პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კინოსტუდიაში სისხლიან დაპირისპირებას გოგა ხაინდრავას გადამღები ჯგუფის წევრებს შორის შელაპარაკება უძღოდა - როგორია დაჭრილების მდგომარეობა
კინოსტუდიაში სისხლიან დაპირისპირებას გოგა ხაინდრავას გადამღები ჯგუფის წევრებს შორის შელაპარაკება უძღოდა - როგორია დაჭრილების მდგომარეობა

წუ­ხელ კი­ნოს­ტუ­დი­ის შე­ნო­ბა­ში მომ­ხდა­რი სის­ხლი­ა­ნი და­პი­რის­პი­რე­ბის შე­დე­გად ორი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი და­იჭ­რა. დაჭ­რი­ლებს შო­რის ერთი გოგა ხა­ინ­დრა­ვას ძმის­შვი­ლი გოგ­ლი­კო ხა­ინ­დრა­ვაა, მე­ო­რე კი გოგ­ლი­კოს მე­გო­ბა­რი ილია რუ­ხა­ძე.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გოგა ხა­ინ­დრა­ვას გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფის წევ­რებს ერ­თმა­ნეთ­ში უსი­ა­მოვ­ნო შე­ლა­პა­რა­კე­ბა მო­უ­ვი­დათ. ვი­თა­რე­ბის გა­ნა­სა­მუხ­ტად, ად­გილ­ზე ერთ-ერთი მათ­გა­ნის მე­გობ­რე­ბი მი­ვიდ­ნენ, რო­მელ­თა შო­რი­საც იყო 16 წლის არას­რულ­წლო­ვა­ნი. სწო­რედ ამ უკა­ნას­კნელს ედა­ვე­ბა სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნას, რის გა­მოც იგი და­კა­ვე­ბუ­ლია.

რაც შე­ე­ხე­ბა დაჭ­რი­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გოგ­ლი­კო ხა­ინ­დრა­ვა მძი­მედ არის. თუმ­ცა აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას არც ადას­ტუ­რე­ბენ და არც უარ­ყო­ფენ "ნიუ ჰოს­პი­ტალ­ში", სა­დაც გოგ­ლი­კო ხა­ინ­დრა­ვა მკურ­ნა­ლობს.

"ოჯახ­მა გვთხო­ვა, რომ არ გა­ვავ­რცე­ლოთ ინ­ფორ­მა­ცია. წუ­ხელ შე­ი­მო­იყ­ვა­ნეს და გი­დას­ტუ­რებთ, რომ აქ მკურ­ნა­ლობს. სხვა ვე­რა­ფერს გე­ტყვით", - გვი­თხრეს კლი­ნი­კა­ში.

სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მი­საა ილია რუ­ხა­ძის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა. რო­გორც ქი­რურ­გი­ის ეროვ­ნულ ცენ­ტრში აცხა­დე­ბენ, 33 წლის პა­ცი­ენ­ტმა მათ თვით­დი­ნე­ბით მი­მარ­თა.

"მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბე­ბი აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი, ნე­ი­რო­ქი­რურ­გი­ულ დე­პარ­ტა­მენ­ტში ჩა­უ­ტარ­და კვლე­ვე­ბი და მიმ­დი­ნა­რე­ობს დაკ­ვირ­ვე­ბა. პა­ცი­ენტს ოპე­რა­ცია არ ჩა­ტა­რე­ბია", - აცხა­დე­ბენ ქი­რურ­გი­ის ცენ­ტრში.

შსს მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბას გამ­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის მუხ­ლით აწარ­მო­ებს.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ერიჰაა
61

გაგებით ვეკიდებით. აბა კრიმინალები ან დაჭრიან ან დახოცავენ ერთმანეთს რაა აქ ახალი?

მიშა
22

გოგა ხაიდრავას ძმას ივლიანეს ორი ქალიშვილი ყავს,შესაბამისად გოგლიკო მისი ძმიშვილი ვერიქნება

ავტორი:

კინოსტუდიაში სისხლიან დაპირისპირებას გოგა ხაინდრავას გადამღები ჯგუფის წევრებს შორის შელაპარაკება უძღოდა - როგორია დაჭრილების მდგომარეობა

კინოსტუდიაში სისხლიან დაპირისპირებას გოგა ხაინდრავას გადამღები ჯგუფის წევრებს შორის შელაპარაკება უძღოდა - როგორია დაჭრილების მდგომარეობა

წუხელ კინოსტუდიის შენობაში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების შედეგად ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაიჭრა. დაჭრილებს შორის ერთი გოგა ხაინდრავას ძმისშვილი გოგლიკო ხაინდრავაა, მეორე კი გოგლიკოს მეგობარი ილია რუხაძე.

გავრცელებული ინფორმაციით, გოგა ხაინდრავას გადამღები ჯგუფის წევრებს ერთმანეთში უსიამოვნო შელაპარაკება მოუვიდათ. ვითარების განასამუხტად, ადგილზე ერთ-ერთი მათგანის მეგობრები მივიდნენ, რომელთა შორისაც იყო 16 წლის არასრულწლოვანი. სწორედ ამ უკანასკნელს ედავება საგამოძიებო უწყება დანაშაულის ჩადენას, რის გამოც იგი დაკავებულია.

რაც შეეხება დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობას, არსებული ინფორმაციით, გოგლიკო ხაინდრავა მძიმედ არის. თუმცა აღნიშნულ ინფორმაციას არც ადასტურებენ და არც უარყოფენ "ნიუ ჰოსპიტალში", სადაც გოგლიკო ხაინდრავა მკურნალობს.

"ოჯახმა გვთხოვა, რომ არ გავავრცელოთ ინფორმაცია. წუხელ შეიმოიყვანეს და გიდასტურებთ, რომ აქ მკურნალობს. სხვა ვერაფერს გეტყვით", - გვითხრეს კლინიკაში.

საშუალო სიმძიმისაა ილია რუხაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა. როგორც ქირურგიის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, 33 წლის პაციენტმა მათ თვითდინებით მიმართა.

"მრავლობითი ჭრილობები აქვს მიყენებული, ნეიროქირურგიულ დეპარტამენტში ჩაუტარდა კვლევები და მიმდინარეობს დაკვირვება. პაციენტს ოპერაცია არ ჩატარებია", - აცხადებენ ქირურგიის ცენტრში.

შსს მომხდარზე გამოძიებას გამზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით აწარმოებს.

როგორია შსს-ს დაჭრილი თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა - დაკავებული პოლიციის ყოფილი თანამშრომელია

"ოჯახის წევრებს როგორ ექცევა ასე?! შემდეგი ვინც ლუკმას მიაწვდის, ისიც უნდა დაიჭირონ და ის შორიდან უყურებს?!" - რას ჰყვება ბადრი ესებუას ოჯახის ახლობელი

"თუ ძმასთან მიჰქონდა, რატომ არ გაყვნენ?! ამბობს, რომ მანქანის საბარგულში ჩაუდეს 2 ხელყუმბარა, ჟანგიანი 100 ტყვია, საჭმელი და თოკი" - ბიძინა ესებუას ადვოკატი