მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზიარებითაც უნდა ვეზიაროთ, ერთი კოვზიდან, ერთი ბარძიმიდან და დანარჩენი, როგორც ღვთის ნება იქნება“ - მეუფე ნიკოლოზი
"ზიარებითაც უნდა ვეზიაროთ, ერთი კოვზიდან, ერთი ბარძიმიდან და დანარჩენი, როგორც ღვთის ნება იქნება“ - მეუფე ნიკოლოზი

"აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ვიც­ვათ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი. მთა­ვა­რი არის, რომ ამ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გამო სა­კუ­თა­რი სახე არ დავ­კარ­გოთ", - ამის შე­სა­ხებ ახალ­ქა­ლა­ქი­სა და კუ­მურ­დოს მიტ­რო­პო­ლიტ­მა, მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და.

მან ყვე­ლას მო­უ­წო­და, კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით დად­გე­ნი­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად და­იც­ვან, მაგ­რამ ამა­ვე დროს "სა­კუ­თა­რი სახე არ და­კარ­გონ“.

"რო­გორც ვიცი, რე­გუ­ლა­ცი­ებს შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბა ღე­ბუ­ლობს. ის ძი­რი­თა­დად და­მო­უ­კი­დებ­ლად არ წყვეტს არა­ფერს, არა­მედ ეს არის მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა. რამ­დე­ნა­დაც ვიცი, დღეს მთელ მსოფ­ლი­ო­ში, ძი­რი­თა­დად წამ­ყვან ქვეყ­ნებ­ში, თუ არ ვცდე­ბი, 20 დე­კემ­ბრი­დან "კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი“ იქ­ნე­ბა შე­მო­ღე­ბუ­ლი, მათ შო­რის ევ­რო­პა­შიც. ჩვენ რა თქმა უნდა, მაქ­სი­მა­ლუ­რად ფრთხი­ლად უნდა ვი­ყოთ. მე ად­რეც ვამ­ბობ­დი და ახ­ლაც ამას ვამ­ბობ, ქრის­ტი­ა­ნი, მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ა­ნის მთა­ვა­რი საზ­რუ­ნა­ვი უნდა იყოს ის, რომ არ გა­დას­დოს სხვას ავად­მყო­ფო­ბა, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა აქვს და არ იცის. ამი­თია ეს და­ა­ვა­დე­ბა მზაკ­ვრუ­ლი.

შე­იძ­ლე­ბა ვირუ­სი გაქვს, მაგ­რამ ვერ გრძნობ და ამ დროს, შე­საძ­ლოა სხვას გა­დას­დო. ამ წუ­თას არ მი­კე­თია პირ­ბა­დე უბ­რა­ლო მი­ზე­ზის გამო, რომ სულ ახ­ლა­ხანს გა­და­ვი­ტა­ნე ვირუ­სი და ჯერ­ჯე­რო­ბით გან­მე­ო­რე­ბი­თი ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი არ არის. ასე­თი ფაქ­ტე­ბი არის, თუმ­ცა გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ. ამი­ტომ, ყვე­ლას მო­ვუ­წო­დებ, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ვიც­ვათ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი. მთა­ვა­რი არის, რომ ამ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გამო სა­კუ­თა­რი სახე არ დავ­კარ­გოთ. რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გამო, რომ აღ­დგო­მის წირ­ვა არ აღ­ვას­რუ­ლოთ, ეს არ არის სწო­რი. აღ­დგო­მის წირ­ვა უნდა ჩა­ტარ­დეს, ზი­ა­რე­ბი­თაც უნდა ვე­ზი­ა­როთ, ერთი კოვ­ზი­დან, ერთი ბარ­ძი­მი­დან და და­ნარ­ჩე­ნი, რო­გორც ღვთის ნება იქ­ნე­ბა“,-აღ­ნიშ­ნა მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა.

მისი შე­ფა­სე­ბით, შექ­მნი­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის უგულ­ვე­ბელ­ყო­ფა უკულ­ტუ­რო­ბაა.

"რო­დე­საც გარ­შე­მო ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი პირ­ბა­დით და­დის, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნებს ეში­ნი­ათ, რა ქნან?! ჩვენც გვე­ში­ნია, არ გვინ­და, რომ დაგ­ვე­მარ­თოს. ასეთ დროს, რო­დე­საც რე­გუ­ლა­ცი­ებს არ იცავ, მგო­ნი, ეს უბ­რა­ლოდ უკულ­ტუ­რო­ბაა“,- აღ­ნიშ­ნა მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რაც-ერი ის-ბერი !
31

აი-ამ პატიოსან-მოძღვარს წვერი-რომ-გაპარსო !

