მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხმების პარალელური დათვლის შედეგები - ISFED-ი დაზუსტებულ ინფორმაციას ავრცელებს
ხმების პარალელური დათვლის შედეგები - ISFED-ი დაზუსტებულ ინფორმაციას ავრცელებს

„სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი“ 2020 წლის 31 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის სა­ბო­ლოო შე­დე­გე­ბის და­ზუს­ტე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას აქ­ვეყ­ნებს.

ორ­გა­ნი­ზა­ცია მო­ნი­ტო­რინ­გის შე­დე­გად, 2020 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებს ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი სტან­დარ­ტით ჩა­ტა­რე­ბულ არ­ჩევ­ნე­ბად მი­იჩ­ნევს.

მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მოვ­ლინ­და ხარ­ვე­ზი სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტე­ბის მიერ მი­ღე­ბუ­ლი ხმე­ბის გა­მო­სათ­ვლელ ფორ­მუ­ლა­ში. თუმ­ცა სხვა­ო­ბა გავ­ლე­ნას არ ახ­დენს არ­ცერ­თი სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტის მიერ მი­ღე­ბუ­ლი მან­და­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ზე.

„სა­ზო­გა­დო­ე­ბის მა­ღა­ლი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გაც­ნო­ბებთ, რომ სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ 2020 წლის 31 ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ხმე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რი დათ­ვლის (PVT) პირ­ვე­ლა­დი, შიდა აუ­დი­ტი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. შიდა აუ­დი­ტი PVT-ის სტან­დარ­ტუ­ლი პრო­ცე­დუ­რაა და ოთხ ეტაპს მო­ი­ცავს: 1. დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის მიერ გა­მოგ­ზავ­ნი­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის აუ­დი­ტი; 2. სა­ოლ­ქო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ე­ბის მიერ შედ­გე­ნი­ლი შეს­წო­რე­ბის ოქ­მე­ბის გა­და­მოწ­მე­ბა; 3. ცდო­მი­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­მოთ­ვლის სის­წო­რის აუ­დი­ტი; 4. არ­ჩევ­ნე­ბის დღის პრო­ცეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის გა­და­მოწ­მე­ბა.

შიდა აუ­დი­ტის შე­დე­გებ­მა და­ა­დას­ტუ­რა PVT მე­თო­დო­ლო­გის სი­ზუს­ტე და დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სან­დო­ო­ბა. თუმ­ცა, გა­მოვ­ლინ­და ხარ­ვე­ზი სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტე­ბის მიერ მი­ღე­ბუ­ლი ხმე­ბის გა­მო­სათ­ვლელ ფორ­მუ­ლა­ში. კერ­ძოდ, სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტე­ბის მიერ მი­ღე­ბულ ხმებ­თან ერ­თად, დათ­ვლილ იქნა ბა­თი­ლი ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბიც, რისი გას­წო­რე­ბის შე­დე­გა­დაც სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტე­ბის მიერ მი­ღე­ბუ­ლი ხმე­ბის პრო­ცენ­ტუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა უმ­ნიშ­ვნე­ლოდ შე­იც­ვა­ლა. აღ­ნიშ­ნუ­ლი სხვა­ო­ბა გავ­ლე­ნას არ ახ­დენს არ­ცერ­თი სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტის მიერ მი­ღე­ბუ­ლი მან­და­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ზე.

ამას­თა­ნა­ვე, შე­გახ­სე­ნებთ, რომ „სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი“ ახორ­ცი­ე­ლებ­და კომ­პლექ­სურ დაკ­ვირ­ვე­ბას მთელ სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ზე. მო­ნი­ტო­რინ­გის შე­დე­გად ორ­გა­ნი­ზა­ცია 2020 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებს მი­იჩ­ნევს ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი სტან­დარ­ტით ჩა­ტა­რე­ბულ არ­ჩევ­ნე­ბად, რაც, მათ შო­რის, გა­მო­ი­ხა­ტა სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბის ოქ­მე­ბის 8%-ში აღ­მო­ჩე­ნილ დის­ბა­ლან­სში.

„სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი“ წარ­მო­გიდ­გენთ 2020 წლის 31 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის დღის სა­ბო­ლოო შე­დე­გე­ბის და­ზუს­ტე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას. აღნშნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ნახ­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია ბმულ­ზე:

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სიმართლე
7

ანუ ოპოზიცია ავიდეს აწი მთაწმინდის პლატოზეო?!

Kaxa
30

Gana nacebma AR ician ROM arhevnebi ar gayalbebula?Ubralod ar unbat ROM saqartvelo warmohindes demokrstiul qbeynad!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

ხმების პარალელური დათვლის შედეგები - ISFED-ი დაზუსტებულ ინფორმაციას ავრცელებს

ხმების პარალელური დათვლის შედეგები - ISFED-ი დაზუსტებულ ინფორმაციას ავრცელებს

„სამართლიანი არჩევნები“ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების დაზუსტებულ ინფორმაციას აქვეყნებს.

ორგანიზაცია მონიტორინგის შედეგად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დაბალი სტანდარტით ჩატარებულ არჩევნებად მიიჩნევს.

მათი ინფორმაციით, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. თუმცა სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.

„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხმების პარალელური დათვლის (PVT) პირველადი, შიდა აუდიტი განახორციელა. შიდა აუდიტი PVT-ის სტანდარტული პროცედურაა და ოთხ ეტაპს მოიცავს: 1. დამკვირვებლების მიერ გამოგზავნილი მონაცემების აუდიტი; 2. საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილი შესწორების ოქმების გადამოწმება; 3. ცდომილების ხარისხის გამოთვლის სისწორის აუდიტი; 4. არჩევნების დღის პროცესთან დაკავშირებული მონაცემების გადამოწმება.

შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა PVT მეთოდოლოგის სიზუსტე და დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობა. თუმცა, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა. აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.

ამასთანავე, შეგახსენებთ, რომ „სამართლიანი არჩევნები“ ახორციელებდა კომპლექსურ დაკვირვებას მთელ საარჩევნო პროცესზე. მონიტორინგის შედეგად ორგანიზაცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს მიიჩნევს ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დაბალი სტანდარტით ჩატარებულ არჩევნებად, რაც, მათ შორის, გამოიხატა საარჩევნო უბნების ოქმების 8%-ში აღმოჩენილ დისბალანსში.

„სამართლიანი არჩევნები“ წარმოგიდგენთ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების დღის საბოლოო შედეგების დაზუსტებულ ინფორმაციას. აღნშნული ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ბმულზე:

"ჩვენ მაგიდის აყირავებას არ ვაპირებთ, მზად ვართ მეხუთე რაუნდისთვის" - ანა ნაცვლიშვილი

"ეს ხარვეზი გახდა რადიკალური ოპოზიციის რევოლუციური სცენარის საყრდენი" - კობახიძე ISFED-ისგან მოითხოვს წარადგინოს იმ უბნების ჩამონათვალი, სადაც ბიულეტენების სიჭარბე გამოვლინდა

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი