Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ალეკო ელისაშვილი: "სირცხვილი არ არის, რომ ერთი ხელით მანდატებს ხევდე და მეორე ხელით მოლაპარაკებაზე მიდიოდე, რომ რაღაცას ხელი მოაწერო?"
ალეკო ელისაშვილი: "სირცხვილი არ არის, რომ ერთი ხელით მანდატებს ხევდე და მეორე ხელით მოლაპარაკებაზე მიდიოდე, რომ რაღაცას ხელი მოაწერო?"

"სირ­ცხვი­ლი არ არის, რომ ერთი ხე­ლით მან­და­ტებს ხევ­დე და მე­ო­რე ხე­ლით მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ზე მი­დი­ო­დე, რომ რა­ღა­ცას ხელი მო­ა­წე­რო? ძა­ლი­ან უხერ­ხუ­ლია", - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის“ ლი­დერ­მა ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, გარ­და იმი­სა, რომ უხერ­ხუ­ლია ერ­თდრო­უ­ლად თან მან­და­ტებს ხევ­დე და თან მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე და­დი­ო­დე, ამას­თა­ნა­ვე სა­სა­ცი­ლოა, რომ მან­და­ტებს ხე­ვენ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც პარ­ლა­მენ­ტში ვერ მოხ­ვდნენ.

"ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლოა, რომ ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე, გიგა ბო­კე­რია, გიგი უგუ­ლა­ვა, რომ­ლებ­საც მან­და­ტე­ბი არ აქვთ, მი­ვიდ­ნენ და მან­და­ტე­ბი დავ­ხი­ო­თო ამ­ბო­ბენ, ჯერ ეს რა უბე­დუ­რე­ბაა ?!

მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ზე რა­ზეა სა­უ­ბა­რი იცით?! - თუ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ჩვენს მო­თხოვ­ნებს და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს, ხელი უნდა მო­ვა­წე­როთ იმ შე­თან­ხმე­ბას, იმ შე­თან­ხმე­ბას თუ ხელს მო­ვა­წერთ, პარ­ლა­მენ­ტში უნდა შე­ვი­დეთ ყვე­ლა, ისი­ნიც, ვინც დღეს მან­და­ტებს ხე­ვენ და უხერ­ხუ­ლი არ არის? სირ­ცხვი­ლი არ არის, რომ ერთი ხე­ლით მან­და­ტებს ხევ­დე და მე­ო­რე ხე­ლით მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ზე მი­დი­ო­დე, რომ რა­ღა­ცას ხელი მო­ა­წე­რო?

რა თქმა უნდა, იმ პარ­ლა­მენ­ტში არ შე­ვი­დო­დი, მე არ მით­ქვამს პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა მინ­და და არი­ქა გავ­რბი­ვარ-თქო, მე ვთქვი, რომ არის რა­ღაც, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამ ქვეყ­ნის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, პარ­ტია "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი“ მზად იყო იმის­თვის, რომ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­თან და მან­და­ტებ­ზე უა­რის თქმას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბის შემ­დეგ, მათ­კენ ბრალ­დე­ბე­ბის ნი­აღ­ვა­რი წა­ვი­დო­და.

"მე კი­დევ ერთხელ მინ­და ყვე­ლას აგიხ­სნათ, რა გა­ვა­კე­თეთ და რა ვთქვით და რის გა­მოც ვი­ლან­ძღე­ბით უღ­მერ­თოდ, მაგ­რამ არ მე­ში­ნია. ჩვენ ვი­ცო­დით, რა ნი­აღ­ვა­რი წა­მო­ვი­დო­და, მაგ­რამ ჩვე­ნი პო­ზი­ცია იყო, რომ რი­სიც გვწამს, რი­სიც გვჯე­რა იმ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას თუ ვერ მი­ვი­ღებთ იმის ში­შით, რომ მერე ჩვენ­ზე ნი­აღ­ვა­რი წა­მო­ვა, ჭო­რე­ბი, ბოდ­ვე­ბი, ჭუ­ჭყი, დაგ­ვაბ­რა­ლე­ბენ მი­ლი­ონ რა­ღა­ცას, მა­შინ რა გვინ­და პო­ლი­ტი­კა­ში? ჩვენ ხმა­მაღ­ლა გავ­ბე­დეთ და მკა­ფი­ოდ ვთქვით, რომ ის მო­ლა­პა­რა­კე­ბა არის გა­და­სარ­ჩე­ნი. იმ მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ზე კი არ ვერ­თო­ბით და დო­მი­ნოს სა­თა­მა­შოდ კი არ დავ­დი­ვართ, არა­მედ და­ვა­ახ­ლო­ვეთ პო­ზი­ცი­ე­ბი, წა­მო­ვიყ­ვა­ნეთ კომ­პრო­მის­ზე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ და ძა­ლი­ან მა­გა­რი ამ­ბა­ვია, რომ ისი­ნი ამ კომ­პრო­მის­ზე მო­დი­ან.

მო­ღა­ლა­ტე­ობ­რი­ვი საქ­ცი­ე­ლი კი არ არის პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა, ხალ­ხის სამ­სა­ხუ­რია პარ­ლა­მენ­ტში ყოფ­ნა,“- გა­ნა­ცხა­და ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ამასა ულვაში არ ქონია ?
12

სად დაკარგე ნამუში ? თვითგადარჩენის ინსტიქტიც დაკარგე ?

