მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საჭიროა, თუ არა საქართველოში "რემდესივირის" შემოტანა? - თენგიზ ცერცვაძე კრიტიკულად განწყობილ ექიმებს პასუხობს
საჭიროა, თუ არა საქართველოში "რემდესივირის" შემოტანა? - თენგიზ ცერცვაძე კრიტიკულად განწყობილ ექიმებს პასუხობს

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­შიც სა­უბ­რობს, სა­ჭი­როა, თუ არა სა­ქარ­თვე­ლო­ში "რემ­დე­სი­ვი­რის" შე­მო­ტა­ნა.

რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­ში ცერ­ცვა­ძე აღ­ნიშ­ნავს, „რემ­დე­სი­ვი­რი“ შე­საძ­ლოა არ იყოს იდე­ა­ლუ­რი პრე­პა­რა­ტი და შე­საძ­ლოა, მო­მა­ვალ­ში ის ამო­ღე­ბულ იქ­ნეს ხმა­რე­ბი­დან და ჩა­ნაც­ვლდეს უკე­თე­სი პრე­პა­რა­ტით, მაგ­რამ სა­დღე­ი­სოდ უკე­თე­სი მე­დი­კა­მენ­ტი არ არ­სე­ბობს და მას მთე­ლი მსოფ­ლიო იყე­ნებს.

ცერ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

„ბოლო პე­რი­ოდ­ში რა­მო­დე­ნი­მე ექი­მი (ქ-ნი მაია ბუ­წაშ­ვი­ლი, ბ-ნი გი­ორ­გი კამ­კა­მი­ძე, ბ-ნი გი­ორ­გი კან­დე­ლა­კი), რო­მელ­თაც პი­რა­დად არ­ცერ­თი ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბუ­ლი COVID პა­ცი­ენ­ტი არ ჰყავთ გა­ტა­რე­ბუ­ლი, აგ­რეთ­ვე რა­მო­დე­ნი­მე ქარ­თვე­ლი ექი­მი, რომ­ლე­ბიც უცხო­ეთ­ში საქ­მი­ა­ნო­ბენ (ქ-ნი თა­მარ ჟა­მუ­რაშ­ვი­ლი, ბ-ნი ზუ­რაბ გუ­რუ­ლი) ითხო­ვენ, რომ სა­ქარ­თვე­ლომ არ შე­ი­ძი­ნოს COVID-19-ის სამ­კურ­ნა­ლო ან­ტი­ვირუ­სუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტი "რემ­დე­სი­ვი­რი", რამ­დე­ნა­დაც ამ უკა­ნას­კნელ­მა ჯან­მოს მიერ ჩა­ტა­რე­ბულ კვლე­ვა­ში Solidarity არ უჩ­ვე­ნა სარ­წმუ­ნო ეფექ­ტი­ა­ნო­ბა.

ბუ­ნებ­რი­ვია, ყვე­ლას შე­უძ­ლია გა­მოთ­ქვას თა­ვი­სი და­დე­ბი­თი ან უარ­ყო­ფი­თი პო­ზი­ცია ნე­ბის­მი­ერ სა­კი­თხზე, მაგ­რამ გა­საკ­ვი­რია, თუ რა და­ჟი­ნე­ბით ითხო­ვენ ისი­ნი ამას და ლა­მის და­ნა­შა­უ­ლად გვით­ვლი­ან ქვე­ყა­ნა­ში იმ მე­დი­კა­მენ­ტის საც­დე­ლი პარ­ტი­ის შე­მო­ტა­ნას, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა­საც დღე­საც რე­კო­მენ­და­ცი­ას აძ­ლევს მსოფ­ლი­ოს პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა წამ­ყვა­ნი ქვეყ­ნის და ინ­სტი­ტუ­ცი­ის უახ­ლე­სი გა­იდ­ლა­ი­ნი (ჯან­მოს ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი კვლე­ვის გარ­და) და რო­მე­ლიც დღე­საც (ჯან­მოს კვლე­ვის შე­დე­გე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დე­გაც კი) ფარ­თედ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა მთელ მსოფ­ლი­ო­ში.

