სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მილანში მცხოვრებ ბავშვს კორონავირუსი 2019 წლის ნოემბერში ჰქონდა - რა აჩვენა ახალმა კვლევამ
მილანში მცხოვრებ ბავშვს კორონავირუსი 2019 წლის ნოემბერში ჰქონდა - რა აჩვენა ახალმა კვლევამ

ახა­ლი კვლე­ვის თა­ნახ­მად, რო­მე­ლიც მი­ლა­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მკვლე­ვა­რებ­მა ჩა­ა­ტა­რეს, აღ­მოჩ­ნდა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ მი­ლან­ში ერთ-ერთ რა­ი­ონ­ში მცხოვ­რებ ბიჭს კო­რო­ნა­ვირუ­სი ჯერ კი­დევ 2019 წლის ნო­ემ­ბრის ბო­ლოს ჰქონ­და. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ა­გენ­ტო „რო­ი­ტე­რი“ ად­გი­ლობ­რივ მე­დი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად კი, ამ ტეს­ტი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­ნი­სა­ზღვროს ვირუ­სის რი­ბო­ნუკ­ლე­ი­ნის მჟა­ვის გე­ნო­მი, რაც ნიშ­ნავს, რომ შე­დე­გე­ბი უფრო ზუს­ტია, ვიდ­რე სხვა გა­მოკ­ვლე­ვის შე­დე­გე­ბი.

კვლე­ვის ფარ­გლებ­ში, მიმ­დი­ნა­რე წლის სექ­ტემ­ბერ­ში გა­ა­ა­ნა­ლი­ზეს გა­სუ­ლი წლის სექ­ტემ­ბრი­დან მიმ­დი­ნა­რე წლის თე­ბერ­ვლის პე­რი­ოდ­ში ცხვირ-ხა­ხი­დან აღე­ბუ­ლი 39 ნი­მუ­ში, ხოლო ერთ შემ­თხვე­ვა­ში პა­სუ­ხი და­დე­ბი­თი აღ­მოჩ­ნდა. ეს მა­სა­ლა ეკუთ­ვნო­და მი­ლან­ში მცხოვ­რებ 4 წლის ბიჭს და ის სა­ზღვარ­გა­რეთ სა­მოგ­ზა­უ­როდ არ ყო­ფი­ლა.

„რო­ი­ტე­რის“ თა­ნახ­მად, ბიჭს ხვე­ლი­სა და რი­ნი­ტის სიმპტო­მე­ბი 2019 წლის 21 ნო­ემ­ბრი­დან გა­მო­უვ­ლინ­და, ხოლო 30 ნო­ემ­ბერს მან სა­მე­დი­ცი­ნო სამ­სა­ხურს მი­მარ­თა სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბი­სა და ღე­ბი­ნე­ბის გამო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მის­მა ექიმ­მა წი­თე­ლა გა­მო­რი­ცხა, რო­მელ­საც ბავ­შვებ­ში მსგავ­სი სიმპტო­მე­ბი აქვს.

კვლე­ვის ერთ-ერთი ავ­ტო­რი და უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი მა­რიო რა­ვი­ლი­ო­ნე აცხა­დებს, რომ ბი­ჭის სიმპტო­მე­ბი ემ­თხვე­ვა კო­ვიდ-19-ის სიმპტო­მებს. რაც ნიშ­ნავს იმას, რომ იგი ვირუ­სით და­ინ­ფი­ცირ­და ერთი თვით ადრე, ვიდ­რე ვუ­ჰან­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა და­დას­ტურ­და.

პრო­ფე­სორ რა­ვი­ლი­ო­ნეს და მის გუნდს მი­აჩ­ნი­ათ, რომ ვირუ­სის არა­რე­გუ­ლა­რუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი შე­საძ­ლოა, გა­სუ­ლი წლის ბო­ლოს უკვე არ­სე­ბობ­და, ხოლო ეპი­დე­მია გაჩ­ნდა ვირუ­სის გა­და­ცე­მის დაჩ­ქა­რე­ბის­თა­ნა­ვე, რაც ხსნის იმას, თუ რა­ტომ და­ი­წყო ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის პირ­ვე­ლი ტალ­ღა ლომ­ბარ­დი­ის რე­გი­ონ­ში, სა­დაც მი­ლა­ნი მდე­ბა­რე­ობს.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სოს
2

