Faceამბები
კონფლიქტები

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე თუ მკითხავთ, დღეს ჰოლივუდში საშა რეხვიაშვილის რანგის რეჟისორი  არ მოიძებნება" - ქართულ კინემატოგრაფს დიდი ხელოვანი გამოაკლდა
"მე თუ მკითხავთ, დღეს ჰოლივუდში საშა რეხვიაშვილის რანგის რეჟისორი  არ მოიძებნება" -  ქართულ კინემატოგრაფს დიდი ხელოვანი გამოაკლდა

82 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა ქარ­თვე­ლი კი­ნო­რე­ჟი­სო­რი, სა­ქარ­თვე­ლოს კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის­ტთა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი კავ­ში­რის წევ­რი, უნი­ვერ­სი­ტე­ტის პე­და­გო­გი, ალექ­სან­დრე რეხ­ვი­აშ­ვი­ლი.

იგი მხო­ლოდ რე­ჟი­სო­რი და ოპე­რა­ტო­რი არ ყო­ფი­ლა, იყო ფერმ­წე­რიც, ქმნი­და კო­ლა­ჟებ­სა და ეს­კი­ზებ­საც და ღრმად სწამ­და, რომ ერ­თა­დერ­თი ად­გი­ლი, სა­დაც ქარ­თუ­ლი ფილ­მე­ბის გა­და­ღე­ბა შე­იძ­ლე­ბო­და, იყო სა­ქარ­თვე­ლო. ამ­ბობ­და კი­დეც, სა­კუ­თა­რი ნი­ა­და­გი­დან მო­წყვე­ტა კი­ნე­მა­ტოგ­რაფ­ში სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გის მეტს ვე­რა­ფერს მო­ი­ტან­სო.

ალექ­სან­დრე რეხ­ვი­აშ­ვილ­მა ვგი­კი - საბ­ჭო­თა კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ის სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტი და­ამ­თავ­რა და რო­დე­საც მოს­კოვ­ში დარ­ჩე­ნა და იქ მუ­შა­ო­ბა შეს­თა­ვა­ზეს, ახალ­გაზ­რდა კაც­მა რჩე­ვა კი­ნო­რე­ჟი­სორ მი­ხე­ილ კა­ლა­ტო­ზიშ­ვილს ჰკი­თხა: რო­გორ მო­ვიქ­ცეო? მოს­კო­ვის კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ულ ცხოვ­რე­ბა­ში კარ­გად გათ­ვით­ცნო­ბი­ე­რე­ბულ, გა­მოც­დილ რე­ჟი­სორს უმალ უპა­სუ­ხია, - აქ არ დარ­ჩე, სა­ქარ­თვე­ლო­ში წა­დიო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ბა­ტო­ნი საშა სწო­რედ ამ მო­მენტს იხ­სე­ნებ­და: მეც უყოყ­მა­ნოდ და­ვე­მორ­ჩი­ლე და სა­ქარ­თვე­ლო­ში წა­მო­ვე­დი. ამის­თვის სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე მად­ლი­ე­რი ვიქ­ნე­ბი მისი, იმი­ტომ რომ ჩემი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბით კი­ნო­სა და ცხოვ­რე­ბა­ზე იქ ვე­რა­სო­დეს ვე­რა­ფერს გა­და­ვი­ღებ­დიო. და ასე თქვა იმი­ტომ, რომ მერე და მერე, ცხოვ­რე­ბის გზა­ზე კარ­გად შე­იგ­რძნო, რომ კი­ნე­მა­ტოგ­რაფს უშუ­ა­ლო კავ­ში­რი ჰქონ­და იმ რე­ა­ლო­ბას­თან, რო­მელ­შიც ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობ­და და სწო­რედ ამი­ტომ იყო აუ­ცი­ლე­ბე­ლი, რე­ჟი­სორს ძა­ლი­ან ახ­ლოს და ღრმად სცნო­ბო­და ის გა­რე­მო, რო­მელ­საც იღებ­და.

