ავტორი:

საპროტესტო აქცია და "სირცხვილის კორიდორი" პარლამენტთან - რა ხდება საკანონმდებლო ორგანოსთან?

საპროტესტო აქცია და "სირცხვილის კორიდორი" პარლამენტთან - რა ხდება საკანონმდებლო ორგანოსთან?

"მონა, მონა", - ამ შეძახილებით საქართველოს პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ. მათ საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელთან "სირცხვილის კორიდორი“ აქვთ მოწყობილი.

სწორედ ამ შეძახილებისა და ე.წ. სირცხვილის კორიდორის ფონზე შედიან პარლამენტის შენობაში ახალი მოწვევის დეპუტატები.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი დარჩებიან პარლამენტის შენობასთან მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. მათი თქმით, ამგვარ პროტესტს გააგრძელებენ იქამდე, ვიდრე არ დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

აქციაზე აქტივისტებმა ყვავილები მიიტანეს და პარლამენტის შესასვლელთან დაყარეს. მათი თქმით, ეს არის იმის სიმბოლო, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატებს "უკანასკნელ გზაზე აცილებენ".

პარლამენტის შენობის შესასვლელებთან მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

დონარა კინწურაშვილი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა - "პირველი თაობა მიდის..."

"ISFED, მორალურ დისკომფორტს არ გიქმნით ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას მეუღლე რომ თქვენი თანამშრომელია?" - "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი

საქართველოში კორონავირუსის 3907 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - მაჩვენებლები რეგიონების მიხედვით