და-სასიქადულო რემდესი-ვირმა-წვერი-მოუშვას !

რამე-შეიცვლება ? არც-არაფერი ! რაც-ერი ის-ბერი !

გიორგა
29

ფსკერი! ;D

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

"ზიარებითაც უნდა ვეზიაროთ, ერთი კოვზიდან, ერთი ბარძიმიდან და დანარჩენი, როგორც ღვთის ნება იქნება“ - მეუფე ნიკოლოზი

"ზიარებითაც უნდა ვეზიაროთ, ერთი კოვზიდან, ერთი ბარძიმიდან და დანარჩენი, როგორც ღვთის ნება იქნება“ - მეუფე ნიკოლოზი

"აუცილებლად უნდა დავიცვათ რეგულაციები. მთავარი არის, რომ ამ რეგულაციების გამო საკუთარი სახე არ დავკარგოთ", - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მან ყველას მოუწოდა, კორონავირუსთან დაკავშირებით დადგენილი რეგულაციები აუცილებლად დაიცვან, მაგრამ ამავე დროს "საკუთარი სახე არ დაკარგონ“.

"როგორც ვიცი, რეგულაციებს შესაბამისი უწყება ღებულობს. ის ძირითადად დამოუკიდებლად არ წყვეტს არაფერს, არამედ ეს არის მსოფლიო ჯანდაცვის სისტემა. რამდენადაც ვიცი, დღეს მთელ მსოფლიოში, ძირითადად წამყვან ქვეყნებში, თუ არ ვცდები, 20 დეკემბრიდან "კომენდანტის საათი“ იქნება შემოღებული, მათ შორის ევროპაშიც. ჩვენ რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ფრთხილად უნდა ვიყოთ. მე ადრეც ვამბობდი და ახლაც ამას ვამბობ, ქრისტიანი, მოაზროვნე ადამიანის მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ის, რომ არ გადასდოს სხვას ავადმყოფობა, რომელიც შესაძლოა აქვს და არ იცის. ამითია ეს დაავადება მზაკვრული.

შეიძლება ვირუსი გაქვს, მაგრამ ვერ გრძნობ და ამ დროს, შესაძლოა სხვას გადასდო. ამ წუთას არ მიკეთია პირბადე უბრალო მიზეზის გამო, რომ სულ ახლახანს გადავიტანე ვირუსი და ჯერჯერობით განმეორებითი ინფიცირების შემთხვევები არ არის. ასეთი ფაქტები არის, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, აუცილებლად უნდა დავიცვათ რეგულაციები. მთავარი არის, რომ ამ რეგულაციების გამო საკუთარი სახე არ დავკარგოთ. რეგულაციების გამო, რომ აღდგომის წირვა არ აღვასრულოთ, ეს არ არის სწორი. აღდგომის წირვა უნდა ჩატარდეს, ზიარებითაც უნდა ვეზიაროთ, ერთი კოვზიდან, ერთი ბარძიმიდან და დანარჩენი, როგორც ღვთის ნება იქნება“,-აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

მისი შეფასებით, შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, რეგულაციების უგულვებელყოფა უკულტურობაა.

"როდესაც გარშემო ყველა ადამიანი პირბადით დადის, როდესაც ადამიანებს ეშინიათ, რა ქნან?! ჩვენც გვეშინია, არ გვინდა, რომ დაგვემართოს. ასეთ დროს, როდესაც რეგულაციებს არ იცავ, მგონი, ეს უბრალოდ უკულტურობაა“,- აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

"ოჯახი რომ დავტოვე, ეს ყველაზე მეტად მეუღლეზე აისახა... სამი გოგოს მამა ვარ" - უცნობი ფაქტები მეუფე ნიკოლოზის შესახებ

"ეტყობა ამ პარტიებს ყველას ნახმარი ჰყავს მეუფე იაკობი..." - პეტრე ცაავა ბოდბელ ეპისკოპოსს პასუხობს

ორი ამიკო, ფაქო, თემო, "კაწრო", ინგა გრიგოლიას სიძე - ვინ არიან ბერა ივანიშვილის ცნობილი მეგობრები?