მი­ხე­ილ კო­ბა­ხი­ძე, გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლი და ალექ­სან­დრე რეხ­ვი­აშ­ვი­ლი პა­რიზ­ში

მას მხატ­ვრუ­ლი ფილ­მე­ბის გა­და­ღე­ბა საბ­ჭო­თა იდე­ო­ლო­გი­უ­რი წნე­ხის პი­რო­ბებ­ში მო­უხ­და. არ­სე­ბობ­და ცენ­ზუ­რა, რის გა­მოც რე­ჟი­სო­რებს და ცხა­დია, ბა­ტონ სა­შა­საც ფილ­მე­ბი იმ ბა­რი­ე­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით უნდა გა­და­ე­ღო, რომ­ლის გა­დაც­დო­მა­საც ცენ­ზუ­რა არ აპა­ტი­ებ­და და, შე­სა­ბა­მი­სად, ფილ­მიც ვერ ნა­ხავ­და დღის სი­ნათ­ლეს. ამი­ტო­მაც უთ­ქვამს, - ჩემი ყვე­ლა ფილ­მი და­უს­რუ­ლე­ბელ ეს­კი­ზე­ბად მი­მაჩ­ნია. შემ­დეგ ეს და­უს­რუ­ლებ­ლო­ბა, სათ­ქმე­ლის ბო­ლომ­დე არ­თქმა ჩემი სტი­ლის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ელე­მენ­ტი გახ­დაო...

ალექ­სან­დრე რეხ­ვი­აშ­ვი­ლი ძა­ლი­ან მე­გობ­რობ­და ბევ­რის­თვის საყ­ვა­რელ რე­ჟი­სორ­თან - გუ­გუ­ლი მგე­ლა­ძეს­თან. მის ვაჟს, რე­ჟი­სორ გიო მგე­ლა­ძეს ვი­დე­ო­ინ­ტერ­ვი­უც გა­და­უ­ღია ბა­ტონ სა­შას­თან სა­ხელ­წო­დე­ბით - "სა­უბ­რე­ბი - საშა რეხ­ვი­აშ­ვი­ლი". გთა­ვა­ზობთ ნა­წყვეტს ბა­ტო­ნი სა­შას სა­უბ­რი­დან:

  • "მე ვთვლი, რომ ჩვენ ვართ ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის ნა­წი­ლი. ევ­რო­პუ­ლი ხედ­ვა ქარ­თუ­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბა­ში უფრო შე­ნარ­ჩუნ­და ქრის­ტი­ა­ნო­ბის რე­ა­ლუ­რი გა­გე­ბა, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა ადა­მი­ა­ნის ყო­ველ­დღი­ურ, რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში. კა­თო­ლი­კე­ბი­სა და ლუ­თე­რა­ნე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მარ­თმა­დი­დებ­ლო­ბა - ეს მა­ინც სუფ­თა რე­ლი­გი­აა, სუფ­თა მე­ტა­ფი­ზი­კუ­რი ფორ­მაა და მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბაც ასე­თი­ვეა. აი, მა­გა­ლი­თად, რა­ტომ არის, რომ ჩვენ - მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ხალ­ხი: ქარ­თვე­ლე­ბი, სერ­ბე­ბი, რუ­სე­ბი - ყვე­ლა­ნი ნა­ხევ­რად სი­ღა­რი­ბე­ში ვცხოვ­რობთ? ჩვენ ვართ არაპ­რაქ­ტი­კუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, იმი­ტომ კი არა, რომ არ შეგ­ვიძ­ლია, იმი­ტომ, რომ გუ­ლის სიღ­რმე­ში ჩვენ უარ­ვყოფთ სიმ­დიდ­რის კონ­ცეფ­ცი­ას, არ გვინ­და იმი­ტომ, რომ უკავ­შირ­დე­ბა ბო­რო­ტე­ბას, უსა­მარ­თლო­ბას და მსგავს რა­ღა­ცებს. ჩვენ კი­დევ სრუ­ლი­ად თა­ვი­სუფ­ლე­ბი ვართ. მე ვთვლი, რომ ჩვენ უფრო თა­ვი­სუ­ფა­ლი ხალ­ხი ვართ, ვიდ­რე, და­ვუშ­ვათ, და­სავ­ლეთ­ში. ჩვენ ვართ ღა­რი­ბე­ბი, მაგ­რამ - თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და ამა­შია ჩვე­ნი ბედ­ნი­ე­რე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე­თი მა­სობ­რი­ვი სწრაფ­ვა კულ­ტუ­რის­კენ გა­მოწ­ვე­უ­ლია იმით, რომ ჩვენ მარ­თლმა­დი­დებ­ლე­ბი ვართ. ანუ ჩვენ­თვის ის კი არ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რაც არ­სე­ბობს, არა­მედ - რაც არ არ­სე­ბობს. არარ­სე­ბუ­ლი გვინ­და, რომ ვაქ­ცი­ოთ რე­ა­ლო­ბად..."

