ავტორი:

სამართალდამცველებმა ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა დააკავეს

სამართალდამცველებმა ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა დააკავეს

სამართალდამცველებმა ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა დააკავეს. აღნიშნული ინფორმაცია AMBEBI.GE-ს შსს-ში დაუდასტურეს.

მისი დაკავების ოპერაცია ზუგდიდში ჩატარდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, დაკავების დეტალებთან დაკავშირებით ინფორმაციას უწყება მოგვიანებით გაავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ბადრი ესებუაზე ძებნაა გამოცხადებული.

"დამნაშავის დაკავების მიზნით სამძებრო ღონისძიებები ტარდება" - რას ამბობს აჭარის პოლიციის უფროსი ქობულეთში მომხდარ მკვლელობაზე

ქობულეთში სანადირო თოფით კაცი მოკლეს

ე.წ. დავით გარეჯის საქმეზე ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა - რა განაცხადეს გენერალურ პროკურატურაში