შენი ოჯახის წევრებიც აღარ გენდობიან ! ვერა ხვდები მაგდენს ?

ელისაშვილს
12

შენ შენს სირცხვილზე ილაპარაკე. ერთს რომ ლაპარაკობ და მეორეს გვიმტკიცებ. იცი რატომ ხარ ბოკერიაზე უარესი, ის კეთილშობილებაზე თავს არასდროს არ დებდა და შენ კი პრეტენზია გავს. სინამდვილეში მატყუარა და სიტყვის გამტეხი კაცი არსად შესაშვები არ ხარ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

ალეკო ელისაშვილი: "სირცხვილი არ არის, რომ ერთი ხელით მანდატებს ხევდე და მეორე ხელით მოლაპარაკებაზე მიდიოდე, რომ რაღაცას ხელი მოაწერო?"

ალეკო ელისაშვილი: "სირცხვილი არ არის, რომ ერთი ხელით მანდატებს ხევდე და მეორე ხელით მოლაპარაკებაზე მიდიოდე, რომ რაღაცას ხელი მოაწერო?"

"სირცხვილი არ არის, რომ ერთი ხელით მანდატებს ხევდე და მეორე ხელით მოლაპარაკებაზე მიდიოდე, რომ რაღაცას ხელი მოაწერო? ძალიან უხერხულია", - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისივე თქმით, გარდა იმისა, რომ უხერხულია ერთდროულად თან მანდატებს ხევდე და თან მოლაპარაკებებზე დადიოდე, ამასთანავე სასაცილოა, რომ მანდატებს ხევენ ის ადამიანები, რომლებიც პარლამენტში ვერ მოხვდნენ.

"ძალიან სასაცილოა, რომ ნინო ბურჯანაძე, გიგა ბოკერია, გიგი უგულავა, რომლებსაც მანდატები არ აქვთ, მივიდნენ და მანდატები დავხიოთო ამბობენ, ჯერ ეს რა უბედურებაა ?!

მოლაპარაკებაზე რაზეა საუბარი იცით?! - თუ "ქართული ოცნება“ ჩვენს მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, ხელი უნდა მოვაწეროთ იმ შეთანხმებას, იმ შეთანხმებას თუ ხელს მოვაწერთ, პარლამენტში უნდა შევიდეთ ყველა, ისინიც, ვინც დღეს მანდატებს ხევენ და უხერხული არ არის? სირცხვილი არ არის, რომ ერთი ხელით მანდატებს ხევდე და მეორე ხელით მოლაპარაკებაზე მიდიოდე, რომ რაღაცას ხელი მოაწერო?

რა თქმა უნდა, იმ პარლამენტში არ შევიდოდი, მე არ მითქვამს პარლამენტში შესვლა მინდა და არიქა გავრბივარ-თქო, მე ვთქვი, რომ არის რაღაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქვეყნისთვის“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მისივე განცხადებით, პარტია "მოქალაქეები“ მზად იყო იმისთვის, რომ მოლაპარაკებებთან და მანდატებზე უარის თქმასთან დაკავშირებით განცხადების გაკეთების შემდეგ, მათკენ ბრალდებების ნიაღვარი წავიდოდა.

"მე კიდევ ერთხელ მინდა ყველას აგიხსნათ, რა გავაკეთეთ და რა ვთქვით და რის გამოც ვილანძღებით უღმერთოდ, მაგრამ არ მეშინია. ჩვენ ვიცოდით, რა ნიაღვარი წამოვიდოდა, მაგრამ ჩვენი პოზიცია იყო, რომ რისიც გვწამს, რისიც გვჯერა იმ გადაწყვეტილებას თუ ვერ მივიღებთ იმის შიშით, რომ მერე ჩვენზე ნიაღვარი წამოვა, ჭორები, ბოდვები, ჭუჭყი, დაგვაბრალებენ მილიონ რაღაცას, მაშინ რა გვინდა პოლიტიკაში? ჩვენ ხმამაღლა გავბედეთ და მკაფიოდ ვთქვით, რომ ის მოლაპარაკება არის გადასარჩენი. იმ მოლაპარაკებაზე კი არ ვერთობით და დომინოს სათამაშოდ კი არ დავდივართ, არამედ დავაახლოვეთ პოზიციები, წამოვიყვანეთ კომპრომისზე "ქართული ოცნება“ და ძალიან მაგარი ამბავია, რომ ისინი ამ კომპრომისზე მოდიან.

მოღალატეობრივი საქციელი კი არ არის პარლამენტში შესვლა, ხალხის სამსახურია პარლამენტში ყოფნა,“- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

"გუშინ ჩამერიცხა საპარლამენტო ხელფასი...რა ვუყო ამ “ეშმაკისეულ თანხას?” - ნატო ჩხეიძე მეგობრებს მიმართავს

"საზოგადოებაში ძალიან მკაცრი ადამიანის იმიჯი აქვს, სინამდვილეში იუმორის გრძნობით აღსავსე პიროვნებაა" - ნიკოლოზ სამხარაძე ირაკლი კობახიძეზე

"კავკასიური მშვიდობის იდეა ჰქონდა გამსახურდიასაც, შევარდნაძესაც და სააკაშვილსაც... რას გულისხმობს ზურაბიშვილი?" - რა კითხვებს წარმოშობს ერდოღანის ინიციატივა