ავტორი:

რა მოხდება პარლამენტის პირველ სხდომაზე - რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურები

რა მოხდება პარლამენტის პირველ სხდომაზე - რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურები

პარლამენტი პირველ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარეს აირჩევს, დააკომპლექტებს სპიკერატს და კენჭს უყრის კომიტეტების თავმჯდომარეების კანდიდატურებს.

აღნიშნული თანამდებობის პირების არჩევა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით მოხდება.

მე-10 მოწვევის პარლამენტს არჩილ თალაკვაძე უხელმძღვანელებს. პირველი ვიცე-სპიკერის პოსტზე წარდგენილია გიორგი ვოლსკი, ხოლო უმრავლესობის კვოტით ვიცე-სპიკერის თანამდებობას კახა კუჭავა და დავით სერგეენკო დაიკავებენ.

რაც შეეხება კომიტეტების თავმჯდომარეებს, “ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვეტილება შემდეგ კანდიდატურებთან დაკავშირებით მიიღო:

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე - ანრი ოხანაშვილი;

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი - მიხეილ სარჯველაძე;

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი - ირაკლი ბერაია;

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი - ირაკლი ქადაგიშვილი;

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი - სოზარ სუბარი;

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი - ირაკლი კოვზანაძე;

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი - დავით სონღულაშვილი;

აგრარულ საკითხთა კომიტეტი - ნინო წილოსანი;

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი - მაია ბითაძე;

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი - ნიკოლოზ სამხარაძე;

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი - მაკა ბოჭორიშვილი;

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი - ბექა ოდიშარია;

ჯანდაცვის კომიტეტი - დიმიტრი ხუნდაძე;

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი - თეა წულუკიანი;

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი - მიხეილ ყაველაშვილი;

საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სესია ხვალ 11 დეკემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება.

"მე მიყვარს ქალბატონი სალომე, მართობს და მახალისებს" - ნიკა მელია სალომე ზურაბიშვილს ფინჯან ყავაზე ეპატიჟება

"უცოდინრებისთვის მინდა ვთქვა, რომ დემოკრატიის სამშობლო არის ქუჩა...პირველი სესია მეათე პარლამენტმა გახსნა ცალფეხამ" - გუბაზ სანიკიძე

"ომი რომ არ გაქვთ, არ ხართ კმაყოფილი? სტაბილურობა არ გაქვთ? ვინმე დაგესხათ თავს?“ - ელისო ბოლქვაძე