პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტექსტის დაზეპირება გვიწევდა, სად იყო სუფლიორი მაშინ" - რას ჰყვებოდა დონარა კინწურაშვილი წლების წინ და რა შენიშვნები ჰქონდა თანამედროვე ჟურნალისტებთან
"ტექსტის დაზეპირება გვიწევდა, სად იყო სუფლიორი მაშინ" - რას ჰყვებოდა დონარა კინწურაშვილი წლების წინ და რა შენიშვნები ჰქონდა თანამედროვე ჟურნალისტებთან

სა­ქარ­თვე­ლოს ტე­ლე­ვი­ზი­ის ყო­ფი­ლი დიქ­ტო­რი და წამ­ყვა­ნი დო­ნა­რა კინ­წუ­რაშ­ვი­ლი 2020 წელს 82 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. 21 წლის იყო, რო­დე­საც სა­ტე­ლე­ვი­ზიო კა­რი­ე­რა და­ი­წყო. სი­ლა­მა­ზი­თა და გა­მარ­თუ­ლი მე­ტყვე­ლე­ბის უნა­რით და­ჯილ­დო­ვე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე სკო­ლა­ში მა­ლე­ვე გა­მო­არ­ჩი­ეს. მშობ­ლე­ბის რა­დი­ო­ში მუ­შა­ო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ჟურ­ნა­ლის­ტო­ბა­ზე არა­სო­დეს უფიქ­რია.

პრო­ფე­სი­ით უცხო ენე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტმა, დო­ნა­რა კინ­წუ­რაშ­ვილ­მა თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა მა­ინც ტე­ლე­ვი­ზი­ას და­უ­კავ­ში­რა და თით­ქმის 50 წელი სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას ტე­ლე­ეკ­რა­ნი­დან ესა­უბ­რე­ბო­და. "კვი­რის პა­ლიტ­რის" არ­ქივ­ში ინა­ხე­ბა დო­ნა­რა კინ­წუ­რაშ­ვილ­თან წლე­ბის წინ ჩა­წე­რი­ლი ინ­ტერ­ვიუ, სა­დაც ის იხ­სე­ნებს ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდსა და იმათ, რო­გორ გა­დად­გა პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი სა­ტე­ლე­ვი­ზიო სივ­რცე­ში.

გთა­ვა­ზობთ მა­სა­ლას არ­ქი­ვი­დან:

- ქალ­ბა­ტო­ნო დო­ნა­რა, რო­გორ მოხ­ვდით ტე­ლე­ეკ­რან­ზე?

- მშობ­ლე­ბი რა­დი­ო­ში მუ­შა­ობ­დნენ, სი­მარ­თლე გი­თხრათ, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ჟურ­ნა­ლის­ტო­ბა­ზე არ მი­ფიქ­რია. ერთხელ პი­ო­ნერ­თა სა­სახ­ლე­ში სა­ა­ხალ­წლო გა­და­ცე­მის­თვის ბავ­შვებს არ­ჩევ­დნენ. შერ­ჩე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად. სკო­ლი­დან დი­რექ­ტორ­მა გა­მიშ­ვა. ლექ­სი უნდა მეთ­ქვა, და­ვი­წყე, მაგ­რამ ბო­ლომ­დე თქმა არ მა­ცა­დეს, გული დამ­წყდა, ვი­ფიქ­რე, არ მო­ე­წო­ნათ მეთ­ქი, მაგ­რამ დამ­ტო­ვეს... ეს იყო ჩემი პირ­ვე­ლი გა­მო­ჩე­ნა ტე­ლე­ეკ­რან­ზე.

შემ­დგომ­ში პი­ო­ნერ­თა სა­სახ­ლე­ში თუ რამე ღო­ნის­ძი­ე­ბა ტარ­დე­ბო­და, ყო­ველ­თვის მი­ძა­ხებ­დნენ, თუმ­ცა ამის მერე თავი და­ვა­ნე­ბე წამ­ყვა­ნო­ბას და უცხო ენა­თა ინ­სტი­ტუ­ტში ჩა­ვა­ბა­რე.ერთხე­ლაც ჩემი ძმის ამ­ხა­ნა­გი, ცნო­ბი­ლი მთარ­გმნე­ლის, ვე­ნე­რა ურუ­შა­ძის ვა­ჟიშ­ვი­ლი მო­ვი­და ჩვენ­თან. სახ­ლში დიდი ფარ­დე­ბი გვე­კი­და, გავ­წიე ეს ფარ­დე­ბი და მურ­მანს მი­ვე­სალ­მე. გა­ე­ცი­ნა და ჩემს ძმას უთხრა: კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში არ უშ­ვებ, ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში დიქ­ტო­რად მა­ინც გა­უშ­ვიო. შე­ვე­წი­ნა­აღ­დე­გე დიქ­ტო­რად არ მინ­და, ჟურ­ნა­ლის­ტო­ბა მინ­და-მეთ­ქი. მურ­მან­მა ტე­ლე­ვი­ზი­ის იმ­ჟა­მინ­დელ დი­რექ­ტორ კაკო ძი­ძი­გურ­თან მი­მიყ­ვა­ნა, მას­თან ერ­თად ჯუ­ლი­ე­ტა ვა­შაყ­მა­ძე და თენ­გიზ ნა­თა­ძე იყ­ვნენ, გა­უ­ხარ­დათ ჩემი მის­ვლა, გა­მომ­ცა­დეს და ყვე­ლას მო­ვე­წო­ნე.

1963 წელს და­ი­წყო ჩემი მოღ­ვა­წე­ო­ბა ამ სფე­რო­ში. 21 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც პირ­ვე­ლი ჩა­წე­რი­დან გა­მო­ვე­დი, ეს იმ­დე­ნად სა­სი­ა­მოვ­ნო იყო, მე­გო­ნა, რომ უკვე ყვე­ლა მცნობ­და და ყვე­ლა მე მი­ყუ­რებ­და. ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში თით­ქმის 50 წელი დავ­ყა­ვი, რეს­პუბ­ლი­კის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ვარ...

- რო­გორც ვიცი, BBC-ის პირ­და­პირ ეთერ­შიც მო­გი­წი­ათ ყოფ­ნა...

- "ბი­ბი­სის" გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი ჩა­მო­სუ­ლი იყო იმი­სათ­ვის, რომ გა­და­ე­ღო მო­კავ­ში­რე რეს­პუბ­ლი­კე­ბის ხალ­ხუ­რი შე­მოქ­მე­დე­ბა და წა­რედ­გი­ნა ინ­გლი­სის­თვის. იმ წელს პირ­ვე­ლად იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას სა­ქარ­თვე­ლო. ეს ჩემ­თვის დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა იყო. ჩა­ი­წე­რა ჩემი გა­მოს­ვლა და ცოტა ხნის შემ­დეგ "ბი­ბი­სი­დან" მო­ვი­და მად­ლო­ბის წე­რი­ლი ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­უ­კე­თე­სო წარ­დგე­ნა­ში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლი­სათ­ვის.

- დღეს ტექ­ნი­კის მხრივ უფრო მარ­ტი­ვა­დაა საქ­მე, თქვენ დროს კი სუფ­ლი­ო­რიც არ იყო...

- ტექ­სტის და­ზე­პი­რე­ბა გვი­წევ­და, სად იყო სუფ­ლი­ო­რი მა­შინ. არც ტექ­ნი­კა გვქონ­და წე­სი­ე­რი, ფუჭ­დე­ბო­და და კარ­გა ხანს ვე­ლო­დით ხოლ­მე მის გა­კე­თე­ბას... გა­ა­კე­თებ­დნენ, მერე ისევ მა­ლე­ვე ფუჭ­დე­ბო­და, ახლა რომ ვფიქ­რობ, სა­ში­ნელ პი­რო­ბებ­ში ვმუ­შა­ობ­დით. სულ ძველ და გა­ფუ­ჭე­ბულ ტექ­ნი­კას გვიგ­ზავ­ნი­და რუ­სე­თი. დღეს ტექ­ნი­კა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია და მი­ხა­რია. ერთხელ ჩვენ­თან სა­კავ­ში­რო შოუ-პროგ­რა­მე­ბის რე­დაქ­ტო­რი მას­ლი­ა­კო­ვი ჩა­მო­ვი­და, გა­ო­ცე­ბუ­ლი იყო, რო­გორ მუ­შა­ობთ ამ პი­რო­ბებ­შიო.

- რა შე­ნიშ­ვნე­ბი გაქვთ დღე­ვან­დე­ლი მე­დი­ის მუ­შა­ო­ბას­თან და რა რჩე­ვებს მის­ცემ­დით ჟურ­ნა­ლის­ტებს?