მე საერᲗაᲨორისო ინფორმაციაᲨი წავიკიᲗხე,რომ 2018 წელᲨი მივლინებიᲗ ყოფილა უხანᲨი და დეკემბერᲨი Ჩადულა Თავის ქალაქᲨი ორი დᲦის მერე დააწვინეს სავადმყოფოᲨი და დაუდგინდა კორონაო...2 წლიᲗ ადე გამოდის....რას გაიგებ....Ჩემი ბავᲨვი ისე გახდა იანვარᲨი რომ ვერც დადიოდა და ვერც სუნᲗქავდა სავადმყოფოᲨი მეწვინა ხელოვნორი სუნᲗქვიᲗ და გადასხმებიᲗ.ვერ დაადგინეს რა ვირუსი იყო..მიᲗხრეს ვირუსია და მეტი არაფერი

tamila
2

mgoni mec mqonda gasuli clis dekembershi 22 dge sicxe mqonda da ver daadgines ra tipis virusi iyo

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

მილანში მცხოვრებ ბავშვს კორონავირუსი 2019 წლის ნოემბერში ჰქონდა - რა აჩვენა ახალმა კვლევამ

მილანში მცხოვრებ ბავშვს კორონავირუსი 2019 წლის ნოემბერში ჰქონდა - რა აჩვენა ახალმა კვლევამ

ახალი კვლევის თანახმად, რომელიც მილანის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ჩაატარეს, აღმოჩნდა მტკიცებულება, რომ მილანში ერთ-ერთ რაიონში მცხოვრებ ბიჭს კორონავირუსი ჯერ კიდევ 2019 წლის ნოემბრის ბოლოს ჰქონდა. ამ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

უფრო კონკრეტულად კი, ამ ტესტირების საშუალებით შესაძლებელია განისაზღვროს ვირუსის რიბონუკლეინის მჟავის გენომი, რაც ნიშნავს, რომ შედეგები უფრო ზუსტია, ვიდრე სხვა გამოკვლევის შედეგები.

კვლევის ფარგლებში, მიმდინარე წლის სექტემბერში გააანალიზეს გასული წლის სექტემბრიდან მიმდინარე წლის თებერვლის პერიოდში ცხვირ-ხახიდან აღებული 39 ნიმუში, ხოლო ერთ შემთხვევაში პასუხი დადებითი აღმოჩნდა. ეს მასალა ეკუთვნოდა მილანში მცხოვრებ 4 წლის ბიჭს და ის საზღვარგარეთ სამოგზაუროდ არ ყოფილა.

„როიტერის“ თანახმად, ბიჭს ხველისა და რინიტის სიმპტომები 2019 წლის 21 ნოემბრიდან გამოუვლინდა, ხოლო 30 ნოემბერს მან სამედიცინო სამსახურს მიმართა სუნთქვის უკმარისობისა და ღებინების გამო. მოგვიანებით მისმა ექიმმა წითელა გამორიცხა, რომელსაც ბავშვებში მსგავსი სიმპტომები აქვს.

კვლევის ერთ-ერთი ავტორი და უნივერსიტეტის პროფესორი მარიო რავილიონე აცხადებს, რომ ბიჭის სიმპტომები ემთხვევა კოვიდ-19-ის სიმპტომებს. რაც ნიშნავს იმას, რომ იგი ვირუსით დაინფიცირდა ერთი თვით ადრე, ვიდრე ვუჰანში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა.

პროფესორ რავილიონეს და მის გუნდს მიაჩნიათ, რომ ვირუსის არარეგულარული შემთხვევები შესაძლოა, გასული წლის ბოლოს უკვე არსებობდა, ხოლო ეპიდემია გაჩნდა ვირუსის გადაცემის დაჩქარებისთანავე, რაც ხსნის იმას, თუ რატომ დაიწყო ქვეყანაში კორონავირუსის პირველი ტალღა ლომბარდიის რეგიონში, სადაც მილანი მდებარეობს.

"ძალიან ბევრს ჭამდა" - რას ამბობს ბარაკ ობამა შვილის ბოიფრენდზე, რომელთან ერთადაც აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს კარანტინში ყოფნა მოუწია

"ჯო ბაიდენი - პუტინს: "შენ უსულო ხარ" - 2011 წლის შეხვედრის დეტალები, სადაც ბაიდენმა და პუტინმა საქართველოს და უკრაინის გამო იდავეს და დღევანდელობა

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საჯაროდ გაიკეთეს