ბა­ტონ საშა რეხ­ვი­აშ­ვილ­ზე სა­უ­ბა­რი თე­ატ­რი­სა და კი­ნოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორს, რე­ჟი­სორ გი­ორ­გი შა­ლუ­ტაშ­ვილს ვთხო­ვე:

- ბა­ტონ სა­შას პი­რა­დად არ ვიც­ნობ­დი, მაგ­რამ მი­მაჩ­ნია, რომ ეს არის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც, ასე ვთქვათ, ჩემი თა­ო­ბის გე­მოვ­ნე­ბა გან­სა­ზღვრა. მი­მაჩ­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­უ­ლი ენის შექ­მნი­სა და ქარ­თუ­ლი კი­ნოს ფე­ნო­მე­ნის აღ­მო­ჩე­ნის თვალ­საზ­რი­სით ამ რან­გის მა­ძი­ე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი სულ რამ­დე­ნი­მეა, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში - 10 კაცს ნამ­დვი­ლად არ აჭარ­ბებს და იმ ათე­ულ­შიც უპი­რო­ბო ლი­დე­რია საშა რეხ­ვი­აშ­ვი­ლი. იგი ჩემ­თვის არის ჭეშ­მა­რი­ტი შე­მოქ­მე­დის მა­გა­ლი­თი და მთე­ლი თა­ვი­სი ში­ნა­არ­სით ის იყო უპი­რო­ბო დი­სი­დენ­ტი, ოღონდ ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო თე­მის მი­მართ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას კი არ ვგუ­ლის­ხმობ, არა­მედ - ყო­ველ­გვა­რი ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ყოფ­ნას. ბა­ტო­ნი საშა არას­დროს გა­რე­უ­ლა პო­ლი­ტი­კა­ში, მისი ხმა არა­ვის გა­უ­გია, მაგ­რამ ვფიქ­რობ, ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი რან­გის პო­ლი­ტი­კაც ეგ არის - მა­რა­დი­ულ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის ძი­ე­ბა. სწო­რედ ამ სიღ­მით გა­მო­ირ­ჩე­ვა საშა რეხ­ვი­აშ­ვი­ლი. ასე რომ, იგი იქ­ნე­ბო­და დი­სი­დენ­ტი ყვე­ლა ეპო­ქა­ში. ქარ­თუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და ქარ­თუ­ლი მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბის სიღ­რმი­სე­უ­ლი აზ­როვ­ნე­ბის თვალ­საზ­რი­სით, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად არის მა­რა­დი­ულ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და მა­რა­დი­უ­ლი პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლი კი­თხვე­ბი­თაა სავ­სე, ბა­ტო­ნი საშა ჩემ­თვის, თით­ქოს, ქარ­თვე­ლი აგი­ოგ­რა­ფე­ბის გზას აგ­რძე­ლებს.