ასე მა­გა­ლი­თად, COVID-19-ით პა­ცი­ენ­ტებ­ში "რემ­დე­სი­ვი­რის" გა­მო­ყე­ნე­ბას რე­კო­მენ­და­ცი­ას აძ­ლე­ვენ: 1.ამე­რი­კის FDA (22 ოქ­ტომ­ბე­რი) - მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი სტრუქ­ტუ­რა ამა თუ იმ მე­დი­კა­მენ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა-არ­გა­მო­ყე­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე. https://www.fda.gov/news-events/press-announcements/fda-approves-first-treatment-covid-19 . 2. ამე­რი­კის ჯან­მრთე­ლო­ბის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის (NIH) გა­იდ­ლა­ი­ნი (3 დე­კემ­ბე­რი) (მსოფ­ლი­ოს უძ­ლი­ე­რე­სი და ყვე­ლა­ზე ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტი, რომ­ლის დი­რექ­ტო­რია Anthony Fauci) https://www.covid19treatmentguidelines.nih.gov/therapeutic-management/ 3. ამე­რი­კის ინ­ფექ­ცი­ურ და­ა­ვა­დე­ბა­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბის (IDSA) გა­იდ­ლა­ი­ნი (22 ნო­ემ­ბე­რი) https://www.idsociety.org/practice-guideline/covid-19-guideline-treatment-and-management/ 4. გერ­მა­ნი­ის გა­იდ­ლა­ი­ნი (23 ნო­ემ­ბე­რი) https://www.awmf.org/uploads/tx_szleitlinien/113-001l_S2k_Empfehlungen_station%C3%A4re_Therapie_Patienten_COVID-19_2020-11.pdf და კი­დევ ძა­ლი­ან ბევ­რი სხვა, რო­მელ­თა ჩა­მოთ­ვლა შორს წაგ­ვიყ­ვან­და.

ჩვენ სპე­ცი­ა­ლუ­რად და­ვუ­კავ­შირ­დით ამე­რი­კის და ევ­რო­პის რა­მო­დე­ნი­მე ქვეყ­ნის, მათ შო­რის ინ­გლის­ში, გერ­მა­ნი­ა­ში, და­ნი­ა­ში და ა.შ., წამ­ყვან სპე­ცი­ა­ლის­ტებს (ჩვენს პარტნი­ო­რებს), მათ შო­რის NIH-ის გა­იდ­ლა­ი­ნის ავ­ტორს - Roy Gulick-ს და ვთხო­ვეთ გა­მო­ეთ­ქვათ თა­ვი­ან­თი მო­საზ­რე­ბა. უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა მათ­გან­მა წე­რი­ლო­ბით გვაც­ნო­ბა, რომ მათ ქვეყ­ნებ­ში და ინ­სტი­ტუ­ტებ­ში "რემ­დე­სი­ვი­რი" ფარ­თოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. ყვე­ლა­ზე ხში­რი ფრა­ზე­ბი იყო „Remdesivir is standard treatment for hospitalized patients requiring oxygen”, “Remdesivir is broadly used”, “we do use Remdesivir for all patients admitted to hospital with need to oxygen” და სხვ.

გა­სა­გე­ბია, რომ "რემ­დე­სი­ვი­რი" შე­საძ­ლოა არ იყოს იდე­ა­ლუ­რი პრე­პა­რა­ტი და შე­საძ­ლოა მო­მა­ვალ­ში ის ამო­ღე­ბულ იქ­ნეს ხმა­რე­ბი­დან და ჩა­ნაც­ვლდეს უკე­თე­სი პრე­პა­რა­ტით, მაგ­რამ სა­დღე­ი­სოდ უკე­თე­სი მე­დი­კა­მენ­ტი არ არ­სე­ბობს და მას მთე­ლი მსოფ­ლიო იყე­ნებს.

ბუ­ნებ­რი­ვია ის­მის კი­თხვა - ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში რა­ტომ არი­ან ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი ექი­მე­ბი ასე­თი კა­ტე­გო­რი­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გი, რომ "რემ­დე­სი­ვი­რი" ხელ­მი­საწ­ვდო­მი იყოს ქარ­თვე­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვი­საც და ქარ­თველ ექი­მებს და პა­ცი­ენ­ტებს ჰქონ­დეთ არ­ჩე­ვა­ნი, გა­მო­ი­ყე­ნონ "რემ­დე­სი­ვი­რი" თუ არა.

