საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ დღეს სალომე ზურაბიშვილის მისამართით პირადმა შეურაცხყოფებმა გაიჟღერა, მის ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე კი ტროლების რაოდენობის მომატება შეინიშნებოდა.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ პრეზიდენტმა სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან და საკვანძო საკითხებზე საზოგადოებას სწორი ხედვა შესთავაზა.
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეხმაურება დღეს პრეზიდენტის მისამართით გაჟღერებულ პირად შეურაცხყოფებს და მისი ოფიციალური „ფეისბუქის“ გვერდზე ტროლების რაოდენობის მომრავლებას, რაც მიგვანიშნებს, რომ პრეზიდენტმა სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან და საკვანძო საკითხებზე საზოგადოებას სწორი ხედვა შესთავაზა“, - ნათქვამია განცხადებაში.