სა­ო­ცა­რი კაცი იყო, ერუ­დი­რე­ბუ­ლი და ეს ემ­ჩნე­ვა მის შე­მოქ­მე­დე­ბას, ნამ­დვი­ლი სუ­ლის არის­ტოკ­რა­ტი იყო, ამ სი­ტყვის პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ჩვენ­თვის - ჩემი თა­ო­ბის­თვის კი­ნოს სახ­ლში საშა რეხ­ვი­აშ­ვი­ლის ფილ­მე­ბის ნახ­ვა ზე­ი­მი იყო. ეს შე­მოქ­მე­დი, თით­ქოს, გან­დე­გი­ლად დარ­ჩა. თა­ვი­სი შე­მოქ­მე­დე­ბით ჩემ­თვის იგი ქარ­თვე­ლი მეს­ვე­ტე­ო­ბის შთა­მო­მა­ვა­ლია კი­ნე­მა­ტოგ­რაფ­ში. თით­ქოს, მისი შე­მოქ­მე­დე­ბა, უაღ­რე­სად სა­ინ­ტე­რე­სო ფორ­მით, ქარ­თუ­ლი აგი­ოგ­რა­ფი­ის ტრა­დი­ცი­ას ირეკ­ლავ­და სიღ­რმი­სე­უ­ლი აზ­როვ­ნე­ბის, ღმერ­თის ძი­ე­ბის. ამ დო­ნის შე­მოქ­მე­დე­ბი მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან ქვეყ­ნებს ერ­თე­უ­ლე­ბი ჰყავთ. მას ისე­თი რე­ჟი­სო­რე­ბის გვერ­დით და­ვა­ყე­ნებ­დი, რო­გო­რიც იყ­ვნენ, მა­გა­ლი­თად, ალენ რენე და ან­დრეი ტარ­კოვ­სკი. მე თუ მკი­თხავთ, დღეს ჰო­ლი­ვუდ­ში საშა რეხ­ვი­აშ­ვი­ლის რან­გის რე­ჟი­სო­რი არ მო­ი­ძებ­ნე­ბა.

  • ცნო­ბის­თვის: ალექ­სან­დრე რეხ­ვი­აშ­ვი­ლის ორი მოკ­ლე ("ნუცა”, "მწვა­ნე მდე­ლო”), ოთხი სრულ­მეტ­რა­ჟი­ა­ნი მხატ­ვრუ­ლი ("XIX სა­უ­კუ­ნის ქარ­თუ­ლი ქრო­ნი­კა”, "გზა ში­ნი­სა­კენ”, "სა­ფე­ხუ­რი”, "მი­ახ­ლო­ე­ბა”) და ხუთი დო­კუ­მენ­ტუ­რი ("აღ­თქმუ­ლი მიწა”, "სამ­კუ­თხა წრე­ში”, "რუ­სუ­ლი პა­ლეს­ტი­ნა”, "უკა­ნას­კნელ­ნი”, "იგორ სა­ნო­ვი­ჩი. ეს­კი­ზე­ბი პორ­ტრე­ტი­სათ­ვის”) ფილ­მი და მა­ღა­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით აღ­ბეჭ­დი­ლი სა­ო­პე­რა­ტო­რო ნა­მუ­შევ­რე­ბი (გი­ორ­გი შენ­გე­ლა­ი­ას "ალა­ვერ­დო­ბა”, ელ­დარ შენ­გე­ლა­ი­ას "მი­ქე­ლა”, ლე­ი­ლა გორ­დე­ლა­ძის "ძაღ­ლი”) გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ამ­დიდ­რებს ქარ­თულ კი­ნოს.
  • ალექ­სან­დრე რეხ­ვი­აშ­ვი­ლი გახ­ლდათ მა­ნ­ჰე­ი­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის გრან-პრის, კი­ნოპ­რე­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცია "ფიპ­რე­სის" პრი­ზის, გერ­მა­ნი­ის კა­თო­ლი­კუ­რი ეკ­ლე­სი­ის პრი­ზის (ფილ­მის­თვის "მე­ცხრა­მე­ტე სა­უ­კუ­ნის ქარ­თუ­ლი ქრო­ნი­კა") მფლო­ბე­ლი (1979), სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლოვ­ნე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი მოღ­ვა­წე (1988), მი­უნ­ხე­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის პრი­ზი­ო­რი (ჟი­უ­რის სპე­ცი­ა­ლუ­რი პრი­ზი ფილ­მის­თვის "მი­ახ­ლო­ე­ბა", 1990), ღირ­სე­ბის ორ­დე­ნის კა­ვა­ლე­რი (1998), მი­ხე­ილ თუ­მა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის პრი­ზის მფლო­ბე­ლი (კი­ნო­ში გა­წე­უ­ლი ღვაწ­ლის­თვის, კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლი "სა­ჩუ­ქა­რი", 2007).