კი­დევ ერთი ნი­შან­დობ­ლი­ვი ფაქ­ტი. ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი ექი­მე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში "რემ­დე­სი­ვი­რის" საც­დე­ლი პარ­ტი­ის შე­მო­ტა­ნა 400 ათა­სი ჯდე­ბა და ამ ფა­სად გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სია შე­ვი­ძი­ნოთ ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვის აპა­რა­ტე­ბი. ამა­ზე პა­სუ­ხი ცალ­სა­ხაა - "რემ­დე­სი­ვი­რის" საც­დე­ლი პარ­ტი­ის შე­მო­ტა­ნა ჯდე­ბა არა 400 ათა­სი ევრო ან დო­ლა­რი, არა­მედ 320 ათა­სი ლარი და ამ ფა­სად სულ რა­მო­დე­ნი­მე ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვის აპა­რა­ტის შე­ძე­ნა იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი, და შე­სა­ბა­მი­სად მათი შე­ძე­ნა არა­ფერს შეც­ვლის, რამ­დე­ნა­დაც ქვე­ყა­ნას სა­დღე­ი­სოდ 2000-ზე მეტი ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვის აპა­რა­ტი (მათ ნა­წილს ე.წ. high flow-ს ფუნ­ქცი­აც აქვთ) და ამის გარ­და 500-მდე ცალ­კე ე.წ. high flow-ს (მა­ღა­ლი ნა­კა­დით ჟანგბა­დის მი­წო­დე­ბა) აპა­რა­ტი აქვს, რაც სავ­სე­ბით საკ­მა­რი­სია COVID ავად­მყო­ფე­ბის დღე­ვან­დე­ლი ძა­ლი­ან გაზ­რდი­ლი რა­ო­დე­ნო­ბის­თვი­საც კი.

და ბო­ლოს, მინ­და მივ­მარ­თო ქ-ნ თა­მარ ჟა­მუ­რაშ­ვილს, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად გვმო­ძღვრავს ე.წ. high flow-ს მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე COVID-19-ით პა­ცი­ენ­ტე­ბი­სათ­ვის. ქ-ნო თა­მარ! დიდი მად­ლო­ბა, მაგ­რამ გვინ­და იცო­დეთ, რომ სა­ქარ­თვე­ლომ ჯერ კი­დევ ადრე გა­ზა­ფხულ­ზე ერთ-ერ­თმა პირ­ველ­მა გა­აც­ნო­ბი­ე­რა, რომ COVID-19-ით პა­ცი­ენ­ტებ­ში გვხვდე­ბა ფილ­ტვის ორი სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბა (L და H ტი­პე­ბი) და რომ უნდა გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი­ყო ე.წ. high flow მე­თო­დი­კის გა­მო­ყე­ნე­ბა და აუ­ცი­ლე­ბელ მი­ნი­მუ­მამ­დე შემ­ცი­რე­ბუ­ლი­ყო ინ­ტუ­ბა­ცი­ე­ბი. ეს ერთ-ერთი, თუმ­ცა არა­ერ­თა­დერ­თი მი­ზე­ზია იმის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში COVID გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი (0,92%) ევ­რო­პის და ამე­რი­კის ბევრ ქვე­ყა­ნა­ზე გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბია. უშუ­ა­ლოდ ჩვე­ნი ინი­ცი­ა­ტი­ვით ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მხარ­და­ჭე­რით სა­ქარ­თვე­ლომ კარ­გა ხა­ნია და­ი­წყო ე.წ. high flow ტექ­ნო­ლო­გი­ის ფარ­თოდ და­ნერგვა (სულ ახ­ლა­ხანს და­მა­ტე­ბით შე­მო­ვი­ტა­ნეთ 500-მდე high flow-ს აპა­რა­ტი). კლი­ნი­კე­ბის ნა­წი­ლი უკვე უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია ამ ტექ­ნო­ლო­გი­ით, ხოლო მოკ­ლე ხან­ში ყვე­ლა კლი­ნი­კა იქ­ნე­ბა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი და "რემ­დე­სი­ვი­რის" შე­მო­ტა­ნა-არ­შე­მო­ტა­ნა ამ პრო­ცეს­ზე ვე­რა­ნა­ირ გავ­ლე­ნას ვერ მო­ახ­დენს“, - აღ­ნიშ­ნავს ცერ­ცვა­ძე გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კობა
50

ვიმყოფებოდი ინფექციურ კლინიკაში კოვიდ დიაგნოზით

(რეიტინგი-12)

მინდა უდიდესი მადლობა მოვუხადო პირადად ბატონ თენგიზ ცერცვაძეს

და ინფექციურის მთელ კოლექტივს ჩემი წარმატებული მკურნალობისთვის და დახმარებისთვის.

 

jiji
40

უბრალოდ ფულის გაკეთება უნდა ამ ბებერს და საერთოდ არ აინტერესებს ქართველების ჯამრთელობა,ამ ბიზნესით დაინტერესება აქვს ასევე მდინარაძეს და ხუნდაძეს..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

საჭიროა, თუ არა საქართველოში "რემდესივირის" შემოტანა? - თენგიზ ცერცვაძე კრიტიკულად განწყობილ ექიმებს პასუხობს

საჭიროა, თუ არა საქართველოში "რემდესივირის" შემოტანა? - თენგიზ ცერცვაძე კრიტიკულად განწყობილ ექიმებს პასუხობს

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საუბრობს, საჭიროა, თუ არა საქართველოში "რემდესივირის" შემოტანა.