- პირ­ვე­ლი რიგ­ში, მინ­და, ყუ­რა­დღე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ჩაც­მის სტილ­ზე გა­ვა­მახ­ვი­ლო, რაც სა­შინ­ლად არ მომ­წონს. არ შე­იძ­ლე­ბა ასე­თი სი­ტიტ­ვლე ეკ­რან­ზე. ლა­მის შორ­ტე­ბით გა­მო­დი­ან და ყვე­ლა­ფე­რი უჩანთ. ასე რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ჩაც­მის კულ­ტუ­რას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. მახ­სოვს, ოპე­რა­ში სა­ა­ხალ­წლო გა­და­ცე­მას ვწერ­დით, ძა­ლი­ან ლა­მა­ზი კაბა მეც­ვა, ოდ­ნავ ჩახ­სნი­ლი, რე­კავს გა­და­ცე­მის ავ­ტო­რი, დო­ნა­რას უთხა­რით რამე მო­ი­ხუ­რო­სო. ახლა კი ისე­თი გა­ნუ­კი­თხა­ო­ბაა, არ ვიცი. ალ­ბათ სი­ა­მოვ­ნებთ, ასეთ გა­შიშ­ვლე­ბულ გო­გო­ნებს რომ უყუ­რე­ბენ..გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვასიკო
0

ღმერთმა ნათელში გამყოფოს, დონჩო!

როგორ მეგონა, რომ ასეთი "ჟიზნერადოსტნაია" არასოდეს მოკვდებოდა.

თამაზი
0
ქალბატონი დონარა ქართული ტელევიზიის შემქმნელთა პლეადას ეკუთვნის. მადლიერი მაყურებელი ვერასოდეს დაივიწყებს ამ უმშვენიერეს პიროვნებას, ისევე როგორც მის საოცრად თბილ დიქციას, რომელიც ახლაც ჩაგვესმის. გმადლობთ! ნათელში იყავით!
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ტექსტის დაზეპირება გვიწევდა, სად იყო სუფლიორი მაშინ" - რას ჰყვებოდა დონარა კინწურაშვილი წლების წინ და რა შენიშვნები ჰქონდა თანამედროვე ჟურნალისტებთან

"ტექსტის დაზეპირება გვიწევდა, სად იყო სუფლიორი მაშინ" - რას ჰყვებოდა დონარა კინწურაშვილი წლების წინ და რა შენიშვნები ჰქონდა თანამედროვე ჟურნალისტებთან

საქართველოს ტელევიზიის ყოფილი დიქტორი და წამყვანი დონარა კინწურაშვილი 2020 წელს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. 21 წლის იყო, როდესაც სატელევიზიო კარიერა დაიწყო. სილამაზითა და გამართული მეტყველების უნარით დაჯილდოვებული მოსწავლე სკოლაში მალევე გამოარჩიეს. მშობლების რადიოში მუშაობის მიუხედავად, ჟურნალისტობაზე არასოდეს უფიქრია.

პროფესიით უცხო ენების სპეციალისტმა, დონარა კინწურაშვილმა თავისი ცხოვრება მაინც ტელევიზიას დაუკავშირა და თითქმის 50 წელი საქართველოს მოსახლეობას ტელეეკრანიდან ესაუბრებოდა. "კვირის პალიტრის" არქივში ინახება დონარა კინწურაშვილთან წლების წინ ჩაწერილი ინტერვიუ, სადაც ის იხსენებს ტელევიზიაში მუშაობის პერიოდსა და იმათ, როგორ გადადგა პირველი ნაბიჯები სატელევიზიო სივრცეში.

გთავაზობთ მასალას არქივიდან:

- ქალბატონო დონარა, როგორ მოხვდით ტელეეკრანზე?

- მშობლები რადიოში მუშაობდნენ, სიმართლე გითხრათ, მიუხედავად ამისა, ჟურნალისტობაზე არ მიფიქრია. ერთხელ პიონერთა სასახლეში საახალწლო გადაცემისთვის ბავშვებს არჩევდნენ. შერჩევაში მონაწილეობის მისაღებად. სკოლიდან დირექტორმა გამიშვა. ლექსი უნდა მეთქვა, დავიწყე, მაგრამ ბოლომდე თქმა არ მაცადეს, გული დამწყდა, ვიფიქრე, არ მოეწონათ მეთქი, მაგრამ დამტოვეს... ეს იყო ჩემი პირველი გამოჩენა ტელეეკრანზე.

