სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
სპორტი
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს მისამართით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს მისამართით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

“მი­ვე­სალ­მე­ბით პო­ლი­ტი­კურ კონ­სენ­სუსს, რო­მე­ლიც სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მა­ში ცვლი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ­მა პარ­ტი­ამ წლის და­სა­წყის­ში მი­აღ­წია. ქარ­თვე­ლებ­მა აჩ­ვე­ნეს მზად­ყოფ­ნა გა­მო­ი­ყე­ნონ გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო პლუ­რა­ლიზ­მის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რო­მელ­საც ეს რე­ფორ­მა გვთა­ვა­ზობს, - ამის შე­სა­ხებ გერ­მა­ნი­ის და საფ­რან­გე­თის სა­გა­რეო მი­ნის­ტრე­ბის ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

„გერ­მა­ნი­ი­სა და საფ­რან­გე­თის ახლო მე­გო­ბარ­მა სა­ქარ­თვე­ლომ ბოლო ოცი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უზარ­მა­ზა­რი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი გა­ნი­ცა­და. მან გა­აძ­ლი­ე­რა კავ­ში­რე­ბი ნა­ტო­სა და ევ­რო­კავ­შირ­თან, სა­დაც ის სა­მა­გა­ლი­თო როლს ას­რუ­ლებს აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის ფარ­გლებ­ში. ძლი­ე­რი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის შექ­მნა ძლი­ე­რი დე­მოკ­რა­ტი­ის სა­ფუძ­ვე­ლია. ამ­რი­გად, ჩვენ მი­ვე­სალ­მე­ბით პო­ლი­ტი­კურ კონ­სენ­სუსს, რო­მე­ლიც ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ­მა პარ­ტი­ამ წლის და­სა­წყის­ში მი­აღ­წია სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მა­ში აუ­ცი­ლე­ბელ ცვლი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ქარ­თვე­ლებ­მა აჩ­ვე­ნეს მზად­ყოფ­ნა გა­მო­ი­ყე­ნონ გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო პლუ­რა­ლიზ­მის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რო­მელ­საც ეს რე­ფორ­მა გვთა­ვა­ზობს. არ­ჩევ­ნე­ბის პირ­ველ ტურ­ში ამომ­რჩე­ველ­თა ძლი­ე­რი აქ­ტი­ვო­ბა იმე­დის მომ­ცე­მია და - პან­დე­მი­ის ფონ­ზე - გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აღ­ნიშ­ვნის ღირ­სია. თუმ­ცა ოდი­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­კვირ­ვებ­ლებ­მა და ად­გი­ლობ­რივ­მა სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სის გარ­კვე­ულ ხარ­ვე­ზებ­ზე მი­ა­ნიშ­ნეს,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

გერ­მა­ნი­ი­სა და საფ­რან­გე­თის სა­გა­რეო უწყე­ბე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­არ­ჩევ­ნო და სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მე­ბის გა­საგ­რძე­ლებ­ლად პარ­ლა­მენ­ტი “შე­სა­ფე­რი­სი ფო­რუ­მია.“

“რო­გორც ჩანს, სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა თან­ხმდე­ბა იმა­ზე, რომ შემ­დგო­მი სა­არ­ჩევ­ნო და სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მე­ბი კვლავ პო­ლი­ტი­კურ დღის წეს­რიგ­ში უნდა დარ­ჩეს. ასე­თი დე­ბა­ტე­ბის­თვის პარ­ლა­მენ­ტი შე­სა­ფე­რი­სი ფო­რუ­მია, რად­გან სა­პარ­ლა­მენ­ტო პრო­ცეს­მა უნდა გა­აძ­ლი­ე­როს შე­დე­გი და პრო­ცე­სი - და სა­ბო­ლო­ოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ჯა­რო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის მი­მართ ნდო­ბა.

გვსურს ხაზი გა­ვუს­ვათ ჩვენს მხარ­და­ჭე­რას ევ­რო­კავ­ში­რი­სა და შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო შუ­ა­მავ­ლე­ბის მი­მართ. ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას დახ­მა­რე­ბას სთა­ვა­ზო­ბენ, რათა ხელი შე­უ­წყონ პო­ზი­ტი­ურ რე­ფორ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის გან­მტკი­ცე­ბის მიზ­ნით,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

სა­გა­რეო უწყე­ბე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბი­სა და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სად­მი მხარ­და­ჭე­რას ადას­ტუ­რე­ბენ და აცხა­დე­ბენ, რომ რუ­სეთ­მა 2008 წლის 12 აგ­ვის­ტოს მიღ­წე­უ­ლი ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბა უნდა შე­ას­რუ­ლოს.

„სა­ქარ­თვე­ლო რე­გი­ო­ნა­ლუ­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დგას, რაც კი­დევ უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვანს ხდის ქვე­ყა­ნის ერ­თი­ა­ნო­ბას. საფ­რან­გე­თი და გერ­მა­ნია მზად არი­ან იყ­ვნენ პარტნი­ო­რე­ბი იმ დე­მოკ­რა­ტი­ულ გზა­ზე, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლომ აირ­ჩია. აფხა­ზე­თის თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი რეს­პუბ­ლი­კის რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას­თან შემ­დგო­მი ეკო­ნო­მი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის შე­სა­ხებ ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის ფონ­ზე, ჩვენ კი­დევ ერთხელ ვა­დას­ტუ­რებთ ჩვენს მტკი­ცე მხარ­და­ჭე­რას სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბი­სა და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სად­მი მის სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბულ სა­ზღვრებ­ში.

