ავტორი:

"დღეს შემომითვალეს: ახალ წლამდე კვლავ განახლდება შენი საქმე, უსწრაფესად დაგიჭერთ" - ნიკა გვარამია

"დღეს შემომითვალეს: ახალ წლამდე კვლავ განახლდება შენი საქმე, უსწრაფესად დაგიჭერთ" - ნიკა გვარამია

დღეს შემომითვალეს: ახალ წლამდე კვლავ განახლდება შენი საქმე, უსწრაფესად დაგიჭერთ და მთელ ქონებას ჩამოგართმევთ „რუსთავი 2“-სთვის ზიანის ანაზღაურების ანგარიშში, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც გვარამია აღნიშნავს, მისთვის უცნობია, რას ჩამოართმევენ, რადგან ქონება არ აქვს.

„არ დაუზუსტებიათ, რას ჩამომართმევენ. არავითარი ქონება არ გამაჩნია. ერთადერთი, ჩემი ცოლის, სოფოს სახელზეა უსახსრობის გამო დაუმთავრებელი აგარაკი ბეთანიაში, ისიც ბანკში ჩადებული. ვცხოვრობთ ნაქირავებში. მთელი ფული გვეხარჯება შვილების განათლებაზე, მათ შორის, უფროსის ამერიკაში. ეტყობა ფეხსაცმელს, ტანსაცმელს და სათვალეებს გულისხმობდნენ.

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ ყველაფერზე საქმის კურსში ჩააყენეს ფასილიტატორი ელჩებიც, რომელთაც მიზეზად ჩემი ანტიდასავლური პოზიცია მოუყვანეს. ჩემი. ანტიდასავლური თან, დასავლური პოზიციების დაცვა რომ დაჭერებითაა თურმე გამართლებული.

მოკლედ, აწი გინდ ელაპარაკეთ ამ ტერორისტებს და ტყვეებით მოვაჭრეებს, გინდ არა. უბრალოდ, არავინ გაბედოთ ჩემი ბედით მოლაპარაკება/ვაჭრობა!

შეშინებული ნიკა გვარამია არ არსებობს. და თუ აქამდე იყო უბრალოდ ნიკა გვარამია, ახლა მიიღებთ ნიკა გვარამიას კვადრატში!“- წერს ნიკა გვარამია.

კახეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ზურაბ ბერიკაშვილმა თანამდებობა დატოვა

"ვიღაცებს სურთ აჩვენონ, რომ სომხებისთვის საქართველოს გზა უკვე სახიფათოა" - თავდასხმა სატვირთოებზე ფონიჭალაში, როგორ ეხმაურება მომხდარს სომხური მედია?

გენინსპექციამ ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავა - რა განცხადებას ავრცელებს შსს?