შემდგომში პიონერთა სასახლეში თუ რამე ღონისძიება ტარდებოდა, ყოველთვის მიძახებდნენ, თუმცა ამის მერე თავი დავანებე წამყვანობას და უცხო ენათა ინსტიტუტში ჩავაბარე.ერთხელაც ჩემი ძმის ამხანაგი, ცნობილი მთარგმნელის, ვენერა ურუშაძის ვაჟიშვილი მოვიდა ჩვენთან. სახლში დიდი ფარდები გვეკიდა, გავწიე ეს ფარდები და მურმანს მივესალმე. გაეცინა და ჩემს ძმას უთხრა: კინოსტუდიაში არ უშვებ, ტელევიზიაში დიქტორად მაინც გაუშვიო. შევეწინააღდეგე დიქტორად არ მინდა, ჟურნალისტობა მინდა-მეთქი. მურმანმა ტელევიზიის იმჟამინდელ დირექტორ კაკო ძიძიგურთან მიმიყვანა, მასთან ერთად ჯულიეტა ვაშაყმაძე და თენგიზ ნათაძე იყვნენ, გაუხარდათ ჩემი მისვლა, გამომცადეს და ყველას მოვეწონე.

1963 წელს დაიწყო ჩემი მოღვაწეობა ამ სფეროში. 21 წლის ვიყავი, როდესაც პირველი ჩაწერიდან გამოვედი, ეს იმდენად სასიამოვნო იყო, მეგონა, რომ უკვე ყველა მცნობდა და ყველა მე მიყურებდა. ტელევიზიაში თითქმის 50 წელი დავყავი, რესპუბლიკის დამსახურებული ჟურნალისტი ვარ...

- როგორც ვიცი, BBC-ის პირდაპირ ეთერშიც მოგიწიათ ყოფნა...

- "ბიბისის" გადამღები ჯგუფი ჩამოსული იყო იმისათვის, რომ გადაეღო მოკავშირე რესპუბლიკების ხალხური შემოქმედება და წარედგინა ინგლისისთვის. იმ წელს პირველად იღებდა მონაწილეობას საქართველო. ეს ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა იყო. ჩაიწერა ჩემი გამოსვლა და ცოტა ხნის შემდეგ "ბიბისიდან" მოვიდა მადლობის წერილი ჩვენი ქვეყნის საუკეთესო წარდგენაში შეტანილი წვლილისათვის.

- დღეს ტექნიკის მხრივ უფრო მარტივადაა საქმე, თქვენ დროს კი სუფლიორიც არ იყო...

- ტექსტის დაზეპირება გვიწევდა, სად იყო სუფლიორი მაშინ. არც ტექნიკა გვქონდა წესიერი, ფუჭდებოდა და კარგა ხანს ველოდით ხოლმე მის გაკეთებას... გააკეთებდნენ, მერე ისევ მალევე ფუჭდებოდა, ახლა რომ ვფიქრობ, საშინელ პირობებში ვმუშაობდით. სულ ძველ და გაფუჭებულ ტექნიკას გვიგზავნიდა რუსეთი. დღეს ტექნიკა განვითარებულია და მიხარია. ერთხელ ჩვენთან საკავშირო შოუ-პროგრამების რედაქტორი მასლიაკოვი ჩამოვიდა, გაოცებული იყო, როგორ მუშაობთ ამ პირობებშიო.

- რა შენიშვნები გაქვთ დღევანდელი მედიის მუშაობასთან და რა რჩევებს მისცემდით ჟურნალისტებს?

- პირველი რიგში, მინდა, ყურადღება ჟურნალისტების ჩაცმის სტილზე გავამახვილო, რაც საშინლად არ მომწონს. არ შეიძლება ასეთი სიტიტვლე ეკრანზე. ლამის შორტებით გამოდიან და ყველაფერი უჩანთ. ასე როგორ შეიძლება, ჩაცმის კულტურას დიდი მნიშვნელობა აქვს. მახსოვს, ოპერაში საახალწლო გადაცემას ვწერდით, ძალიან ლამაზი კაბა მეცვა, ოდნავ ჩახსნილი, რეკავს გადაცემის ავტორი, დონარას უთხარით რამე მოიხუროსო. ახლა კი ისეთი განუკითხაობაა, არ ვიცი. ალბათ სიამოვნებთ, ასეთ გაშიშვლებულ გოგონებს რომ უყურებენ..განაგრძეთ კითხვა