როგორც განცხადებაში ცერცვაძე აღნიშნავს, „რემდესივირი“ შესაძლოა არ იყოს იდეალური პრეპარატი და შესაძლოა, მომავალში ის ამოღებულ იქნეს ხმარებიდან და ჩანაცვლდეს უკეთესი პრეპარატით, მაგრამ სადღეისოდ უკეთესი მედიკამენტი არ არსებობს და მას მთელი მსოფლიო იყენებს.

ცერცვაძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ბოლო პერიოდში რამოდენიმე ექიმი (ქ-ნი მაია ბუწაშვილი, ბ-ნი გიორგი კამკამიძე, ბ-ნი გიორგი კანდელაკი), რომელთაც პირადად არცერთი ჰოსპიტალიზებული COVID პაციენტი არ ჰყავთ გატარებული, აგრეთვე რამოდენიმე ქართველი ექიმი, რომლებიც უცხოეთში საქმიანობენ (ქ-ნი თამარ ჟამურაშვილი, ბ-ნი ზურაბ გურული) ითხოვენ, რომ საქართველომ არ შეიძინოს COVID-19-ის სამკურნალო ანტივირუსული მედიკამენტი "რემდესივირი", რამდენადაც ამ უკანასკნელმა ჯანმოს მიერ ჩატარებულ კვლევაში Solidarity არ უჩვენა სარწმუნო ეფექტიანობა.

ბუნებრივია, ყველას შეუძლია გამოთქვას თავისი დადებითი ან უარყოფითი პოზიცია ნებისმიერ საკითხზე, მაგრამ გასაკვირია, თუ რა დაჟინებით ითხოვენ ისინი ამას და ლამის დანაშაულად გვითვლიან ქვეყანაში იმ მედიკამენტის საცდელი პარტიის შემოტანას, რომლის გამოყენებასაც დღესაც რეკომენდაციას აძლევს მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა წამყვანი ქვეყნის და ინსტიტუციის უახლესი გაიდლაინი (ჯანმოს ზემოთ აღნიშნული კვლევის გარდა) და რომელიც დღესაც (ჯანმოს კვლევის შედეგების გამოქვეყნების შემდეგაც კი) ფართედ გამოიყენება მთელ მსოფლიოში.

ასე მაგალითად, COVID-19-ით პაციენტებში "რემდესივირის" გამოყენებას რეკომენდაციას აძლევენ: 1.ამერიკის FDA (22 ოქტომბერი) - მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული სტრუქტურა ამა თუ იმ მედიკამენტის გამოყენება-არგამოყენების თაობაზე. https://www.fda.gov/news-events/press-announcements/fda-approves-first-treatment-covid-19 . 2. ამერიკის ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტის (NIH) გაიდლაინი (3 დეკემბერი) (მსოფლიოს უძლიერესი და ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტი, რომლის დირექტორია Anthony Fauci) https://www.covid19treatmentguidelines.nih.gov/therapeutic-management/ 3. ამერიკის ინფექციურ დაავადებათა საზოგადოების (IDSA) გაიდლაინი (22 ნოემბერი) https://www.idsociety.org/practice-guideline/covid-19-guideline-treatment-and-management/ 4. გერმანიის გაიდლაინი (23 ნოემბერი) https://www.awmf.org/uploads/tx_szleitlinien/113-001l_S2k_Empfehlungen_station%C3%A4re_Therapie_Patienten_COVID-19_2020-11.pdf და კიდევ ძალიან ბევრი სხვა, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა.

ჩვენ სპეციალურად დავუკავშირდით ამერიკის და ევროპის რამოდენიმე ქვეყნის, მათ შორის ინგლისში, გერმანიაში, დანიაში და ა.შ., წამყვან სპეციალისტებს (ჩვენს პარტნიორებს), მათ შორის NIH-ის გაიდლაინის ავტორს - Roy Gulick-ს და ვთხოვეთ გამოეთქვათ თავიანთი მოსაზრება. უკლებლივ ყველა მათგანმა წერილობით გვაცნობა, რომ მათ ქვეყნებში და ინსტიტუტებში "რემდესივირი" ფართოდ გამოიყენება. ყველაზე ხშირი ფრაზები იყო „Remdesivir is standard treatment for hospitalized patients requiring oxygen”, “Remdesivir is broadly used”, “we do use Remdesivir for all patients admitted to hospital with need to oxygen” და სხვ.