ავ­ტო­რი: ირმა ხარ­ში­ლა­ძე

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მია
0

აცხონოს ღმერთმა :( 

ვასილ არჩვაძე
0

დიდი და მტკივნეული დანაკლისია!

მქონდა პატივი ამ დიდი პიროვნების მეზობლად მეცხოვრა, დავსწრებოდი

მისი ფილმების პრემიერებს ე.წ. "დომ კინოში" და მესარგებლა მისი

მდიდარი ბიბლიოთეკით.

იმედი მაქვს, რომ მისი ვაჟი, ბ-ნი რატი რეხვიაშვილი გააგრძელებს დიდი

ხელოვანი მამის ოჯახურ ტრადიციას!

მშვიდობით, ბიძია საშა, მსუბუქი იყოს მიწა თქვენი სახენათელი მშობლების,

ქალბატონი ცუცასა და ბატონი პავლეს გვერდით!

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"მე თუ მკითხავთ, დღეს ჰოლივუდში საშა რეხვიაშვილის რანგის რეჟისორი  არ მოიძებნება" - ქართულ კინემატოგრაფს დიდი ხელოვანი გამოაკლდა

"მე თუ მკითხავთ, დღეს ჰოლივუდში საშა რეხვიაშვილის რანგის რეჟისორი  არ მოიძებნება" -  ქართულ კინემატოგრაფს დიდი ხელოვანი გამოაკლდა

82 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი კინორეჟისორი, საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი, უნივერსიტეტის პედაგოგი, ალექსანდრე რეხვიაშვილი.

იგი მხოლოდ რეჟისორი და ოპერატორი არ ყოფილა, იყო ფერმწერიც, ქმნიდა კოლაჟებსა და ესკიზებსაც და ღრმად სწამდა, რომ ერთადერთი ადგილი, სადაც ქართული ფილმების გადაღება შეიძლებოდა, იყო საქართველო. ამბობდა კიდეც, საკუთარი ნიადაგიდან მოწყვეტა კინემატოგრაფში სავალალო შედეგის მეტს ვერაფერს მოიტანსო.

ალექსანდრე რეხვიაშვილმა ვგიკი - საბჭოთა კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტი დაამთავრა და როდესაც მოსკოვში დარჩენა და იქ მუშაობა შესთავაზეს, ახალგაზრდა კაცმა რჩევა კინორეჟისორ მიხეილ კალატოზიშვილს ჰკითხა: როგორ მოვიქცეო? მოსკოვის კინემატოგრაფიულ ცხოვრებაში კარგად გათვითცნობიერებულ, გამოცდილ რეჟისორს უმალ უპასუხია, - აქ არ დარჩე, საქართველოში წადიო. მოგვიანებით, ერთ-ერთ ინტერვიუში ბატონი საშა სწორედ ამ მომენტს იხსენებდა: მეც უყოყმანოდ დავემორჩილე და საქართველოში წამოვედი. ამისთვის სიცოცხლის ბოლომდე მადლიერი ვიქნები მისი, იმიტომ რომ ჩემი შეხედულებებით კინოსა და ცხოვრებაზე იქ ვერასოდეს ვერაფერს გადავიღებდიო. და ასე თქვა იმიტომ, რომ მერე და მერე, ცხოვრების გზაზე კარგად შეიგრძნო, რომ კინემატოგრაფს უშუალო კავშირი ჰქონდა იმ რეალობასთან, რომელშიც ადამიანი ცხოვრობდა და სწორედ ამიტომ იყო აუცილებელი, რეჟისორს ძალიან ახლოს და ღრმად სცნობოდა ის გარემო, რომელსაც იღებდა.

მიხეილ კობახიძე, გურამ დოჩანაშვილი და ალექსანდრე რეხვიაშვილი პარიზში

მას მხატვრული ფილმების გადაღება საბჭოთა იდეოლოგიური წნეხის პირობებში მოუხდა. არსებობდა ცენზურა, რის გამოც რეჟისორებს და ცხადია, ბატონ საშასაც ფილმები იმ ბარიერის გათვალისწინებით უნდა გადაეღო, რომლის გადაცდომასაც ცენზურა არ აპატიებდა და, შესაბამისად, ფილმიც ვერ ნახავდა დღის სინათლეს. ამიტომაც უთქვამს, - ჩემი ყველა ფილმი დაუსრულებელ ესკიზებად მიმაჩნია. შემდეგ ეს დაუსრულებლობა, სათქმელის ბოლომდე ართქმა ჩემი სტილის განუყოფელი ელემენტი გახდაო...

ალექსანდრე რეხვიაშვილი ძალიან მეგობრობდა ბევრისთვის საყვარელ რეჟისორთან - გუგული მგელაძესთან. მის ვაჟს, რეჟისორ გიო მგელაძეს ვიდეოინტერვიუც გადაუღია ბატონ საშასთან სახელწოდებით - "საუბრები - საშა რეხვიაშვილი". გთავაზობთ ნაწყვეტს ბატონი საშას საუბრიდან:

  • "მე ვთვლი, რომ ჩვენ ვართ ქრისტიანული ცივილიზაციის ნაწილი. ევროპული ხედვა ქართულისგან განსხვავებულია. მართლმადიდებლობაში უფრო შენარჩუნდა ქრისტიანობის რეალური გაგება, რომელიც გამოიხატება ადამიანის ყოველდღიურ, რეალურ ცხოვრებაში. კათოლიკებისა და ლუთერანებისგან განსხვავებით, მართმადიდებლობა - ეს მაინც სუფთა რელიგიაა, სუფთა მეტაფიზიკური ფორმაა და მსოფლმხედველობაც ასეთივეა. აი, მაგალითად, რატომ არის, რომ ჩვენ - მართლმადიდებელი ხალხი: ქართველები, სერბები, რუსები - ყველანი ნახევრად სიღარიბეში ვცხოვრობთ? ჩვენ ვართ არაპრაქტიკული ადამიანები, იმიტომ კი არა, რომ არ შეგვიძლია, იმიტომ, რომ გულის სიღრმეში ჩვენ უარვყოფთ სიმდიდრის კონცეფციას, არ გვინდა იმიტომ, რომ უკავშირდება ბოროტებას, უსამართლობას და მსგავს რაღაცებს. ჩვენ კიდევ სრულიად თავისუფლები ვართ. მე ვთვლი, რომ ჩვენ უფრო თავისუფალი ხალხი ვართ, ვიდრე, დავუშვათ, დასავლეთში. ჩვენ ვართ ღარიბები, მაგრამ - თავისუფალი ადამიანები და ამაშია ჩვენი ბედნიერება. საქართველოში ასეთი მასობრივი სწრაფვა კულტურისკენ გამოწვეულია იმით, რომ ჩვენ მართლმადიდებლები ვართ. ანუ ჩვენთვის ის კი არ არის მნიშვნელოვანი, რაც არსებობს, არამედ - რაც არ არსებობს. არარსებული გვინდა, რომ ვაქციოთ რეალობად..."

ბატონ საშა რეხვიაშვილზე საუბარი თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის რექტორს, რეჟისორ გიორგი შალუტაშვილს ვთხოვე:

- ბატონ საშას პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს არის ადამიანი, რომელმაც, ასე ვთქვათ, ჩემი თაობის გემოვნება განსაზღვრა. მიმაჩნია, რომ საქართველოში კინემატოგრაფიული ენის შექმნისა და ქართული კინოს ფენომენის აღმოჩენის თვალსაზრისით ამ რანგის მაძიებელი ადამიანი სულ რამდენიმეა, ყოველ შემთხვევაში - 10 კაცს ნამდვილად არ აჭარბებს და იმ ათეულშიც უპირობო ლიდერია საშა რეხვიაშვილი. იგი ჩემთვის არის ჭეშმარიტი შემოქმედის მაგალითი და მთელი თავისი შინაარსით ის იყო უპირობო დისიდენტი, ოღონდ ამ შემთხვევაში სახელისუფლებო თემის მიმართ წინააღმდეგობას კი არ ვგულისხმობ, არამედ - ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგ ყოფნას. ბატონი საშა არასდროს გარეულა პოლიტიკაში, მისი ხმა არავის გაუგია, მაგრამ ვფიქრობ, ყველაზე მაღალი რანგის პოლიტიკაც ეგ არის - მარადიულ კითხვებზე პასუხის ძიება. სწორედ ამ სიღმით გამოირჩევა საშა რეხვიაშვილი. ასე რომ, იგი იქნებოდა დისიდენტი ყველა ეპოქაში. ქართული ხელოვნებისა და ქართული მსოფლმხედველობის სიღრმისეული აზროვნების თვალსაზრისით, რომელიც მუდმივად არის მარადიულზე ორიენტირებული და მარადიული პასუხგაუცემელი კითხვებითაა სავსე, ბატონი საშა ჩემთვის, თითქოს, ქართველი აგიოგრაფების გზას აგრძელებს.