გვსურს კი­დევ ერთხელ გა­ვი­მე­ო­როთ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­მა მხა­რემ, მათ შო­რის რუ­სეთ­მა, სრუ­ლად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს ევ­რო­კავ­ში­რის შუ­ა­მავ­ლო­ბით 2008 წლის 12 აგ­ვის­ტოს მიღ­წე­უ­ლი ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბა და მი­ი­ღოს ხელ­შე­სა­ხე­ბი შე­დე­გე­ბი ჟე­ნე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო დის­კუ­სი­ებ­ში,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მე­ლიც გერ­მა­ნი­ის სა­გა­რეო უწყე­ბის ვებგ­ვერ­დზეა გან­თავ­სე­ბუ­ლი.

გერ­მა­ნია და საფ­რან­გე­თი სა­ქარ­თვე­ლოს მო­უ­წო­დე­ბენ, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რე­ფორ­მის გზა­ზე სვლა გა­ნაგ­რძოს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მამილუქი
59

ეხლაც გამოჩნდა რომ ქართველი ხალხი თვითონ წყვეტს საქართველოს მომავალს....და ეს უნდა იქნეს მთელი ერის კონსოლიდაცია ქვეყნის მომავალი განვითარებისათვის და ხელახალი არჩევნების ჩატარების საქმეში...სხვა შემთხვევაში ეს ქვეყანა ვერ გამოვა უმძიმესი პოლიტიკურ ეკონომიკური კრიზისიდან.

არა ქოცს! არა ნაცს!
34

თქვენ მამიდა მერკელს მიხედეთ რა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს მისამართით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს მისამართით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

“მივესალმებით პოლიტიკურ კონსენსუსს, რომელიც საარჩევნო სისტემაში ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ წლის დასაწყისში მიაღწია. ქართველებმა აჩვენეს მზადყოფნა გამოიყენონ განახლებული საპარლამენტო პლურალიზმის შესაძლებლობა, რომელსაც ეს რეფორმა გვთავაზობს, - ამის შესახებ გერმანიის და საფრანგეთის საგარეო მინისტრების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

„გერმანიისა და საფრანგეთის ახლო მეგობარმა საქართველომ ბოლო ოცი წლის განმავლობაში უზარმაზარი დემოკრატიული ცვლილებები განიცადა. მან გააძლიერა კავშირები ნატოსა და ევროკავშირთან, სადაც ის სამაგალითო როლს ასრულებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში. ძლიერი ინსტიტუტების შექმნა ძლიერი დემოკრატიის საფუძველია. ამრიგად, ჩვენ მივესალმებით პოლიტიკურ კონსენსუსს, რომელიც ყველა პოლიტიკურმა პარტიამ წლის დასაწყისში მიაღწია საარჩევნო სისტემაში აუცილებელ ცვლილებებთან დაკავშირებით.

ქართველებმა აჩვენეს მზადყოფნა გამოიყენონ განახლებული საპარლამენტო პლურალიზმის შესაძლებლობა, რომელსაც ეს რეფორმა გვთავაზობს. არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა ძლიერი აქტივობა იმედის მომცემია და - პანდემიის ფონზე - განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია. თუმცა ოდირის საერთაშორისო დამკვირვებლებმა და ადგილობრივმა სამოქალაქო საზოგადოებამ საარჩევნო პროცესის გარკვეულ ხარვეზებზე მიანიშნეს,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ საქართველოში საარჩევნო და სასამართლო რეფორმების გასაგრძელებლად პარლამენტი “შესაფერისი ფორუმია.“

“როგორც ჩანს, საქართველოში ყველა პოლიტიკური ძალა თანხმდება იმაზე, რომ შემდგომი საარჩევნო და სასამართლო რეფორმები კვლავ პოლიტიკურ დღის წესრიგში უნდა დარჩეს. ასეთი დებატებისთვის პარლამენტი შესაფერისი ფორუმია, რადგან საპარლამენტო პროცესმა უნდა გააძლიეროს შედეგი და პროცესი - და საბოლოოდ საქართველოში საჯარო ინსტიტუტების მიმართ ნდობა.

გვსურს ხაზი გავუსვათ ჩვენს მხარდაჭერას ევროკავშირისა და შეერთებული შტატების საერთაშორისო შუამავლების მიმართ. ისინი საქართველოში ყველა პოლიტიკურ პარტიას დახმარებას სთავაზობენ, რათა ხელი შეუწყონ პოზიტიურ რეფორმის განხორციელებას საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების მიზნით,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

საგარეო უწყებების ხელმძღვანელები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერას ადასტურებენ და აცხადებენ, რომ რუსეთმა 2008 წლის 12 აგვისტოს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უნდა შეასრულოს.

„საქართველო რეგიონალური გამოწვევების წინაშე დგას, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის ქვეყანის ერთიანობას. საფრანგეთი და გერმანია მზად არიან იყვნენ პარტნიორები იმ დემოკრატიულ გზაზე, რომელიც საქართველომ აირჩია. აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის რუსეთის ფედერაციასთან შემდგომი ეკონომიკური ინტეგრაციის შესახებ ბოლოდროინდელი მოლაპარაკებების ფონზე, ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

გვსურს კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, აუცილებელია, რომ ყველა დაინტერესებულმა მხარემ, მათ შორის რუსეთმა, სრულად განახორციელოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და მიიღოს ხელშესახები შედეგები ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში,“ - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზეა განთავსებული.

გერმანია და საფრანგეთი საქართველოს მოუწოდებენ, დემოკრატიული რეფორმის გზაზე სვლა განაგრძოს.

"ამ გადამწყვეტ მომენტში მე არ მაქვს უფლება სისუსტე გამოვიჩინო..." - რას წერს ნიკა მელია მასზე დაკისრებულ გირაოზე და როგორ პასუხობენ მას მმართელ გუნდში

არის თუ არა დაწყებული "ქართულ ოცნებაში" შიდა დაპირისპირებები და რას ამბობს ამაზე გახარია?

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"