ავტორი:

სისხლიანი დაპირისპირება თბილისში - არსებული ინფორმაციით, 2 დაჭრილიდან ერთ-ერთი გოგა ხაინდრავას ძმისშვილია

სისხლიანი დაპირისპირება თბილისში - არსებული ინფორმაციით, 2 დაჭრილიდან ერთ-ერთი გოგა ხაინდრავას ძმისშვილია

არსებული ინფორმაციით, წუხელ, გვიან ღამით, გოგა ხაინდრავას ძმის, ივლიანე ხაინდრავას 37 წლის ვაჟი, გოგლიკო ხაინდრავა დაჭრეს. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, დაჭრილია კიდევ ერთი პირი, 33 წლის ილია რუხაძე.

ორივე მათგანი ამ დროისთვის კლინიკაშია გადაყვანილი. "ტვ პირველის" ცნობით, გოგლიკო ხაინდრავას ცივი იარაღით 15 ჭრილობა აქვს მიყენებული და მისი მდგომარეობა მძიმეა.

დაპირისპირება კინოსტუდიის ძველ შენობაში მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების სამი ბრიგადა. როგორც ცნობილია, გოგლიკო ხაინდრავა აღნიშნულ შენობაში ფლობდა ერთ ოთახს, სადაც ხშირად იმყოფებოდა ხოლმე მეგობრებთან ერთად.

მომხდარზე სამართალდამცველებმა არასრულწლოვანი ცხელ კვალზე დააკავეს. მას 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

"შოკში ვართ, ამას არ ველოდით" - თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულები კობალაძისა და ხუსკივაძის პირველი კომენტარები გათავისუფლების შემდეგ

თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულები აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე გაათავისუფლეს

კინოსტუდიაში სისხლიან დაპირისპირებას გოგა ხაინდრავას გადამღები ჯგუფის წევრებს შორის შელაპარაკება უძღოდა - როგორია დაჭრილების მდგომარეობა