მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ანდრია პირველწოდებულს იხსენიებს - რა უნდა იცოდეს მორწმუნემ წმინდანის შესახებ
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ანდრია პირველწოდებულს იხსენიებს - რა უნდა იცოდეს მორწმუნემ წმინდანის შესახებ

სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია დღეს ან­დრია პირ­ველ­წო­დე­ბულს იხ­სე­ნი­ებს. რე­ლი­გი­ის სა­კი­თხთა სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სწავ­ლე­ბის თა­ნახ­მად, წმინ­და მო­ცი­ქულს უფალ­მა იესო ქრის­ტემ პირ­ველს მო­უ­წო­და, ის პირ­ვე­ლი და­ე­მო­წა­ფა უფალს და ამი­ტო­მაც ეწო­და მას პირ­ველ­წო­დე­ბუ­ლი.

“ან­დრია პირ­ველ­წო­დე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი­თა და პა­ტი­ვის­ცე­მით სარ­გებ­ლობს, რად­გან მო­ცი­ქუ­ლი ქარ­თვე­ლებ­ში ქრის­ტი­ა­ნო­ბის პირ­ვე­ლი მქა­და­გე­ბე­ლი და გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლია.

რე­ლი­გი­ის სა­კი­თხთა სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტო ულო­ცავს სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ცი­ქუ­ლო ავ­ტო­კე­ფა­ლურ მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ა­სა და მარ­თლმა­დი­დე­ბელ მრევლს დღე­სას­წა­ულს, მშვი­დო­ბა­სა და სი­ხა­რულს უსურ­ვებს მათ”, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

წმინ­და სა­ხა­რე­ბის მი­ხედ­ვით, წმინ­და მო­ცი­ქუ­ლი ან­დრია პირ­ველ­წო­დე­ბუ­ლი წმინ­და პეტ­რე მო­ცი­ქუ­ლის ძმა იყო. უფალ­მა მო­ცი­ქულ­თა შო­რის პირ­ვე­ლად ან­დრი­ას მო­უ­წო­და. ამი­ტო­მაც მას პირ­ველ­წო­დე­ბუ­ლი ეწო­და. სა­ქარ­თვე­ლო­ში წა­მოს­ვლამ­დე წმ. ან­დრი­ას ღვთის­მშო­ბელ­მა ამ­ცნო, რომ მის წილ­ხვედრ ქვე­ყა­ნა­ში უნდა ექა­და­გა.

წმინ­და მო­ცი­ქუ­ლი პირ­ვე­ლად ქარ­თლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, დი­და­ჭა­რა­ში შე­მო­ვი­და. მას თან ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშობ­ლის მიერ ბო­ძე­ბუ­ლი ხელ­თუქ­მნე­ლი ღვთის­მშობ­ლის ხატი ჰქონ­და.

წმ. მო­ცი­ქუ­ლი ან­დრია სა­ბერ­ძნე­თის ქა­ლაქ პატ­რა­ში ჯვარ­ზე და­კი­დე­ბუ­ლი აღეს­რუ­ლა. მის ხსე­ნე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკ­ლე­სია ორ­ჯერ აღ­ნიშ­ნავს. 12 მა­ისს წმინ­და მო­ცი­ქუ­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლის დღე აღი­ნიშ­ნე­ბა, 13 დე­კემ­ბერს მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბა.

ენქიდუ
0

გილოცავთ მარლმადიდებელო ქრისტიანებო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ანდრია პირველწოდებულს იხსენიებს - რა უნდა იცოდეს მორწმუნემ წმინდანის შესახებ

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ანდრია პირველწოდებულს იხსენიებს - რა უნდა იცოდეს მორწმუნემ წმინდანის შესახებ

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ანდრია პირველწოდებულს იხსენიებს. რელიგიის საკითხთა სააგენტოს ცნობით, ქრისტიანული სწავლების თანახმად, წმინდა მოციქულს უფალმა იესო ქრისტემ პირველს მოუწოდა, ის პირველი დაემოწაფა უფალს და ამიტომაც ეწოდა მას პირველწოდებული.

“ანდრია პირველწოდებული საქართველოში განსაკუთრებული სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობს, რადგან მოციქული ქართველებში ქრისტიანობის პირველი მქადაგებელი და გამავრცელებელია.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მართლმადიდებელ მრევლს დღესასწაულს, მშვიდობასა და სიხარულს უსურვებს მათ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს მისი გარდაცვალება.

ბიძინა ივანიშვილი ხელოვნების ნიმუშების მილიარდიან კოლექციას ყიდის -  "ერთი ნაწილი უკვე გაიყიდა... დანარჩენი ნახატების რეალიზაცია მოხდება..."

"პრეზიდენტი ტრამპი წარუმატებელი ლიდერია, ის ისტორიაში შევა, როგორც ყველაზე ცუდი პრეზიდენტი" - არნოლდ შვარცნეგერი

ლეგენდარული ძიუდოისტი, ოლიმპიური ჩემპიონი დავით ხახალეიშვილი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა