ ხალხმრვალ შეკრებებს და სხვა, ყველაფერი ეს ხალხმა ეჭვქვეშ დააყენოს.

სიუჟეტში ყოველი მოწოდებული ფაქტი, ციფრი და გვარიც კი, სპეციალურად დამახინჯებული იყო. საჩუქარი თავის დას და შესაბამისად მეც, გაგვიკეთა ამ და სხვა მედიისთვისაც განსაკუთრებით კარგად ცნობილმა, ჩემმა ცოლის ძმამ, კოტე გოგელიამ. პანდემიამდე, დაუსრულებელ შენობაში გადავედით და კომპანიის პასუხისმგებელ პირთან გუშინაც, მერამდენედ, გადავამოწმეთ და სახლი ჩაბარებული ისევ არ არის.

როგორც კი ეს ქონება ჩემი ცოლის სახელზე დარეგისტრირდება, შესაბამისად აისახება ჩემს დეკლარაციაშიც. ჩემს მიერ, ჯერ 1992 წ. განსაკუთრებით საშიშ დაავადებათა ცენტრის, ხოლო 1996 წ. NCDC ის ჩამოყალიბების შემდგომ, მთელი ჩემი საქმიანობა და ყველა განცხადება ემსახურება საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას. ჯანმრთელობას გისურვებთ", - წერს პაატა იმნაძე.

"მსოფლიოს განგსტერები მართავენ... მათ შორის არის ვლადიმერ პუტინი" - რა უპასუხა ქართველი ჟურნალისტის კითხვას კანის ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარემ?

"ძალიან მიყვარდა ჩემი მეუღლე, მაგრამ ისეთი წარმოუდგენელი რაღაც მოხდა, ვერ ვაპატიებდი" - რას ჰყვება თამთა ჭელიძე ოჯახის დანგრევის შემდგომ დეპრესიაზე?

"გაიღიმე სიყვარულო, არაფერია შენს ღიმილზე უფრო ლამაზი" - როგორ ცხოვრობს რომანტიკოსი იტალიელი ფეხბურთელი სპინაცოლა, რომელმაც მილიონობით გულშემატკივარი შეიძინა