გასაგებია, რომ "რემდესივირი" შესაძლოა არ იყოს იდეალური პრეპარატი და შესაძლოა მომავალში ის ამოღებულ იქნეს ხმარებიდან და ჩანაცვლდეს უკეთესი პრეპარატით, მაგრამ სადღეისოდ უკეთესი მედიკამენტი არ არსებობს და მას მთელი მსოფლიო იყენებს.

ბუნებრივია ისმის კითხვა - ასეთ სიტუაციაში რატომ არიან ზემოთ აღნიშნული ექიმები ასეთი კატეგორიული წინააღმდეგი, რომ "რემდესივირი" ხელმისაწვდომი იყოს ქართველი პაციენტებისთვისაც და ქართველ ექიმებს და პაციენტებს ჰქონდეთ არჩევანი, გამოიყენონ "რემდესივირი" თუ არა.

კიდევ ერთი ნიშანდობლივი ფაქტი. ზემოთ ჩამოთვლილი ექიმები აღნიშნავენ, რომ საქართველოში "რემდესივირის" საცდელი პარტიის შემოტანა 400 ათასი ჯდება და ამ ფასად გაცილებით უკეთესია შევიძინოთ ხელოვნური სუნთქვის აპარატები. ამაზე პასუხი ცალსახაა - "რემდესივირის" საცდელი პარტიის შემოტანა ჯდება არა 400 ათასი ევრო ან დოლარი, არამედ 320 ათასი ლარი და ამ ფასად სულ რამოდენიმე ხელოვნური სუნთქვის აპარატის შეძენა იქნება შესაძლებელი, და შესაბამისად მათი შეძენა არაფერს შეცვლის, რამდენადაც ქვეყანას სადღეისოდ 2000-ზე მეტი ხელოვნური სუნთქვის აპარატი (მათ ნაწილს ე.წ. high flow-ს ფუნქციაც აქვთ) და ამის გარდა 500-მდე ცალკე ე.წ. high flow-ს (მაღალი ნაკადით ჟანგბადის მიწოდება) აპარატი აქვს, რაც სავსებით საკმარისია COVID ავადმყოფების დღევანდელი ძალიან გაზრდილი რაოდენობისთვისაც კი.

და ბოლოს, მინდა მივმართო ქ-ნ თამარ ჟამურაშვილს, რომელიც მუდმივად გვმოძღვრავს ე.წ. high flow-ს მნიშვნელობაზე COVID-19-ით პაციენტებისათვის. ქ-ნო თამარ! დიდი მადლობა, მაგრამ გვინდა იცოდეთ, რომ საქართველომ ჯერ კიდევ ადრე გაზაფხულზე ერთ-ერთმა პირველმა გააცნობიერა, რომ COVID-19-ით პაციენტებში გვხვდება ფილტვის ორი სახის დაზიანება (L და H ტიპები) და რომ უნდა გაფართოებულიყო ე.წ. high flow მეთოდიკის გამოყენება და აუცილებელ მინიმუმამდე შემცირებულიყო ინტუბაციები. ეს ერთ-ერთი, თუმცა არაერთადერთი მიზეზია იმის, რომ საქართველოში COVID გარდაცვალების შემთხვევები (0,92%) ევროპის და ამერიკის ბევრ ქვეყანაზე გაცილებით ნაკლებია. უშუალოდ ჩვენი ინიციატივით ჯანდაცვის სამინისტროს და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით საქართველომ კარგა ხანია დაიწყო ე.წ. high flow ტექნოლოგიის ფართოდ დანერგვა (სულ ახლახანს დამატებით შემოვიტანეთ 500-მდე high flow-ს აპარატი). კლინიკების ნაწილი უკვე უზრუნველყოფილია ამ ტექნოლოგიით, ხოლო მოკლე ხანში ყველა კლინიკა იქნება უზრუნველყოფილი და "რემდესივირის" შემოტანა-არშემოტანა ამ პროცესზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს“, - აღნიშნავს ცერცვაძე განცხადებაში.

პენსიონერმა ჯულიეტა ილურიძემ მომენტალურ ლატარია ,,7-11-21’’-ში 50 000 ლარი მოიგო

„საპარტნიორო ფონდმა“, COVID 19-თან ბრძოლის ფარგლებში, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ჟანგბადის ავზი გადასცა

ნოემბერში ელექტროენერგიის სუბსიდირებით მოსარგებლე მოქალაქეებს გადახდილი სასმელი წყლის გადასახადი უკან დაუბრინდებათ