მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შს სამინისტროს თანამშრომლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შს სამინისტროს თანამშრომლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­დუ­ბე-ჩუ­ღუ­რე­თის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, 1955 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნ.ც.გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ტა­რე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

„გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბი­სას, ნაც­ნობს - გ.მ.-ს, თა­ვის სა­ხელ­ზე რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა. გ.მ. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრო­მე­ლია და ინ­ცი­დენ­ტის დროს სამ­სა­ხუ­რებ­რივ მო­ვა­ლე­ო­ბას არ ას­რუ­ლებ­და.

დაჭ­რი­ლი გა­დაყ­ვა­ნი­ლია კლი­ნი­კა­ში, სა­დაც შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა უტარ­დე­ბა. პო­ლი­ცი­ამ, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ნ.ც. მომ­ხდა­რი­დან მა­ლე­ვე, თბი­ლის­ში, მის­სა­ვე სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში და­ა­კა­ვა. და­კა­ვე­ბუ­ლის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ჩხრე­კი­სას ამო­ღე­ბუ­ლია „ტტ“-ს სის­ტე­მის პის­ტო­ლე­ტი. და­კა­ვე­ბუ­ლი ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს აღი­ა­რებს.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19-108-ე მუხ­ლით და 236-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბას და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

და­ნა­შა­უ­ლი 7-დან 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
ავტორი:

შს სამინისტროს თანამშრომლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შს სამინისტროს თანამშრომლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1955 წელს დაბადებული ნ.ც.განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობს - გ.მ.-ს, თავის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. გ.მ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია და ინციდენტის დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა.

დაჭრილი გადაყვანილია კლინიკაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება. პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნ.ც. მომხდარიდან მალევე, თბილისში, მისსავე საცხოვრებელ სახლში დააკავა. დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია „ტტ“-ს სისტემის პისტოლეტი. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას გულისხმობს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

"დღეს შემომითვალეს: ახალ წლამდე კვლავ განახლდება შენი საქმე, უსწრაფესად დაგიჭერთ" - ნიკა გვარამია

"ტელევიზიით გავიგე, რომ ჩემი შვილი დაკავებულია, მას ცეცხლსასროლი იარაღი და ყუმბარა არ ჰქონია" - ბადრი ესებუას მამა

"არსებობდა ვარაუდი, რომ ძმასთან ჰქონდა კონტაქტი და მისთვის უნდა გადაეცა ნივთები" - შსს ბიძინა ესებუას დაკავებაზე ინფორმაციას ავრცელებს