საოცარი კაცი იყო, ერუდირებული და ეს ემჩნევა მის შემოქმედებას, ნამდვილი სულის არისტოკრატი იყო, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის - ჩემი თაობისთვის კინოს სახლში საშა რეხვიაშვილის ფილმების ნახვა ზეიმი იყო. ეს შემოქმედი, თითქოს, განდეგილად დარჩა. თავისი შემოქმედებით ჩემთვის იგი ქართველი მესვეტეობის შთამომავალია კინემატოგრაფში. თითქოს, მისი შემოქმედება, უაღრესად საინტერესო ფორმით, ქართული აგიოგრაფიის ტრადიციას ირეკლავდა სიღრმისეული აზროვნების, ღმერთის ძიების. ამ დონის შემოქმედები მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს ერთეულები ჰყავთ. მას ისეთი რეჟისორების გვერდით დავაყენებდი, როგორიც იყვნენ, მაგალითად, ალენ რენე და ანდრეი ტარკოვსკი. მე თუ მკითხავთ, დღეს ჰოლივუდში საშა რეხვიაშვილის რანგის რეჟისორი არ მოიძებნება.

  • ცნობისთვის: ალექსანდრე რეხვიაშვილის ორი მოკლე ("ნუცა”, "მწვანე მდელო”), ოთხი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ("XIX საუკუნის ქართული ქრონიკა”, "გზა შინისაკენ”, "საფეხური”, "მიახლოება”) და ხუთი დოკუმენტური ("აღთქმული მიწა”, "სამკუთხა წრეში”, "რუსული პალესტინა”, "უკანასკნელნი”, "იგორ სანოვიჩი. ესკიზები პორტრეტისათვის”) ფილმი და მაღალი პროფესიონალიზმით აღბეჭდილი საოპერატორო ნამუშევრები (გიორგი შენგელაიას "ალავერდობა”, ელდარ შენგელაიას "მიქელა”, ლეილა გორდელაძის "ძაღლი”) განსაკუთრებული ამდიდრებს ქართულ კინოს.
  • ალექსანდრე რეხვიაშვილი გახლდათ მანჰეიმის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან-პრის, კინოპრესის საერთაშორისო ფედერაცია "ფიპრესის" პრიზის, გერმანიის კათოლიკური ეკლესიის პრიზის (ფილმისთვის "მეცხრამეტე საუკუნის ქართული ქრონიკა") მფლობელი (1979), საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1988), მიუნხენის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზიორი (ჟიურის სპეციალური პრიზი ფილმისთვის "მიახლოება", 1990), ღირსების ორდენის კავალერი (1998), მიხეილ თუმანიშვილის სახელობის პრიზის მფლობელი (კინოში გაწეული ღვაწლისთვის, კინოფესტივალი "საჩუქარი", 2007).

ავტორი: ირმა ხარშილაძე

"გადარეულია, ისე უხარია... მე ნათლობის სახელს დავუძახებ" - რას ყვება დედა გიორგი მახარაძესა და მის მეუღლეზე, რომლებსაც შვილი შეეძინათ

პირველი კადრები ფილმიდან, რომელშიც მერაბ ნინიძე ბენედიქტ კამბერბეტჩთან ერთად თამაშობს - პრემიერა გაზაფხულზე შედგება

მსახიობი გიორგი მახარაძე მეორე შვილის მამა გახდა - რა დაარქვეს ახალშობილს