გერმანული კომპანია BioNTech და მისი ამერიკელი პარტნიორი კომპანია Pfizer კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოების გაზრდაზე მუშაობენ მას შემდეგ, რაც ის აშშ-ში დაამტკიცეს. ამის შესახებ კომპანია BioNTech-ის გენერალურმა დირექტორმა უგურ შაჰინმა „როიტერს“ განუცხადა.
„ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ წარმოებასთან დაკავშირებული პრობლემა. აშკარაა, რომ მეტი დოზაა საჭირო და ჩვენ განვიხილავთ საკითხს იმის შესახებ, როგორ ვაწარმოოთ მეტი დოზა“, - განაცხადა შაჰინმა.
ცნობილია, რომ ორივე კომპანია 2021 წლისთვის 1.3 მილიარდი დოზის გამოშვებას გეგმავდა. შაჰინის თქმით, კომპანიები მუშაობენ იმაზე, რომ მოცულობის მონაცემები გაიზარდოს.
მანვე აღნიშნა, რომ ვაქცინა ევროკავშირის ქვეყნებში დეკემბრის ბოლოსთვის დამტკიცდება.